ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის 375 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმში წელს ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 375 ათას 615 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში არ შედის ჰონორარი, რომელსაც ფესტივალში მონაწილე მუსიკოსებს გადასცემენ. მაგალითად, გასულ წელს ჰონორარებში 190 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. ფესტივალი ორდღიანი იქნება, თუმცა ჯერ ჩატარების თარიღი არ არის დაზუსტებული. ამ დროისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ა[ა]იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ ორი ტენდერი აქვს …

„ეს სიველურეა“ – რა დაგიჯდებათ პლაჟზე სრულად გაშიშვლება საქართველოში

2026 წლის ზაფხულს აჭარაში, შავი ზღვის საკურორტო სანაპიროებზე მინიმუმ სამი შემთხვევა მოხდა, როდესაც სლავური წარმოშობის კაცები პლაჟზე სრულად გაშიშვლდნენ და ამან კონფლიქტი გამოიწვია. ერთ შემთხვევაში პლაჟზე მყოფმა ქალმა აიძულა კაცს ჩაცმა პოლიციის გამოძახების მუქარით, მეორე შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს, მესამე შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა გონიოში. კაცს, რომელიც პლაჟზე სველი საცურაო კოსტუმის გამოცვლისას გაშიშვლდა, გონიოელმა მოზარდებმა – …

აჭარაში ყველაზე მეტი სასტუმროა, მეორე ადგილზე თბილისია – საქსტატი

საქართველოში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება 2025 წელს აჭარაში ფუნქციონირებდა [საერთო რაოდენობის 21.3 პროცენტი], ხოლო მეორე ადგილზე თბილისი იყო [20.9 პროცენტი]. შესაბამისად, 592 და 583 დაწესებულება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, ამავე წელს ქვეყანაში სულ სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას …

ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება

ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე დაიწყო, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა ფრინველები გამოსაზამთრებლად ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ. ამ პერიოდში ბათუმს სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველიც გადაუფრენს. ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას. ფესტივალი კი …

გომისმთის გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა – დაიღუპა მინიმუმ 4 მგზავრი

კურორტ გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 12 აგვისტოს საღამოს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაღუპულები უცხოელები არიან. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, შეიძლება დაღუპულების რაოდენობა გაიზარდოს. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად. წელს მესამე შემთხვევაა, როდესაც ტურისტების მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა და მგზავრები დაიღუპნენ. …

„ნაკლებად მირეკავენ, ალბათ ამინდების ბრალია“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბინა და სასტუმრო ბათუმში

„ფასი 50 ლარი მიწერია იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე დიდი ხნით იქირავებს ბინას, თორემ ისე 120 ლარად ვაქირავებ დღიურად ივლისიდან,“ – ამბობს ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე ბათუმში, რომელსაც კაჩინსკების ქუჩაზე, ახალ ბულვართან ახლოს სტუდიოს ტიპის ბინა აქვს. თუ ბინის მესაკუთრეებს, ან უძრავი ქონების აგენტებს დაუკავშირდებით, ნახავთ, რომ ბინები ბათუმში ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე საიტებზეა მითითებული. ბინის მესაკუთრეები …

გიდების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება – ვის მოსთხოვენ სერთიფიკატს

გიდები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში. კანონში „ტურიზმის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რაც პარლამენტმა 28 მაისს მიიღო და პრეზიდენტისგან უკვე ხელმოწერილია. „ტურისტული საქმიანობის სუბიექტები − ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო [ტურაგენტი] − ვალდებული არიან ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში… …

„ფორმულას“ ცნობით, მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა არხის მაუწყებლობა

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ არხის მაუწყებლობა მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა. ტელეკომპანიამ განცხადება დღეს, 4 მაისს, საღამოს გაავრცელა. „გვსურს, შევატყობინოთ „ფორმულას“ მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს. მიზეზი არის დავალიანება კომპანია „სტერეო პლიუსის“ მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს. არხის …

როგორ აისახა ირანის ომი ტურიზმზე – „ოცნება“ ამბობს, რომ გვაქვს „რეკორდული მაჩვენებელი“

როგორ აისახა ირანის ომის საქართველოში ტურიზმზე? – ბათუმის სასტუმროებსა თუ ტურისტულ სააგენტოებში ამ შეკითხვის პასუხად გვითხრეს, რომ ყველაფერს საქართველოს აეროპორტების დაფაზე გაუქმებული ფრენების ჩამონათვალი აჩვენებს, მათ შორის, ისრაელიდან, საიდანაც შემოსული ტურისტები სოლიდურ ფულს ხარჯავდნენ საქართველოში. „ჯავშნები შემცირებულია“, – გვითხრეს, მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“. ერთ-ერთი ტუროპერატორი, ლაშა ბერეკაშვილი კი გვესაუბრა, ასეთი რთული პერიოდი კორონას პერიოდს მახსენებს, …

საქართველოდან უცხოეთში ყველაზე მეტად მეგობრებისა და ნათესავების სანახავად იმოგზაურეს 2025 წელს

2025 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 2.9 მილიონი საქართველოს მოქალაქე წავიდა, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მოგზაურთა უმეტესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, 31-50 წლის იყო. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა იმყოფებოდა თურქეთსა (836 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაციაში (367 300  ვიზიტი). თურქეთში მოგზაურობაში იგულისხმება ერთდღიანი ვიზიტებიც, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში პროდუქტის ან წამლების საყიდლად გადადიან. საერთო …

საქართველოში ტურისტი სავალდებულო დაზღვევის გარეშე ვერ შემოვა – ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

„ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემომსვლელი ტურისტისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის [პოლისის] ქონა აუცილებელი იქნება. დადგენილება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 26 დეკემბერს მოაწერა. ამ დადგენილების მიხედვით, …

8 მილიონ ლარს ტურიზმის დეპარტამენტი უტენდეროდ დახარჯავს აჭარის პოპულარიზაციისთვის

8 მილიონ 267 ათას 400 ლარია გათვალისწინებული აჭარის რეგიონის პოპულარიზაციისთვის 2026 წლის ბიუჯეტში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ამ თანხას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს. გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის მისაღებად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო მომსახურებაში იგულისხმება აჭარის რეგიონის „პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და …

თურქეთის მოქალაქეებისთვის პასპორტი საკმარისი აღარ იქნება საქართველოში შესასვლელად – მედია

2026 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით ან პასპორტით საქართველოში შემოსვლის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები საკმარისი აღარ იქნება. მათთვის საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნება სავალდებულო. ამის შესახებ თურქული მედია წერს და თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. თურქული მედია წერს, რომ საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობაში რეგულაციას, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება …

საქართველოში ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. ამასთან, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [361.8 ათასი], თურქეთისა [308.3 ათასი] და სომხეთის [210.0 ათასი] …

თუ უვიზო აღარ იქნება, Wizz Air-ი ქუთაისიდან ალბათ გადავა სომხეთში, თუ ის მიიღებს უვიზოს – გიდი

რა ელოდება ტურისტულ ბიზნესს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს, ლაშა ბერეკაშვილს ესაუბრა. ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ, ტურისტული ბიზნესი მყისიერად ჩავარდება, ფუნქციას დაკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. „პრობლემა გაჩნდება ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, როცა ვიზალიბერალიზაცია არ …

„სადაა ტურისტი?“ – პარაშუტის, შეზლონგისა და კატერის ფასები ბათუმის სანაპიროზე

„სადაა ტურისტი?“ – ბათუმის სანაპიროზე, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ასე პასუხობენ. შეზლონგის გამქირავებელი, პარაშუტის თუ კვადროციკლის – ყველა მიუთითებს იმაზე, რომ ამ სეზონზე ტურისტების განსაკუთრებული სიმცირეა. მცირე ბიზნესით დაკავებული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტურისტების მკვეთრად შემცირება ისრაელი-ირანის ომს უკავშირდება. იმის მიუხედავად, რომ ტურისტული სეზონი „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ უკვე გახსნა, ძველ თუ ახალ …

206 მილიონი დახარჯეს საყიდლებში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებმა 482 100 ვიზიტი განახორციელეს, რაც 77 400-ით ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 481 მილიონი ლარი დახარჯეს, აქედან თითქმის ნახევარი – საყიდლებში. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ თურქეთში – 184,8 ათასი ვიზიტი, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები – 88,5 ათასი ვიზიტი, …

რა ელის ტურიზმს პოლიტიკური კრიზისის ფონზე? – ინტერვიუ

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა 6 თებერვალს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრისას მკაცრად გააკრიტიკეს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა და მოითხოვეს დასაბუთებული ახსნა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ტურიზმის ორიენტირი აზიისკენ, როცა 25 წელია ტურიზმის სფერო დასავლური ბაზრების ათვისებაზე მუშაობდა. რა ელის ტურიზმს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა. …

რაში დახარჯავს 7 მილიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერის გარეშე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2025 წლის განმავლობაში ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, სხვადასხვა მომსახურებას შეისყიდის – ჯამში 7 630 000 ლარად. სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელებაზე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი ბრძანება 2025 წლის 6 იანვარს გამოსცა. დეპარტამენტმა ამ გადაწყვეტილების შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა. მომსახურებები, რომლებსაც დეპარტამენტი უტენდეროდ შეისყიდის: „რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში …

ტურისტერი 2024: რას უნდა ველოდოთ წელს ტურიზმის სამიტისგან?

ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2024“ სულ მალე აიღებს სტარტს. სამიტის ფორმატი მოიცავს სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, ბიზნეს გამოფენას და ნეთვორქინგ საღამოს. ტურისტერი 2024 საინტერესო მონაწილეებით და თემებით იქნება დატვირთული. 35-მდე უცხოელი და ადგილობრივი სპიკერი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას 3 ძირითადი საკითხის ირგვლივ: ტექნოლოგიები ტურიზმში მდგრადობა წინსვლა ტურისტერის მთავარ სცენაზე სპიკერებად წარდგებიან ტურიზმის სფეროს …

საქართველოს ტურიზმის სამიტი, “ტურისტერი 2024” 6-7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება

საქართველოს ტურიზმის სამიტი (www.tourister.ge) , “ტურისტერი 2024”, 6-7 დეკემბერს, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, მათ შორის Booking.com,  AirDNA, Amadeus, და ა.შ. წლევანდელი სამიტი 3 ძირითად თემატიკას ეთმობა: ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში მდგრადობა წინსვლა ღონისძიება მოგცემთ საშუალებას ეზიაროთ მსოფლიო ტრენდებს ტურიზმში, გაეცნოთ ტურისტის მოთხოვნის სამომავლო ტენდენციებს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე,  აპარტოტელების …

ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პროექტი გაძვირდა – ტენდერი 1,4 მილიონი ლარით

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე კომუნალური სისტემის მშენებლობისთვის ამჯერად 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ პირველად ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს …

პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში

„გასული წლის ივნისში სიცივე იყო ამ დროს და ამაზე მეტი ხალხი გვყავდა, წელს ნაკლებია ხალხი, ფასები იგივეა“ – ამბობს კახა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე წელსაც შეზლონგებს აქირავებს. ზაფხული მოვიდა და პლაჟზე იჯარით მოსარგებლეებმა ისევ ჩაამწკრივეს შეზლონგები. წელსაც რთულია შეზლონგებს აუარო გვერდი და კომფორტულად წამოწვე სანაპიროზე. იახტკლუბშიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. ბათუმის ბულვარს თუ დაუყვებით იახტკლუბისკენ, შეგაჩერებენ …

„ცარიელია ბინები“ – რამდენად ქირავდება ბათუმში ბინები ამ ზაფხულს

„რუსები თვითონ აქირავებენ უკვე ბინებს, ჩვენამდე აღარ მოდიან,“ – ეცინება „ბათუმელებთან“ გიგა გორგილაძეს, ის ტბელ აბუსერიძის და შარტავას ქუჩებზე აქირავებს ბინებს დღიურად. ზღვის სეზონი ბათუმში უკვე გაიხსნა. რა ღირს, ან ეღირება ბათუმში ამ ზაფხულს ბინა? – კვლევას ამ მიმართულებით არავინ ატარებს. ჩვენ უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს გავესაუბრეთ, ასევე ბინების მესაკუთრეებს, რომლებსაც განცხადება ბინის გაქირავების შესახებ …

15 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურ გაიხსნება – ბიუჯეტიდან 541 000 ლარი იხარჯება

15-16 ივნისს, შაბათ-კვირას, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. „ზაფხულის ფესტივალი“ წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა. უცვლელია ფესტივალის სლოგანიც – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალი 15 ივნისს, 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის გაიმართება თითების თეატრის წარმოდგენა, …

ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა ტურისტებისთვის

25 აპრილიდან ვენეციის დასათვალიერებლად გარკვეულ დღეებში თანხის გადახდა მოგიწევთ. ქალაქში შესასვლელად ყველა ტურისტი დღეში [8:30-დან 16:00 საათამდე] 5 ევროს გადაიხდის, ცალკეულ დღეებში კი – 10 ევროს. იტალიური მედიის ცნობით, ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მუნიციპალური საკრებულოს თქმით, ემსახურება ტურისტული ნაკადების უკეთ მართვას. გადასახადი იმოქმედებს შემდეგ თარიღებში – 25, 26, 27, 28, 29 და 30 აპრილი. …

ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება

დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-თბილისის, ასევე მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა ადგილობრივი ავიარეისების შესრულება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 18 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა. აღნიშნულ ავია მიმართულებებზე „მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით“ ავიარეისების ორგანიზება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნდა უზრუნველყოს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეთხოვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა თბილისი-ბათუმი-თბილისის ავია მიმართულებაზე ჯამური ღირებულებით არაუმეტეს …

