მთავარი,სიახლეები

„საინტერესო პაციენტი ვიყავი საკუთარი თავისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე

30.11.2020 • 1658
„საინტერესო პაციენტი ვიყავი საკუთარი თავისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან განიკურნა. „იმედთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პრეპარატ „რემდესივირით“ იმკურნალა, რომელიც მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით, მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, ცერცვაძის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.

„მე ორმაგი რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდის დამართების შემთხვევაში, ერთი – ეს არის ჩემი ხანდაზმული ასაკი და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი – მე მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება.

…ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადებების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები და ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს.

ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს.

რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს, არ არსებობს უკეთესი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი და გამომდინარე ჩემი სერიოზული, პროგრესირებადი იმუნოდეფიციტიდან, ვიდექი ძალიან სერიოზული რისკის წინაშე. დავიწყე „რემდესივირის“ გადასხმა. ერთი შემთხვევით არანაირი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება და მე შორს ვარ, რომ ის, რაც ჩემთან მოხდა, მივაწერო „რემდესივირის“ პოზიტიურ ეფექტს, მაგრამ ამის უარყოფაც არ შეიძლება.

საექიმო ალღოს საფუძველზე მაქვს განცდა, რომ მინიმუმ ჩემთან „რემდესივირმა“ იმუშავა პოზიტიურად,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 4 000 ფლაკონ ,,რემდესივირს” ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი 104 000 აშშ დოლარად ტენდერის გარეშე შეიძენს. ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის 25 ნოემბერს მიმართა, მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოციზიისა.

ცნობილია, რომ ჯანმო ეწინააღმდეგებარემდესივირის“ გამოყენებას COVID19-ის სამკურნალოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: