500-500 ლარით დაჯარიმებული მული და დედამთილი – განაჩენი ოჯახში ძალადობის საქმეზე

ოჯახში ძალადობის ერთ საქმეზე, სადაც ბრალდებული სამი ადამიანი იყო, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენი გამოიტანა. ძალადობას რამდენიმე ეპიზოდში დაზარალებული ქალის ყოფილ ქმარს, დედამთილსა და მულს ედავებოდა გამოძიება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ქმარი გაამართლა, მული და დედამთილი კი, 500-500 ლარით დააჯარიმა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, მას არაერთხელ სცემეს ჯგუფურად შვილების თანდასწრებით. ოჯახი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. განქორწინების შემდეგ ისინი …

კაცმა, რომელიც მეუღლის ოჯახში ცხოვრობს, ცოლს მამის თვალწინ სცემა

„ისინი ფაქტობრივად უკვე შერიგდნენ,“ – ამბობს ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავით ა.-ს ინტერესებს იცავს. დავით ა.-ს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. ძალადობის თვითმხილველი ნაცემი ქალის მამაა. ადვოკატის თქმით, იგი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას აღარ აპირებს. დავით ა. ბათუმში, ცოლის ოჯახში ცხოვრობდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლს, ვისთანაც ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან, მცირეწლოვანი …

ბათუმის ზოოკუთხის ყოფილმა უფროსმა სასამართლო დავა მოიგო

ბათუმის ზოოკუთხის განყოფილების ხელმძღვანელის – ამირან მურვანიძის საჩივარი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სრულად დააკმაყოფილა. ამირან მურვანიძე ბათუმის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წინააღმდეგ დავობდა, საიდანაც იგი გასული წლის აპრილში გაათავისუფლეს. სასამართლომ მერიას დაქვემდებარებულ უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ასევე განაცთურის ანაზღაურება დააკისრა, რაც ამ დროისთვის უკვე 11 ათას ლარს შეადგენს. „გათავისუფლების მიზეზში მითითებული იყო მხოლოდ არასაკმარისი კვალიფიკაცია, …

სასამართლომ ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმეზე ორ მოწმეს მოუსმინა

“შემოვიდეს მოწმე”, – თქვა მოსამართლემ და სასამართლო დარბაზში დუმილი მოწმის ნაბიჯების ხმამ დაარღვია. მან დარბაზს ფრთხილად მოავლო თვალი და როცა ბრალდებულები შენიშნა, მაშინვე აარიდა მზერა, შეჩერდა. მანდატურმა ხელით მიანიშნა, აქ უნდა დადგეთო. მოწმე გია იანუსოვმა თხრობა დაიწო. “მე 2009 წელს დამაკავეს. ციხის მისაღებში ჩხრეკა ჩამიტარეს. მერე მითხრეს გაიხადე ყველაფერიო. გავიხადე. მითხრეს, უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო. უარი …

“აივანზე 4 ძირი კანაფი მქონდა” – განაჩენი საკონსტიტუციოში საქმის მოგების შემდეგ

“ზაფხული იყო. უცებ პოლიციელები მოვიდნენ… აივანზე ნახეს კანაფი. ოთხი ძირი მქონდა დარგული სულ. პატარები იყო ძალიან, ჯერ ფოთოლს ვერ შეაწყვეტდი,” – უთხრა მოსამართლეს ჯამბულ გვიანიძემ. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ედავება. ჯამბულ გვიანიძემ გასულ წელს მოიგო დავა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯამბულ გვიანიძის საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ სასჯელის …

ბათუმში, ქუჩაში, კაცს ლეპტოპი წაართვეს – ძარცვა

„საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა ლეპტოპი ძალით წაართვეს კაცს ქუჩაში,“ – ამბობს ადვოკატი ვაჟა მელაძე საქმეზე, სადაც სამი ახალგაზრდაა ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. გამოძიებამ სამივე ბრალდებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საშუალებით დააკავა. ბრალდებულებმა ირაკლი თ.-მ ირაკლი გ.-მ და იური ჯ. -მ წარდგენილი ბრალი დაკავებისთანავე აღიარეს. თქვეს, რომ ნასვამები იყვნენ და დაკავების შემდეგ …

გარყვნილი ქმედებისთვის 63 წლის კაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

63 წლის კაცს რ.დ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის 8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის გაასამართლეს. სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სასჯელის ნაწილს – სამ წელსა და 4 თვეს ციხეში გაატარებს, წელიწადი და რვა თვის განმავლობაში კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. მსჯავრდებულის ადვოკატი, სოლომონ კოჩალიძე ამბობს, …

მამამ სრულწლოვან გოგონებს უცხო ბიჭის ოჯახში მიყვანისთვის სცემა

მოსამართლე ლევან გელოვანი დახურულ სხდომაზე განიხილავს გურამ ო.-ს საქმეს. მას ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. საქმის განხილვა დახურულია, რადგან ერთ-ერთი დაზარალებული არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მისულმა მამამ სრულწლოვანi შვილები – გოგონები ფიზიკურად შეურაცხყო. ადვოკატის თქმით, მამა იმიტომ გაბრაზდა, რომ გოგონებს მეგობარი ბიჭი ჰყავდათ მიყვანილი სახლში, ხოლო სახლი მოუწესრიგებელი იყო. „საუბარია თმაში მოქაჩვაზე, ცემა არ …

უცხოეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ვცემე,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა გულშა ს.-მ. პროკურატურის ვერსიით, მან ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგოს სცემა. მას ძალადობის მუხლით ედავებიან. მოსამართლის კითხვაზე, სად მუშაობთ? ბრალდებულმა თქვა, რომ ბათუმში არსად მუშაობს, თურქმენეთიდანაა და ტურისტია. გულშა ს. მეორე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ის ცემისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის …

ქალი, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო

„ქალატვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა ჰემატომები, ნაკაწრები…“ – ეს ექიმებმა ჩაუწერეს მ.ტ.-ს, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. ექიმთან იგი მას შემდეგ მივიდა, როცა მონობას თავი დააღწია. სასამართლო დაახლოებით სამი საათი ისმენდა მსხვერპლის ჩვენებას. თქვა, რომ აშინებდნენ მცირეწლოვანი შვილის დაკარგვით, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დატოვა, ასევე მამით, რომელიც სასულიერო პირია და ის სექსუალურ …

ტრეფიკინგის მსხვერპლის ისტორია: ჩემი უმცროსი დაა, ლოთობს და მაგიტომ ვცემო

„ბათუმში ღამით ჩამოვფრინდით. მან წამიყვანა და დამაბინავა. დაძინებამდე მითხრა, პასპორტი აჯობებს მე მომცე, შენ დაგეკარგებაო. პასპორტი მივეცი. მეორე დილით ის წავიდა და საღამოს დაბრუნდა. მითხრა, რომ სამუშაო იშოვა ჩემთვის. ვკითხე, რა ნახე-მეთქი. მიპასუხა, სექსუალური მომსახურებით უნდა დაკავდეო… ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი. სახეში გამარტყა, მაშინ 6 ათასი დოლარი რომ გაქვს ჩემი ვალი, ის დამიბრუნეო… მე …

რატომ ირჩევს ოთხი მსხვერპლი ქალი მოძალადე ქმარს

28 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზედიზედ 4 საქმე განიხილა ოჯახში ძალადობაზე. ოთხივე ისტორიაში ქმრებმა ცოლებს სცემეს შვილების თანდასწრებით ან შვილების ჩათვლით… ოთხივე ისტორიაში ცოლები ქმრებს „შეურიგდნენ“ და მოძალადის დასჯა აღარ სურთ. ოთხივე მათგანი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს. არც ერთ ისტორიაში ძალადობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ერთ-ერთი ქალი სასამართლოშიც მოვიდა და თქვა, რომ …

შეწყალებულმა კაცი მოკლა, მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სოსო დრობიშევს მიუსაჯა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. მსჯავრდებული მკვლელობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებულია. მას 1995 წელს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. სასჯელის ამ სახის გაუქმების შემდეგ კი, ვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წელს სოსო დრობიშევი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. ლუდის საყიდლად სოფელ ცეცხლაურში მდებარე სუპერმარკეტში სოსო დრობიშევი …

რა საფრთხეს უქმნიდა მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს – ინტერვიუ

„ისე ამიხდა ყველაფერი, როგორც ვივარაუდე,“ – ამბობს დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი შავაძეზე საუბრის დროს. მოსამართლე ირაკლი შავაძემ 23 თებერვალს განაცხადა საჯაროდ, რომ მას მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს დავით მამისეიშვილი უშლის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ ირაკლი შავაძე საფრთხეს …

ათი მოსამართლე კოლეგის წინააღმდეგ მტკიცებულების გარეშე – დავით მამისეიშვილის განმარტება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს, 26 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. „ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას, როცა მოსამართლეები უპირობოდ უცხადებენ უნდობლობას კოლეგას და სჯერათ იმის, რასაც ხელმძღვანელი ამბობს. ბატონო დავით, ირაკლი შავაძემ ორი …

ბათუმელი მოსამართლეები მათი კოლეგის განცხადებას ზეწოლაზე, სიცრუეს უწოდებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და სრული შემადგენლობით მხარდაჭერას სასამართლოს თავმჯდომარეს – დავით მამისეიშვილს უცხადებენ. ირაკლი შავაძემ თავის განცხადებაში თქვა, რომ „დავით მამისეიშვილი სრულად აკონტროლებს მოსამართლეების თავისუფალ ნებას. თუ მითითებას მისცემს, რომ არ დამელაპარაკონ, ხვალიდან ვერავინ დამელაპარაკება სასამართლოში“. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც …

გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა მოქალაქე ჩარიტა ჟღენტის სარჩელი საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ჩარიტა ავტომანქანას ფლობს და რამდენიმე თვის წინ მან მძღოლის გამოძახების სერვისით ისარგებლა.  გამოძახებული მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ჩარიტა 700 ლარით დააჯარიმა, როგორც ავტომანქანის მფლობელი. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჩარიტა ჟღენტმა სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ჩარიტას დაჯარიმება …

მერაბ ღოღობერიძე: მე ისევ დახურული ტიპის დაწესებულებაში დამტოვეს

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მე ისევ დახურული ტიპის დაწესებულებაში ვარ, კონკრეტულად კი, მეორე დაწესებულებაში. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ უნდა ვიყო ღია ტიპის ციხეში. ჩემ მიმართ ხდება არაადამიანური მოპყრობა პოლიტიკური ნიშნით,“ -განაცხადა დღეს სასამართლო პროცესზე მერაბ ღოღობერიძემ. მის წინააღმდეგ ამჯერად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დავობს სამოქალაქო წესით. დავის საგანი სარფში იჯარით გაცემული პლაჟის ნაკვეთია, რითაც მერაბ …

ცოლის ცემაში ბრალდებულის ადვოკატი: ისინი ისევ ერთად ცხოვრობენ

ოჯახში ძალადობას გამოძიება გურამ ბ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, მან გასული წლის 5 დეკემბერს, „ხელების მრავალჯერ დარტყმით, ცოლს მიაყენა ფიზიკური ტკივილი“. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. „თავს დამნაშავედ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა ბრალის გაცნობის შემდეგ. მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80-დან 150 …

გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სახლთუხუცესის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო 

ბათუმში ორი ბიჭის – გიორგი ხაჭაპურიძისა [19 წლის] და ზვიად სახლთუხუცესის [25 წლის] მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ბ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთუხუცესის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს …

რვა წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი საპროცესო გარიგებას ითხოვს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ რ.დ.-ს საქმეს დახურულ პროცესზე განიხილავს. ბრალდებული 63 წლის კაცია და მას 8 წლის გოგოსთან  გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავებიან. რ.დ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებული დაზარალებული გოგოს მეზობელია. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, სასამართლომ უკვე მოისმინა არასრულწლოვანი გოგოს ჩვენება, ასევე ბავშვის დედის, რომელიც ამბობს, რომ ის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის ფაქტს შეესწრო. ადვოკატის, …

რატომ ჩატარდა გადაუდებელი ჩხრეკა ბრალდებულის დაკავების შემდეგ – თურქი ქალის საქმე

“რატომ ჩატარდა ჩხრეკა გადაუდებელი წესით, როცა საბრძოლო მასალის შენახვაში ბრალდებული ქალი უკვე დაკავებული იყო?” – ეს შეკითხვა გამომძიებელ ოლეგ გოგიტიძეს ბრალდებულის ადვოკატმა დაუსვა. “მითითება იყო ასეთი…” – აღნიშნა გამომძიებელმა. დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის შენახვა-ტარების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 თებერვალს, მორიგი პროცესი გაიმართა. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული …

„ბათუმის მეჩეთის საქმეს“ სასამართლო 20 თებერვალს განიხილავს

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 20 თებერვალს დაიწყება. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. გუშინ, 13 თებერვალს, მეჩეთთან დაკავშირებული სარჩელის შესახებ განცხადება გაავრცელეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI). ამ ორგანიზაციებმა სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართეს, ამ დრომდე კი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. არასამთავრობო …

საქალაქო სასამართლოს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე მიუთითეს

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისკენ და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციების შეფასებით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციაა.  „სარჩელი სასამართლოში 2017 წლის …

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი – 21 წლის გოგო გონიოში, სექსინდუსტრიაში რჩება

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი 21 წლის გოგოა – ნინა [ სახელი შეცვლილია]  ის გონიოში გასული წლის ზაფხულში ჩამოვიდა. ტრეფიკინგში ბრალდებული კი, 42 წლის ქალია – მუმთოზა უ. ის საქართველოდან მას შემდეგ წავიდა, როცა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და ბრალი წაუყენა. მსხვერპლის სტატუსის მქონე გოგო ისევ სექსინდუსტრიაში მუშაობს. საქმის მასალების მიხედვით, ნინა საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. ბრალდებულის …

მოქალაქემ საპატრიარქოსთან სასამართლო დავა წააგო – მიწის ნაკვეთი მისასვლელი გზის გარეშე

მოქალაქე შაქრო თურმანიძის სარჩელი საპატრიარქოს წინააღმდეგ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა. შაქრო თურმანიძეს მიწის ნაკვეთი ფერიის მთაზე აქვს. საკუთრებასთან მისასვლელი გზა კი ფერიის ეკლესიის გალავანს შიგნით მოექცა. მოქალაქე „სავალდებულო გზის“ გამოყოფას ითხოვს. „თქვენ თუ მისასვლელი გჭირდებათ, ამას მიაღწევთ,“ – მიმართა მოსამართლემ შაქრო თურმანიძეს. მოსამართლემ განმარტა, რომ მიწაზე ამ დროისთვის არ მიმდინარეობს მშენებლობა და არც ნებართვაა …

გამომძიებელი კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმეზე: არ ვიცი, ვინ გადაიღო ვიდეო

შეკითხვა, რომელიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დღეს უპასუხოდ დატოვეს, ვიდეოკადრებს შეეხებოდა. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილ საბრძოლო მასალის საქმეზე. პროკურატურის ვერსიით, თურქეთის მოქალაქე ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. ფემბე ოლუნი სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ …

ჯარიმა სომხეთში 300 დოლარად აღებული ყალბი მართვის მოწმობისთვის 

ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობის შეძენისა და გამოყენებისთვის მოსამართლე ლევან გელოვანმა ოთარ დიასამიძე 500 ლარით დააჯარიმა. მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. „საერთაშორისო მართვის მოწმობაზეა საუბარი. ბოლოს რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო. ძირითადად უკრაინაში ყიდულობენ და სომხეთში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სომხეთში შეიძინა 300 დოლარად,“ – ამბობს ადვოკატი მზია დიასამიძე. მისი თქმით, მსჯავრდებული სომხეთში ერთ-ერთ კერძო კომპანიას დაუკავშირდა და …

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის მამა: არავინ სვამს კითხვას, რატომ ჩაიდინა ეს

„აგერაა ჩემი ცოლი, დარბაზში ზის. მას არავითარი პრეტენზია არ აქვს,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულმა რუსლან გ.-მ. მას ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. რუსლან გ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. იგი გასულ წელს ისევ ცოლის არაერთგზის ცემის გამო გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულმა საკუთარ ცოლს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ახალი წლის საღამოს სცემა. „ძნელია, ჩაწვდე ადამიანის შინაგან …

1000 ლარი ჯარიმა ღამის კლუბში დარჩენის იძულებისთვის

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა გიორგი შარაძე. იგი თურქეთის ორ მოქალაქეს ღამის კლუბში დარჩენას აიძულებდა და სწორედ ამისთვის გაასამართლეს. შემთხვევა გასული წლის 7 ნოემბერს მოხდა აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ღამის კლუბ “ფირლანტაში”. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი შარაძე კლუბის დაცვის თანამშრომელი იყო და მან თურქეთის ორ მოქალაქეს კლუბის დატოვების საშუალება არ მისცა. “აქ აღნიშნულია, რომ თქვენ …

კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ფემბე-ოზლემ ოლუნის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს, 24 იანვარს, დაიწყო. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალია, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. პროკურორი პაატა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ …

საბრძოლო მასალის ტარებისთვის დაკავებული თურქი ქალი: თავს დამნაშავედ არ ვცნობ

კასრში შენახული საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ქობულეთში დაკავებული თურქეთის მოქალაქის წინასასამართლო სხდომა დღეს, 17 იანვარს, იმართება. ქალს საბრძოლო მასალების უკანონოდ ტარება, შეძენა, შენახვას ედავებიან. 35 წლის ქალის – ფემბე ოზლემ ოლუნის საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იარაღს, მათ შორის, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ინახავდა. ბრალის არსში საუბარია …

საპროცესო შეთანხმებებში გასულ წელს ბათუმში 1 მილიონ 787 ათასი ლარი გადაიხადეს

2017 წელს ბათუმში საპროცესო შეთანხმებებით გადახდილი თანხის რაოდენობამ 1 787 700 ლარი შეადგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, განხილული 1246 საქმიდან საპროცესო შეთანხმებით გასულ წელს 817 საქმე დასრულდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი პირობაა წარდგენილი ბრალის აღიარება. საპროცესო შეთანხმების შემდეგ მსჯავრდებულს პირობით მსჯავრს უფარდებენ, სასჯელის ვადას უმცირებენ და აჯარიმებენ. 2017 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა 1334 პირის …

მოსამართლეების კონკურსში გამარჯვებულები და 18 ვაკანტური ადგილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ბათუმის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კი ახალი მოსამართლე ჰყავს – ირმა ტოგონიძე. მორიგი კონკურსი მოსამართლეებისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 11 იანვარს დაასრულა. მოსამართლეთა კონკურსში ბათუმის საქალაქო სასამართლოდან კიდევ ერთი მოსამართლე მონაწილეობდა – ვიოლეტა ფორჩხიძე. ის ამჯერად უვადოდ დანიშნეს და ისევ სისხლის სამართლის კოლეგიაში განაგრძობს …

ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია სასამართლომ გაამართლა

“თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,” “ეს სირცხვილია,” “ბრძოლას ვაგრძელებთ”- ასეთი შეძახილებით შეხვდა დარბაზი მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც  “ბათუმის აქციის“ გახმაურებულ საქმეზე დღეს, 10 იანვარს განაჩენი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობა წელიწადით და ექვსი თვით მიუსაჯეს. ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც მძიმე დანაშაულია – …

„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

ლაშა დეკანაძე ერთადერთი მსჯავრდებულია „ბათუმის აქციის საქმეზე“, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, სასამართლოს ეს განაჩენი დაუსაბუთებელია. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. მას მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. პატიმრობიდან გამოსულ დეკანაძეს პროკურატურამ …

Exit mobile version