ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა

„სანამ მე გადავალ კონკრეტულად უნივერსიტეტის თემებზე, დაფინანსებაზე და იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ კონკრეტულად და რა თემებიც გვაქვს გასავლელი – მე  მზად ვარ, ამ თემებზე ვისაუბრო, თქვენთან ერთად. თუმცაღა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგიონი ვითარდება“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და საუბარი დაიწყო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოფლის …

სკოლიდან პირდაპირ ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში

გოგა სარანდიტი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელია. გერმანულის გარდა, ის ინგლისურ და რუსულ ენებსაც ფლობს. რითი განსხვავდება გერმანული და ქართული საგანმანათლებლო სისტემა, რატომ უხარია უნივერსიტეტში წასვლა და რამ გააოცა ის გერმანიაში პირველად ყოფნის დროს. თავის მიზნებსა და გერმანულ შთაბეჭდილებებზე გოგა სარანდიტი „ბათუმელებთან“ საუბრობს. გოგა, როდის გაგიჩნდა ბერლინის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი და რამდენად რთული იყო გზა, რომელიც …

„მინდა წარმატებული მეცნიერი ვიყო“

ბათუმელი სტუდენტი სან დიეგოს უნივერსიტეტში ანა თავართქილაძე ერთ-ერთია იმ შვიდ ბათუმელს შორის, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად წელს თბილისში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლიან. მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა საგნობრივ ოლიმპიადაში, ქიმიაში პირველი ადგილი აიღო. ამ წარმატების შემდეგ ანუ მე-12 კლასში სწავლის დროს, ანას დაუკავშირდნენ და სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზეს. აბიტურიენტებს, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტში გადაწყვეტენ …

ვის შეუძლია „თავისუფალი გაკვეთილის“ ჩატარება

„თავისუფალი გაკვეთილების“  იდეა განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. მისი თქმით, პროექტი, რომლის განხორციელებაც ორ თვეში დაიწყება,  ორი მილიონი ლარის ღირებულებისაა. მინისტრის განცხადებით, პედაგოგები, ვინც საჯარო სკოლებში „თავისუფალი გაკვეთილები“ უნდა ჩაატარონ, კონკურსის წესით, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიხედვით შეირჩევიან. როგორია თავისუფალი გაკვეთილების ფორმატი და კრიტერიუმები, დეტალებზე „ბათუმელებს“  ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა. ბატონო ალექსანდრე, იქნებ განმარტოთ, როგორი იქნება …

სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი? „პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული …

„კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში” – ბათუმელი მაგისტრანტებისთვის

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ აცხადებს მიღებას სეზონურ სკოლაში – „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში”. „რა არის კრიტიკული აზროვნება?“ „რატომ ვიქცევით ისე, როგორც სხვები?“ „სექსუალობა, გენეტიკა და კულტურა“ – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მაგისტრატურის სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ნიჟარაძე ესაუბრებიან. …

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი: კანონდარღვევად იქნება ის, თუ სკოლა მშობელს ეტყვის, რომ მის ატესტატს აღირებს საქართველო

საქართველოს განათლების სამინისტროს, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პიარსამსახურის ხელმძღვანელის დათო კერესელიძის განცხადებით, ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლას, ავტორიზაცია არ აქვს გავლილი. „საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული, რომ იყოს ამ სკოლის ატესტატი, ყველა სკოლამ უნდა გაიაროს სპეციალური პროცედურები, მაგრამ ამ ეტაპისთვის განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისთვის, ამ სკოლის ხელმძღვანელობას არ მოუმართავს“. დავით კერესელიძის თქმით, იმ პროცედურებს, რომელიც  სკოლის ავტორიზაციის პროცესს შეეხება, …

აჭარის განათლების მინისტრი: თურქული სკოლის გახსნა ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული

ბათუმში თურქეთის საკონსულოს  ფეისბუკ გვერდზე  განთავსებულია ინფორმაცია, რომელიც იტყობინება, რომ ბათუმში ოფიციალური თურქული სკოლა გაიხსნა. „ოფიციალურ სასწავლებელში ბათუმის თურქულ სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ბათუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერისათვის“, – წერია ვებ-გვერდზე.  თუქრული  სკოლა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა განთავსებული. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში სწავლა  ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს …

