საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა. „ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – …

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

თურქეთის სამი  მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში. ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას …

მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა. მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად …

ურეცეპტოდ გაყიდული 206 მედიკამენტის გამო ორი აფთიაქი დაჯარიმდა

სამი აფთიაქის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა მოსამართლე სალიხ შაინიძემ დღეს, 17 აგვისტოს განიხილა. აფთიაქების დაჯარიმება სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ მოითხოვა. სამივე შემთხვევაში სააგენტომ სხვადასხვა სახის მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დააფიქსირა, ასევე აფთიაქებს გარე პერიმეტრზე არ აქვთ განთავსებული კანონით სავალდებულო ვიდეო სათვალთვალო კამერები. ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ იკითხა: კი მაგრამ რა ღირს ეს ვიდეო სათვალთვალო კამერა? „ძვირი არ …

„მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს – ერთი არასრულწლოვანია

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ დაკავებულ ორ ბრალდებულს. საუბარია 30 ივლისს დილით ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, როცა მსუბუქ ავტომანქანას რამდენჯერმე ესროლეს. ამ საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ამ მიზეზით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილა სასამართლომ. ბრალდებულებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან, რაც გულისხმობს …

სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა

„ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ – ამ მუხლით ბრალდებულ ნოდარ რ.-ს საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. მას სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება გამოძიება – განსაცდელში მიტოვება. ავარიის შედეგად ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. საუბარია 2017 წლის 5 იანვარს შაფათავას ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაზე, რომლის შედეგადაც 17 წლის ნინო ბაგრატიონი დაიღუპა. …

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა. „იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. პროკურორმა …

დაკავებული პოლიციელი: დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი

„დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი,“ – მიმართა მოსამართლეს ხულიგნობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, არჩილ დევრიშაძემ. 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, გამოძიებამ პოლიციელი 24 ივლისს დააკავა. პოლიციელმა ეს არგუმენტი იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ იგი არსად მიმალვას არ აპირებს და განაჩენის გამოტანამდე წინასწარი პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხულიგნობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა …

პოლიციელს, რომელმაც მოქალაქეს ესროლა, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის

ამ წუთებში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე არჩილ დევრიშაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. დევრიშაძე პოლიციელია და პროკურატურა ხულიგნობას ედავება – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. პროკურატურამ პოლიციელი 24 ივლისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ხულიგნობის ჩადენის დროს პოლიციელი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა, თუმცა მას პოლიციელის მაისური ეცვა. გამოძიების ვერსიით, არჩილ დევრიშაძემ 21 ივლისს, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომანქანიდან მოქალაქე რამინ ქათამაძეს ესროლა …

კომპანია: აღმასრულებლის გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა

კომპანია „ბალავარი“ აღმასრულებელს თვითნებობაში ადანაშაულებს, რამაც კომპანია დააზარალა. სააღსრულებო ფურცლის შეჩერების მოთხოვნით კომპანიამ სარჩელით დღეს, 24 ივლისს, მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. „ბალავარმა“ სამშენებლო მასალები თურქეთში შეიძინა. „მასალის ბათუმში შემოტანა კი თურქულ კომპანია „პარტაშ ბეტონს“ უნდა განეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას დავალიანება ჰქონია სხვა ქართულ კომპანიასთან – „პრიზმასთან“. არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით თურქულ კომპანიას …

„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე 

„დილის 11 საათზე მივედი პოლიციაში ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ორი-სამი საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა,“ – თქვა მოწმედ დაბარებულმა რაფიელ აბაშიძემ. მან დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამ პირებს „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. „გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თქვენ საღამოს შვიდ საათზე დაგკითხეს,“ – უთხრა მოწმეს ადვოკატმა დავით …

წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა. მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით. „შეღავათიანი …

რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. …

მარტის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

11-12 მარტის ბათუმის აქციაზე დაკავებული პირებიდან 9 ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9 მსჯავრდებულიდან შვიდს წელიწადნახევარი მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა, ორს – ერთი წელი, მათ შორის მურმან მურმანიძეს, რომელმაც ამ აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულის – მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. …

უცხოეთის მოქალაქემ კაზინოს ბათუმში სასამართლო დავა მოუგო

14 500 ამერიკული დოლარის გადახდა მოსამართლე სალიხ შაინიძემ შპს „ალიანსი +“-ს დააკისრა. ეს კომპანია ფლობს კაზინო „პეგასს“ ბათუმში, სადაც ბულგარეთის, ასევე თურქეთის მოქალაქე – ლევენთ სადულა მუსას მოგებული ფულის მიღებაზე უარი უთხრეს. მოსამართლემ კაზინოს ადმინისტრაციას სასამართლოს ბაჟის – 1050 ლარის გადახდაც დააკისრა. ლევენთ სადულა მუსამ ბათუმში, კაზინო „პეგასში“ 18 800 ამერიკული დოლარი გასული წლის აგვისტოში …

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო …

ცოლის ცემა იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხით

„მან იატაკის საწმენდი ტილოს ჯოხის თავში ჩარტყმით მეუღლეს მიაყენა სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, – წერია მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მიერ ხელმოწერილ განაჩენში. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც მოსამართლის მიერ მოძალადე ქმრისთვის შეფარდებული ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა პირობით ერთი წლის …

სასჯელი დედას შვილის ცემისთვის

„სასამართლომ დაადგინა: საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ზ.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის, მკლავისა და ზურგის არეში დარტყმებით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან შვილს მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანსასნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში წერია, რომლითაც დედას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საკუთარი შვილის ცემისთვის. სასჯელი მას პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა. საუბარია გასული …

მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ

„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. „ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – …

მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა: „ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, …

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს. საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში …

საქმე, სადაც მტკიცებულებაზე ფიქსირდება არა ბრალდებულის, არამედ პოლიციის აგენტის ანაბეჭდები 

იაგო ცივაძის საქმეს 2015 წლიდან განიხილავს სასამართლო. მას გამოძიება იარაღის უკანონო ტარებას ედავება. დღეს, 28 ივნისს, იაგო ცივაძე განაჩენს ელოდა მოსამართლე ირაკლი შავაძისგან, თუმცა სასამართლო დარბაზში მყოფმა პროკურორ ლევან მურვანიძისგან მოისმინა, რომ ის დასკვნითი სიტყვისთვის მზად არ არის და არც მომდევნო თვემდე ეცლება. მომდევნო თვეში, ანუ პირველი ივლისიდან, მოსამართლე ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს აღარ …

მოსამართლემ ტრანსგენდერი ქალი პოლიციაზე წინააღმდეგობისთვის დააჯარიმა

“როგორც თქვენ არ მოგეწონათ, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, ისე მე არ მომეწონა, როცა პოლიციელებს გვაგინე,” – მიმართა ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას (პასპორტის მიხედვით ზურაბ ბუზარიაშვილს) პოლიციელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს მოაწერა ხელი და ტრანსგენდერი ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემთხვევა 23 ივნისის ღამეს დაფიქსირდა. პოლიციას გაბრიელამ შეატყობინა, რომ მას ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში 5 მამაკაცი …

განაჩენი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვნებს

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ორ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმება დღეს, 26 ივნისს, გაუფორმა პროკურატურამ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მასობრივ ძალადობაში ბრალდებული არასრუწლოვნების შემთხვევა დახურულ სხდომაზე განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 წლის მაგსუდ ბ. წელიწადნახევრის შემდეგ გათავისუფლდება პატიმრობიდან. სამი წლის განმავლობაში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა არასრუწლოვან ირაკლი ჩ.-საც. ის აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საპროცესო …

მერია მოქალაქეს სასამართლოში უჩივის – სამხედრო ვალდებულების მოხდისგან თავის არიდების მცდელობა

ბათუმის მერია მოქალაქე რამაზ ირემაძეს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობაა. საქმეს მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი განიხილავს, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა. „ამ მოქალაქემ არ ჩაიბარა უწყება სამხედრო გაწვევის შესახებ. უწყებას წვევამდელებს მერიის გამგეობის წარმომადგენლები აბარებენ. ჩვენ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს“, – ამბობს ნინო სურგულაძე, ბათუმის …

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმე – 28 წლის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელის

„ღამით ბრალდებული შევიდა ნესტორ დ.-ს დროებით საცხოვრებელ ოთახში და განსაკუთრებული სისასტიკით, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას გულ-მკერდის, კისრის და მუცლის არეში…“ – ეს ამონარიდია საბრალდებო დასკვნიდან ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის საქმიდან. მკვლელობა თებერვლის ერთ-ერთ საღამოს მოხდა. გამოძიებამ სასამართლოზე წარმოადგინა საქმის მასალები, მათ შორის, ურიკა, რომლითაც ცხედარი გამთენიისას მდინარემდე მიიტანეს. „ეს მუხლი ითვალისწინებს …

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. „დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს …

„უსამართლობაა, როცა განსხვავებულად ექცევი“ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი „ბათუმის აქციის საქმეზე“

მინდია ბერიძეს და რევაზ ქერქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ისინი პირველები არიან, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალი აღიარეს – საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულ 17 პირს საპროცესო შეთანხმება და 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა. მასობრივი ძალადობა, რაშიც ჩვიდმეტივე …

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება. ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან …

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა: „თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“. „ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ …

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოსკენ – „ბათუმის აქციის საქმე“

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის „პლაზადან“ სასამართლოსკენ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების ახლობლებმა გამართეს. „გამოუშვით“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 11 მარტის აქცია თავდაპირველად ბათუმის „პლაზასთან“ დაიწყო. „ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რევაზ გორგილაძე. საპროტესტო აქცია ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. პირველ საათზე „ბათუმის აქციის საქმეზე“ გამომძიებლების ჩვენებებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მოისმენს.

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის …

facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. დღეს, 20 ივნისს, საქმის არსებითი განხილვისა და  ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. დღეს მოსამართლემ ორივე ბრალდებულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? „დამნაშავედ კი არა, სიზმარში მგონია თავი. ამ …

სასამართლო პროცესი ბრალდებულების წასვლის შემდეგ

„ბატონო მოსამართლევ, მე არ მინდა, შეხედოთ ამ საქმეს მხოლოდ ვიწრო კრიმინალურ ჭრილში, ეს არის ისტორიული საქმე,“ – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულმა 7-მა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოსამართლემ პროკურორ რამაზ შავაძის და ადვოკატების ე.წ. შესავალი სიტყვა მოისმინა. არსებითი განხილვის ამ ეტაპის შემდეგ, სასამართლომ მოწმეთა …

პროკურატურის მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად მიიჩნია – „ბათუმის აქციის საქმე“

პროკურორების, რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის მიერ დღეს, 19 ივნისს, სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები მოსამართლე ირაკლი შავაძემ დასაშვებად სცნო. საუბარია ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზზე, რომლითაც დასტურდება, რომ კადრებში დაფიქსირებული პირები „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები არიან. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ საკითხის განხილვა გადადო, რადგან ადვოკატები სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნებს გაცნობილი არ …

ბრალდებულების და მათი ახლობლების პროტესტი სასამართლო დარბაზში – „ბათუმის აქციის საქმე“

პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულებმა და მათმა ახლობლებმა დატოვეს. დარბაზი ხალხმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხმაურიანი განცხადებებით და შეძახილებით დატოვა. „ძალიან ცუდი რჩევა მოგცათ თქვენ ვიღაცამ,“ – მიმართა ბრალდებულების ახლობლებს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, ვიდრე ისინი დარბაზს დატოვებდნენ. მან პროტესტის ეს ფორმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეაფასა. „არა. ეს იყო პროტესტი პროკურატურის მიმართ“, – …

Exit mobile version