„აქ ვიჯდები, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, წასასვლელი არსად მაქვს,“ – გვითხრა 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა, რომელიც ორ მეგობართან ერთად სასამართლოს შესასვლელში დაგვხვდა. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მეზობელმა მას სცემა კიდეც. „ბინა თაღლითური …
Tag Archives: ბათუმის საქალაქო სასამართლო
კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]
„ფეისბუქში“ ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა …
Continue reading “კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]”
ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?
“12 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე როცა მე ბათუმში ჩამოვედი, უკვე 15-20 კაცი იყო დარჩენილი… იქ პოლიციელი და სპეცრაზმელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოქალაქე,” – უთხრა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს. მან დღეს “ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა. ირაკლი ჩხვირკიას მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. …
Continue reading “ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?”
ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. 2017 წლის მაისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ თურქეთის მოქალაქე ასიმ ემანეთი გაამართლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულის პირად ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა. ასიმ ემანეთს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს …
Continue reading “ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა”
ადვოკატი: ბათუმის სასამართლოში ჩემი მტკიცებულებები გააქრეს
მოქალაქე ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საქმეში აღარ არსებობს. მას ოჯახში ძალადობას ედავება პროკურატურა. ირაკლი ზაქარიაძე ადვოკატია, მაგრამ ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს. „მოსამართლე ირაკლი შავაძეს გასული წლის ზაფხულში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე მე და ჩემმა ადვოკატმა გადავეცით მტკიცებულებები და შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ მისი დასაშვებობა განხილულიყო. შემდეგ სხდომაზე ირაკლი შავაძეს …
Continue reading “ადვოკატი: ბათუმის სასამართლოში ჩემი მტკიცებულებები გააქრეს”
სპეცოპერაციის გზით დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა. დაკავებულ ქალს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვა მოითხოვა. „ამ მოთხოვნას დავეთანხმეთ ჩვენ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის …
Continue reading “სპეცოპერაციის გზით დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
ლაშა დეკანაძეს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა – „ბათუმის აქციის საქმე“
„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ ლაშა დეკანაძეს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ერთადერთი ბრალდებული იყო, ვინც ამ საქმეზე დაკავებულებიდან წარდგენილი ბრალი არ აღიარა. მას სხვა 18 დაკავებულის მსგავსად, პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში დასდო ბრალი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალს კვალიფიკაცია შეუცვალა და უფრო მსუბუქი მუხლით გაასამართლა. ჯგუფური ძალადობის ნაცვლად მოსამართლემ ლაშა დეკანაძეს ხულიგნობის მუხლით …
Continue reading “ლაშა დეკანაძეს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა – „ბათუმის აქციის საქმე“”
„საქართველოს ფოსტა“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებაში ამხილეს
„საქართველოს ფოსტამ“ ხელახლა წააგო სასამართლო დავა ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ. სასამართლოს წინა გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემდეგ, „საქართველოს ფოსტას“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაუდასტურა სასამართლომ. „საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციას 2012 წლიდან დღემდე არავინ სთხოვს პასუხს უკანონო გადაწყვეტილებების გამო. ადამიანის უფლებების დარღვევის გარდა იზრდება კომპენსაციის ოდენობა, რაც ამ სახელმწიფო შპს-მ უნდა გადაუხადოს ყოფილ თანამშრომლებს. „საქართველოს ფოსტამ“ ათობით თანამშრომელი 2012 წელს …
Continue reading “„საქართველოს ფოსტა“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებაში ამხილეს”
გამამართლებელი განაჩენი თაღლითობის საქმეზე, სადაც დაზარალებული ჰესის მშენებარე კომპანია იყო
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია მირიან ბოლქვაძე, რომელსაც პროკურატურა თაღლითობას ედავებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. თაღლითობის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“. ეს კომპანია აშენებს „შუახევი ჰესს“. გამოძიების ვერსიით, მოქალაქემ თაღლითური გზით სცადა კომპანიის ქონების დაუფლება. საქმის მასალების მიხედვით, კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის მირიან ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი …
ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა
ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს გამოძიება ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ომარ ბერიძეს ედავებოდა, ასევე ქედის გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს. დავის საგანი 2011 წელს ჩოგბურთის და ფრენბურთის სტადიონების მშენებლობა გახდა, რაზედაც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები …
Continue reading “ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა”
ორი არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ არასრულწლოვანს. 17 წლის არასრულწლოვნებს ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა ბიჭებმა 6 ნოემბრის ღამეს ჩაქვში მოხუც ქალს დანის მუქარით წაართვეს ფული. ერთ-ერთი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე ნიღბით იმყოფებოდა. ბრალდებულებმა მოხუც ქალს, რომელიც საკუთარ სახლში არაყს ყიდდა, 100 ლარი მოსთხოვეს. მოხუცმა არასრულწლოვნებს 80 ლარი მისცა. არასრულწლოვნები პოლიციამ რამდენიმე დღის …
Continue reading “ორი არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს”
ერთადერთი ბრალდებული, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზე“ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს
“იქ რომ ვანდალიზმი იყო, ვიცით. ამას არავინ ხდის სადავოდ. ლაშა დეკანაძეზე ისაუბრეთ, თუ შეიძლება,” – ასე შეაწყვეტინა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს დასკვნითი სიტყვა. დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა ლაშა დეკანაძის საქმეზე. ლაშა დეკანაძე ერთადერთია 19 ადამიანს შორის, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში მონაწილეობისთვის …
ძალადობაში ბრალდებული ყოფილ ცოლს ადანაშაულებს
„ქალის ლურჯ მაისურს სისხლის ლაქები ეტყობოდა…“ – უთხრა მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა ჯამბულ კაკაბაძემ. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, რა ნახა 2 ივნისის დილას ქობულეთში ერთ-ერთ სახლში, სადაც გამოძიების ვერსიით, ოჯახში ძალადობის შემთხვევა განმეორდა. „მე ფოტოებს ვიღებდი იმ ადგილების, რომლებზეც დაზარალებული ქალი ამბობდა, რომ სცემეს… გვითხრა, რომ მოულოდნელად შევარდა იქ ყოფილი ქმარი და ცემა დაუწყო. …
Continue reading “ძალადობაში ბრალდებული ყოფილ ცოლს ადანაშაულებს”
აჭარის ეკონომიკის სამინისტრო „სოკარს“ 7127 ლარს და 20 თეთრს სთხოვს
7127 ლარსა და 20 თეთრს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიმს“ სთხოვს. დავის საგანი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაა, რაშიც „სოკარი“ 2014 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 24 მარტამდე ფულს არ იხდიდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. საუბარია „მაკდონალდსის“ გარე ტერიტორიის ნაწილსა და გზაზე [აქ „სოკარს“ ბენზინგასამართი სადგურიც …
Continue reading “აჭარის ეკონომიკის სამინისტრო „სოკარს“ 7127 ლარს და 20 თეთრს სთხოვს”
საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადმინისტრაციული სარჩელი ბათუმის საოლქო კომისიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საია ასაჩივრებდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც საიას უარი უთხრეს საარჩევნო დარღვევებზე მომზადებული 6 საჩივრის განხილვაზე. ოლქმა მიიჩნია, რომ საჩივრები დაუყონებლივ უნდა წარმოდგენილიყო და არა დარღვევის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მართებულად მიიჩნია საოლქო კომისიის მიდგომა. მისი თქმით, რთულია იმის …
Continue reading “საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები”
მოსამართლე: ამომრჩეველს არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენების დანომვრაზე
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი ბათუმის საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ. საოლქო კომისიამ განუხილველი დატოვა 4 სარჩელი იმ მოტივით, რომ ისინი დაუყოვნებლივ არ წარედგინა კომისიას. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე ასაჩივრებდა ბათუმის 29-ე უბანზე საოლქო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საჩივრის მიხედვით, ამ უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ნომრავდა და „ფარულობის პრინციპი“ დაირღვა. „სამართლიანი არჩევნები“ ბიულეტენების ხელახლა გადათვლას და …
Continue reading “მოსამართლე: ამომრჩეველს არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენების დანომვრაზე”
რატომ ჭიანურდება პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეზე ძალადობის საქმის გამოძიება
გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა ირაკლი ქაჯაიას საქმეზე. გასული წლის ივლისში იგი სამართალდამცველებმა ბათუმის ბულვარში დააკავეს. პოლიციის ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, ირაკლი ქაჯაია პოლიციის მე-6 განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან კი ფიზიკური დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში – მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. გამოძიება კონკრეტული პოლიციელების წინააღმდეგ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება, რითაც პოლიციელების …
Continue reading “რატომ ჭიანურდება პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეზე ძალადობის საქმის გამოძიება “
როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი მუნიციპალური შპს-დან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. საია შპს „ბათუმის წყლისგან“ ითხოვდა ინფორმაციას საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ. „ბათუმის წყლის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. მერიამ „ბათუმის წყალს“ მარტო 2017 წელს, არაპირდაპირი წესით, 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური შპს …
Continue reading “როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება”
ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს
„ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომებს,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და სასამართლო სდომა განაგრძო. მანამდე მერაბ ღოღობერიძემ სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახა. იგი სხდომათა დარბაზში არც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შემოვიდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს შეუძლია პროცესზე დასწრება და მისი ტრანსპორტირებაც არ წარმოადგენს პრობლემას. მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას …
Continue reading “ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს”
სასჯელი ღამის კლუბში თანხის გამოძალვისთვის
ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ამ საქმეზე მსჯავრდებულ ფეიზულაჰ ერდენს 6 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ის ასევე დაჯარიმდა 5 ათასი ლარით. მანუჩარ მამულაძეს და ეშრეფ კადირ ბოსტანს 4-4 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სერჰათ ბაქანს ორწელიწადნახევარი მოუწევს ციხეში ყოფნა. გამოძიება დაკავებულებს ძარცვის და თავისუფლების უკანონო …
Continue reading “სასჯელი ღამის კლუბში თანხის გამოძალვისთვის”
მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ავთანდილ გიორბელიძე გაამართლა. 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ეს პირველი გამამართლებელი განაჩენია, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განუხილავს ოჯახში ძალადობაზე. ამ პერიოდში ოჯახში ძალადობის მუხლით ბათუმში სულ 33 პირი გასამართლდა. გამართლებულ ავთანდილ გიორბელიძეს საკუთარი და ედავებოდა ფიზიკურ ძალადობას. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ძმა მასთან ოჯახში შევიდა და დის თანდასწრებით სიტყვიერად შეურაცხყო, …
Continue reading “მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა “
ძალადობის მსხვერპლი: მცემდა, მერე მეფერებოდა – სიგიჟემდე მიყვარხარო
რამდენიმე დღეში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მორიგ საპროცესო შეთანხმებას დაადასტურებს გ.ა.-ს მიმართ. მას ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დუმილით უპასუხა ტრადიციულ შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ეს დუმილი მოულოდნელი აღმოჩნდა პროკურორ ზურაბ კონცელიძისთვის, რომელმაც მანამდე თქვა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება [საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება, ასევე დაზარალებულის …
Continue reading “ძალადობის მსხვერპლი: მცემდა, მერე მეფერებოდა – სიგიჟემდე მიყვარხარო”
ძარცვისთვის „სანტას“ 4 წელი მიუსაჯეს
27 წლის ჯემალ მარშანიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯემალ მარშანიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუდასტურა, რომ მან ახალი წლის საღამოს სანტას ფორმაში გამოწყობილმა სათამაშო იარაღის მუქარით გაძარცვა „იალჩინ მარკეტში“ მდებარე სავალუტო ჯიხური. საუბარია გასული წლის 31 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ჯემალ მარშანია 14 იანვარს დააკავეს. მას კონკრეტულად 9 800 ლარის …
„შეშინების მიზნით გავისროლე“ – ბათუმში ბიზნესმენების დაჭრის საქმე
„შეშინების მიზნით გავისროლე, ამიტომაც დავუმიზნე ფეხების მიმართულებით…“ – უთხრა მოსამართლეს რამაზ ხიმშიაშვილმა. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ საღამოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია ბათუმში, კომპანია „მეგა პალასში“ 7 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და თანამშრომელი ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა. „ორჯერ გავისროლე და გამოვიქეცი,“ – განაგრძო ბრალდებულმა სასამართლო …
Continue reading “„შეშინების მიზნით გავისროლე“ – ბათუმში ბიზნესმენების დაჭრის საქმე”
უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს – გოგიტა გოგიტიძეს შენიშვნა მისცა. გოგიტა გოგიტიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განათავსა. ამ შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა. ოლქი სამართალდამრევის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა თამარ დიასამიძის შემთხვევაშიც. თამარ დიასამიძე …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”
ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს
მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. პარტიამ შესაბამისი სარჩელით დღეს, 2 ოქტომბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისწარმოების შესაჩერებლად. მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პლაჟის გასხვისებით …
„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს
მოსამართლე ლევან გელოვანი ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს ცნიბილი საპროტესტო აქციის შემდეგ, თავდაპირველად ადმინისტრაციული დარღვევისთვის, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი. ლაშა დეკანაძე ერთადერთია, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის აღიარებაზე უარს ამბობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იმ სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადგინდა. …
Continue reading “„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს”
რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო
„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს. სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით …
Continue reading “რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო”
ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 800 ლარით დააჯარიმა სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულება. ბათუმის ციხემ ერთ-ერთი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა. ომბუდსმენისთვის ინფორმაციის დამალვა კი დასჯადია. „ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომელიც გვწერდა, რომ შეეზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ამბობდა, რომ მის საჩივარს სასამართლოში ციხის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად არ აგზავნიდა. ჩვენ მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოვითხოვეთ ინფორმაციის მიღება, რაზეც გვიპასუხეს, …
Continue reading “ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა”
ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს
ბარათაშვილის 24-ში მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ხვალ, პირველ სექტემბერს უნდა მიიღოს. ორგანიზაცია „ბათომმა“ სასამართლოს უკვე მიმართა დაზუსტებული სარჩელით, სადაც წერია, რომ ნებართვის ბათილად ცნობის გარდა, მშენებლობა საერთოდ უნდა შეჩერდეს ბარათაშვილის 24-ში. ისტორიული სახლი ბარათაშვილის 24-ში კომპანიამ „დარ ბილდინგი“ დაანგრია. ამჟამად ეს კომპანია ამ მისამართზე შვიდასრთულიან სახლს აშენებს. ორგანიზაცია …
Continue reading “ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს”
ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები
„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა …
Continue reading “ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები”
სასამართლომ ნაცემი ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი 300-300 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი 300-300 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ცემის შემთხვევას, ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას თუ ჰქონდა ადგილი, ეს გამოძიების შედეგად დადგინდება. მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ პოლიციელების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო კადრები ნახა. კადრებიდან ისმის, როგორ აგინებენ თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებს დაკავების შემდეგ პოლიციის …
Continue reading “სასამართლომ ნაცემი ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი 300-300 ლარით დააჯარიმა”
პოლიციელი ნაცემ ლევან ბერიანიძეს: რატომ ხართ ასე აგრესიული
“რატომ ხართ ასე აგრესიული პოლიციის მიმართ?”- ეს შეკითხვა პოლიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბერულავამ დაუსვა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს. “აგრესია და კრიტიკა მოდის იმისგან, რომ პოლიცია დაცვის ნაცვლად დაგვცინის, ან თვითონაც გვირტყამს,”- უპასუხა პოლიციელს ლევან ბერიანიძემ. 25 აგვისტოს დილით ბულვარში დაკავებული თორნიკე კუსიანის და ლევან ბერიანიძის საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “თანასწორობის მოძრაობის” …
Continue reading “პოლიციელი ნაცემ ლევან ბერიანიძეს: რატომ ხართ ასე აგრესიული”
ლევან ბერიანიძე: პოლიციელებმა გვცემეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო
„თავს დაგვესხნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო… პოლიციელები შეგვდგნენ წიხლებით,” – უთხრა ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ლევან ბერიანიძემ ჟურნალისტებს, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. „თანასწორობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლევან ბერიანიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დღეს დილით დააკავეს ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში დააკავეს. …
Continue reading “ლევან ბერიანიძე: პოლიციელებმა გვცემეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო”
ბათუმის უნივერსიტეტმა ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა წააგო
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. გასული წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის შენობაში, ფიროსმანის ქუჩაზე, გათბობის სისტემა მოიშალა. სამუშაოები უნივერსიტეტის ამ შენობაში კომპანია „დიასი 2007“-მა შეასრულა. „გარანტია იყო სამი წელი. საგარანტიო ვადაში მოიშალა გათბობის სისტემა, რომლის შეკეთებაც უნივერსიტეტს დაუჯდა 6470 ლარი. კომპანიამ უარი თქვა მატერიალური ზიანის …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტმა ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა წააგო”
სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში
ბათუმში, რესტორან“ ისტანბულის“ უკან, პატარა, საერთო ეზოში შესვლისთანავე ზაფხულის სიცხე ორმაგდება. ეზოში რესტორნის კონდიცირების სისტემა გამოდის, სამზარეულოს ორთქლი, ნახშიროჟანგი გამწოვებიდან… რესტორანი „ისტანბული“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. რესტორნის უკან მდებარე იტალიურ ეზოში რვა ოჯახი ცხოვრობს. მათგან ყველაზე ახლოს, რესტორნის სამზარეულოს უკანა შესასვლელთან, სვეტლანა ლიხვაროვას ბინაა. „ნახეთ, თერმომეტრი 34 გრადუსს აჩვენებს, არადა, საღამოს 10 საათია …
Continue reading “სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში”