ტურიზმში დასაქმებულთა 40%-ს შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს – გამოკითხვა

აჭარაში 65 პირი გამოკითხეს ტურიზმის სექტორზე პანდემიის გავლენის დასადგენად. გამოკითხულთა შორის იყვნენ სასტუმროებში, რესტორნებში დასაქმებულები, გესტჰაუსების მეპატრონეები, გიდები და ა.შ. გამოკითხვა განხორციელდა აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) ეგიდით და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ჩართულობით გამოკითხულთა 49,2 %-სთვის ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, 47,7%-ისთვის კი – დამატებით, მაგრამ მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო დანარჩენისთვის ტურიზმი …

შეამოწმე, როგორ იცნობ ტურისტულ ადგილებს საქართველოში [ტესტი]

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. წელს, როგორც მოსალოდნელია, ძირითადი მიმართულება შიდა ტურიზმი იქნება. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებას როცა გეგმავ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ უფლისციხეც კი არ გინახავს, მიუხედავად იმისა, რომ გორის გზატკეცილიდან 15 წუთის სავალზეა ან ოკაცეს კანიონიდანაც არ გადმოგიხედავს. ჩვეულებრივი ამბავია. ბევრი ჩვენგანი არ ყოფილა სადღაც, ძალიან ცნობილ ადგილას, სადაც ყველა დანარჩენი თითქოს ნამყოფია. ამის მოგვარება …

შეიქმნა მობილური აპლიკაცია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის

საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის შეიქმნა პირველი მობილური უფასო აპლიკაცია Cultural Routes Georgia, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS  პლატფორმებისთვის. აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და კულტურის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. ევროპული მარშრუტები: [checklist] ღვინის მარშრუტი ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი [/checklist] ლოკალური მარშრუტები: [checklist] ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ გერმანული …

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს. იგეგმება მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება. ამჯერად ხიხანის ციხეზე გეოლოგები და ტოპოგრაფები კვლევით სამუშაოებს ატარებენ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ციხეზე ასასვლელ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1-ელ აგვისტომდე მომზადდება, რის …

ახალი ტურისტული ნიშნულების მოსაწყობად აჭარაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ნიშნულების დაფების დამზადებასა და დამონტაჟებაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება. დაფები დამონტაჟდება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში; ასევე, სოფელი ჭახათი- კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-სოფელი ცხემლისი-კურორტი გომისმთა-სოფელი ხაბელაშვილების საფეხმავლო მარშრუტზე. აღნიშნული ბილიკის მონიშვნა უნდა განხორციელდეს „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად. საოჯახო სასტუმრო სახლების მანიშნებლები კი განთავსდება გზებსა და სახლებზე …

თერმომეტრიანი გიდები და მძღოლები – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ტუროპერატორებს

ჯანდაცვის სამინისტრომ ტურისტული ოპერატორებისა და გიდებისთვის კორონავირუსის პირობებში მოქმედების რამდენიმე პუნქტიანი რეკომენდაციები  გამოსცა. რეკომენდაციები ეხებათ: ტურისტულ კომპანიებს, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორებს, გიდებსა და მძღოლებს. რეკომენდაციების მიხედვით: ტურში წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტებს უნდა ჩაუტარდეთ თერმოსქრინინგი, ანუ გაიზომონ სიცხე, რისი მონაცემებიც უნდა ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად; ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა …

აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებს იკვლევენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტულ შესაძლებლობებს იკვლევს. კვლევა ხელვაჩაურსა და ქედაში ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებს, ჩანჩქერებს, მთებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს მოიცავს. ასევე დაგეგმილია გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნა. ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიული შესწავლა. ტურისტული პოტენციალის კვლევას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

„მზად ვართ, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ“ – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლის აღსადგენად. „ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ, ლიეტუვას ეკონომიკისა …

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, პრაქტიკულად, კარანტინში ჩამოდიან“ – ტურიზმი და პანდემია

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – ეს რეპლიკა პაატა იმნაძეს ეკუთვნის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს. ასე გამოეხმაურა იგი გუშინ, 20 მაისს, ბრიფინგზე შეკითხვას, რომელიც საზღვრების გახსნასა და ტურიზმს შეეხებოდა. ტურიზმზე შეკითხვას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ ტურიზმი რისკი იქნება დაავადების გავრცელების …

„თვეში 700 ლარი მაქვს ბანკში გადასახდელი“, – გიდები სახელმწიფო მხარდაჭერის მოლოდინში

ლელა გოგავა 13 წელია გიდია. ტურისტულ სეზონზე 6-7 თვე მუშაობდა უწყვეტად და გამომუშავებულ ხელფასს მთელ წელზე ანაწილებდა. ახლა კი ლელასთვის, მისი პენსიონერი მშობლებისა და 2 სტუდენტი შვილისთვის შემოსავლის წყარო ხანდაზმულთა პენსიაა. „გიდების ასოციაციებს, ტურიზმის დიდ ფეისბუქჯგუფებს გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავარაუდო შეღავათებზე გიდებისთვის პანდემიის პირობებში. 25 ათას ლარამდე მაქვს საბანკო ვალდებულება. თვეში …

კრიზისი და უმუშევრობა ელის ბათუმის ტურისტულ ბაზარს – კვლევა

უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანიის, Cushman & Wakefield-ის კვლევის თანახმად, 2020 წელი ბათუმის სასტუმროებისა და ტურისტული ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება და უმუშევრობა ემუქრება ტურიზმის სექტორში მომუშავე როგორც მუდმივ, ასევე დროებით დასაქმებულ მოსახლეობასაც. სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, Cushman & Wakefield-მა ბათუმის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეები და ოპერატორები გამოკითხა. კომპანიის ცნობით, კვლევა ჩატარდა მაისის პირველ კვირაში და მოიცვა …

როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები – ჯანმოს განმარტება

ვირუსის ახალი შემთხვევების კლების პარალელურად ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნისთვის ემზადებიან. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემია კვლავ მძვინვარებს, ზოგან კი ახლა იკრებს ძალებს. ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაიკ მაიერსი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნა რეკომენდებულია ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის …

გახარია ტურიზმის გახსნაზე: უნდა გვქონდეს უკან გადახვევის შესაძლებლობა

დღეს, 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა მთავრობის მიერ ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმში „ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა“. „ჩვენ, ასე თუ ისე, შედარებით, ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ გავუმკლავდით და გავიმარჯვეთ, ამის ილუზია არავის არ …

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლეს, საშემოსავლო – გადაუვადეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ეს პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ [14:30], მთავრობის სხდომაზე, ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 2020 წლის ბოლომდე. „ვერ დავპირდებით სრულ ჩამოწერას. სასტუმროებს დავპირდით სესხის სუბსიდირებას და გავაკეთეთ, რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეთავაზებით. …

„ვიწყებთ პოსტვირუსულ განვითარებაზე ფიქრს“ – რას უპირებს ტურიზმს აჭარის მთავრობა

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა არ იციან, როდის დაიწყებს ვირუსის გავრცელება კლებას, აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ „პოსტვირუსულ განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი“. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დაახლოებით სამი თვის გასვლის მიუხედავად, რეგიონში, სადაც ტურიზმი წამყვანი სექტორია, არავის დაუთვლია, ვის რა ზარალი მიადგა. „ჩვენ ვიწყებთ პოსტივირუსულ განვითარებაზე ფიქრს…“ – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ დღეს, 4 მაისს, …

მარტში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 58.6%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით

ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 58.6 პროცენტით შემცირდა. ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა. 2020 წლის მარტში რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლებით გამოირჩეოდა რუსეთი (66.5 პროცენტი), აზერბაიჯანი (62.9 პროცენტი) და სომხეთი (61.1 პროცენტი). „ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ საგანგებო …

„ტურიზმი დგას გიდებზე და ტუროპერატორებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო“

  ანი ივანიშვილი, გიდი ___________________ „4 წელია და ცოტა მეტი ტურიზმში ვარ, ეს არც ბევრია, არც ცოტა, რადგან 4 წელი სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გასული 2019 წელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობის პიკი, როცა დღეში ხან 3 ან 4 ზარს ვიღებდი ტურებზე შემოთავაზებით, მე უარს ვამბობდი, რადგან მთელი სეზონი ჩემოდანი არ ამომილაგებია, თვეებით ადრე მიღებულ ტურებს …

გადასახადების გადავადება, ხელფასების სუბსიდირება – როგორ გადარჩეს ტურიზმის სექტორი

პროგნოზი არ არსებობს, არანაირი, პესიმისტურიც კი – სექტორში, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას. ამ სფეროზე მოდის დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც. თუმცა ტურიზმის ყველა მიმართულება საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ამ დროისთვის გაჩერებულია. სასტუმროებში, რომლებიც ახლა ჩაკეტილი არ არის, ტურისტების ნაცვლად, Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ან ის პირები ცხოვრობენ, რომლებსაც …

რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით აჭარაში – Covid-19

აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე 2020 წელს აღარ განხორციელდება. პროგრამისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 5,8 მილიონი ლარი კი ბათუმის სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობას მოხმარდება. ეს პროგრამა გულისხმობდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, რაც მოიცავდა პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოებას მიზნობრივ ბაზრებზე სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ბეჭდური მედიის, გარე რეკლამისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გამოყენებით; ასევე …

დახურული სასტუმროები ბათუმში – ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა დროებით დაიხურა. ბათუმში ახლა მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო. მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ქალაქში არ მუშაობს არცერთი კაზინო, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. სასტუმროებსა და კაზინოებში დასაქმებული ადამიანების ნაწილი უკვე შემოსავლის გარეშე დარჩა, ან დარჩება. მსხვილ სასტუმროებში ასობით …

ტურიზმის სფეროში საგადასახადო ვალდებულებების გადახდა გადავადდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული [4 თვის] ვალდებულების გადახდის გადავადება, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე [სასტუმრო, ჰოსტელი] ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა. „შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ …

ბათუმში ჩინელების ცხოვრებაზე ფილმს იღებენ – გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილება

„ჩინელებს და ქართველებს საერთო სირთულე გვაქვს – ჩინელებს ქართულის სწავლა გვიჭირს, ქართველებს – ჩინურის,“ – ხუმრობით იწყებს გადაღებების შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარებას ნაით ვაილდი ჩინეთიდან. ის ამერიკელ კინორეჟისორთან და ჩეხ არტისტთან ერთად ბათუმში დოკუმენტურ ფილმს იღებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ჩინელები საქართველოში. „დოკუმენტური ფილმისთვის გადაღებები გვქონდა უკვე თბილისში. ფილმში ვაჩვენებ, რას აკეთებენ ჩინელები აქ. ჩინელები …

ბათუმი წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა ისრაელში – უკვე მეორედ

ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა. სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილს გადასცეს. Lametayel-ი ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებგვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. …

მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 177 ბიზნესმენს დაეხმარა. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე  მეტი ლარი მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციიდან „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდეს. მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა რუსი ტურისტების დაკარგვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ ზიანის ანაზღაურების დაპირება გასცეს, მთავრობას 207-მა მცირე და საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 177 განაცხადი დაკმაყოფილდა და გაიცა 614 …

„ასეთი უკმეხი დამოკიდებულება არ მინახავს“ – ტურისტი გოდერძიზე მდებარე რესტორანზე

ავტორი: ნინო ზვიადაური 7 თებერვალი. რესტორანი „შალე გოდერძი“ ( chalet goderdzi). ამ რესტორანში ფასები ისეთივეა, როგორც ბათუმის ან თბილისის ძვირადღირებულ რესტორანში. საჭმელი – არაფერი განსაკუთრებული, თუმცა არც ცუდი არ არის. მაგალითად, კარბონარა 18 ლარი ღირს, 4 ლარი – ჩაი, 9 ლარი – ფრი. მეორე ვიზიტზე შეკვეთის მოტანიდან დაახლოებით 30 წუთში შემოდის რესტორნის თანამშრომელი და გვთხოვს …

იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია. ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ით მეტია, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით – ზრდა +18.9%. 2020 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი …

2019 წელს აჭარას 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია – სტატისტიკა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს აჭარაში 2 002 540 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.7 პროცენტით მეტია 2018 წლის მონაცემებზე. რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა: [checklist] თურქეთი – 894 750 აზერბაიჯანი – 206 412 რუსეთი – 106 276 ისრაელი – 100 992  უკრაინა – 59 342 [/checklist] დეპარტამენტის ცნობით, …

რატომ სურს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 5,1 მილიონი უტენდეროდ დახარჯოს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 5 159 800 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას აპირებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა. სააგენტო დეპარტამენტს ამ მოთხოვნის დასაბუთებას სთხოვს. ტურიზმის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2020 წლისთვის, მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტებია „აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რაც მოიცავს მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ცნობადობის …

ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს

ნოემბრის ბოლოს, როცა ზღვის სეზონი უკვე დასრულებულია და პლაჟზე გასარუჯად არავინ იჩქარის, აჭარაში მაინც ცას უყურებენ და ნატრობენ, ნეტავ უქმე დღეებს მზიანი ამინდი დაემთხვასო. მიზეზი ციტრუსის კრეფის სეზონია, ე.წ. „ნარინჯისფერი რთველი“ ან „მანდარინობა“, რომელიც შემოდგომის მიწურულს იმართება, როცა ციტრუსი ყვითლდება, ტკბება და ყველგან მისი სურნელი ტრიალებს. ამ დროს აჭარაში, მანდარინის ბაღში თუ ყოფილხართ, არასოდეს დაგავიწყდებათ …

ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან

აივნებიან სახლებს ყველა ქალაქში შეხვდებით, მაგრამ ზღვისპირა ქალაქისთვის ასეთ აივნებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვაგან. აივანი ზაფხულსა და თბილ – შემოდგომა-გაზაფხულზე იდეალური ადგილია დროის ჰაერზე გასატარებლად – შინიდან გასვლის გარეშე. ხანდახან აივანზე ვიღებთ სტუმრებსაც, ყვავილების, მცენარეების გარემოცვაში. არაფერი სჯობს დილის სასიამოვნო სიგრილეში აივანზე მირთმეული ყავით დღის დაწყებას, მით უფრო თუ აივანი ზღვასთან ახლოსაა. განსაკუთრებით …

რა გზას უნდა დაადგე აჭარაში შემოდგომაზე

აჭარა ყველა სეზონზე სთავაზობს ვიზიტორებს მრავალფეროვანი დასვენების საშუალებას, ზღვის, მთისა და დაბლობის ლანდშაფტებს. მრავალფეროვნებაზე თუ მიდგა საქმე, მაჭახელას ეროვნული პარკი ცალკე უნდა გამოვყოთ, როგორც ტერიტორია თავისთავადი მრავალგვარობით. მაჭახელას ეროვნული პარკი იმ 34 ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ე.წ. ცხელი წერტილია. ასეთ ადგილებში შემონახულია ენდემური და რელიქტური ფლორისა და ფაუნის სახეობები, რომელიც სწორედ აქაური კლიმატის გამო გადაურჩა გამყინვარების …

ვინ ცდილობს მიაბას საქართველო რუსეთის ბაზარს – სეზონის შემდეგ დათვლილი ტურისტები

2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 141 823-ით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოლოდინის მიუხედავად, როცა ამტკიცებდნენ, რომ „რუსი ტურისტების გარეშე სეზონი ჩავარდება“. მაშინ, როცა პუტინის მოწოდების შემდეგ რუსი ტურისტების ნაწილმა საქართველოში ჯავშნების გაუქმება დაიწყო, მაღალჩინოსნები საზოგადოების დამშვიდების და ალტერნატივებზე საუბრის …

5 ცნობილი ადამიანი ბათუმის ისტორიიდან

ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება. [gray_box]ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა[/gray_box] 1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი …

„ნობელების ქალაქი“ – უფასო ტური ბათუმში ხვალ გაიმართება

ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი ______________________ დღეს, 21 ოქტომბერს, ალფრედ ნობელის დაბადების დღეა. ამ გვარს ბათუმთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომაც ხვალ, დილის 9 საათზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან, ბაქოს ქუჩის N 50-ში, ვიწვევ ნებისმიერ მსურველს უფასო ტურზე – „ნობელების ქალაქი“, რომლის მიმდინარეობისას ვისაუბრებთ ძმები ნობელების მოღვაწეობაზე ბათუმში და ბათუმის ისტორიის  საინტერესო დეტალებზე. ნობელების სახელს …

81 კილომეტრი სუფთა ტუალეტის გარეშე – ტურისტების პრობლემა აჭარაში

ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის ბათუმი და მთელი აჭარის  რეგიონი მეორე ადგილზეა უცხოელ ტურისტებში. მსგავსად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მილიონობით ლარს ხარჯავს ბათუმისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე. დეპარტამენტის ბოლო წლების სტრატეგია ტურისტების მთიანი აჭარით დაინტერესებაა. ბათუმიდან დაბა ხულომდე 81 კმ-ია. გზის არც ერთ მონაკვეთზე არ არის მოწესრიგებული საპირფარეშო – არც …

როგორ გამოვიდა ქართული საჭმელი ქუჩაში

მიშლენის გიდი ძალიან პოპულარული და ელიტური გზამკვლევია მსოფლიო გურმანებისთვის. 2016 წელს პირველად ისტორიაში მიშლენის ვარსკვლავი მიენიჭა ე.წ. Street food – ქუჩის სამზარეულოს წარმომადგენელს ჩან ჰონ მენგს, რომელიც სინგაპურში ფლობს  საკვებ ობიექტს.  ეს წარმატება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოდგა „სტრიტ ფუდის“ განვითარებისთვის. როცა საკვები ქუჩაში ინაცვლებს, ის ფორმირდება და ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეროვნული კერძები თანამედროვე სახეს იღებს. ჩვენს რეალობაში, …

Exit mobile version