შეხვედრა „ამერიკულ კუთხეში“ FLEX-ით დაინტერესული პირებისთვის

22 სექტემბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები  პროგრამით დაინტერესებულ  მოსწავლეებს შეხვდებიან. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა  (FLEX) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც …

„განათლებით დამძიმებული თავები“ და განათლების პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ხვდება ჟურნალისტებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, „რესპუბლიკელების“ კრიტიკის დროს განაცხადა, რომ ისინი „განათლებით დამძიმებული თავებით, ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ, რომ „ილია არცთუ ისე კარგი კაცია“, რომ „ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდია“, რასაც საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს“. რას ნიშნავს ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პირის მხრიდან განათლების …

ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება. „ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების …

რატომ მცირდება მაღალმთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. იმის ფონზე, როცა სამინისტრო საჯარო სკოლებში  მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდაზე საუბრობს,  მაღალმთიან სკოლებში მოსწავლეთა  რაოდენობა  პირველ კლასებში  მაინც მცირდება. სკოლების გარკვეულ ნაწილს კი, პირველ კლასებში მხოლოდ თითო-ოროლა მოსწავლე ჰყავს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის …

სკოლა, რომელსაც არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს

ამ სკოლის კარს სასწავლო სემესტრის პირველ დღეს წელს არც ერთი მოსწავლე არ შეაღებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის წინ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, სკოლა ოფიციალურად გაუქმებული არ არის და შტატში ერთი მასწავლებელი ირიცხება. ხელვაჩაურის რესურსცენტრის თანამშრომელი, ნინო ბოლქვაძე გვეუბნება, რომ ის …

ჩაჭრილი პედაგოგები და ახალი ეროვნული სტრატეგია სკოლაში

საქართველოს განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სკოლებში 2017 წელს ამოქმედდება. საბაზო სწავლების ეროვნული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, აქცენტი კეთდება შედეგების მიღწევაზე და „მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე“. ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 3941 პედაგოგიდან საგამოცდო ბარიერი მხოლოდ 31-მა პედაგოგმა დაძლია, 917 მასწავლებელი კი გამოცდაზე …

გიორგი კეკელიძე: საგანმანათლებლო პოლიტიკის გარეშე ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კეკელიძე სექტემბერში, ბოლო დროის ბესთსელერის – „გურული დღიურების“ მეორე ნაწილსა და ზღაპრების კრებულს შესთავაზებს მკითხველს. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენი პირველი ნაბიჯები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში უნივერსიტეტის ლიტერატურულ გაზეთიდან – „ლილ“ იწყება. მაშინ როგორი იყო თქვენი ხედვები და …

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19-23 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ განხორციელება იგეგმება. ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება. „ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის …

როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა

კერძო სკოლა “მედიანა 2011”-ის საქმიანობის შესწავლას რამდენიმე მშობელი მოითხოვს. მათი თქმით, ბავშვებმა ამ სკოლის ქობულეთის ფილიალის პირველი კლასი გაიარეს, რომლის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ ეს მოსამზადებელი კლასი იყო. “ამ ბავშვებმა მართლაც გაიარეს პირველი კლასი, მაგრამ ეს იყო მოსამზადებელი,”- უთხრა “ბათუმელებს” სკოლა “მედიანა 2011”-ის დირექტორმა, ზაურ სოლომონიძემ. ის ირწმუნება, რომ მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ, ბავშვები 6 …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე გრანტების მოცულობა განისაზღვრა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა,  2 133 000 ლარით განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის 24 აგვისტოს დადგენილებით, მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური  ოდენობა 2250 ლარია, მინიმალური კი 1850 ლარი. გრანტების მოცულობა თითოეული პროფესიის მიხედვით:

ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში

27 წლის ბათუმელი მათემატიკის მეთოდისტი, იმედა იაკოვენკო გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში ორი წლით გაემგზავრა, სადაც ნებრასკას განათლების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – სწავლა, სწავლება და მასწავლებლის განათლება – ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მას პირველი წლის სოლიდური გადასახადი და საცხოვრებელი ხარჯები სრულად დაფინანსებული აქვს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს 81%-ზე ნაკლები არ იქნება, …

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს: ნუ ენდობით სმს-ით მიღებულ ინფორმაციას

24 აგვისტოს აბიტურიენტემა მიიღეს გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის შესახებ ინფორმაცია ფასიანი სმს შეტყობინებით. ბევრი აბიტურიენტი გამოცდების წარმატებით ჩაბარებასაც აღნიშნავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საბოლოო შედეგი არ არის და აბიტურიენტებმა დამუშავების პროცესში მყოფი ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, …

ბსუ-ს ხუთი პროექტი Erasmus+ -ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

წელს Erasmus+ Capacity Building in Higher Education-ის (შესაძლებლობების განვითარება  უმაღლეს    განათლებაში) საგრანტო კონკურსში ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით  ცხრა ახალი ინტერ-რეგიონალური პროექტი დაფინანსდა, მათ შორის  5 პროექტი  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით განხორციელდება. ბსუ-ს მონაწილეობით   2016 წელს  დაფინანსებულია შემდეგი პროექტები: “საინჟინრო  განათლებაში ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლების პროეტი”, რომლის ლოკალური მენეჯერი ბსუ-ში გიზო ფარცხალაძე იქნება. პროექტის კოორდინატორი – შვედეთის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტია (Royal …

ბსუ-ს, აჭარის  ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს სასწავლო ბაზად გამოყენებას ითვალისწინებს. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში, საავადმყოფო აუცილებელი ტექნიკით აღიჭურვება. შეთანხმება გულისხმობს თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ჯგუფის …

საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო

 აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი „ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში” მონაწილეობის მსურველებისთვის მიღებას აცხადებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, კონკურსის სახით სულ 50 სტუდენტი შეირჩევა,  რომლებიც 13 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ბანაკში გაემგზავრებიან. ბანაკის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული, გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ხასიათის აქტივობები ჩატარდება, მათ შორის ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემბზე: პროექტის წერა, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, მოხალისეობა, არაფორმალური განათლება, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა, ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივიზმი და ჯანსაღი ცხოვრების …

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

ბათუმში „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“, –  განაცხადა ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თუმცა მოგვიანებით თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ვინ დააარსა „შაჰინის  სკოლა-ლიცეუმი“  ბათუმში და რატომ გახდა ის პოლიტიკური სამიზნე; აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ყოფილ იმამთან და მწერალთან ფეტულა გულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება …

ზოგად უნარებში ჩაჭრილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 800-ით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით, ზოგადი უნარების გამოცდაზე ჩაჭრილთა რაოდენობა, დაახლოებით 800-ით გაიზარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. წელს პირველად აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარეს. წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირდა 35 930 აბიტურიანტი, ხოლო გამოცხადდა – 34 816. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15.87%-მა – 5 600-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა. …

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანთაზ ქიქავა. მერაბ ხალვაში რექტორის მოვალეობას 2015 წლის 8 აპრილიდან ასრულებს.  შარშან დაგეგმილი რექტორის არჩევნები ჩაიშალა. მაშინ არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, ერთ-ერთი ანთაზ ქიქავა იყო. მაშინდელმა ვერცერთმა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს. …

ბსუ-ში ევროპეიზაციის თემებზე საზაფხულო სკოლა იწყება

15-24 ივლისს, ბათუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ევროპეიზაციის  წარმოჩენის თემაზე, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტარდება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში, 30 სტუდენტი ათი დღის განმავლობაში ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, უმცირესობათა უფლებების, სამხრეთ კავკასიაში  უსაფრთხოების, ევროპული სოციალური პოლიტიკის და  მიგრაციის საკითხებს განიხილავენ. ასევე, მათთვის ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები …

მერაბ ხალვაში თუ ანთაზ ქიქავა – რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო

ორშაბათს, 18 ივლისს, გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს. წელს რექტორის არჩევნებში  მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს. გასულ წელს რექტორობის სურვილი 8 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა არჩევნები ვერ შედგა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აკადემიური საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა, ამიტომ, გასულ წელსვე, მაისში, ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, სადაც 5 კანდიდატი მონაწილეობდა, …

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა

„დაგეგმე-შეასრულე-შეაფასე-დაგეგმე“ – უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, ანთაზ ქიქავა სამოქმედო გეგმაში წერს, რომ მისი რექტორად მუშაობის მთავარი პრინციპი ეს იქნება. კანდიდატის სამოქმედო გეგმის ამოცანების ჩამონათვალიც ამით იწყება. ეს პრინციპი ძალიან ჰგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშფასების დოკუმენტში 5.1 პუნქტს, სადაც ვკითხულობთ: „მოქმედებს საჯაროდ ხელმისაწვდომობის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს ციკლს“. „ბათუმელებს“ რექტორობის კანდიდატთან ანთაზ ქიქავასთან …

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

„განათლების ხარისხი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და არსებობს ერთგვარი წყვეტა – უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის“ – მიიჩნევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, მერაბ ხალვაში. მისი სამოქმედო გეგმა პრობლემებზე აქცენტირებით იწყება. მერაბ ხალვაში ბოლო ერთი წელია ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელია. სამოქმედო გეგმის დასაწყისში მერაბ ხალვაში 8 კონკრეტულ პრობლემას ასახელებს და ჩამონათვალს  უნივერსიტეტის სოციალური როლით …

ჯერ ეროვნულ გამოცდებზე, შემდეგ – სინგაპურში

თათია ბოლქვაძე, აბიტურიენტი წელს აბიტურიენტი ვარ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. პირველი გამოცდა რამდენიმე დღეში მაქვს. იმედს არ ვკარგავ, რომ სასურველ ფაკულტეტზე, სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდები, რადგან მთელი წლის განმავლობაში ამ სურვილს, ჩემი მეგობრების მსგავსად, მეც დიდი დრო და ენერგია შევალიე. სიმართლე რომ ვთქვა, წელს გამოცდებზე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოსაცდელად უფრო გავდივარ, ვიდრე სტუდენტის სტატუსის …

რას ასწავლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება? რა არის დისკრიმინაცია? როგორ დავწეროთ პროექტი? – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს 33 სოფელში დაინტერესებულ პირებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე უფასო ტრენინგებს ჩაუტარებს. ტრენინგები სოფლად მცხოვრები იმ პირებისტვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურთ მეტი იცოდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება. …

ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას რუსეთში გაივლიან

რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები რუსული უნივერსიტეტის გარდა, ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებშიც გაივლიან სტაჟირებას. ბათუმის უნივერსიტეტში მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თანამშრომლობით რუსული ენის ცოდნის დონეს გაიუმჯობესებენ, შეისწავლიან ბაზარს და რუსი ტურისტების რაოდენობა აჭარაში გაიზრდება. „შეუძლებელია რუსი ტურისტების ნაკადის გაზრდა განათლების გარეშე. …

დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალ ჯგუფს მიიღებს

NIMD-ის დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალი ჯგუფის წევრების შესარჩევად მიღებას აცხადებს. ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც მსმენელები გაივლიან, განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის. დემოკრატიის სკოლის მსმენელებს ტრენინგები ბათუმში ჩაუტარდებათ კვირაში 2 ჯერ, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ. NIMD-ის ვებგვერდის ცნობით, სატრენინგო პროგრამა …

მედალოსნები აჭარაში

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, წელს ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებმამედალოსნობის 118 კანდიდატი წარადგინეს. აქედან 77 მოსწავლე ოქროს მედალზეა წარდგენილი, ხოლო 44 – ვერცხლის მედალზე. როგორც გოჩა დავითაძე განმარტავს, ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა. „სკოლების მიერ …

რას ცვლის სამეურვეო საბჭო სკოლაში

10 ივნისს აჭარის საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი რგოლის – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საჯარო სკოლებში სამწლიანი ვადით აირჩიეს მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად იმუშავებენ სკოლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, დირექტორის არჩევა, დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, შინაგანაწესი, წლის დამამთავრებელი გამოცდები, ფინანსების ხარჯვა და ა.შ. 2005 წლიდან „საქართველოს კანონი ზოგადი …

Exit mobile version