მოთხოვნები საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის დროს – ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ „საფეხმავლო ბილიკების  მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ის რეგლამენტი კი, რომელიც მთავრობამ 2016 წელში დაამტკიცა, და დღემდე მოქმედებდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა. ახალი რეგლამენტი 2024 წლის 14 მარტიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები და ნორმები საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ, სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების, …

„ხალხური თამაშობები აჭარაში“ – ტურიზმის სააგენტო ახალ წიგნს ბეჭდავს

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ახალი სახელმძღვანელოს – „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება. წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. წიგნში შეტანილი თამაშობები ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი …

აჭარაში ხალხური თამაშებისა და სათამაშოების გზამკვლევს მოამზადებენ

„აჭარაში მივიწყებული ხალხური თამაშობებისა და სათამაშოების კვლევაზე, ხოლო კვლევის ფარგლებში შესწავლილი მასალით გზამკვლევის მომზადებაზე“, ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ, 45 ათასი ლარით, ტენდერი გამოაცხადა. „შესყიდვის ობიექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული თამაშებისა და სათამაშოების მოძიება, შესწავლა, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა და ამით აჭარაში არსებული და მივიწყებული ხალხური თამაშებისა და სათამაშოების შესახებ ცნობადობის გაზრდა …

თურქეთიდან ბათუმში ახალი წლის შესახვედრად ჩამომსვლელთა რიცხვი იზრდება

უკვე მეორე წელია ბათუმში, ახალი წლის დღეებში, თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა შესამჩნევად იზრდება. მეზობელი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის ახალი წლის შესახვედრად. ამ ფაქტმა თურქული მედიის ყურადღებაც მიიქცია. თურქული გამოცემა „ჰაბერი“ წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტი გადაჭედილი იყო ახალი წლის საქართველოში გატარების მსურველებით. „ჰაბერის“ ცნობით, სარფის საზღვრის გავლით თურქეთიდან საქართველოში, ახალი წლის წინ, 29, 30 …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 8 მილიონს უტენდეროდ დახარჯავს – გამოფენები უცხოეთში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საერთაშორისო გამოფენებსა თუ ფორუმებში მონაწილეობისთვის ასევე სხვადასხვა აქტივობისთვის, რაც რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით არის დაგეგმილი, 2024 წლის განმავლობაში 8,2 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევისა თუ სხვა მომსახურების შესყიდვაც. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 8 მილიონ 275 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. დეპარტამენტმა თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს …

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

კამპანიის ფარგლებში „გამომყევი აჭარაში“ ქართველმა ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა ფოტო-ვიდეოკონტენტით თავიანთ გამომწერებს გააცნეს აჭარის კულტურა, კულინარია, ფოლკლორი, კულტურული და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. კამპანიის მთავარი პრიზების გამარჯვებულები ბათუმში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა, დავითს გამომწერები დანტესის სახელით იცნობენ. ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 33 მილიონამდე გამოხმაურება (reach) დააგროვა. …

საქართველოს სამ თვეში 2.7 მილიონი მოგზაური ეწვია – საქსტატი

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 2.7 მილიონი არარეზიდენტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 19.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ტურისტთა უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, 31-50 ასაკის მოგზაური იყო. „აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. …

რა იცვლება ტურისტული გიდებისთვის ტურიზმის ახალი კანონით

ტურიზმში დასაქმებულ ყველა ტურისტულ გიდს მოუწევს რეგისტრაცია ეკონომიკურ რეესტრში. ალპური გიდების სერტიფიცირება იქნება სავალდებულო, კულტურული გიდების სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი – ეს არის ცვლილებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ტურიზმის შესახებ ახალი კანონით არის დაგეგმილი. სექტორში მომუშავეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმების და მათი ჩართულობის გარეშე ხდება. თუმცა ამ არგუმენტებს არ იზიარებენ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები. ნატა კვაჭანტირაძე …

“ტურისტერი” – ტურიზმის ფესტივალი დამთავრდა

ბათუმში დამთავრდა ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი „ტურისტერი“, რომელშიც სპიკერები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. „ტურისტერს“ ბათუმი 10-11 ნოემბერს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში მსმენელს საშუალება ჰქონდა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისთვის მოესმინა, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე აწვდიდნენ ინფორმაციას. „ტურისტერზე“ მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ გამოსვლებს რომელიც ეხებოდა თანამედროვე მოგზაურობისთვის აუცილებელ სერვისს, ციფრულ პასპორტს, სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ ახალ …

Exit mobile version