ზრუნვა ცარიელი ხელებით

ბავშვები ძალადობის პირისპირ, თუ სიღარიბეში ხშირად რჩებიან მარტო. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება… ერთი სოცმუშაკის ხელში, ვინც, პირველ რიგში, სახელმწიფოს სახელით ბავშვზე უნდა იზრუნოს, 60 ბავშვის საქმეა. ბავშვთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ან მიუსაფარია, სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშაოს. მან უნდა შეაფასოს ბავშვის საჭიროებები, მაგრამ სოცმუშაკს შესაძლოა ამისთვის არ ეცალოს, ან დააგვიანდეს – ზრუნვამოკლებული ბავშვი ბევრია. …

139 000 დემონსტრანტი საფრანგეთის ქუჩებში – პროტესტი მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ

საფრანგეთის პროფესიულ კავშირში გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ქვეყნის 140 სხვადასხვა ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 139 000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. მხოლოდ პარიზში საპროტესტო აქციაზე 16 000-მდე უკმაყოფილო მოქალაქეა შეკრებილი: ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, ავიადისპეტჩერები და პენსიონერები აპროტესტებენ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას, ხელფასების კლებას, მაკრონის ეკონომიკურ რეფორმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესების …

პროფკავშირები: მუშებს კვირაში 70 საათი უწევთ მუშაობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს, რომლებიც მესამე დღეა შრომითი უფლებების დარღვევის გამო გაფიცულები არიან, საქართველოს პროფესიული კავშირის აჭარის გაერთიანების წარმომადგენელი ლევან გურგენიძე შეხვდა. „ჩვენ გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ ადამიანებს და გავარკვიეთ, რომ უხეშად ირღვევა მათი შრომითი უფლებები. პრაქტიკულად, მუშებს 70 საათი უწევთ კვირაში მუშაობა, დასვენების დღე ფაქტობრივად არ აქვთ, თვეში აქვთ მხოლოდ ორი დასვენების დღე, რაც …

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა

მესამე დღეა საამქროს მუშები გაფიცულნი არიან,  ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ კომპანია რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებს, თუმცა  ხუთი საათის სამუშაოს უნაზღაურებს. „ბათუმელები“ გაფიცულ მუშებს ესაუბრა. „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვაშენებთ კოტეჯებს მუშებისთვის. გავიფიცეთ იმისთვის, რომ ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ, ედიშერ მუთიძემ. ედიშერ მუთიძე …

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება – რიგები სარფის საბაჟოზე [ვიდეო]

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო და სარფის საბაჟოზე სეზონურ სამუშაოზე წამსვლელთა რაოდენობამ იმატა. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მიდის სეზონურ სამუშაოზე საქართველოდან თურქეთში, არ არსებობს. რიგი სარფის საბაჟოზე – თურქეთში სეზონური სამუშაოები დაიწყო თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო და სარფის საბაჟოზე სეზონურ სამუშაოზე წამსვლელთა რაოდენობამ იმატა. ვიდეო პირველ მაისსაა გადაღებული სარფის საბაჟოზე. Posted by ბათუმელები …

როგორ იბრძოდა მსოფლიო 8-საათიანი სამუშაო დღისთვის

პირველ მაისს მსოფლიოში მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში დაკანონებული რვასაათიანი სამუშაო დღე მუშათა დიდი ხნის წინანდელი გაფიცვებისა და პროტესტის შედეგია, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა მშრომელები პირველად დაფიქრდნენ საკუთარ შრომით უფლებებზე და 11, 13-საათიანი სამუშაო გრაფიკის შეუსაბამობაზე ადამიანისთვის. თავიდან ყველაფერი ამერიკაში დაიწყო, როცა პროფკავშირებში გაერთიანებულმა მშრომელებმა 1865 წელს დღეში 11 …

დეპუტატი და პროფკავშირის ხელმძღვანელი მძიმე შრომაზე: სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ

„უნდა მიმართოს სასამართლოს, სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ“, – ასე პასუხობს უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად პროფკავშირების რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დასაქმებულს, რომელიც სამუშაო ადგილზე „მძიმე სამუშაო პირობების გამო“ დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებულმა შრომის პირობების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. უწყებიდან მოქალაქემ პასუხი მიიღო, რომ „ინსპექტირება მხოლოდ კომპანიის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი“. რამდენიმე …

ბიზნესი, რომელიც მსხვერპლად ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს

ქვანახშირის მოპოვება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საქმიანობად მიიჩნევა, ისევე როგორც პოლიციელობა, ჟურნალისტობა, მეზღვაურობა და მფრინავობა. უსაფრთხო შახტი არ არსებობს, არსებობს უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მეთოდები, თუმცა თუ ადამიანი შახტში მუშაობას თანხმდება, თანხმდება მოულოდნელი სიკვდილის დიდ ალბათობასაც. ბრიტანული გამოცემა Guardian -ი ქვანახშირის მოპოვებას „ბინძურ ბიზნესს“ უწოდებს, რომელიც მსხვერპლად მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს. ბოლო რვა წლის განმავლობაში …

ერთი დღე ჭიათურულად: როგორ თრგუნავენ პროტესტს?

ავტორი: ესმა გუმბერიძე მძიმე სოციალური პირობების გამო, ბანკის ვალების, ჯანმრთელობის დარღვევების, მკურნალობისთვის საჭირო თანხების… გამო მუშები პროტესტის შემთხვევაში დათმობაზე მიდიან, თუკი ხელმძღვანელობა უმნიშვნელოდ მაინც უმატებთ ხელფასს. ერთ–ერთი აქტივისტი ამბობს: „მედიაში ყოველთვის შუქდება, რომ მუშები ითხოვენ სამუშაო პირობების/უსაფრთხოების გაუმჯობესებას. რეალობაში კი ისინი, ძირითადად, ხელფასისთვის თუ იბრძვიან“. ხშირია გაფიცვის მსურველ მუშებზე ზეწოლა: ინდივიდუალური დაბარებები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებთან …

„მთავრობის ეკონომიკური გუნდი შრომის ინპექტირებას ეწინააღმდეგება“

რას ასრულებს და რას ვერა საქართველო შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით? – ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, „დემოკრატიის სკოლაში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლელა გვიშიანმა ისაუბრა.  მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ისეთი შრომითი პირობების შექმნას ავალდებულებს, სადაც შრომითი უფლებების ყველა კომპონენტი იქნება დაცული. „პირველ რიგში, ეს არის დაშვების მექანიზმი, …

სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი: დღეგამოშვებით გვამუშავებენ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეგამოშვებით ამუშავებენ. დაცვის თანამშრომლები  სახელმწიფო სხვადასხვა ობიექტს იცავენ და მათი სამუშაო ცვლა 24 საათს გრძელდება. „ბოლო სამი თვეა ასეა, გამოვიძინებ თუ არა, ისევ სამსახურში ვარ წასასვლელი. უფროსებს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეაგირება არ არის. სინამდვილეში ვაკანსიაა ბევრი და ახლების აყვანა არ უნდათ. აუდიტია ჩასატარებელი, სად მიდის ეს …

მოზარდები პლანტაციებში

15 წლის ანი ბათუმის გარეუბანში ცხოვრობს. პირველად საქართველო-თურქეთის საზღვარი მან 14 წლის ასაკში გადაკვეთა. დედამ მხოლოდ საზღვრამდე მიაცილა, შემდეგ ის ნათესავს გაჰყვა სამუშაოზე. სამუშაო დილის ექვს საათზე იწყებოდა და საღამოს ექვსზე სრულდებოდა. ანი პლანტაციაში თხილს კრეფდა. ასეთ რთულ პირობებს მიჩვეული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ შემდეგ ყველაფერს მიეჩვია. ბევრ მოზარდს, ძირითადად აჭარისა და ნაწილობრივ გურიის …

ქართველი ემიგრანტები ერაყში სამუშაოდ

რამდენიმე წელია ქართველი ემიგრანტები სამუშაოდ ერაყშიც მიდიან. იმის მიუხედავად, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს უწევთ მუშაობა, უფრო იმას დარდობენ, რომ იქ ზაფხულობით განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. განსხვავებული კლიმატის გამო ბევრ მათგანს აწუხებს სტომატოლოგიური პრობლემები, ასევე ცვივა თმა. „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ ერაყში მყოფ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ნაცნობების დახმარებით მოახერხეს ერაყში სამუშაოდ წასვლა. ჯემალ მემარნე …

მოზარდები მძიმე შრომისა და სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ – კვლევის შედეგები

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა, პროექტის ფარგლებში – „სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივები – მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“.  კვლევის პერიოდში გურიასა და აჭარაში 16-იდან 22-წლამდე 223 ახალგაზრდა გამოიკითხა, რომლებიც თურქეთში მათი დასაქმების პირობების და დასაქმების ადგილზე სექსუალური ძალადობის შესახებ  საუბრობენ. კვლევის მიხედვით, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილება …

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა დატოვა

დღეს ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტალი 30-მდე თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ფაქტს სამედიცინო დაწესებულების იურისტი ლევან სიამაშვილი ადასტურებს. მისივე განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადი სამედიცინო დაწესებულების დაახლოებით 28 თანამშრომელმა ერთი თვის წინ გააკეთა: “შპს “BROTHERS”-ში დასაქმებულმა დაახლოებით 28 ექიმმა, პირადი განცხადებით, შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 1 თვით ადრე გაფრთხილებით შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან. დამსაქმებელმა დააკმაყოფილა …

„ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ შრომითი უსაფრთხოება აუცილებელია“

21 მარტს ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 63 წლის მუშა გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში, მშენებლობებზე 350-მდე ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო კი ევროკავშირის და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად, კანონმდებლობას არ ცვლის. ვინ უფრო პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, – ადამიანი თუ ინვესტორი? ამ თემაზე „ბათუმელებთან“  აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი,  იაშა გურგენიძე საუბრობს. ბატონო იაშა, …

თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები

ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. …

დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ, დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია. ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გააბათილა და სამმართველოს უკანონოდ გათავისუფლებული მ.მ.-ს აღდგენა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ წულაძის უწყებამ დაზარალებულს …

Exit mobile version