როგორ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები ბათუმში პანდემიის დროს [Video]

„აქ სიმშვიდეა და ეს მომწონს,“ „ბათუმში ჩამოსვლა არ იყო რთული,“ – ამბობენ უცხოელები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, ზღვის სეზონის დაწყებამდე ჩამოვიდნენ ბათუმში. უცხოელი ტურისტები, რომლებსაც ბათუმის ბულვარში ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ პანდემიის გამო საქართველოსკენ გამომგზავრებამდე 3 დღით ადრე მხოლოდ PCR ტესტი დასჭირდათ. „ვფიქრობ, რომ საქართველო უსაფრთხოა პანდემიის დროს. ამ ქვეყანაში მალე მოხდა რეაგირება პანდემიაზე და ეს კარგია. …

ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ამ კვირაში დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ კვირაში დაიწყება ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია. თურნავას თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციაში უკვე  200-მდე რეგისტრირებული მოთხოვნაა დაფიქსირებული, რომელიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს. „ამ კვირიდან დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია სწორედ იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია …

პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს გაიხსნება

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს ოფიციალურად გაიხნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღეს არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. 19 აპრილიდან კი, ბილეთის ფასი 1-5 ლარი ეღირება. არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია მნახველებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა. დღემდე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო …

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

CIU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა განახლებული მეთოდების შესახებ ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი შეუქცევადად იმატებდა. საქართველო ტურისტულ რუკებზე საოცნებო მიმართულებად უფროდაუფრო ხშირად სახელდებოდა მსოფლიოში უამრავი ადამიანის მიერ. 2019 წელს პანდემიამდე საქართველოში 9 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ქვეყნის სერვისის ექსპორტის შემოსავლიდან დაახლოებით 71% ტურიზმზე მოდის. მშპ-ში წილმა კი 8.1%-ს მიაღწია. თუმცა 2020 წელმა …

ბევრისთვის უცნობი პლაჟი აჭარის სანაპიროზე [ფოტორეპორტაჟი]

ეს ციხისძირია, სადაც ულამაზესი კლდოვანი სანაპიროა. ამ სანაპიროზე, წყალში უზარმაზარი ქვის ლოდები ყრია. თუ კარგად დააკვირდები, ზოგიერთი გოლიათ ადამიანსაც ჩამოჰგავს. აქვეა ხის ძელებით მოწყობილი მომცრო ზომის პლაჟი. მსგავს პლაჟს აჭარის სანაპიროზე სხვაგან ვერსად შეხვდებით. პლაჟამდე მისასვლელად, უფრო ზუსტად,ჩასასვლელად ქვის კიბეებით უნდა ისარგებლო, რომელიც დაბურულ ხეივანშია მოწყობილი და გარემოს ეგზოტიკურ იერს სძენს. გარშემო ულამაზესი, ძირითადად, ორსართულიანი …

რა ღირს ბათუმში დასვენება? ჰოსტელებისა და სასტუმროების ფასები

ყველაზე მეტად პანდემია ბათუმში ჰოსტელების ფასს დაეტყო – ზოგიერთ ჰოსტელში ღამის გათევა 15 ლარადაც კი შეიძლება. ჰოსტელების მფლობელები არ გამორიცხავენ, რომ შუა ზაფხულშიც ჰოსტელებში, რომლებიც პანდემიას  გადაურჩნენ, იგივე ფასი შეინარჩუნონ. ჰოსტელების ერთი ნაწილი კი, საერთოდ დაიხურა. ფასების დაახლოებით 10-20 პროცენტით შემცირებაზე საუბრობენ სასტუმროებშიც, თუმცა ამ სეგმენტში ელიან, რომ ზაფხულამდე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და ფასების ძველ …

უკრაინას სურს ჩერნობილის კატასტროფის ადგილი იუნესკოს დაცვის ქვეშ შევიდეს

უკრაინის მთავრობას სურს, რომ ამ დროისთვის დაკონსერვებული ჩერნობილის ბირთვული სადგურის ტერიტორია, რომელიც ნანგრევებითა და მიტოვებული შენობებით არის გარშემორტყმული, იუნესკოს დაცვის ქვეშ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსით შევიდეს. ამის შესახებ როიტერსი წერს. იმ იმედით, რომ ამ სტატუსს შეუძლია უფრო მეტი დაფინანსებისა და ტურისტის მოზიდვა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო პროცესი, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მათ, მიმართონ გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და …

„აღარ არის ადგილი“ – ბათუმში კოვიდსასტუმროს ამატებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბათუმში კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ ახალი ხელშეკრულება 300 ათას ლარზე 2021 წლის 8 აპრილს გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით, 8 აპრილითაა დათარიღებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტში გაგზავნილი წერილიც, რომ არსებულ კოვიდსასტუმროში აღარ არის თავისუფალი ადგილი და ვეღარ იღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. „ვინაიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აჭარის რეგიონში კვლავ მნიშვნელოვნად …

რაში დახარჯავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 1,3 მილიონს ტენდერის გარეშე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2021 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებსა და მომსახურებაში 1 384 000 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ მიზნით, დეპარტამენტმა თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა განხორციელდეს მომსახურებები, რომლებიც დაკავშირებულია: „აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით როგორც …

109 ათას ლარად ქედაში დამსვენებლებისთვის კარვების ქალაქი გაიშლება

2021 წლის ტურისტული სეზონისთვის ქედის სოფელ ორცვის მთაზე იგეგმება 110 დამსვენებელზე გათვლილი ,,კარვების ქალაქის“ მოწყობა. პროექტი 109-ათასლარიანი გრანტით უნდა განხორციელდეს. ამ თანხიდან 66 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტია, 43 ათასი ლარი კი ქედის მერიამ გამოყო. ,,კარვების ქალაქში“ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე ორცვის მთაზე ერთ, ორ და სამადგილიანი კარვები განთავსდება, პროექტის მიხედვით დაგეგმილია საშხაპეების, ბიოსაპირფარეშოების, სამზარეულოსა …

ტურიზმის დასახმარებლად 610 600 ლარი დაიხარჯა, სამინისტრომ კი არ იცის რა შედეგი დადგა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ იცის, რამდენად დაეხმარა „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროგრამის ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, სამინისტროსა და ბანკებს შორის დადებული …

რა იგეგმება წელს აჭარაში ტურიზმის კუთხით – ინტერვიუ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან

„წელს პრიორიტეტი არის უსაფრთხოება,“ – ეს ფრაზა ინტერვიუს განმავლობაში ბევრჯერ ახსენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის სექტორის გამოსაცოცხლებლად და რამდენად შესაძლებელია ეს იმ ფონზე, როცა უცნობია, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი. „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე პასუხობს. სტატისტიკით დავიწყოთ, რამდენმა ადამიანმა იმოგზაურა 2021 წლის პირველ …

თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ისევ არ იხსნება

დღეს, 24 თებერვალს, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ცნობილი გახდა იმ ქვეყნების ჩამონათავლი, რომელთაც საქართველო საჰაერო საზღვარს უხსნის. „საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1-ლი …

სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია

ახალი კონცეფცია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა, ურეკიდან ფოთამდე მონაკვეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, წარმოდგენილია გრიგოლეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზის მონაკვეთის პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი: ა) სატრანზიტო მოძრაობა გრიგოლეთის მონაკვეთში აიკრძალება და ავტომომობილები ბათუმიდან ფოთამდე [და პირიქით] ლანჩხუთი-სამტრედია-სენაკის გავლით ივლის, არსებული გზა კი [გრიგოლეთი-მალთაყვის მონაკვეთი] მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა; ბ) გრიგოლეთში …

ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა

ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით. ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება …

მოხატული სადარბაზოები ბათუმში

ბათუმში სულ რამდენიმე მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სადარბაზოების დიდი ნაწილი ოდესღაც გადაღებეს და მათი პირვანდელი იერსახეც დაიკარგა. საუკუნის დასაწყისის ძველ ბათუმში სახლის არქიტექტურა და სადარბაზოს უხვი დეკორი, მოხატულობა, მეპატრონის განსაკუთრებულ სტატუსს უსვამდა ხაზს, რისთვისაც ისინი ფულს და ძალისხმევას არ იშურებდნენ მაშინდელი საუკეთესო არქიტექტორებისა თუ მხატვრებისთვის. ირ. აბაშიძის ქ. №3 ეს ორსართულიანი …

