დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა

მეძუძური დედების რძე შესაძლოა  SARS-CoV-2 ინფექციების საწინააღმდეგო ძლიერ ანტისხეულებს შეიცავდეს, ნათქვამია ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი The scientist-ი წერს. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული 15 მეძუძური დედისგან აღებულ ყველა ნიმუშში კორონავირუსის წვეტი ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები აღმოჩნდა.  ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა დედის რძეში მიუთითებს იმაზე, რომ დედები შეიძლება ვირუსულ იმუნიტეტს გადასცემდნენ ჩვილებს. პანდემიის დროს ქალებს შეუძლიათ …

4 გარდაცვლილი და კოვიდის 475 ახალი შემთხვევა აჭარაში

26 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 384 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1000 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 139 ადამიანი. აჭარაში  2154 დამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1035.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …

კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა – 26 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3200, გარდაიცვალა – 39. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარაში-475, იმერეთში-793, ქვემო ქართლში-270, შიდა ქართლში-232, გურიაში-80, სამეგრელო-ზემო სვანეთში-371, კახეთში-129, მცხეთა-მთიანეთში-70, სამცხე-ჯავახეთში-62, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-26.

სახელმწიფო 4 000 ფლაკონ რემდესივირის ყიდულობს

4 000 ფლაკონ რემდესივირს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, 104 000 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეიძენს. ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. „covid 19-ის დადასტურებულად ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება მედიკამენტი …

საპატრიარქო მრევლს კოვიდ უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ  COVID19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, ტაძარში ყოფნის დროს, მრევლმა და სასულიერო პირებმა კოვიდიუსაფრთხოების წესები დაიცვან. „აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი …

„მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე

„ხელისუფლებას ეს სჭირდება შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“, – მიიჩნევს ექიმი ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებისგან ახალი გზავნილების გააქტიურებაზე – არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მთავრობა პაატა იმნაძის ან ამირან გამყრელიძის ნაცვლად უფრო იმ ექიმების გზავნილებს აწვდის საზოგადოებას, რომლებიც კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. აქამდე მათი აზრით ხელისუფლება არ ინტერესდებოდა. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამჯერად კრიტიკულად განწყობილი ექიმებისთვის ყურის დაგდება და საზოგადოებისთვის იმის …

კორონავირუსით აჭარაში ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ექიმის დღეს, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი 57 წლის იყო. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მკურნალობას კლინიკა „ბაუში“ გადიოდა. კლინიკის ინფორმაციით, მადონა ტაკიძე 17 ოქტომბერს შევიდა კლინიკაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „პაციენტს არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები. ვირუსმა მაქსიმალურად დაუზიანა ფილტვები,“- გვითხრეს კლინიკაში. ეს კორონავირუსით სამედიცინო …

ამირან გამყრელიძე: „დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციის გავრცელების მატებას“

„ჩვენ გარკვეულად უკვე პიკში შევედით, მონაცმები რაც გვაქვს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატორიულად, მათ შორის ყველაზე მეტი  სიმპტომებიანი პაციენტია, ეს არის 70 – 75% , შემდეგ მოდიან კონტაქტები, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალი 5-6 %-ის ფარგლებში. იმ მოდელის მიხედვით, რომელსაც დღეს ჩვენ ვეყრდნობით ამ ეტაპზე ვავლენთ დაახლოებით 40-დან 50 პროცენტამდე ინფიცირებულებს. არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვს …

ბათუმში ექთანს კოვიდპაციენტი სამართებლით დაესხა თავს

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“. „ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია. „ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ …

7 გარდაცვლილი და კოვიდის 523 ახალი შემთხვევა აჭარაში – დღევანდელი მონაცემები

25 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 402 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1010 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 ადამიანი. აჭარაში  2047 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1021.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …

კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3366, გარდაიცვალა – 34 უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა  აჭარბებს ინფიცირებულები პირების რაოდენობას – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარაში – …

ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის

ბათუმში საწოლფონდი 240-ით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 საწოლი კლინიკებში თერაპიული მიმართულებით გამოიყო, 40 კი – რეანიმაციული მიმართულებით. აჭარაში სულ 12 კოვიდკლინიკაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კოვიდკლინიკებს დაემატა „მედინა“, რეფერალური ჰოსპიტალი და ბავშვთა საავადმყოფო, ასევე ქობულეთში კლინიკამ „ბომონდი“ რამდენიმე რეანიმაციული დანიშნულების საწოლი გამოყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს კლინიკები დაახლოებით ერთი კვირაა კოვიდპაციენტებს უკვე …

ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 23 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შეხვედრა პოზიტიური მესიჯით დაიწყო და განაცხადა, რომ „ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებული ბოლო პოზიტიური სიახლეებით ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება”. მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა ეფექტურობა 70-95%-ია. „ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები – ჯანდაცვის სხვა, უკვე ნაცად და …

ბათუმში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ცნობით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დააჯარიმეს. COVID19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებას მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უწევს. მერიის ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 354-ჯერ – სამარშრუტო ტაქსი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთადერთი ძლიერი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არის პირბადე.  4 ოქტომბრიდან …

კოვიდის 576 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 10 პაციენტი

24 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 46 წლის ქალია. ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 390 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1036 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 108 …

კორონავირუსით გარდაიცვალა 39, დაინფიცირდა 3128 – 24 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3128 ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 3045, გარდაიცვალა – 39. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარაში – 576, იმერეთში – 212, ქვემო ქართლში – 129, შიდა ქართლში – 101, გურიაში – 87, სამეგრელოში – ზემო …

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბენო ჭელიძე კოვიდით იყო ინფიცირებული. „20 ნოემბერს დაიწყო მკურნალობა და 24-ში გარდაიცვალა. თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული“, – ამბობს გია კიკაბიძე. ბენო ჭელიძე 55 წლის იყო. ბათუმის რესპუბლიკურში ეს მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით კი …

ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან „სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“. „როდესაც გვაქვს მეორე ტალღა და სამწუხაროდ, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი“ – განაცხადა დღეს, 23 ნოემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მან დასძინა, რომ შეზღუდვებზე გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე მთავრობას …

კოვიდის 417 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 9 პაციენტი

23 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 377 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1048 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 60 ადამიანი. აჭარაში 1 988 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1062 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …

კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 36, გამოჯანმრთელდა – 3531 ადამიანი. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  108 690-ს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 012 შემთხვევა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 157, აჭარაში – 417, იმერეთში – 537, …

დღეს საღამოს 10 საათიდან ბათუმში გადაადგილება ისევ შეიზღუდება

დღეიდან, 22 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე, გადაადგილება ბათუმში ისევ შეიზღუდება. საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. 21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შეზღუდვა, ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე, ორი ღამით იყო მოხსნილი.    

აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა – 22 ნოემბერი

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 427 პაციენტი. დღევანდელი დღის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს ჯამში 6 460 პაციენტი[კლინიკა, კოვიდსასტუმრო, ონლაინკლინიკა]. 22 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი: კოვიდის 4 048 …

კოვიდის 4 048 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი საქართველოში – 22 ნოემბერი

22 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 104 732-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 85 639 და გარდაიცვალა სულ 976 პაციენტი. 22 ნოემბრის დილის მონაცემებით საქართველოში: კარანტინშია 2 159 მოქალაქე; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 6 …

კორონავირუსის 3824 ახალი შემთხვევა საქართველოში – 21 ნოემბერის მონაცემები

21 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსისგან განიკურნა 3 851 პირი.  24 საათის განმავლობაში 33 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მათ შორის: თბილისში –  17  აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ 927 …

აჭარაში კოვიდის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

21 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 959 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 47 ადამიანი. აჭარაში 1 672 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 022 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში …

როგორ შექმნეს კოვიდის ვაქცინა ასე სწრაფად – ჯანმოს პასუხი

ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა უსაფრთხო და 95%-მდე ეფექტურია. ამ იმედისმომცემი ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ვაქცინების უსაფრთხოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ კონსპირაციების თეორიების მომხრეებზე. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით, მათი უსაფრთხოების გატესტვის დროს ეხება. კერძოდ – როგორ შეიმუშავეს კოვიდის საწინააღმდეგო …

სახელმწიფო გეგმიურ ოპერაციებს პირველ მარტამდე აღარ დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა მთავრობამ 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეაჩერა. 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცლები კი მოქმედია ვადის ამოწურვამდე. ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 19 ნოემბერს შევიდა. „COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის …

კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკა საქართველოში [დიაგრამა]

პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში 894 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 787 – ბოლო 3 თვეში. ვირუსის დადასტურებული შემთხვევები, ბოლო მონაცემებით, 96 860 -ია, გამოჯანმრთელდა 77 932 ადამიანი. Worldometers-ის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 214-ია. ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში ყოველდღიურად იზრდება – ნოემბრის დასაწყისში საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 70 იყო.   თურქეთში …

დღეს ბათუმში კორონავირუსით 73 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში, კლინიკა მედცენტრში, 73 წლის ექიმი, ილია ბერიძე გარდაიცვალა კორონავირუსით. ის კლინიკაში 14 ნოემბერს გადაიყვანეს და ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა დადასტურებული Covid 19. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება. კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმს ფილტვის ქსოვილის 80%-იანი, მძიმე დაზიანება ჰქონდა. მედცენტრის რეანიმაციის ხელმძღვანელის, ზვიად ბახტაძის თქმით, ილია ბერიძის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანისას …

კლინიკებს ევალებათ, თავად მართონ კოვიდით ინფიცირებული თავიანთი პერსონალი ან პაციენტები

ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომლის პაციენტი კოვიდით დაინფიცირდება, ვალდებულია ამავე სტაციონარში უმკურნალოს მას. სტაციონარი ასევე ვალდებულია, თავად უმკურნალოს მისსავე სამედიცინო პერსონალს, დაინფიცირების შემთხვევაში. მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ 19 ნოემბერს შეიტანა. „ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ვალდებულია, ადგილზე უზრუნველყოს COVID …

რა ხდება ბობოყვათის სამკერვალოში, სადაც 4 თანამშრომელი გარდაიცვალა

„ძალიან მოდებულია უკვე ვირუსი ამ სოფელში,“ – გვითხრეს ექიმებმა, რომლებიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მუშაობენ. ამ სამკერვალო ფაბრიკას ასობით თანამშრომელი ჰყავს. სექტემბრიდან ამ დრომდე კლინიკის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. ექიმები არ ადასტურებენ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მკერავები სამკერვალოში შესვლამდე სპეციალურად პარაცეტამოლს სვამენ, რომ მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდეთ და შემდეგ მთელი დღე მუშაობენ. ამავე ფაბრიკის ექიმი …

კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 41

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4055, გარდაიცვალა – 41. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 19,  აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 894 შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა …

აჭარაში კოვიდის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

20 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 942 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 118 ადამიანი. აჭარაში 1646 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 122 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში …

ქობულეთში ექიმი კოვიდით იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მუშაობდა

ქობულეთში ექიმი covid 19-ით გარდაიცვალა. ქალი 72 წლის იყო და იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. “მას 5 თუ 6 დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი. თავისი სურვილით მკურნალობას გადიოდა სახლში…. სამწუხაროდ, როცა მოგვმართა, მდგომარეობა უკვე გართულებული იყო. მას სხვადასხვა გართულება ჰქონდა, მათ შორის, ფილტვის მწვავე უკმარისობა, ანთება…”- გვითხრა “ქობულეთის სამედიცინო ცენტრის” დირექტორმა, ავთანდილ მიქელაიშვილმა. გუშინ, …

„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

„სოფელში ბევრს ჰქონდა ვირუსი, მანავის ღვინის ქარხნიდან გავრცელდა, რომელიც მეზობელ სოფელშია და იქ მუშაობდნენ ინფიცირებული ადამიანები. მათ კი გაიარეს კარანტინი, მაგრამ სოფელში კიდევ ბევრს აქვს სიმპტომები, რომლებიც ვერ იტესტებიან. ამიტომ, პირადად მე, ჩემს შვილებს არ ვუშვებ სკოლაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მშობელი, რომელიც სოფელ თოხლიაურში ცხოვრობს. მშობლის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო …

ოპოზიციის განცხადება და რეკომენდაციები აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე

აჭარაში ერთიანი ოპოზიცია, რომელიც სხვადასხვა პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციის პირობებში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა. ოპოზიცია რეკომენდაციებს სთავაზობს მთავრობას. განცხადების ტექტს მცირე შემოკლებით გთავაზობთ: „სამედიცინო სისტემა გადატვირთულია და ფაქტობრივად ჩამოშლის ზღვარზეა. სისტემა ვერ ახდენს დროულ რეაგირებას წარმოქმნილ პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემები დავინახოთ დროულად და მათზე რეაგირება მოხდეს პროაქტიულად და არა პოსტფაქტუმ, როგორც დღეს …

Exit mobile version