მთავარი,სიახლეები

საქართველოში კორონავირუსის 4 426 შემთხვევა დადასტურდა | 29 ნოემბრის მონაცემები

29.11.2020
საქართველოში კორონავირუსის 4 426 შემთხვევა დადასტურდა | 29 ნოემბრის მონაცემები

29 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 35 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.

შესაბამისად, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა საქართველოში 132 368-ს მიაღწია, გარდაცვლილებისამ კი 1 230-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 110 049-მდე.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი 1 802 
  • აჭარა – 554
  • იმერეთი – 637
  • ქვემო ქართლი-268
  • შიდა ქართლი-258
  • გურია-119
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 400
  • კახეთი – 219
  • მცხეთა-მთიანეთი – 108
  • სამცხე-ჯავახეთი – 50
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისის საავადმყოფოებში – 2 741, აჭარაში – 1 019, იმერეთში – 1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათგან თბილისში – 429, აჭარაში – 167, იმერეთში – 190.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37.

3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 311 – თბილისში,  2 058- აჭარაში, 284 – იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: