2 დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს და დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტი გაკეთდება. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. მთავრობის ცნობით, გაიზრდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების ჩატარება, რითაც სიჭინავას …
Tag Archives: კორონავირუსი
ვის დაუბრუნდება საშემოსავლო დეკემბერ-მაისში – შეღავათი ბიზნესისთვის
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაგრძელდება შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ეს შეღავათი ეხება კერძო სექტორს და არ ვრცელდება საჯარო-საბიუჯეტო ორგანიზაციებზე. შეღავათი ითვალისწინებს შემდეგს: იმ დასაქმებულზე, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, დამსაქმებელი 750 ლარზე არ გადაიხდის საშემოსავლოს [ან თუ გადაიხდის, სახელმწიფო დამსაქმებელს უკან დაუბრუნებს]. შეღავათი ეხება 2020 წლის დეკემბრის თვეს და …
Continue reading “ვის დაუბრუნდება საშემოსავლო დეკემბერ-მაისში – შეღავათი ბიზნესისთვის”
კორონავირუსის Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანეთში დაამტკიცეს – ვაქცინაცია შემდეგ კვირას იწყება
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Pfizer/ BioNTech კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო MHRA აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც Covid-19-ისგან 95% -ით დაცვას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა მომავალი კვირიდან გამოსაშვებად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. იმუნიზაცია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის. პრიორიტეტული სიის თავში არიან მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და პერსონალი, შემდეგ …
აჭარაში კოვიდით ინფიცირების 402 ახალი შემთხვევაა, გარდაცვლილთა რიცხვს მთავრობა აღარ ამბობს
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 4033. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში სულ 999 პირი გადის მკურნალობას კლინიკებში, მათ შორის 119 ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა. 1973 პირი აჭარის რეგიონში კოვიდსასტუმროში მკურნალობს, 1004 ადამიანი საკარანტინე სივრცეშია, ხოლო 11 505 – თვითიზოლაციაშია. აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 443 პაციენტი. …
კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 2 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 39 , გამოჯანმრთელდა – 4061 უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.
გაძვირდება თუ არა პური – რას გულისხმობს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა
პურზე ფასები რომ არ გაიზარდოს მთავრობამ განაცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, სუბსიდირებული 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა. პროგრამა, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას ითვალისწინებს და 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მთავრობამ 30 ნოემბერს დაამტკიცა. თუმცა, სუბსიდირება არ გულისხმობს იმას, რომ 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი …
Continue reading “გაძვირდება თუ არა პური – რას გულისხმობს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა”
სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ
თეონა გურგენიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მის მსგავსად, სხვა ბევრი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, სტუდენტებმა სამუშაო დაკარგეს. შესაბამისად, ვერც სწავლის საფასურს ვერ იხდიან. „დაიხურა კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტი, სადაც ბევრი სტუდენტი იყო დასაქმებული. მე, პირადად, ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ ორთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. …
Continue reading “სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ”
„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა
მკვლევარები ამბობენ, რომ Covid19 შეიძლება იწვევდეს ფილტვის ანომალიებს, რაც პაციენტების ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც შესამჩნევია. ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ BBC ავრცელებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული 10 პაციენტის კვლევაში გამოიყენეს სკანირების უახლესი ტექნოლოგია იმ დაზიანების დასადგენად, რომელიც უბრალო სკანირებით არ ჩანს. კვლევის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ფერგუს გლისონი მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდით სკანირებით გამოვლენილი ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს …
Continue reading “„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა”
ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე
დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის ფინანსურ წახალისებაზე ისაუბრა. „იგეგმება მედპერსონალის, რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც ესწრებოდა, თუმცა არც მინისტრს და არც …
Continue reading “ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე”
აჭარაში 7 ათასამდე ოჯახი სასურსათო პაკეტს მიიღებს – მთავრობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, პირველ დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 7 ათასამდე ოჯახს, სოციალური დახმარების ფარგლებში, ახალ წლამდე სასურსათო პაკეტს გადასცემენ. „ასევე იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ამის ორგანიზება ბიუჯეტში. ასევე, მედიკამენტებთან მიმართებაშიც, თვითმმართველობებს ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას,“ – განაცხადა …
Continue reading “აჭარაში 7 ათასამდე ოჯახი სასურსათო პაკეტს მიიღებს – მთავრობა”
აჭარაში კოვიდის 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა
პირველი დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 623 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდკლინიკა დატოვა 141-მა პაციენტმა. დღეის მონაცემებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 50 პაციენტი. მკურნალობას გადის 6 015 პირი, აქედან კლინიკაში მკურნალობს 929 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 1 840, …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
კორონავირუსის სტატისტიკა დღეს: 3759 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი
საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსისგან განიკურნა 3574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 ადამიანი. ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 1 595 აჭარა – 623 იმერეთი – 392 …
Continue reading “კორონავირუსის სტატისტიკა დღეს: 3759 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი”
162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე
საქართველო ახალ წელს ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლითა და ახალი შეზღუდვებით ხვდება. პანდემიის გამო სხვადასხვა ღონისძიებაში და კოვიდის სამართავად ქვეყნის ბიუჯეტიდან 2020 წელს ჯამში 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჯერ კიდევ არ არის დათვლილი დაახლოებით რამდენ თანხას დახარჯავს სახელმწიფო ამ კუთხით 2021 წელს, თუმცა პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის სოციალური დახმარებისა და „ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტისთვის“ 1,1 მილიარდი …
Continue reading “162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე”
როგორ მივიდეს მასწავლებელი სკოლაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს
„საქართველოს რეგიონებში სკოლები პირდაპირ სწავლებაზე დატოვეს, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, ის მასწავლებლები, რომლებიც რეგიონის სკოლებში სამუშაოდ თბილისიდან დადიოდნენ, ვეღარ მიდიან და სრული პარადოქსული სიტუაციაა. არც დისტანციურზე გადაჰყავთ სკოლები და არც ტრანსპორტია, რომ ასეთ სკოლებში პედაგოგებმა იარონ“, – წერს „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით …
Continue reading “როგორ მივიდეს მასწავლებელი სკოლაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს”
1177 ადამიანი დააჯარიმეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის | შსს
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ …
Continue reading “1177 ადამიანი დააჯარიმეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის | შსს”
კოვიდის სტატისტიკით საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო
დღეს, 30 ნოემბერს, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საქართველომ სომხეთსაც გადაუსწრო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევა, სომხეთში კი – 135 124. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი სომხეთში უფრო მაღალია: სომხეთი – 2 164 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა საქართველო – 1 267 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა საქართველომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით უკვე რამდენიმე დღეა გადაუსწრო …
Continue reading “კოვიდის სტატისტიკით საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო”
ბათუმის რესპუბლიკურში ჟანგბადის 3 ახალი დანადგარი დამონტაჟდება – თურნავა
დღეს, 30 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება ქვეყანაში გაიზარდა. „პანდემიის პირობებში დღეში 80 ტონამდეა ჟანგბადის მოხმარება“, – ამბობს ის. თურნავას განცხადებით, სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში აღარ იქნება, რადგან სახელმწიფომ თურქეთში 10 ცალი ჟანგბადის გენერატორი შეიძინა. „თურქეთში, ქარხანაში შევიძინეთ 10 ახალი დიდი სიმძლავრის გენერატორი …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკურში ჟანგბადის 3 ახალი დანადგარი დამონტაჟდება – თურნავა”
„საინტერესო პაციენტი ვიყავი საკუთარი თავისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან განიკურნა. „იმედთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პრეპარატ „რემდესივირით“ იმკურნალა, რომელიც მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს. თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით, მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, ცერცვაძის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო. „მე ორმაგი რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდის დამართების შემთხვევაში, ერთი – ეს არის ჩემი …
Continue reading “„საინტერესო პაციენტი ვიყავი საკუთარი თავისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე”
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
30 ნოემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 3 216-ია. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარაში -313, იმერეთში-517, ქვემო ქართლში-187, შიდა ქართლში-82, გურიაში-19, სამეგრელო-ზემო სვანეთში-160, კახეთში-161, მცხეთა-მთიანეთში-77, სამცხე-ჯავახეთში-74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-4. ბოლო 24 საათში …
Continue reading “ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა”
ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას სთხოვს, მისი სახლი დატოვონ
„7 საათის წინ ვიქირავე, ეს ჩემი სახლია. თუ რომელიმე შპს-თან გაქვთ პრობლემა, იპოვეთ მისი იურიდიული მისამართი და რაც გინდათ ის უქენით… მე ვარ საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი, ჩემი დაპატიმრებისთვის ცესკოს უნდა მიმართოთ“, – ასე მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციელებს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ბათუმის ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომელმაც აკრძალვის მიუხედავად საქმიანობა არ შეაჩერა. ფიტნესკლუბი „Reformerfitness“ – ი …
Continue reading “ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას სთხოვს, მისი სახლი დატოვონ”
პოლიცია შევიდა ფიტნესკლუბში, რომელიც არ გაჩერდა
ბათუმში, ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში ამ წუთებში პოლიციაა შესული. კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე დღეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება. სავარაუდოდ, ახლა პოლიცია სწორედ ამ მიზნით შევიდა ფიტნსეკლუბში. „Reformerfitness“-ი გუშინ, 28 ნოემბერს, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ის დადგენილ აკრძალვებს არ დაემორჩილება. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კი კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას …
Continue reading “პოლიცია შევიდა ფიტნესკლუბში, რომელიც არ გაჩერდა”
ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს
„შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები როცა მოვიდნენ დღეს, ზურაბ ჯაფარიძეს ფეისბუქლაივი უკვე დასრულებული ჰქონდა და დარბაზში ვარჯიშობდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „Reformerfitness-ის ხელმძღვანელი. მას ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, რადგან ფიტნესკლუბი ისევ ფუნქციონირებს. „ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა …
Continue reading “ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს”
საქართველოში კორონავირუსის 4 426 შემთხვევა დადასტურდა | 29 ნოემბრის მონაცემები
29 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 35 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი. შესაბამისად, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა საქართველოში 132 368-ს მიაღწია, გარდაცვლილებისამ კი 1 230-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 110 049-მდე. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები …
Continue reading “საქართველოში კორონავირუსის 4 426 შემთხვევა დადასტურდა | 29 ნოემბრის მონაცემები”
კოვიდის 554 ახალი შემთხვევა აჭარაში, 5 პაციენტი გარდაიცვალა
29 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 45 წლის ქალია. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 623 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 4426 შემთხვევა, ქვეყანაში 35 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ერთ დღე-ღამეში. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა საქართველოში 132 368-ს მიაღწია, …
Continue reading “კოვიდის 554 ახალი შემთხვევა აჭარაში, 5 პაციენტი გარდაიცვალა”
პატიმრები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ
ბრალდებულები და მსჯავრდებულები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით ვეღარ ისარგებლებენ, ისინი 28 დეკემბრამდე ამანათებსაც ვეღარ მიიღებენ. პენიტენიცურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღეს. „მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით …
Continue reading “პატიმრები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ”
კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 ნოემბერი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 28 ნოემბერს კორონავირუსით აჭარაში გარდაიცვალა 8 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს გასულ 24 საათში 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 28 ნოემბერს საქართველოში სულ კორონავირუსის 4 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, …
Continue reading “კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 ნოემბერი”
დეფიციტის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ჟანგბადს უტენდეროდ შეისყიდიან
COVID19-ის მასშტაბური გავრცელების გამო, რამდენიმეჯერ გაიზარდა ჟანგბადის ხარჯი და გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს, რის გამოც დადგა აუცილებლობა სამედიცინო ჟანგბადი შევისყიდოთ გადაუდებელი აუცილებლობის წესით – აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ცენტრმა სამედიცინო ჟანგბადის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა: „ცენტრი წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რომ ასეთი სიხშირით გაიზრდებოდა СOVID19-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა, რის …
Continue reading “დეფიციტის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ჟანგბადს უტენდეროდ შეისყიდიან”
აჭარაში კოვიდის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა
27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 447 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1020 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 ადამიანი. აჭარაში 2039 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1034. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა”
კოვიდის 4780 ახალი შემთხვევა საქართველოში, 37 პაციენტი გარდაიცვალა
27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 489 პირი. ბოლო 24 საათის განმავლობაში აღირიცხა კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში 1161 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: თბილისი – 1 863 შემთხვევა აჭარა – …
Continue reading “კოვიდის 4780 ახალი შემთხვევა საქართველოში, 37 პაციენტი გარდაიცვალა”
„გულნატკენები და გაბრაზებულებიც ვართ“ – მთავრობას რელიგიური უმცირესობები ისევ დაავიწყდა
28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ღამით მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. გამონაკლისი ორი დღეა 31 დეკემბერი – ახალი წლის წინა ღამე და 6 იანვარი, მართლმადიდებლური შობის წინა ღამე. საქართველოს მთავრობამ არც ამჯერად გაითვალისწინა ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და საშობაო ლიტურგიისთვის ტაძრებში 24 დეკემბრის საღამოს იკრიბებიან. ამასთან დეკემბერ-იანვარში სხვადასხვა კონფესია სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავს. მაგალითად, 11-18 …
როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ სამსახურში წარსადგენად PCR ტესტს ვერ იკეთებს
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუკი დასაქმებულ პირს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, მაგრამ ვერ იკეთებს ფასიან PCR ტესტს, თვითიზოლაციაში ოფიციალურად დასარეგისტრირებლად, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს. „ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში, დასაქმებული პირი დგება აღრიცხვაზე ოფიციალურად. განაცხადი უნდა გააკეთოს პირმა იმ შემთხვევაში, თუკი აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტი ან ახლო კონტაქტი. ეპიდემიოლოგები ამ პირის მონაცემებს …
Continue reading “როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ სამსახურში წარსადგენად PCR ტესტს ვერ იკეთებს”
ვინ მიიღებს 100 და 200-ლარიან დახმარებას ექვსი თვით
28 ნოემბერს ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ. პარალელურად, ამოქმედდება პროგრამები, რომელიც პანდემიის პირობებში გარკვეული ჯგუფებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. მთავრობის ცნობით ფულად კომპენსაციას მიიღებენ: უმუშევრად დარჩენილები – 200 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებენ ის პირები, რომელღაც ამ კრიზისის დროს დაკარგეს სამსახური. დახმარების მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სახელწიფოს. სოციალურად დაუცველები …
Continue reading “ვინ მიიღებს 100 და 200-ლარიან დახმარებას ექვსი თვით”
200-ლარიანი დახმარების პროგრამა 6 თვით განახლდება – მთავრობა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ახალი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ფორმალურად იყვენ დასაქმებულები, 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. „რაც შეეხება ფორმალურად დასაქმებულ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში და 200 ლარს ყოველთვიურად, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან ხელმეორედ დაიწყება და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი …
Continue reading “200-ლარიანი დახმარების პროგრამა 6 თვით განახლდება – მთავრობა”
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს
28 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. ასევე, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დღეს, 26 ნოემბერს, კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შესახებ …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს”
იზღუდება გადაადგილება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. ამავე პერიოდში იზღუდება საჯარო სივრცეში ყოფნა. მთავრობის ცნობით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის – 6 იანვრის ღამე. ვრცლად ყველა შეზღუდვის შესახებ: რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან
რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ …
Continue reading “რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან”