სასულიერო პირების სასკოლო კლუბებს სამინისტრო დააფინანსებს – რას ამბობენ პედაგოგები

საჯარო სკოლებში ე.წ „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში შექმნილ სასულიერო კლუბებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. კლუბების დაფინანსებაზე კითხვები დაუსვა „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ სასულიერო პირების კლუბებში მუშაობა ანაზღაურებადი იქნება და კლუბებიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება. „ღირებულებითი განათლების კლუბები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება. სკოლებში დამატებითი შემეცნებითი აქტივობის განხორციელება ანაზღაურებადია, ასეა ღირებულებითი კლუბების შემთხვევაშიც“, – გვწერს …

„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე

„ძალიან მარტივი შეხედულებაა ის, რომ თუ რელიგიური პირი გასწავლის, მორჩა, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ. თვითონ ეკლესიის შიგნით სჩადიან სასულიერო პირები დანაშაულს და არღვევენ მცნებებს. ეს კლუბები ნამდვილად ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მოსწავლეებს აღარ წაუცდებათ ხელი რაიმე ბოროტებისკენ“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია მანია განათლების სამინისტროს პროექტზე, რომელიც საჯარო სკოლებში სასულიერო პირების მიერ …

„ის, რაც სკოლებში შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის“- ბექა მინდიაშვილი

„ის, რაც ახლა სკოლებში ამ ფორმით შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის სწავლება, არამედ ეს არის მცდელობა, შეიტანონ ერთგვარი იდეოლოგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს“- ასე ეხმაურება საჯარო კოლებში სასულიერო პირების შეყვანას თეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ბექა მინდიაშვილი ფეისბუქზე. მისი თქმით, სკოლებში რელიგიის სწავლების დაბრუნებას საპატრიარქო წლებია ცდილობს, მაგრამ „ამჯერად საქმე …

სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა

„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე. სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას. ძალიან გთხოვთ, გულთან …

რამდენი იქნება სკოლაში მოსწავლის ვაუჩერი და ექიმის/ექთნის ხელფასი – ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობამ 2026 წლისთვის საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობები განსაზღვრა. შესაბამის დადგენილებას, რომელიც 12 იანვრიდან შევიდა ძალაში, ირაკლი კობახიძემ ხელი 9 იანვარს მოაწერა. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობები გასულ, 2025 წელთან შედარებით, გაზრდილია. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით: საჯარო სკოლებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის …

რატომ ასწავლის კერძო სკოლებში „ოცნების“ მთავრობა შვილებს, სადაც ათასობით ლარს და ევროს იხდიან

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების უმრავლესობა შვილებს კვლავ არ ასწავლის საჯარო სკოლაში და არჩევანს კერძო სკოლებზე აკეთებენ. ისინი წლის განმავლობაში ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს ხარჯავენ იმისთვის, რომ შვილები პრესტიჟულ სკოლებში ჰყავდეთ, სადაც დაცული იქნება მათი შვილების უსაფრთხოება. „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები საკუთარი შვილებისთვის სწორედ დასავლურ განათლებას და ცხოვრებას ირჩევენ, სხვისი შვილებისთვის კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, გაურემონტებელი …

„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებენ. მან ამის შესახებ 16 აპრილს, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. „ჩვენი მიზანია შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი იმ სკოლებში, სადაც მოთხოვნა იქნება ჩინური ენის სწავლებაზე. …

დითოვლობის გამო აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო

დღეს და ხვალ, 24-25  თებერვალს, სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში  – ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი დიდთოვლობაა, უკვე მესამე დღეა აჭარაში თოვს. სინოპტიკოსების ცნობით, თოვლიანი ამინდი 26 თებერვლამდე შენარჩუნებდება.    

სავალდებულო უნდა იყოს, მაღალჩინოსნებმა შვილები საჯარო სკოლებში ატარონ – მშობლების მოსაზრება

„როცა სკოლაში უშვებ შვილს, უნდა იცოდე, რომ კიბე არ ჩაუტყდება. ბზარი ბზარზეა, ყველგან მორყეულია რაღაც. გარდა იმისა, რომ საჯარო სკოლების დიდი ნაწილი სახიფათოა ბავშვებისთვის, იმდენად მოქუფრულ გარემოს იწვევს ცუდი ინფრასტრუქტურა, გადაჭედილი კლასები, რომ ბავშვებს ყველა მოტივაცია უქრებათ“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე, მშობელი. თქვენ, როცა მშობელი, ამ ქვეყნის მოქალაქე, უყურებთ, როგორ დაჰყავთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები …

საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება

ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი, საჯარო სკოლებში ორშაბათს, 16 სექტემბერს განახლდება. წელს საჯარო სკოლებში სიახლე იქნება მეთორმეტეკლასელებისთვის. მათ დამამთავრებელ კლასებში საბუნებისმეტყველო საგნები და სამოქალაქო განათლება დაემატათ, რის გამოც 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის. რამდენი პირველკლასელი ეყოლება წელს სკოლებს, განათლების სამინისტროს დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია. გასული წლის მონაცემებით …

„ის ხომ შეიძლება, ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანონ“ – რისი შეცვლა სურთ მოსწავლეებს

„გვაქვს კაბინეტები, რომლებსაც არ ვიყენებთ. მაგალითად ბიოლოგიაში ხომ უნდა იცოდე ჩონჩხის აგებულება? ის ჩონჩხი მაინც ხომ შეიძლება ამოიტანო კლასში და ბავშვს დაანახო, მაგრამ ესეც არ ხდება. მიკროსკოპი გვაქვს, ერთხელ ამოიტანეს ისიც. თუმცა, ზოგს ლინზები აქვს გაფუჭებული, ზოგს რაღაც აკლია, დაშლილებია რა, ასე რომ ვთქვათ“, – ამბობს დიანა აბუსელიძე. დიანა მეცხრეკლასელია და იმ პრობლემებზე გვიყვება, რაც …

რამდენად საჭიროა სკოლებში უფასო კვების შემოღება? – პარტიების ხედვა

საჯარო სკოლებში ბავშვების გამოკვების საჭიროება თითქმის ყველამ აღიარა, მათ შორის მმართველმა პარტიამ და წინა არჩევნებზე დაჰპირდა კიდეც მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ეს დაპირება „ქართულ ოცნებას“ არ შეუსრულებია. სასკოლო კვების საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ბათუმელები“ ამ საკითხზე ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ სასკოლო კვების დაფინანსებას და კვების რა …

საჯარო სკოლების 64%-ს არანაირი ლაბორატორია არ გააჩნია – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული საჯარო სკოლების უმრავლესობას სჭირდება მშენებლობა, რეაბილიტაცია ან რემონტი. 1561 სკოლიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლების 59 პროცენტს სჭირდება სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ან ახლის აშენება. მხოლოდ 28 პროცენტია ახლად აშენებული, გარემონტებული და რეაბილიტირებული. 9 პროცენტში დაგეგმილია რემონტი, რეაბილიტაცია ან მშენებლობა. ხოლო 4 …

„5-6 ბავშვი ზის კლასში“ – ბათუმის ზოგიერთ სკოლაში ბავშვების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა

დღეს, 22 იანვარს, ბათუმის ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა. ფაქტი უკავშირდება გუშინ, 21 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ტერორიზმის მუქარას. საუბარი იყო ბათუმის მე-3, მე-7, მე-8, მე-10 და 28-ე საჯარო სკოლებსა და რამდენიმე საჯარო სივრცეზე. „სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების სამინისტრო. „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრსაც ესაუბრა ამ …

რატომ ასწავლიან ესტონურ სკოლებში ჩვენზე უკეთ – რას ჰყვება ქართველი პედაგოგი ესტონურ მოდელზე

საერთაშორისო კვლევის PISA-ს მიხედვით, ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ადგილს იკავებს მათემატიკისა და წაკითხულის გააზრებაში. როგორ აღწევენ ესტონური სკოლები წარმატებას და რა პრინციპით მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ესტონეთში ინგლისური ენის მასწავლებელს ვაკო გოგუაძეს ესაუბრა. ის რამდენიმე წელია უკვე ამ ქვეყანაშია და აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება.  ბატონო ვაკო, შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმაზე, თუ …

ბათუმის მე-4 და მე-5 სკოლის მოსწავლეებს 4 სკოლაში გადაანაწილებენ – ტენდერი ტრანსპორტირებაზე

ბათუმის მე-4 და მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას, დროებით, სხვადასხვა სკოლის შენობებში გააგრძელებენ. მიზეზი მე-4 და მე-5 სკოლის შენობებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია – ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული. ჯამში 2 400-მდე მოსწავლის ოთხი სხვადასხვა სკოლის შენობაში ტრანსპორტირებაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა. ორი თვის [44 სასწავლო დღის] განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში სამინისტრო მაქსიმუმ 387 …

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის N5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 10,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტერიტორია, სადაც სკოლის შენობა დგას, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №58-ში მდებარეობს და მისი ფართობი 6 039 კვადრატული მეტრია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის სექტემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. …

წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს. პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული. „გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის …

რას აკეთებენ აჭარის მთის სკოლები, სადაც ინგლისურის მასწავლებლები არ ჰყავთ 

„ბათუმელებს“ ინგლისური ენის სერტიფიცირებული, ახალგაზრდა მასწავლებელი ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ სურდა აჭარის მთის რომელიმე სოფლის სკოლაში მუშაობა დაეწყო ინგლისურის მასწავლებლად, მაგრამ პროგრამის ფარგლებში ეს ვერ მოახერხა: მას უთხრეს, რომ პროგრამა გაუქმებულია. მასწავლებელმა „ბათუმელებს“ სთხოვა, შემდგომში პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, მისი ვინაობა არ გავამხილოთ. საქმე ისაა, რომ აჭარის განათლების სამინისტრომ, თავის დროზე, სწორედ სოფლის სკოლებში მასწავლებლების …

ჭადრაკის სწავლება II კლასშიც სავალდებულო გახდება

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჭადრაკის სწავლება მომავალი სასწავლო წლიდან მეორე კლასშიც დაემატება. აქამდე ჭადრაკი მხოლოდ პირველ კლასში იყო შეტანილი. ბრძანების მიხედვით, I და II კლასებში ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი სკოლას ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი. ამავე ბრძანებაში საუბარია დაწყებით კლასებში „კომპიუტერული ტექნოლოგიების“  გაკვეთილების შეტანაზეც. „II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით  …

„სადმე ხედავთ მშობლის ინტერესებს?“ – სკოლის დირექტორების ტესტირება საქართველოში

საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს ტესტირებით არჩევს. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. სკოლის დირექტორების ტესტირებაზე რეგისტრაცია 3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. სერტიფიცირების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ეტაპზე გადასული სკოლის დირექტორობის მსურველები გასაუბრებას გაივლიან. ჯერ უცნობია, რამდენმა პირმა გაიარა წარმატებით პირველი ეტაპი, თუმცა რიცხვები ცხადყოფს, რომ კონკურენცია დიდი არ …

რატომ მუშაობენ ბათუმის საჯარო სკოლები 2 და 3 ცვლაში 

ბოლო წლებში ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგდა. მაგალითად, თუ ათი წლის წინ ბათუმის საჯარო სკოლებში 1 668 პირველკლასელი სწავლობდა, 2022 წლისთვის, მხოლოდ საჯარო სკოლებში, 3 340 პირველკლასელი სწავლობს. ქალაქში დიდი ხანია აღარ არსებობს ერთცვლიანი სკოლა. უფრო მეტიც, გადატვირთული კონტინგენტის გამო, ზოგიერთ სკოლას სამ ცვლაშიც კი უწევს სწავლა. პედაგოგები ჩივიან, რომ არაფორმალური განათლებისთვის სკოლაში სივრცე აღარ დარჩა …

განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

„თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ გაიზარდა, სკოლაში არაფერი შეიცვლება,“ – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თორნიკე შევარდნაძე, რომელიც თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ბატონო თორნიკე, როგორც პედაგოგი, როგორ შეაფასებთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს? ვგულისხმობ სქემას, ახალი სკოლის მოდელს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც აკისრებს სახელმწიფო მასწავლებელს. ყველა მასწავლებელს, ვისთანაც კი მისაუბრია, აქვს გაუცხოება …

სკოლებში სწავლება 17 იანვარს განახლდება – დისტანციური სწავლება ამ სემესტრშიც დაუშვეს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა შემდეგი ორშაბათიდან, ანუ 17 იანვრიდან განახლდება. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. დისტანციურად სწავლის მოსურნე ბავშვებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ მისამართზე სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი დღეიდან უკვე გახსნილია. …

სკოლის მასწავლებლებს ხვალ PCR ტესტს ჩაუტარებენ

დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა 4 ოქტომბრიდან, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა სკოლის პედაგოგებს ხვალ, 28 სექტემბრიდან PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. სკოლის დირექტორებს მოლოდინი აქვთ, რომ სკოლებში განახლდება სწავლა და ამას ადასტურებს მასწავლებელთა ტესტირების ქვეყნის მასშტაბით დაწყება. „ტესტირების პროცესი უკვე ორგანიზებულია. როგორც გვითხრეს, ისევ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვლენ სკოლებში და PCR ტესტს ჩაუტარებენ ყველა …

ჩვენი მასწავლებლების 70-80 პროცენტი აცრილია – ბათუმის 4 სკოლის დირექტორი 

ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების 70-80 პროცენტი ვაქცინირებულია. „ბათუმელები“ ოთხი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა, აღნიშნული სკოლები მაღალკონტინგენტიანია. ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ 125 თანამშრომლიდან 82 აცრილია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით. „ნაწილი კი, ვინც დარჩა, ზოგს პირველი დოზა აქვს გაკეთებული და მეორეს ელოდება. ნაწილს რაღაც ჩვენება აქვს“, – ამბობს მარიზა …

„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

„სოფელში ბევრს ჰქონდა ვირუსი, მანავის ღვინის ქარხნიდან გავრცელდა, რომელიც მეზობელ სოფელშია და იქ მუშაობდნენ ინფიცირებული ადამიანები. მათ კი გაიარეს კარანტინი, მაგრამ სოფელში კიდევ ბევრს აქვს სიმპტომები, რომლებიც ვერ იტესტებიან. ამიტომ, პირადად მე, ჩემს შვილებს არ ვუშვებ სკოლაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მშობელი, რომელიც სოფელ თოხლიაურში ცხოვრობს. მშობლის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო …

რის გაკეთებას ავალებს სამინისტრო მასწავლებლებს, თუ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს

საქართველოს განათლების სამინისტრო „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას წერილობით ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწორედ სკოლაა ვალდებული უზრუნველყოს, რომ დისტანციური სწავლების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი მოსწავლე ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ამისთვის „სკოლამ უნდა უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. აღნიშნული ბრძანების თაობაზე ინფორმირებულია ყველა სკოლა და ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი“, – გვწერს სამინისტრო. …

გრანპრის მფლობელი სკოლის დირექტორი ლენა გომართელი გახდა

დღეს, 19 სექტემბერს, გრანპრის მფლობელი საჯარო სკოლები და დირექტორები გამოავლინეს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადასცეს. გრანპრის მფლობელი ლენა გომართელი გახდა. ის საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5000 ლარი გადაეცა, ხოლო მის სკოლას, სპეციალური პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელი დირექტორები არიან ასევე: საჩხერის, კორბოულის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, …

მოაწესრიგეს თუ არა აჭარაში სკოლებმა სველი წერტილები სწავლის დაწყების წინ

ოფიციალური მონაცემებით აჭარაში 229 საჯარო სკოლაა, მათგან დაახლოებით 95 პროცენტს სასწავლო პროცესის დაწყებამდე სველი წერტილების მოწესრიგება დასჭირდა. აჭარის განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  სკოლების უმეტესობა შრომის ინსპექციისგან დადებით შეფასებას მიიღებს. „ჩვენ სველი წერტილების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებში ჯერ კიდევ იანვრიდან დავიწყეთ, შევადგინეთ ცხრილი, თუ რომელ სკოლას რა პრობლემა ჰქონდა და დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით 20-მდე სკოლაში …

ბათუმში ეროვნული გამოცდები სამ საჯარო სკოლაში ჩატარდება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში წელს აღარ ჩატარდება. აბიტურიენტები ბათუმის სამი საჯარო სკოლის შენობებში გადანაწილდებიან. ესენია: ბათუმის პირველი, მე-10 და მე-14 საჯარო სკოლები. საკლასო ოთახები კონდიციონერებით აღიჭურვება. სულ 70 კონდიციონერის შესყიდვაა გადაწყვეტილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 143 ათასი ლარი დაიხარჯება. „ორი სკოლისთვის იქნება შესყიდული 70 კონდიციონერი, პირველი საჯარო სკოლა კი გასულ წელს …

სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვაში, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები დაეხმარებიან. „მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინრეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან მაღალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად …

როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას

„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს. „ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, …

შენობაში სველი წერტილის არმქონე სკოლებისთვის 745 000 ლარის სადეზინფექციო ხსნარს იყიდიან

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე იმ სკოლებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მექანიკურ დისპენსერებსა და სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ. 5 ათასი ცალი დისპენსერისა და 80 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად 745 ათასი ლარი დაიხარჯება. სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს – 1 299 სკოლას – არ აქვს წყალმომარაგების …

რაში დახარჯავს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ $102 მილიონს განათლების სამინისტრო

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტი – „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“. ამ შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება და მოკლე რელიზის სახით ავრცელებს ინფორმაციას, თუ რაში უნდა დაიხარჯოს 102 მილიონი დოლარი. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი, რომელიც განათლების მინისტრს შეხვდა, ამბობს, რომ პროექტის მიზანია გააუმჯობესოს განათლების ხარისხი და გაზარდოს პედაგოგთა კვალიფიკაცია. ასევე, პროექტი …

სკოლებისთვის 157 000 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ – კორონავირუსის პრევენცია

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით. სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლისთვის ჯამში 7 614 სპეციალურ აგრეგატს [მექანიკურ დისპენსერს] და 156 952 ლიტრ სადეზინფექციო საშუალებას შეისყიდიან. დოკუმენტების მიხედვით, საჯარო სკოლების თითქმის ნახევარს [1 299 სკოლას] არ აქვს წყალმომარაგების სისტემა [საპირფარეშოები] …

Exit mobile version