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეთა ამ ზონებში/ზონებიდან ტრანსპორტირებისთვის და სხვადასხვა მომსახურებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სასტუმროებთან და კერძო კომპანიებთან ჯამში 67 343 203 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. თანხას კი, გაწეული მომსახურების მიხედვით უხდის. კოვიდსასტუმროების შემთხვევაშიც ხელშეკრულებებს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია აფორმებს. 9 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 …

ბანკები მზად არიან, სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაცია განიხილონ – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბანკები მზად არიან სასტუმროების სესხების ცვლილების საკითხი განიხილონ. „მე და ჩემს კოლეგებს გუშინ გვქონდა ონლაინშეხვედრა წამყვან ბანკებთან, საბანკო დაწესებულებებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ მორიგ ჯერზე მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა [თითოეული …

ნენია – სოფელი თამბაქოს პლანტაციებში

ნენია ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე, შუახევის პატარა სოფელია. მთაგორიანი გზებით, ფერდობებზე შეფენილი ხის სახლებით და შემოდგომაზე მწკრივებად აცმული თამბაქოს ფოთლების შრიალით. სიტყვა „ნენია“ საგალობელს ნიშნავს. ხელისგულისოდენა სოფელში დაახლოებით 220 ოჯახი ცხოვრობს. პატარა გორაკებზე ხის კოხტა სახლები დგას მზის გულზე. აივნებზე ძაფზე აცმული თამბაქოს მწკრივები შრება, ნალიებზე წითელი წიწაკა და სიმინდის ტაროები გაუფენიათ. როცა დაზამთრდება …

ქედასა და შუახევს 6-კილომეტრიანი ველობილიკი დააკავშირებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მთიან აჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6-კილომეტრიანი ველომარშრუტი შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს. დეპარტამენტის ცნობით, მარტივ საველოსიპედო ბილიკთან  ერთად  ე.წ. Down Hill–ის,  ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. „სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედო ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის …

უცნობი ტრადიციული კერძები აჭარიდან

აჭარის მთიანეთსა თუ ბარში გავრცელებულ კერძებს განთქმულ ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აჭარულ სამზარეულოსაც ცალკე თავისებური სახესხვაობები აქვს: ლაზური კერძების ძირითადი ინგრედიენტი ხშირად თევზია, მთიან აჭარაში ნაღების, კარაქის, რძისა თუ ყველისგან დამზადებულ კერძებს ვხვდებით. ქობულეთში გარდა რძის პროდუქტებისა, ხორცისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაცაა. არაფერს ვამბობთ ბორანოზე, სინორზე, აჭარულ ხაჭაპურსა და აჩმაზე. ეჭვიც არ გვეპარება, რომ დაგიგემოვნებიათ …

6 თვეში 185 ათასით ნაკლები მოქალაქე წავიდა უცხოეთში, ვიდრე შარშან

2020 წლის იანვარ-ივნისში [პანდემიამდე და პანდემიის დროს], ქვეყნიდან 163 100 საქართველოს მოქალაქე გავიდა უცხოეთში, მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 348 600 ადამიანმა იმოგზაურა საზღვარგარეთ. შესაბამისად, უცხოეთში ვიზიტორთა რაოდენობა წელს, გასულ წელთან შედარებით, 185 500-ით შემცირდა. პენდემიის პერიოდში კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 2020 წლის აპრილი-ივნისში [მეორე კვარტალი] ქვეყნიდან საზღვარგარეთ მხოლოდ 12 200 საქართველოს მოქალაქე …

კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობამდე – ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი უკვე დაწყებულია. ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით  3-4-დღიან სალაშქრო ტურისტულ მარშრუტს შექმნის. კინტრიშის ეროვნული პარკი, XII …

ნისლის, მისტიკისა და ყველის მოყვარულთა სამოთხე – 7 ბლოგერის მოგზაურობა აჭარის მთებში

მისტიური ბუნებით, ტრადიციებით, ტყეებში მიმოფანტული ხის სახლებითა და ჩანჩქერებით აჭარის მთიანეთი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ესტუმრეთ აქაურობას. წელს აჭარის მთიანეთში შვიდმა ბლოგერმა იმოგზაურა, მათგან ზოგი პირველად იყო ამ კუთხეში. ბლოგერები საკუთარ შთაბეჭდილებებსა და დაკვირვებებზე საუბრობენ.  გურამ შეროზია ძალიან იაფია საოჯახო სასტუმროებში დასვენება მთიან აჭარაში. გასაოცარია აქაური სტუმარმასპინძლობის წესები, მთიანეთში დააგემოვნებთ უგემრიელეს …

ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში, საპიკნიკეები, ცხენების თავლა და სხვა ტურისტული ობიექტები მოეწყობა 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ქობულეთში, კინტრიშის ხეობის სოფლებში: ცხემვანში, ზერაბოსელსა და ხინოწმინდაში სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს. ობიექტები კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდება, რისთვისაც ტენდერი 139 500 ლარით არის გამოცხადებული. განმარტებითი ბარათის მიხედვით: [highlight color=”red”]სოფელ ცხემვანში[/highlight] გათვალისწინებულია: ორი საპიკნიკისა და ცხენების თავლის მშენებლობა. ასევე არსებული სველი წერტილის რეაბილიტაცია. თავლის პროექტი ითვალისწინებს …

ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს სტატია 8-9 აგვისტოს ბათუმში გასატარებელი შაბათ-კვირის გეგმების დალაგებაში დაგეხმარებათ, იქნება თქვენი გიდი წვიმასა თუ მზეში და მოდით, ამინდით დავიწყოთ: დილა ბათუმში კვირის ბოლო დღეებში დილა ბათუმში ზანტად იწყება. თუმცა დილაადრიან ნახავთ მხარზე პირსახოცგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც სანაპიროსკენ საცურაოდ მიემართებიან. ბათუმში ზღვამდე თუ ზღვის შემდეგ ყავის დალევა მაგიური რიტუალია, რომელიც ერთნაირად გემრიელად სრულდება, …

რას ითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია სახელმწიფოსგან

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაცია კომპენსაციების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც გაურკვეველია  კონკრეტული ვადები საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი გადარჩეს. აუცილებელ ღონისძიებებად ხალგაზრდა გიდების ასოციაცია შემდეგ ნაბიჯებს მიიჩნევს: [checklist] აგვისტოდან, დამატებით გაიცეს კომპენსაციები გიდებისთვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის; გადაიხედოს, …

„კარათი“, თინეიჯერების ბიზნესი და ახალი საქმე საპენსიო ასაკში – 3 საოჯახო სასტუმრო ხულოში

აჭარის მაღალმთიან სოფელ ქედლებში რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ადგილით გერმანიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან თუ საფრანგეთიდან დაინტერესდებოდნენ ტურისტები. მაღალმთიანი აჭარის ეს სოფელი ხულოშია, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. მეზობლის სახლი რომ დაინახო, გორიდან გორაზე უნდა გადახვიდე. სოფლის სიმყუდროვე, სუფთა ჰაერი, ტყეები და ადგილზევე მოყვანილი პროდუქტი ქედლების და ზოგადად, აჭარის სოფლების ტურისტული მიმართულების მთავარი სიკეთეებია. …

5 ჩანჩქერი ბათუმთან ახლოს ცხელ დღეებში გასაგრილებლად

როცა ბათუმში ძალიან ცხელა, ხანდახან ზღვაც ვერ აგრილებს. წყალი ძალიან თბება და ამოსვლისთანავე გცხელა, თითქოს არც გიბანავია. ასეთ დღეებში ტოვებენ ქალაქს და მთაში ეძებენ შვებას, სიგრილესა და სიმშვიდეში, კაკლის ხეების ჩრდილქვეშ. საით წავიდეთ თუ ქალაქის სიცხე აუტანელია? ჩანჩქერებისკენ გირჩევდით, რის ნაკლებობასაც წყალუხვი აჭარა ნამდვილად არ უჩივის. მტირალას და მახუნცეთის ჩანჩქერებზე არაფერს ვიტყვით, ისეც გეცოდინებათ. ბათუმთან …

