მთავარი,სიახლეები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა

30.11.2020
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა

30 ნოემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 3 216-ია.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარაში -313, იმერეთში-517, ქვემო ქართლში-187, შიდა ქართლში-82, გურიაში-19, სამეგრელო-ზემო სვანეთში-160, კახეთში-161, მცხეთა-მთიანეთში-77, სამცხე-ჯავახეთში-74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-4.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.

ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  135 584-ს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 267 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: