მთავარი,სიახლეები

კოვიდის სტატისტიკით საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო

30.11.2020
კოვიდის სტატისტიკით საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო

დღეს, 30 ნოემბერს, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საქართველომ სომხეთსაც გადაუსწრო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევა, სომხეთში კი – 135 124.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი სომხეთში უფრო მაღალია:

  • სომხეთი – 2 164 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა
  • საქართველო – 1 267 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა

საქართველომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით უკვე რამდენიმე დღეა გადაუსწრო აზერბაიჯანსაც. დღეის მონაცემებით აზერბაიჯანში 118 195 პირია ინფიცირებული. აზერბაიჯანში 1361 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ამ მხრივ საქართველოში მცირედით უკეთესი ვითარება და ჯერ კიდევ ჩამორჩება თავის მეზობლებს.

ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანის ინფიცირება ფიქსირდებოდა, საქართველოში ინფიცირების რიცხვი მინიმალური იყო. შემოდგომიდან კი, მას შემდეგ, რაც ტურისტულმა სეზონმა პიკს მიაღწია, ვირუსი საქართველოშიც აფეთქდა. ეს პროცესი ბათუმიდან დაიწყო, თუმცა ახლა საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილებია თბილისი და იმერეთი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: