პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდის” საქვაბე ოთახში ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია…” – ეს ფრაზა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა საბრალდებო დასკვნიდან ამოიკითხა. „ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს, 29 მაისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არსებითი განხილვა დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც …

ბათუმის სასამართლოში საქმეების უმეტესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა

2018 წლის პირველ ოთხ თვეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 365 სისხლის სამართლის საქმიდან უმეტესობა – 209 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ამავე პერიოდში სასამართლომ 152 საქმე განიხილა არსებითად. საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, ბრალდებულმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიაროს. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, სასამართლო საქმეს არსებითად აღარ განიხილავს. საპროცესო შეთანხმების სიხშირე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების მნიშვნელოვან პრობლემად იყო მიჩნეული. …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

„ეს ვიდეოკამერა ნათია კაპანაძეს ან ვინმეს კი არ ეკუთვნის, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, არამედ ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. ამიტომაც უჭირს ქართველ ხალხს სახელმწიფოს აშენება, რომ არსებობს დამოკიდებულება: რა უჭირს, სახელმწიფო ქონებაა და გამოვიყენებ, გადავიღებ ქორწილს, რა მოხდა მერე…“ – აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის …

ქუჩაში წართმეული 19 ათასი ლარი – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ძარცვაში ბრალდებული მერაბ კ. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძისგან გამამართლებელ განაჩენს ელის. შემთხვევა ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან ახლოს, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ღამით მას და მის შვილს ახალგაზრდა ბიჭი თავს დაესხა და ხელიდან პარკი ძალით წაართვა. ქალის თქმით, მას პარკში საფულე ჰქონდა, რომელშიც ზუსტად 19 ათასი …

“ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად გაჩენილ ხანძარში ბრალდებულების საქმის განხილვა დაიწყო. დღეს, 16 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი უძღვებოდა. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ბრალდებულები – თურქეთის მოქალაქე ფ.ი. და საქართველოს …

სასჯელი ცოლის ცემისთვის და სიმამრის ტელევიზორის დაზიანებისთვის

 მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ე.ჰ.-ს. მას ოჯახში ძალადობას, ასევე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებოდა გამოძიება. გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 3 იანვარს ბრალდებულმა ქობულეთში, საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე. სამართალდამცველებმა ე.ჰ. 6 იანვარს დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდებული 4 თვეს  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში …

სადავო ფარული ჩანაწერი – ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე

„თუკი სასამართლო დაუშვებლად არ ცნობს ამ სატელეფონო ჩანაწერს, ეს იქნება ფარული მიყურადების წახალისება. ფარული მიყურადება დანაშაულია,“ – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოსამართლე ლევან გელოვანს. სატელეფონო ჩანაწერი მთავარი მტკიცებულებაა ბათუმში „ორი ბიჭის მკვლელობის საქმეში“. ამ საქმეზე დღეს, 8 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად …

ცოლის ცემაში ბრალდებული სასამართლოში მხოლოდ ცოლის დაკითხვას ითხოვს

“ჩვენ უდავოდ მივიჩნევთ ყველა მტკიცებულებას. მხოლოდ დაზარალებულის, ანუ ბრალდებულის ცოლის დაკითხვას ვითხოვთ,” – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ადვოკატმა როინ სალუქვაძემ. ის ლევან ჩ.-ს ინტერესებს იცავს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, ლევან ჩ.-მ 12 აპრილის საღამოს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ქალს, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. ცემას ქალის მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ. “თავს დამნაშავედ ვცნობ,” – თქვა …

ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებული მოჭიდავეები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებულ სამ მოჭიდავეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. “ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, ჯელალ ქიქავას და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს გუშინ, 4 მაისს, წაუყენეს ბრალი.  “ისინი პირველივე დაძახებაზე მოვიდნენ და მისცეს გამოძიებას აღიარებითი ჩვენება, მაგრამ გირაოს შეფარდება მაინც აუცილებელია, რომ მათ არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული, ან არ …

ქალი: ქმარმა ჩემი ფოტოები ფეისბუქში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეძავი ვარ

მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6 თვის ვადით დამცავი ორდერი ბექა ე.-ს მიმართ გამოსცა. სასამართლო პროცესს ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებული ბექა ე. არ დასწრებია. ცოლმა – მარიამ გ.-მ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ქმარი მასთან ურთიერთობას აიძულებს და ძალადობას განაგრძობს. ბექა ე.-ს შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის სამი წლით პირობითი მსჯავრი …

ბათუმში ტრეფიკინგში ბრალდებულმა მიმალვა შეძლო, მას პროკურატურა ეძებს

ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გ.ს.-მ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში მ.ხ. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. „გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, …

ადვოკატი, რომელსაც ქმარმა სცემა, დუმს – სასამართლოს გადაწყვეტილება

ადვოკატმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, დუმილი არჩია. მან სასამართლოს ჩვენება არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. „ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. ასეთი პრაქტიკაში არ ყოფილა, არც უზენაესს სასამართლოს ჰქონია,“ – ამბობს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე, რომელიც სასამართლოში ბრალდებული კაცის ინტერესებს იცავდა. …

მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმე – ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი

ჩაქვში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვან ბრალდებულთან კი საპროცესო შეთანხმება შედგა. შემთხვევა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. მოხუც ქალს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს და არაყს ყიდდა, ორი შენიღბული პირი თავს დაესხა და დანის მუქარით 100 ლარი მოსთხოვა. მოხუცმა თავდამსხმელებს 80 ლარი და ძვირფასეულობა მისცა. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა 17 …

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. ის წვრილმანი ხულიგნობისთვის გუშინ ღამით დააკავეს. ფეხბურთელი თანმხლებ სამ პირთან ერთად ბათუმის ბულვარში დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩაიწერა, რომ ფეხბურთელი უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. დანარჩენ სამ პირზე სასამართლო დღის …

სასჯელი მამამთილს რძალზე ფიზიკური ძალადობისთვის

მამამთილისგან რძალზე ოჯახში ძალადობის შემთხვევა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ მას მამამთილმა სცემა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ. „ვაღიარებ დანაშაულს, ეს აღარ განმეორდება,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ნურიელ ზოიძემ. მან ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს პროცესზე არც ერთი მოწმის ჩვენება აღარ …

ყაჩაღობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

ყაჩაღობაში ბრალდებულ სტეფან გოგაიას დღეს, პირველ მაისს, მოსამართლე ლევან გელოვანმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. საუბარია გასული წლის ივლისში ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ დაყაჩაღებაზე. შენიღბულმა თავდამსხმელმა სადგურიდან 500 ლარი წაიღო. საქმეში მთავარი მოწმეები დაზარალებულები იყვნენ – ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულებმა თქვეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოუცურდა და მისი სახე დაინახეს. სასამართლო პროცესზე იმავე დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ …

ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა, რომ პატიმრობიდან ნუ გაათავისუფლებს და ციხეში დატოვოს

ელექტროსადენების ქურდობას გამოძიება 58 წლის ბადრი ქ.-ს ედავება. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მან დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ნაცვლად ციხეში დატოვება სთხოვა მოსამართლეს. „რატომ გინდათ იქ დარჩენა?“ – დაინტერესდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე. „იქ რომ შემიყვანეს, ადამიანს არ ვგავდი… ერთი თვე ქუჩაში ვცხოვრობდი. მათხოვრობა ვერ შევძელი…“ – თქვა ბრალდებულმა. გამოძიების ვერსიით, ბადრი ქ.-მ გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კომერციული …

ჩამოუცურდა თუ არა ყაჩაღს ნიღაბი – მოწმე ჩვენებას ცვლის, გამოძიებას 9-თვიანი ვადა ამოეწურა

ყაჩაღობა, რომლის საქმეზეც დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს, გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდებულ სტეფან გ.-ს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ხვალ, პირველ მაისს ეწურება. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კანონის მიხედვით, თუ 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე გამოძიება ბრალს ვერ დაამტკიცებს, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. პროკურატურის ვერსიით, ადრე ყაჩაღობაში ნასამართლევმა სტეფან გ.-მ იარაღის მუქარით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში მდებარე ბენზინგასამართი სადგური …

4 წლით პატიმრობა ბიზნესმენის და ძმის დაჭრისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რამაზ ხიმშიაშვილს. მას ბიზნესმენების, მათ შორის, საკუთარი ძმის დაჭრას ედავებოდა გამოძიება. ეს შემთხვევა გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ბათუმში კომპანია „მეგა პალასის“ დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა. „საბოლოო სიტყვა რატომაა? საბოლოო სიტყვას ვერ დავარქმევდი ამას,“ – თქვა …

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

„აი, ეს არის“, – თქვა ყოფილმა პატიმარმა და ადვოკატის გვერდით გაიშვირა ხელი, სადაც ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები: ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა ისხდნენ. ადვოკატმა მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა უშუალოდ გიორგი ვეკუას ამოცნობა. „შეიძლება, საკუთარი დედის და მამის სახე დამავიწყდეს, მაგრამ ამათი სახე არასდროს დამავიწყდება,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩვენება …

„მოგეხსენებათ, 15 აპრილი სიყვარულის დღეა“ – პოლიციელის ჩვენება ორი პირის დაკავებაზე

„ეს შემთხვევა 2016 წლის 15 აპრილს მოხდა. 15 აპრილი სიყვარულის დღეა, მოგეხსენებათ, ბატონო მოსამართლევ…“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ბათუმის მე-3 განყოფილების პოლიციელმა, ზაურ კეკელიძემ. მან აღწერა, როგორ გაუწია წინააღმდეგობა და თავს დაესხა 2 ნასვამი პირი 9 პოლიციელს. ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა 2016 წლის 15 აპრილის ღამეს ყოფილი სასტუმრო „ლეო გრანდის“ წინ ადმინისტრაციული …

 250 ლარი – ივანიშვილის ხეზე ასვლის ფასი 

მოსამართლე სალიხ შაინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები: სოლომონ ბაჯელიძე და რევაზ ხარაზი 250-250 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ეს ორი პირი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად მიიჩნია. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი გიგანტური ხის გადატანის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე …

აივანზე ოთხი ძირი კანაფის მომყვან კაცს სასამართლომ ვერაფერი შეუფარდა

ბათუმელი ჯამბულ გვიანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მას მოსამართლე ლევან გელოვანმა ვერაფერი მიუსაჯა. ჯამბულ გვიანიძეს პროკურატურა საკუთარი სახლის აივანზე მარიხუანას დათესვას და მოყვანას, ასევე მარიხუანას შენახვას ედავებოდა. ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჯამბულ გვიანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა,  რომელმაც მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას დათესვისა და მოყვანისთვის არაკონსტიტუციურია. ჯამბულ …

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის საქმე – პროკურატურას სასამართლოში მოწმე ვერ მიჰყავს

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას პროკურატურა ორ ახალგაზრდა ბიჭს ედავება. ბრალდებულები სასამართლო პროცესს არ ესწრებიან. პროცესზე პროკურატურამ ვერც მოწმე წარმოადგინა. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გასულ წელს გაქურდეს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისში. აპარატიდან დაახლოებით 2 ათასი ლარის გატანა კონკრეტულმა პირებმა ღამის საათებში ისე მოახერხეს, რომ სამართალდამცველებს ამის შესახებ არ გაუგიათ. …

როგორ გაავრცელა შსს-მ ვიდეო, რომელიც „არავის გადაუღია“ – კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე

„იქ სულ 5 ადამიანი ვიყავით… დასრულებამდე ვესწრებოდი ჩხრეკას. იქ ვიდეო არავის გადაუღია,” – თქვა სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა, კახა დანელიამ. ეს მეორე მოწმეა “კასრიდან იარაღის ამოღების საქმეში” სამართალდამცავი ორგანოდან, ვინც თქვა, რომ ვიდეოკადრები იარაღის ამოღების დროს არავის გადაუღია. იარაღის ამოღების ვიდეოკადრები შსს-მ ფემბე ოლუნის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა. მოსამართლე ლევან გელოვანი …

პატიმრობა 7-დან 9 წლამდე არასრულწლოვან ცოლთან სექსუალური კონტაქტისთვის

“მე მხოლოდ ოჯახის შექმნა მინდოდა, სხვა განზრახვა არ მქონია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა აკაკი ძ.-მ. მას გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება, ასევე სექსუალურ კონტაქტს 16 წელს მიუღწეველ პირთან. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მარტს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გოგოს გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, “თმები მოქაჩა”. ეზოში მისულ პოლიციელებს ნაცემმა გოგომ უთხრა, რომ …

რამდენი პირი გაამართლა წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წელს სულ 8 პირი გაამართლა, 2 შემთხვევაში კი, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2018 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, სამ თვეში სისხლის სამართლის 148 საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა, 151 საქმეზე – საპროცესო შეთანხმება შედგა [საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება]. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო გირაოს …

ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა

„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს – ზაზა ჯიქიას. ყოფილმა ხუთმა პატიმარმა დღეს, 5 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს, როგორ სცემდნენ ისე, რომ არ იცოდნენ მათგან რა …

ივანიშვილის ხეზე ასვლა და გზის ჩახერგვა – საქმე სასამართლოში

მერაბ მოწყობილი, პოლიციელი: “ის აძვრა ხეზე და აღარ ჩამოდიოდა… სულ ეს იყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია”. რეზო ხარაზი: “ხეზე ასვლა ჩემი თვითმიზანი არ იყო. ჩემი მიზანი იყო უკანონო პროცესის შეჩერება. ეს ხე მოპარული იყო”. ეს კითხვა-პასუხი მოსამართლე სალიხ შაინიძემ მოისმინა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, გუშინ. 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი …

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა პროსტიტუციის გარეშე

გიორგი გ. ერთ-ერთია, ვისაც პროკურატურა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავება. გიორგი გამონაკლისია იმ კუთხით, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. პროსტიტუცია ქართული კანონმდებლობით მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – ჯარიმით ისჯება, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა კი, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. სამართალდამცველებმა სწორედ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს გიორგი გ. ის …

ადამიანით ვაჭრობის მორიგი შემთხვევა გონიოში – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს ტრეფიკინგის საქმეს. პროკურატურის ვერსიით, ადამიანით ვაჭრობის შემთხვევა ამჯერად გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა. ბრალდებული დ. რ. ბრალს არ აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის ივლისში ბათუმში მოტყუებით ჩამოიყვანა უზბეკეთის მოქალაქე და იგი იძულებით სექსინდუსტრიაში ჩააბა, ანაზღაურებას კი, თვეების განმავლობაში თვითონ იღებდა. „ეს ყველაფერი არის სიცრუე. ვერც ერთი …

სავარძელში არხეინად დატრიალდა და მაშინ ვესროლე ფეხებში – ბიზნესმენების დაჭრის საქმე ბათუმში

„მასთან, როგორც იქნა, შევაღწიე კაბინეტში. ის გაკვირვებული მიყურებდა. მე წერილი დავუდე მაგიდაზე და ვუთხარი, ამას განიხილავ-მეთქი. მან წერილი გვერდით მოისროლა, არაფერი მითხრა, როცა სავარძელში არხეინად დატრიალდა, მაშინ ვესროლე ფეხებში“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ბრალდებულმა რამაზ ხიმშიაშვილმა, თუ როგორ დაჭრა ბიზნესმენი ჯუმბერ ზოიძე. ეს შემთხვევა გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ბათუმში კომპანია „მეგა პალასის“ დამფუძნებელი ჯუმბერ …

მოწმე 20 წლის წინანდელ ყაჩაღობის ფაქტზე: აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ

„აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ. არც ის მახსოვს, რომ ჩვენება მივეცი გამოძიებას,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მოწმის სახით დაბარებულმა ნინო დუმბაძემ. ჯგუფური ყაჩაღობის შემთხვევა, რომელიც ბათუმში 20 წლის წინ მოხდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლა განიხილება. გამოძიების ვერსიით, სამმა შეიარაღებულმა პირმა ლუდმილა და ვალერი ბლაგოვეშინსკების ოჯახი 1998 წლის 14 მაისს, დილის 5 საათზე დააყაჩაღა. წაღებულია …

ჯარიმა 3 ათასი ლარი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად – შეცვლილი სასჯელი

ოლეგ ხოზრევანიძე ერთ-ერთია მსჯავრდებულებს შორის, ვინც დაკისრებული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვერ შეასრულა. სასამართლო იშვიათად უფარდებს ვინმეს კანონით განსაზღვრული სასჯელის ამ ფორმას. დღეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოლეგ ხოზრევანიძისთვის სასჯელის სხვა სახით შეცვლის საკითხი განიხილა. „გასული წლის დეკემბერში მომისაჯეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, „ბათუმის წყალში“ უნდა მემუშავა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე,“ – ამბობს ოლეგ …

Tv25-ის წინააღმდეგ სამი ჟურნალისტი სასამართლოში დავობს

Tv25-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი ჟურნალისტი დავობს. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი ეკა დავითაძე, ოპერატორი რუსლან დავითაძე და ჟურნალისტი თამარ კიკნაძე მიმდინარე წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან. ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ტელევიზიის ხელმძღვანელებს არ დაუსაბუთებიათ, რის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. „ტელევიზიაში გამოცხადებული იყო რეორგანიზაცია. ისინი დაითხოვეს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო,” – ამბობს …

ავარია, რომელსაც 27 წლის ქალი ემსხვერპლა – ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს სხდომის გადადება დღეს ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ბრლადებულ ედნარ ა-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედავება, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც ედნარ ა. მართავდა, ქუჩაში 27 წლის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანის …

Exit mobile version