ქედაში 104 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრებმა 104 წლის ფატყუმე ბოლქვაძემ კოვიდი დაამარცხა.  როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში  ამბობს, 104 წლის ქალმა კოვიდზე სახლში იმკურნალა. „სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა  სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო. მაგრამ უკვე დაძლია …

კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე

„მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია,“ – განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა …

გამყრელიძე: შესაძლოა გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს

„თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო… შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს,“ – აღნიშნა დღეს, 8 დეკემბერს, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები შეეჩვიენ პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ გრიპი ნაკლებად აქტიური იყოს. ამირან …

ბათუმში ექიმი გარდაიცვალა კოვიდით

ბათუმში დღეს, 8 დეკემბერს, კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით აჭარაში სულ 5 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ___________ დამატებითი ინფორმაცია და ფოტო ვებგვერდიდან წაშლილია ოჯახის თხოვნით.

რესპუბლიკური სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის ცალკე შენობას ააშენებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ რამდენიმე კოვიდცენტრს, მათ შორის ამ საავადმყოფოს, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები და კომპრესორები შეუძინა თანმდევი ნაწილებით, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტები 2020 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში დაამონტაჟებენ. „აღნიშნული დანადგარების განთავსებისთვის გადაუდებლად საჭიროა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდეს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი კაპიტალური შენობა/ნაგებობა… პირველ დეკემბერს შესყიდული იქნა ზემოხსენებული შენობის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, …

აჭარაში კოვიდის 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 დეკემბერი

8 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 506 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში 982 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 45 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 36 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1646 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 771 პირი.

საქართველოში კოვიდის 4673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 პირი გარდაიცვალა

8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  16 646  ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 893 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 576 ადამიანი. დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით …

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ – განუცხადეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში. სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე …

„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან

მაღაზიების დაკეტვის გარდა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახლა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით წარწერას – „ქირავდება“. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს გაუჭირდა, რომელსაც ონლაინვაჭრობის რესურსიც არ აქვს. გამოკეტილი და ბოქლომდადებული მაღაზიების გვერდით დაგხვდებიან ინდმეწარმეებიც. ისინი კლიენტებს ისევ ელიან – საკუთარი მაღაზიასთან ახლოს, ან წინ გაჩერებულ მანქანებში. მათ საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, თუმცა თითოეულ მათგანს …

კოვიდის ვაქცინის შემქმნელი თურქი ემიგრანტი ექიმის ქონება 4 მილიარდით გაიზარდა

გერმანული მედიის ცნობით კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი, კომპანია Biontech-ის თანადამფუძნებელი უღურ შაჰინი  მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშია. კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, შაჰინი მსოფლიოში 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რიგებში შევიდა. 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე უღურ შაჰინის ქონება 1 მილიარდიდან 5.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე შაჰინის ქონება, რომელიც კომპანია Biontec-ის 17.3 პროცენტს …

სხალთის ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის  შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. “მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში,” – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე.  

აჭარაში კოვიდის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 7 დეკემბერი

7 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ცნობით, აჭარაში 1 047 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 49 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 36 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1788 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 14 468 პირი.

კოვიდის 2501 ახალი შემთხვევა საქართველოში

7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა   9 442  ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  2501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 988 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 540 ადამიანი. დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით …

კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში – 6 დეკემბერი

6 დეკემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა -465 პაციენტი, ამ დროის მონაცემებით  დღემდე გამოჯანმრთელებულია – 22 073 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა -86-მა პაციენტმა. კრიტიკულია და  მართვით სუნთქვიაზე იმყოფება – 40 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 959 . კოვიდ სასტუმროში 1 843 პაციენტი იმყოფება, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 3 265

არაკოვიდკლინიკამ კოვიდის მართვაში ჩართულ პერსონალს ხელფასი უნდა გაუზარდოს

მთავრობამ სტაციონარული დაწესებულებები [არაკოვიდკლინიკები] ნოემბერში დაავალდებულა თავადვე, ადგილზე უმკურნალონ მათ პაციენტებსა და მედპერსონალს, თუ კორონავირუსი დაუდასტურდებათ. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ასევე ვალდებულია დამატებითი ანაზღაურება გადაუხადოს იმ პერსონალს, ვინც კოვიდის მართვაში ჩაერთვება. მთავრობის 3 დეკემბრის დადგენილებით, „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის [რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი] დამატებითი ანაზღაურება, …

საქართველოში კოვიდის 5450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა

5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  18 095 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2 306 პირი და გარდაიცვალა 37 პაციენტი.  დღეს გამოვლენილი 5 450 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 2 053 აჭარა – 453 …

აჭარაში კოვიდის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 დეკემბერი

5 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 430 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, აჭარაში 942 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 42  ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა. 1923 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 102 პირი. ამავე თემაზე:  სად შეგიძლიათ ბათუმში კოვიდზე უფასო სწრაფი ტესტირება …

სად შეგიძლიათ ბათუმში კოვიდზე უფასო სწრაფი ტესტირება შაბათ-კვირას

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შაბათ-კვირას, 5 და 6 დეკემბერს, ბათუმში არსებული პოლიკლინიკები 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ. მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი და 20 წუთში მიიღონ პასუხი. ბათუმში შეგიძლიათ მიხვიდეთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: ბათუმის N1 …

საქართველოში ყოველ 24-ე ადამიანს კოვიდი აქვს დადასტურებული | სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 4 დეკემბერს 152 704-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 41 000 ინფიცირებულია, ანუ ყოველი 24-ე ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 385-ია. საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა – 126 904 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში – 2336. ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ გარდაიცვალა 1425 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში …

სახიფათო მითები COVID19-ზე | ვინ დგას კონსპირაციების უკან

მსოფლიოში კოვიდპანდემიის გავრცელების პარალელურად დღემდე მზარდია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც ბოლო დროს კორონავირუსის ახალშემუშავებული ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასაც აყენებს ზიანს.  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამ მასობრივ დეზინფორმაციას სახელიც აქვს – ინფოდემია. ასე უწოდებენ კორონავირუსზე დიდ საინფორმაციო ტალღას, რომლითაც ხშირად არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება.  ინფოდემიამ შეიძლება გამოიწვიოს მასიური დაბნეულობა და უნდობლობა მთავრობებისა და ჯანდაცვის სამსახურების …

სად შეგიძლიათ კოვიდზე სწრაფი ტესტის უფასოდ გაკეთება აჭარაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება უფასოდაა შესაძლებელი. პაციენტებს სწრაფი ტესტის გასაკეთებლად მიმართვა შეუძლიათ ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, პაციენტებს ასევე თვითდინებით შეუძლიათ მიმართონ სწრაფი ტესტისთვის ამბულატორიებს კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში. ბათუმი სს …

კოვიდით დაღუპული 31 წლის ქალის და: ექიმები მეუბნებოდნენ ის ფსიქიკურად შეიშალა, ნუ უსმენთო

გუშინ ბათუმში 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის „უსიმპტომო“ იყო, თუმცა კორონავირუსმა მაინც იმსხვერპლა. გარდაცვლილის დას, მირანდა კოკობინაძეს მიაჩნია, რომ რუსუდანის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის გულგრილობით დამძიმდა. რატომ აქვს ქალის ოჯახს ეს განწყობა, როგორ დამძიმდა 31 წლის ქალის მდგომარეობა, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა გარდაცვლილის დას დაუსვა. „გვირეკავდა, გვწერდა, რომ თრომბის ნემსს არ უკეთებდნენ …

მდინარაძე: ჯანდაცვის მინისტრის და სისტემის კრიტიკის დრო არ არის

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 4 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და სისტემის „მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა მიუღებელია“. ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვის შესახებ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბევრი ითქვა და დაიწერა ჯანდაცვის გაუმართავ სისტემაზე. „ამ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა არის ის, …

გამყრელიძე რეინფიცირებაზე – ჯერ ვერ დავადასტურებ, მიმდინარეობს კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს, 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე არ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევის შესახებ. რეინფიცირების შესახებ გუშინ განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. „… გვაქვს მხოლოდ სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს  ჩაღრმავებული კვლევა. რომ …

აჭარაში კოვიდით 11 ადამიანი გარდაიცვალა – 4 დეკემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, 4 დეკემბერს ბრიფინგზე. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 38 შემთხვევაა დღეს. აქედან 20 შემთხვევა თბილისშია. ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონების მიხედვით გარდაცვლილების მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო აღარ ავრცელებს. გამყრელიძის თქმით, სპეციალური კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მიღების მოსამზადებელ გეგმაზე და წინასწარი …

ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

„მისი ოჯახის წევრებს, დას, მეუღლეს ჰქონდათ კომუნიკაცია სამშობიაროს დირექტორთან, ერთხელაც არ გაუჟღერებიათ, რომ ყურადღებას არ აქცევენ, იჩაგრება ჩემი და, ან მსგავსი რამ… იმ პალატაში მარტო ხომ არ იყო, სხვასთან მიდიოდა ექიმი და მასთან არა?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტი სიმონ ასათიანი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის სმს მიმოწერის შესახებ, რომელიც დღეს გავრცელდა. კოვიდინფიცირებული ქალი, …

რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

დღეს, 4 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შემთხვევას აუდიტის ჯგუფი და რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მისი თქმით, შეისწავლიან იმ მიმოწერას, რომელიც პაციენტს ოჯახის წევრებთან ჰქონდა გარდაცვალებამდე. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, ორსულობა მაქვს მხედველობაში და ყველა დედის დანაკარგი არის …

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 2 580 000 ლარის ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენას ტენდერის გარეშე გეგმავს. „112“-მა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობისთვის უკვე მიმართა. „112“-ის ადამიანური რესურსების სრული მობილიზების მიუხედავად, ეპიდსიტუაციის გამწვავების პარალელურად, საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, მოხდა ადამიანური რესურსების სარეზერვო ჯგუფების მაქსიმალური მობილიზება, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა …

აჭარაში კოვიდის 483 ახალი შემთხვევაა, რეგიონში 155 მძიმე პაციენტია

4 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 515 პაციენტი. მთავრობის ცნობით, აჭარაში 1025 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 155 მძიმე პაციენტია, ხოლო 44  ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 38 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით აჭარაში, ამას უკვე რამდენიმე დღეა არც საკოორდინაციო საბჭო და არც აჭარის …

კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი – 5 068 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა –  38 , გამოჯანმრთელდა –  2 336 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.

ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

კლინიკა „მედინას“ დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ადასტურებს ინფორმაციას კლინიკაში 31 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ. სოფელ ერგეში მცხოვრები რუსუდან კოკობინაძე დღეს, 3 დეკემბერს გარდაიცვალა. უნგიაძის ინფორმაციით ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა სუნთქვის …

81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა

„დავამარცხე კოვიდი, ღმერთმა გაახაროს ყველა ექიმი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, ყურადღება არ დამკლებია, თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 81 წლის ნათელა ფაღავა. მან კორონავირუსი დაამარცხა და ახლა უკვე სახლშია. ნათელა ფაღავა კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მას პნევმონია ჰქონდა. „ახლა რამე აღარ მაწუხებს, ისე სუნთქვა მიჭირდა ძალიან… ჩემს ერთად კიდევ 85 წლის ქალი იყო თბილისიდან, …

ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია და ვინ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეს, 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება. მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით კომპენსაციას, 300 ლარს, მიიღებს: დაქირავებული – რომელიც 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა. დაქირავებული პირების შესახებ ელექტრონულად განაცხადს წარადგენს დამქირავებელი. ანუ დაქირავებული, …

კომისია მოამზადებს ვაქცინაციის გეგმას საქართველოში – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 3 დეკემბერს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველომ თანხა უკვე გადაიხადა ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. „შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ …

აჭარაში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა

3 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 551 პაციენტი. მთავრობის ცნობით, აჭარაში 1043 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 152 მძიმე პაციენტია, ხოლო 45 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 45 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით აჭარაში, ამას უკვე რამდენიმე დღეა არც საკოორდინაციო საბჭო და არც აჭარის …

კოვიდის 4260 ახალი შემთხვევა, 45 პაციენტი გარდაიცვალა | 3 დეკემბრის მონაცემები

3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4260 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში ქვეყანაში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე. 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისი – 1 676 შემთხვევა აჭარა -525 …

Exit mobile version