ყველაფერი შეიძლება მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე – ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა მეოთხედ გამართეს საპროტესტო აქცია. მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და დამსაქმებელ კომპანიებს სთხოვენ, გადახედონ ტაქსის გამოძახების ტარიფებს. ტაქსის მძღოლების თქმით, შრომითი პირობების მხრივ, უკიდურესი მდგომარეობა აქვთ. „მე პირადად ვარ „იანდექსის“ მძღოლი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში ხარ დასაქმებული, ფაქტობრივად პირობები ყველგან არის ერთნაირი. ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ჩვენი …

„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია

პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები მათი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მსვლელობას გეგმავენ. „მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ტაქსის მძღოლები პროტესტის ნიშნად დილის 09:00 საათიდან აპლიკაციას გათიშავენ, ხოლო შემდგომ მსვლელობას მოაწყობენ საქართველოს დიდ ქალაქებში. მსვლელობა დაიწყება 15:00 საათიდან. ამავე დროს, 12:00 საათზე თბილისში შეიკრიბებიან კურიერებიც, …

2-ჯერ გადაურჩა სიკვდილს, მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა – მაღაროელის მეუღლე

ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე 20 დღეა ციხეში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სარალიძე 29 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მერაბ სარალიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი მაღაროელი – გიორგი მეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი. მათ 4-დან 6 წლამდე …

ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი შრომითი დატვირთვის შეუსაბამოა. „არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი. ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ …

„12 საათს ვმუშაობდი, ხელფასის ნაწილი არ ამინაზღაურეს“ – რას პასუხობენ ბარმენს Fanfan-ში

„ხელფასს ხელზე მიხდიდნენ, შეთანხმებული 8 საათის ნაცვლად კი 12 საათს ვმუშაობდი. როცა წამოვედი, არც ზეგანაკვეთური ამინაზღაურეს და არც დარჩენილი 14 დღის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი მესტუმრიშვილი, რომელიც ბათუმში, კაფე Fanfan-ში ბარმენად მუშაობდა. მარი კაფეში ორთვენახევრის განმავლობაში იყო დასაქმებული, დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ის დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. „ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ვეძებდი სამსახურს. …

„ეს არ არის საკმარისი“ – პროფკავშირები სანიტრების ანაზღაურების ზრდაზე

2024 წლიდან უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სანიტრების ხელფასი 120-დან 250 ლარამდე მერყეობს, ახალი რეგულაციით სანიტრის მინიმალური ხელფასი საათში 3 ლარით, ანუ თვეში 576 ლარით განისაზღვრა. 2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის, კერძოდ, ექიმებისა და ექთნებისთვის, საათობრივი მინიმალური ხელფასის ზღვარი დააწესა, თუმცა …

მზარეულების თქმით, დამსაქმებელი მათ ამცირებს და ხელფასს არ უხდის – რესტორანი „ზღვის ხედი“

მზარეული ვლადიმირ პოტოცკი და შეფ მზარეული მაქსიმ ხროლი „ბათუმელებს“ უყვებიან, რომ რესტორნის მფლობელებმა, ოლესია ზუსკომ და ვლადიმერ ბორისოვიჩმა მათ ხელფასი არ გადაუხადეს და როცა კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს დამსაქმებლებისგან ლანძღვა-გინება მიიღეს პასუხად. იმავეს ყვება ამ რესტორანში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეც, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, „ხელფასებს არ იხდიან დროულად. თუ თხოვ, ან გატყუებენ, ან გაგდებენ …

წლიური ხელფასი 132 000$ – რას მიაღწიეს აშშ-ში მაღაროელებმა ორწლიანი გაფიცვით

2021 წლის პირველ აპრილს Warrior Met Coal-ის ნახშირის მაღაროებში მომუშავე დაახლოებით 1000 მაღაროელი გაიფიცა აშშ-ში, ალაბამას შტატში. 2016 წელს – მაღაროების მფლობელ კომპანიას სხვა სახელი ერქვა: Walter Energy. კომპანია კოტრდებოდა მსოფლიო ბაზარზე ნახშირის გაუფასურების გამო და სახელიც გადაირქვა. ახალმა კომპანია Warrior Met Coal-მა დასაქმებულებს სთხოვა დათანხმებოდნენ შემცირებულ ხელფასსა და შეღავათებს, რომ შახტები საერთოდ არ დახურულიყო. …

დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე

„ეს როგორ შეიძლება? რატომ აკეთებენ ამას? რისი გულისთვის თან? ვიღაცებმა რომ ფულები იშოვონ იმის გულისთვის?“ – ვიდეო, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებული ვაჟა მარუაშვილი ცრემლებს ვერ იკავებს და პოლიციას ტირილით უსვამს კითხვებს, 26 თებერვლის საღამოს გავრცელდა. იმ დღეს საირმეში პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ და ასე მიექციათ ხელისუფლების ყურადღება …

სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია

საქართველოში სანიტრებისა და ბებიაქალების ხელფასი 135-დან 250 ლარამდე მერყეობს. თბილისიდან რაც უფრო შორსაა რეგიონი, მით უფრო დაბალია ხელფასი. რეფორმა, რომელიც სულ ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ, ექთნებისა და პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო და რომელიც მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მოიცავდა, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია. ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“ ჯანდაცვის …

10℃ ყინვაში გათბობაც კი არ გვაქვს – „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა გუშინ, 13 თებერვალს დაიწყო. კურორტ საირმეში მდებარე ქარხნის 40-მდე დასაქმებული არასაკმარის ხელფასს, არასათანადო სამუშაო პირობებს, დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟსა და მუქარას აპროტესტებს. პროტესტის მონაწილეები ხელფასის 30 პროცენტით მომატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ. „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს, აკოტრებს ქარხანას და დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. …

უკანონო გათავისუფლებებს სასამართლო ადგენს, მაგრამ დისკრიმინაციას არა – ISFED-ის მიგნებები

„გამოდის, რეალურად სასამართლო საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთის მხრივ, ადგენს უკანონო გათავისუფლების ფაქტს და იმავე ფაქტზე უარს ამბობს მოტივაციის დადგენაზე, რეალურად რა ამოძრავებდა ამ უკანონობას,“ – გვიყვება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ISFED-ის პროექტის კოორდინატორი, იურისტი ლელა ხათრიძე. ამ ორგანიზაციამ დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში შეხვედრა გამართა იმ სასამართლო დავებზე სასაუბროდ, როცა ადამიანები საჯარო სამსახურებიდან …

ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს

მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს. დასაქმებულები ამბობენ, რომ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით უხელფასოდ მუშაობდნენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ კი დაპირების მიუხედავად კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ გადაუხადა. „2021 წლის პირველ აგვისტოს დავიწყე მუშაობა კოვიდლაბორატორიაში, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტის თანამდებობაზე. უშუალოდ მე ვაკეთებდი ნიმუშების ანალიზს PCR აპარატურაზე. სამსახური დავტოვე 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს ანაზღაურების აუღებლობის გამო. ბოლო …

„გათავისუფლებამდე დამაკავეს, რომ შემშინებოდა“ – ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელი

„სამსახურიდან გამათავისუფლეს უკანონოდ იმის გამო, რომ აქტიურად და ღიად ვაფიქსირებ ჩემს კრიტიკულ პოზიციებს. ეს არის დევნა,“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად საერთოდ გააუქმეს. გოჩა მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მერიამ კანონი დაარღვია, რადგან კანონით სავალდებულო „მობილობის წესი“ არ …

ესპანეთში მენსტრუალური შვებულების უფლება დაწესდა

გეგმის მიხედვით, რომელსაც ესპანეთის მთავრობა მომავალ კვირას დაამტკიცებს, ქალებს, რომლებსაც აწუხებთ ძლიერი მენსტრუალური ტკივილი, უფლება ექნებათ ჰქონდეთ თვეში სამ დღემდე ვადით შვებულება. „ტელეგრაფი“ წერს, რომ რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას. ამჟამად მენსტრუალურ შვებულებას იძლევიან მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა: იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია …

ბათუმსა და თბილისში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგრძელებენ გაფიცვას და ხვალ, 20 იანვარს, თბილისსა და ბათუმში აქციებისთვის ემზადებიან. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გამოსწორებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.”სოლიდარობის ქსელის” ცნობით, წინასაგაფიცვო მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალია მშრომელებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდა. მინისტრ ტიკარაძის …

გამოიყვანთ თუ ვერა უცხოეთიდან შემოტანილ მანქანებს? -პორტში გაფიცვა გრძელდება

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში შეხვედრა გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის დასრულდა. გაფიცულების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში გაფიცვა გაგრძელდება. ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის 120 თანამშრომლიდან 80-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას. გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე შრომის ანაზღაურების 50 %-ით გაზრდა. რაც …

პროდუქციის აღწერა-აწონა, იატაკის ხეხვა – კიდევ რას აკეთებდა 18 წლის კონსულტანტი 390 ლარად

„ბევრი ვერ მოდის სამსახურიდან იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის ანაზღაურება, რასაც გამოიმუშავებენ თუნდაც შეუსაბამო და დამამცირებელ პირობებში. შვილები ჰყავთ, საკვების ფული, ზოგი ქირაში ცხოვრობს, ზოგს სწავლის საფასური აქვს… ამიტომ ხუჭავენ თვალს და ირჩევენ გზას, რასაც ჰქვია დუმილი.  სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ამ ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებული. მათიც მესმის”, – ამბობს 18 წლის ალექსანდრე ფაცაცია. …

ხანგრძლივი სამუშაო დღე გულის დაავადებებით გარდაცვალების ზრდის მიზეზია

ჯანმოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [შსო] შეფასებით, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, 2016 წელს სამუშაო დღის ხანგრძლივობა ინსულტითა და გულის იშემიური დაავადებებით 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 2016 წლის მონაცემები 2000 წლის მონაცემებზე 29%-ით მეტია. სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გარდაცვალების პირველ გლობალურ ანალიზში ჯანმომ და შსო-მ დათვალეს, რომ 2016 წელს გარდაიცვალა 745 398 ადამიანი, …

სამსახურში აღდგენა და 30 ათასი ლარი კომპენსაცია 4 შვილის დედას – სასამართლო გადაწყვეტილება

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „საქართველოს ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად ცნეს „საქართველოს ბანკის“ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. დამსაქმებელს დაევალა, მოსარჩელე მოლარე-ოპერატორი დააბრუნოს სამსახურში და მისცეს კომპენსაცია. „საქართველოს ბანკს“ დაეკისრა ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 17 აპრილიდან) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების …

მიმტანები, ბარმენები – ვინც კვირაში 80 საათს მუშაობდა, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღო

„ვმუშაობდი, პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი, მაგრამ მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ვერ მივიღე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ადამიანებმა, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ. მათი ისტორიები თითქმის იდენტურია – წლების განმავლობაში სხვადასხვა რესტორანში მუშაობენ, კონტრაქტს ზოგჯერ უფორმებენ, ზოგჯერ არა. მათ პანდემიის დაწყებამდე ხელშეკრულებები არ გაუფორმეს, რადგან დამსაქმებელი გადასახადებს მალავს. ისინი არც ახლა ითხოვენ კონტრაქტს, როცა კაფე-ბარები გაიხსნა, რადგან საერთოდ უმუშევრად …

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა 5-7%-ით გააძვირებს მშენებლობას – მშენებელი

„უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაახლოებით 5-7 პროცენტით გააძვირებს პროექტს… გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში, 10 პროცენტამდეც გაიზრდება,“ – ამბობს ამირან ბერიძე. ის სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორია. მას ვესაუბრეთ ხარჯებზე, რომლის გაღებაც სამშენებლო კომპანიებს უწევთ მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების რეგულირება გამკაცრდა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე შეუძლია შესვლა და იქ …

17 წლის მოზარდები ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილებით

ზაფხული აჭარაში ტურისტებისთვის დასვენებასთან ასოცირდება, აჭარაში მცხოვრებ ზოგიერთ არასრულწლოვანთათვის კი – სეზონურ, საზაფხულო სამუშაოსთან. მოზარდები ძირითადად მომსახურების სფეროში საქმდებიან აჭარაში: სასტუმროებში, მაღაზიებში ან ზაფხულის დადგომისთანავე ჩაისა და თხილის საკრეფად თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მიდიან. ლუკა ქათამაძე 17 წლისაა და უკვე მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება აქვს. 14 წლის იყო, როცა თხილის საკრეფად პირველად თურქეთის ქალაქ ორდუში წავიდა. 40 …

ჩვენ ერთ ჯერზე ტონაზე მეტი ტვირთი გადაგვაქვს – გადამზიდავები ბაზრიდან

ისინი ერთჯერადად 1-1.5 ტონა ტვირთს ეზიდებიან – მათ ამ სიმძიმით დატვირთული ურიკები ხან 30-ჯერ გადააქვთ ყოველდღიურად, ხან ათჯერ და თუ არ გაუმართლათ – ერთხელ. ამის მიუხედავად, უმუშევრობას ეს ყოფა მაინც ურჩევნიათ – იმიტომ, რომ მხოლოდ ასე შეუძლიათ როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების ფიზიკური გადარჩენა. ქართული კანონმდებლობით ეს ადამიანებიც დასაქმებულებად მიიჩნევიან. 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე …

განათლების სამინისტრო და თეატრი უარყოფენ, რომ მენეჯერს სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი თენგიზ სურმანიძე აცხადებს, რომ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. ის ფეისბუქში წერს, რომ ზეწოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრისგან მოდის. “ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, სამინისტრო თეატრის საქმიანობაში არ ერევა. „ჩვენ თეატრის დირექტორსაც კი ვნიშნავთ და ვათავისუფლებთ სამხატვრო …

გარემოვაჭრეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – საპროტესტო მსვლელობა

გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიამ ამ წლის დასაწყისში წერეთლის ქუჩიდან აყარა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო ადგილი, დღეს მორიგ აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობა საერთოდ არ აქვთ და პურსაც კი ვეღარ ყიდულობენ. გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართობს ითხოვენ და ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აპირებენ შეკრებას. მოვაჭრეთა თქმით, ბათუმის მერია ვერ ეხმარება მათ და ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში …

387 პირი ამბობს, რომ არ უნაზღაურდება დამატებითი სამუშაო საათები – „ბათუმელების“ გამოკითხვა

დასაქმებული ადამიანები საქართველოში შრომის ბაზარზე ყველაზე გავრცელებულ პრობლემად აუნაზღაურებელ დამატებით სამუშაოს და არასათანადო შრომით პირობებს ასახელებენ – ასეთია „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი, რომელშიც 1951-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა – „როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები“ – „ბათუმელების“ ვებგვერდზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 13 პასუხიდან თითოეულ გამოკითხულს შეეძლო მოენიშნა ერთი ან რამდენიმე პასუხი. ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა შემდეგმა პასუხებმა: …

როცა დაღლილობისგან ითიშები, მაგრამ მაინც მუშაობ – კონსულტანტები მძიმე შრომაზე

სტატიაზე მუშაობდნენ: ნესტან ზოიძე და მარიამ დუმბაძე მათ არაერთ სუპერმარკეტში უმუშავიათ და ყველგან ერთი და იგივე ვითარება დახვდათ: სამუშაო საათები – 12/14, სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში – 6, ანაზღაურება – მინიმუმ 300 ლარი, მაქსიმუმ – 500 ლარი. წაიკითხეთ 20-25 წლის გოგონების ისტორიები, რომლებიც ბათუმის სუპერმარკეტებში კონსულტანტებად მუშაობენ. სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს მარკეტში მარიამ გორჯელაძე, შოთა …

#არამონობას – მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზე

ჯგუფი #არამონობას მას შემდეგ შეიქმნა ფეისბუქზე, რაც ორი თვის წინ მარიამ გვალიას ცნობილი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოში მარკეტების პოპულარული ქსელის ერთ-ერთ ფილიალში გაუსაძლის შრომით პირობებსა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობდა. მარიამის ვიდეოს ორიათასამდე კომენტარი, ოციათასი რეაქცია და თორმეტიათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა. მარიამი თავად იყო ამ მარკეტის თანამშრომელი. ფეისბუქჯგუფში #არამონობას ყოველდღიურად წერენ საკუთარ შრომით გამოცდილებაზე, …

როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები? [გამოკითხვა]

შრომითი უფლებების დარღვევაზე დღეს ბევრი საუბრობს. რას ფიქრობთ, კონკრეტულად როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები? გამოკითხვის მონაწილეს შეუძლია მონიშნოს ერთი ან რამდენიმე პასუხი. „ბათუმელების“ გამოკითხვა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ანონიმურია. გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული. როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები?

„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი

„მეტრო ჰოლდინგმა“ 21 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას 22 თებერვალს სრულად აუნაზღაურებდა. დღეს, 23 თებერვალს, „ბათუმელებს“ კაზინოს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „მეტროს“ მათთვის კუთვნილი ხელფასები სრულად არ აუნაზღაურებია. „ვინც მივედით გუშინ, ყველას დაგვირიგეს 1000-1000 ლარი, მიუხედავად იმისა, 500 ლარი გვქონდა ასაღები ყოფილ თანამშრომლებს თუ – …

სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან – შეტყობინება დავით სერგეენკოს

სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ. მათ უკვე მოამზადეს განცხადება, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ატყობინებენ, რომ გაფიცვას დაიწყებენ. განცხადების ელექტრონული ვერსია „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა გამოუგზავნა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით. განცხადებაში რამდენიმე მოთხოვნაა გააქტიურებული, მაგალითად, ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკის სამუშაოს განსაზღვრა, ხელფასის გაზრდა, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სამგზავრო ხარჯის …

კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი ხელფასს ითხოვს

ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები თვე-ნახევრის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებშიც [15:00] სასტუმროს ფოიეში არიან შეკრებილები და კაზინოს მფლობელებისგან კონკრეტულ პასუხს ელიან. კაზინო „ინტურისტმა“ მუშაობა 2019 წლის 5 იანვარს შეწყვიტა. როგორც აქ დასაქმებული პირები აცხადებენ, კაზინოს მუშაობის შეჩერების შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ. „არავის გავუფრთხილებივართ, რომ კაზინო მუშაობას აჩერებდა. ასე მოულოდნელად დახურეს. დღემდე პასუხს …

საკრებულომ აპარატის ყოფილ უფროსს 34 500 ლარი უნდა გადაუხადოს

34 500 ლარი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაუხადოს აპარატის ყოფილ უფროსს – ლიანა დიასამიძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს, 27 ნოემბერს მიიღო. ლიანა დიასამიძე ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსად 2004 წლიდან მუშაობდა. 2014 წლიდან იგი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიციაზე გადაიყვანეს და ტესტირების გავლა მოსთხოვეს. ტესტირებაში ლიანა დიასამიძემ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ლიანა დიასამიძემ …

„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე, საპროტესტო აქციაა. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები დამსაქმებლისგან შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გუშინ გაუთავისუფლებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია მაგისტრალზე ბეტონს ასხამს. აქციაზე ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ღამით ამ კომპანიის ტექნიკას და დანადგარებს დარაჯობენ. „სულ 22 ვართ, 4 გუშინ გაგვიშვეს სამსახურიდან… მე, პირადად, ჯერ გაფრთხილება მომცეს, რადგან დილის 6 საათზე უფროსმა …

სასტუმრო „ინტურისტმა“ 50-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა

სასტუმრო „ინტურისტ პალასმა“ სამსახურიდან დაახლოებით 50 თანამშრომელი გაუშვა. თამარ მრევლიშვილი, სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ამბობს, რომ „აბსურდული სიტუაცია“ პირველი ოქტომბრიდან შეიქმნა, როცა სასტუმრო მართვის უფლებით ახალმა კომპანიამ აიღო და ე.წ. რეორგანიზაცია გამოაცხადა. გათავისუფლების ბრძანებები ამ დრომდე ყოფილ თანამშრომლებს არ ჩაჰბარებიათ, მათთვის არც კომპენსაცია მიუციათ. რამდენიმე მათგანი დავას სასამართლოში აპირებს. „ინტურისტი“ კომპანია …

Exit mobile version