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

ბათუმში ხართ და არ იცით სად გადაიღოთ ფოტოები? გვესმის. ზღვის, ტბის და მწვანე ბულვარის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე ბევრი ადგილია, სადაც საუკეთესო კადრები გამოდის, არადა, ფოტოები, რომელიც აჩვენებს, რომ არამხოლოდ კარგად გამოიყურებით, არამედ ბათუმში სეირნობთ, საჭიროა. ამიტომაც გაჩვენებთ ადგილებს, სადაც ისე გადაღება შეიძლება, ასობით, ათასობით მოწონება რომ ექნება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თქვენს ფოტოებს. ფოტო კუპატასთან კუპატა მსოფლიოში …

როცა ერთდროულად გიდი, მძღოლი, პირადი მცველი, ექთანი და ფოტოგრაფი ხარ

„ხშირად ტურისტებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დასავლეთისკენ როცა მოვდივართ, ყოველთვის ვაჩერებ წეროვანთან და ვუყვები მათ, როგორ ვერ ბრუნდებიან მშობლიურ სოფლებში ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ“, – ამბობს თამარ ფანჩულიძე, არცთუ ისე ჩვეულებრივი გიდი იმ ნიშნით, რომ მის მსგავსად, ერთდროულად გიდიც და მძღოლიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქალია. თამარი ერთ-ერთი …

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?

კარანტინში გატარებულმა თვეებმა ყველას მოანატრა ღია ცის ქვეშ ყოფნა, ფეხით სეირნობა, ჰაერზე დასვენება და აქტიური ცხოვრება. „ნეტა მალე დამთავრდეს ყველაფერი და სულ მზეზე ვიქნები“ – რამდენი ვფიქრობდით ასე შინ ყოფნისას, სარკეში საკუთარი ფერმკრთალი სახის შემხედვარე? ბევრნი ვართ ასეთები. ჰოდა, ახლა საუკეთესო დროა ზღვაზე დასასვენებლად, მით უფრო, რომ ამინდის პროგნოზი ზედგამოჭრილია ზღვაზე დასვენებისა და  გარუჯვის, ჩვენი …

selftravel.ge – უფასო ვებგვერდი ტურიზმის მხარდასაჭერად

selftravel.ge არის პლატფორმა, რომელიც ტურისტული სექტორის ძირითად წარმომადგენლებს – სასტუმროების, რესტორნებისა და ტრანსპორტის მფლობელებს გაუადვილებს ბიზნესის მართვას და განვითარებას. ტურისტულმა ობიექტებმა თავიანთი სერვისები  პოტენციურ სტუმრებს რომ გააცნონ და შესთავაზონ, მათ სჭირდებათ ვებგვერდი, რომელიც ადვილად მოიძებნება. მართალია, კომპანიებს შეუძლიათ თავად შექმნან თავიანთი ვებგვერდი, მაგრამ ბიზნესში არსებობს მნიშვნელოვანი ცნება – “destination”, რაც გულისხმობს სივრცეს, სადაც მომხმარებლები იყრიან …

დისტანცია ატრაქციონებზეც უნდა დაიცვათ, არის გამონაკლისიც – სავალდებულო რეკომენდაციები

6 ივლისიდან მოიხსნა გასართობ პარკებში განთავსებულ ატრაქციონებზე აკრძალვები და მათი მუშაობა დაშვებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის რეკომენდაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 4 ივლისს დაამტკიცა და ის დღეს, 7 ივლისს, გამოქვეყნდა. ამ რეკომენდაციებით, გარდა კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა, აუცილებელი იქნება, ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განთავსდნენ იმგვარად, რომ დაცული იყოს …

მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ

შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …

ერთი ოჯახის მუზეუმი ბათუმთან ახლოს 

მუზეუმი „ბორჯღალო“ სხვა მუზეუმებისგან იმით განსხვავდება, რომ ერთი კაცის დაარსებულია და მის ოჯახს ეკუთვნის. ქემალ თურმანიძე წლობით აგროვებდა სოფელ-სოფელ ძველ ნივთებს, სამოსს, სამუშაო იარაღებს და ბოლოს იმდენმა ნივთმა მოიყარა თავი ერთად, რომ მუზეუმის გახსნაც შესაძლებელი გახდა. თავიდან ძველ ბათუმში,  ერთ პატარა სახლში ჰქონდა ყველაფერი გამოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიციისთვის სივრცე პატარა და მოუხერხებელი იყო, მუზეუმს …

Exit mobile version