მთავარი,სიახლეები

კონკურსი და საჯარო ლექციები ბსუ-ში

20.12.2016
კონკურსი და საჯარო ლექციები ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს  ლექციების  კურსი თემაზე, – კულტურა და საზოგადოება“.

დღეს 20 დეკემბერს თემაზე, – „ადამიანის უფლებები და კულტურა“, ლექცია წაიკითხა გეორგ ლომანიმ. მეორე ლექციას კი თემაზე , – „თანამედროვე ხელოვნება და განვთარება“, ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე კითხულობს.

ლექციების კურსი გაგრძელდება ხვალაც.  21 დეკემბერს დაგეგმილია  გეორგ ლომანის კიდევ ერთი ლექცია „ადამიანის უფლებები, განათლება და განვითარება“, დღის მეორე ნახევარში კი მამუკა ბერიაშვილის ლექცია „ისტორია როგორც კულტურული ფენომენი ჰეგელის ფილოსოფიის მიხედვით“.

ლექციების ციკლი 19 დეკემბერს დაიწყო, რომელიც განათლების მინისტრმა და პროექტის კოორდინატორმა ინგა შამილიშვილმა გახსნა. კულტურის თეორიაზე ლექცია წაიკითხა პროფესორმა  თეო კუბიში და ფილოსოფოსმა თამარ ცოფურაშვილმა თემაზე , – „რელიგიურობა და კულტურული სამყარო“.

22 დეკემბერს კი უნივერსიტეტში დაგეგმილია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ლექციათა ციკლი „ტოლერანტობის სკოლა“, რომლის ფარგლებშიც  თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას, „ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები“.

TDI საჯარო ლექციებს ატარებს საქართველოს ექვს უნივერსიტეტში, პროექტის „დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ფონდი  „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ.

ლექცია/დისკუსიებზე განხილული იქნება ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საკითხები.

TDI საჯარო ლექციის დამსწრეებს მიაწოდებს ინფორმაციას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ბლოგერების კონკურსის შესახებ. კონკურსისთვის „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ჩემს რეგიონში არსებული გამოწვევები“ მონაწილეებს დაევალებათ ტექსტური ან მულტიმედიური ნამუშევრების მომზადება საკუთარ რეგიონში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გამარჯვებული. ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ის ვებგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: