დარღვევები და არასაკმარისად უსაფრთხო გარემო სკოლებში – აუდიტის შენიშვნები სამინისტროს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობას შეეხება, ნათქვამია, რომ გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. კერძოდ: 2018 წლის მონაცემებით, მანდატურის სამსახურით სკოლების მხოლოდ 21 პროცენტია უზრუნველყოფილი, ვიდეოკამერებით აღჭურვილია სკოლების 44 პროცენტი, მაშინ როცა 1,161 (50%) სკოლაში არც მანდატურის სამსახურია, არც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და არც …

სამინისტრო: 24 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ხარვეზები გამოვლინდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა 28 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით 700 საჯარო სკოლაში შეამოწმეს. 27 თებერვალს კი 1100 საჯარო სკოლაში. დღეს, 28 თებერვალს, შემოწმებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა 9 საჯარო სკოლაში, გუშინ კი 15 საჯარო სკოლაში. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, რომ არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან. „რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, 27-28 …

ბათუმში 15 საჯარო სკოლა შეამოწმეს – კორონავირუსის პრევენცია 

ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 15 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობები შეამოწმეს. როგორც მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში კორონავირუსისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომები მიღებულია. „ჩვენ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავაფრთხილეთ სკოლები, რომ მიეღოთ პრევენციული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ და შეეძინათ საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ხსნარები. მცირებიუჯეტიან სკოლებს თუკი შეექმნებათ …

განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს

განათლების სამინისტრომ დაამტკიცა კანონი სოციალური მუშაკის შესახებ. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სისტემაში შევლენ სოციალური მუშაკები, რისი გამოცდილებაც განათლების სისტემას აქამდე არ ჰქონდა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე დაზუსტებით სამინისტროშიც არ იციან, რა ფუნქცია ექნება სისტემაში სოციალურ მუშაკს, თუმცა ამბობენ, რომ მისი სისტემაში შესვლა მნიშვნელოვანია. „პირველ …

სამინისტრო 200 ათას ლარად საჯარო სკოლებისთვის ჯაზბენდის აღჭურვილობას ყიდულობს

200 ათასი ლარი  დაიხარჯება აჭარი განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში ჯაზბენდისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. ამის შესახებ განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მუსიკალურ აღჭურვილობას სკოლებში არაფორმალური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიტანენ. სულ შეირჩევა 16 საჯარო სკოლა, მათ შორის მუნიციპალიტეტებშიც. „გვინდა, ახალგაზრდებს ადგილზე ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფოლკლორის გარდა თანამედროვე მუსიკაც შეისწავლონ. ბავშვებს თავიანთი ინტერესების მიხედვით …

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრებში 23 დამხმარე ჯგუფი შეიქმნება

2020 წლის სექტემბერში, „ახალი სკოლის მოდელში“ 300 საჯარო სკოლა ჩაერთვება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ბათუმში, სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე შეიქმნება 23 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 14 სხვადასხვა საგნის სპეციალისტი, მათ შორის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ეს ჯგუფი მუნიციპალურ დონეზე დახმარებას გაუწევს ახალი …

რა სარგებელს მიიღებენ USAID-ის 7-მილიონიანი პროექტით მოსწავლეები და პედაგოგები

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი სახელწოდებით – „წინსვლა“ საჯარო სკოლებში ხუთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ჩათვლით, რამდენიმე ეტაპად  განხორციელდება. განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ დეტალებზე, თუმცა წერილობით განმარტებებში აღნიშნულია, რომ „პროექტი მოწოდებულია მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები“. USAID-ისგან მიღებული ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული, მდგრადი …

განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთ საპილოტე პროგრამას იწყებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამის დანერგვა იგეგმება. სკოლებში ახალი პროგრამა Minecraft Education Edition-ი სექტემბრიდან უნდა დაინერგოს. „შერჩეული იქნება 150 საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით, სადაც დაინერგება კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც სასწავლო პროცესს საინტერესოს და უფრო ეფექტურს გახდის“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აღნიშნული პროგრამა განხორციელდება საჯარო სკოლებში არსებული კომპიუტერული კლასების ბაზაზე, თუ საჭირო იქნება …

2020 წლის გამოცდაზე პედაგოგების კონკურენტები იურისტები და ბანკირები იქნებიან

შემოდგომაზე ჩატარებულ გამოცდაზე 6 000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა. დაახლოებით ამდენივე პედაგოგმა ვერ ჩააბარა გამოცდა ზაფხულის გამოცდაზეც. სიაში არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებმაც გამოცდაზე 1, 2 და 0 ქულა მიიღეს. მაგალითად, 0 ქულა უწერია შეფასებაში სპორტის, რუსულის, დაწყებითი განათლების ოთხ მასწავლებელს, 1-1 ქულა აქვთ მიღებული ასევე ქართულის, დაწყებითის და რუსულის მასწავლებლებს. შემოდგომის გამოცდაზე, მასწავლებლები …

2020 წლიდან მოსწავლეები ტესტირებას გაივლიან – ახალი პროექტი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლიდან მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყება, რომელიც ტესტირებას გულისხმობს. ტესტირება ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, სპეციალურად ამ პროექტისთვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დროს მიღებული …

აჭარაში 341 ათოსანს კომპიუტერი გადასცეს

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში 341 მეათეკლასელი კომპიუტერით დააჯილდოვეს. ეს ის მოსწავლეები არიან, ვისი წლიური აკადემიური შეფასებაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე. სახელმწიფო კომპიუტერებს საჩუქრად მხოლოდ საჯარო სკოლის ათოსნებს გადასცემს. ათოსნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ვისაც კომპიუტერები გადასცეს: [checklist] ბათუმში: 119 მოსწავლე ხელვაჩაურში: 35 მოსწავლე ქედაში: 18 მოსწავლე შუახევში: 29 მოსწავლე ხულოში: …

პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების ბოლო ეტაპი გამოცხადდა

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო და პედაგოგებს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ფულადი ჯილდო, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, 29 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება დასკვნითი ეტაპი და ამის შემდეგ, პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ფულად ჯილდოზე განაცხადი გააკეთონ. პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს დაადასტუროს …

გრანპრის მფლობელ დირექტორს 5 000 ლარი გადაეცემა – ახალი კონკურსი სკოლებისთვის

განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გამოცხადდა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანიც საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერაა. ასევე, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის. განათლების კოალიციის ინფორმაციით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას სკოლებში. კონკურსანტების რეგისტრაცია დღეს, 29 ოქტომბერს, დაიწყო და …

მასწავლებლის გამოცდების გამო 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

26 ოქტომბერს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება, რომელიც საჯარო სკოლებში ტარდება. ამის გამო სკოლებში იძულებითი არდადეგები გამოცხადდება. გამოცდები 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში არდადეგები უნდა გამოცხადდეს. მოსწავლები გაცდენილ გაკვეთილებს დამატებითი საათების ხარჯზე აანაზღაურებენ, სკოლის მიერ შერჩეული გრაფიკით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში …

არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ სკოლებში კამპანია დაიწყო

„ნუ წაართმევ ბავშვობას!“ – საჯარო სკოლებში ნაადრევი ქორწინების  წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულის აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ თემაზე დღეს, 22 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, ხვალ …

ჩაქვის პირველ და ახოს საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე პედაგოგები ასწავლიან

ქართულ საჯარო სკოლებში  უცხოელი მოხალისე მასწავლებლები შევლენ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შრომითი ხელშეკრულება 40 მასწავლებელს გაუფორმდა. აქედან 15 ინგლისურენოვანი მასწავლებელია, 2 – იტალიურენოვანი, 1 – გერმანულენოვანი, 4 – ფრანგულენოვანი და 18 – ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი. ორი ინგლისურენოვანი მასწავლებელი აჭარაში, კერძოდ, ჩაქვის პირველ სკოლაში და სოფელ ახოს საჯარო სკოლაში შეასწავლის ბავშვებს ინგლისურ …

ბათუმის 3 და ქობულეთის 2 სკოლაში იტალიური ენის სწავლება დაიწყო

ბათუმის პირველ, მე-2 და მე-6 საჯარო სკოლებში იტალიური ენის შესწავლა დაიწყო. იტალიურს შეისწავლიან ასევე ქობულეთის პირველ და მე-6 საჯარო სკოლებშიც. საგანი არჩევითი იქნება და სწავლება მეხუთე და მეათე კლასებიდან დაიწყება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, საჯარო სკოლებში იტალიური ენის შესწავლა განათლების სამინისტროსა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გადაწყდა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტის კორდინატორია ქართულ-იტალიური …

რა შემთხვევაში შეგიძლიათ დასაქმდეთ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით

პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების საჯარო სკოლიდან გასვლის შემდეგ სკოლებში გაჩენილ ვაკანსიებზე კონკურსები მიმდინარეობს. სკოლების გარკვეულმა ნაწილმა სასურველი კადრები შეარჩია, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ 1 500 ვაკანსიაა. იმ შემთხვევაში, თუკი სკოლები არსებული ვაკანსიების შევსებას სასწავლო წლის დასაწყისში ვერ შეძლებენ, სკოლაში შესვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი …

5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოაყალიბონ თეატრალური დასი და დადგან სასკოლო სპექტაკლი. გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პროექტი, თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება. გამარჯვებული პროექტებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო სპექტაკლს, რომლებიც დამატებით მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. პროექტებს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც. კონკურსში მონაწილეებმა აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ …

ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

მაგდანა ხაბაძე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და შპს „განათლების“ ბიოლოგიის მასწავლებელია, რუსუდან შავაძე კი მე-6 საჯაროს სკოლაში ქიმიას ასწავლის. ისინი იმ 12 მასწავლებელს შორის არიან, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. რას ელოდებიან ამ სტაჟირებისგან პედაგოგები და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში სწავლება აქტიური გახდეს. გამარჯვებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა. …

რა მწვავე პრობლემები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას

რა საჭიროებები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას, რა არის მთავარი გამოწვევა და როგორ აპირებენ სკოლები ამ პრობლემების დაძლევას? – საპილოტე კვლევის შედეგებზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში 15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ნინო რევიშვილი გვესაუბრება. ნინო რევიშვილის თქმით, საკვლევად შერჩეული იყო სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა, მათ შორის ქალაქის, …

TDI პედაგოგების რელიგიური შინაარსის ლექციებში ჩართვას ეხმაურება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება. „საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნისა, სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალობა, მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში, ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით გამოფენა, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, დისკრიმინაციისა …

ბოლო ორ კვირაში ბათუმში ორი მოსწავლე გოგო დაქორწინდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის შუალედში ბათუმში ორი არასრულწლოვანი გოგო დაქორწინდა. ერთი არასრულწლოვანი 17 წლისაა, მეორე კი, როგორც სკოლაში გვითხრეს, 16 წლის. ორივე გოგონა, საჯარო სკოლის მოსწავლეა. იმ სკოლის დირექტორი, სადაც 17 წლის გოგო სწავლობდა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. „მაშინვე შევატყობინე სოციალური მომსახურების სააგენტოს, წერილობით მივმართეთ, ჯერ არ ვიცით, …

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 17  ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნები ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, არჩევნები ყველა სკოლაში ერთდროულად ჩატარდება, თუ ეტაპობრივად. ამ თემაზე განცხადებას სამინისტრო ხვალ, 4 ივნისს, გააკეთებს. სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის …

528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

აჭარის ექვსი რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 1 159 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლას 528 აპირებს, სხვებმა კი სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. როგორც რესურსცენტრებში გვითხრეს, წლის ბოლომდე, შესაძლოა, სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი  პენსიონერი მასწავლებელი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე გასული პენსიონერი მასწავლებლები 2019 წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის …

სკოლა, რომელსაც 32 მასწავლებლიდან 10 ტოვებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის ათმა პენსიონერმა პედაგოგმა დღეს სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს – ორი წლის ხელფასს ჯამურად სექტემბერში მიიღებენ. კირნათის სკოლის დირექტორის თქმით, პროფესიაში დარჩენა  მხოლოდ ორმა პენსიონერმა მასწავლებელმა გადაწყვიტა. დირექტორი ამბობს, რომ ისინი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე აპირებენ გასვლას. „ერთი პედაგოგი ჯერ …

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2020 წლიდან

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მასწავლებელმა 2020 წლიდან იმ შემთხვევაში, თუკი სტატუსის ამაღლებას გადაწყვეტს, რას ვერ მიიღებენ პენსიონერები, თუკი ჯილდოზე წელს უარს იტყვიან და ვინ წყვეტს, როგორი უნდა იყოს სკოლა? – „ბათუმელების“ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს. ბატონო ბერიკა, 2020 წლიდან მასწავლებელი ახალი სისტემით შეფასდება, რა იცვლება არსებითად? მასწავლებლის შეფასების ახალი …

ბათუმის რომელ საჯარო სკოლებშია თავისუფალი ადგილები – პირველკლასელთა რეგისტრაცია

ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში შევსებულია, გარეუბანში მდებარე სკოლებში კი 160 ადგილია დარჩენილი. პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ იზღუდება და ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლაში რეგისტრაცია გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებსაც შეუძლიათ. ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა. აქედან პირველკლასელების მიღება ამ ეტაპზე  მხოლოდ შვიდ საჯარო სკოლას შეუძლია. …

რა უფლებებს ითხოვს აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლებთან დაკავშირებით

აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს. ინიციატივას „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს, მანამდე კი ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს. ინიციატივა ითვალისწინებს ოთხ პუნქტში ცვლილების შეტანას. კერძოდ: [checklist] ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო …

აჭარის ექვს საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ექვს საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ. დღეიდან მანდატურები იმუშავებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში, კერძოდ: სალიბაურის, ჭარნალის, ახალსოფლის და ფერიის საჯარო სკოლებში. ასევე, მანდატური იმუშავებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეღვას საჯარო სკოლაში და დაბა ქედის საჯარო სკოლაში. ამ სკოლებში მანდატურები აქამდე არ იყვნენ. როგორც მანდატურის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზოგიერთ სკოლაში 2-2 მანდატური იმუშავებს, ზოგან …

იქნება თუ არა მასწავლებელი ობიექტური ნიშნების დაწერისას – რას შეცვლის ახალი სისტემა

განათლების სამინისტრომ სკოლებში საატესტატო გამოცდები გააუქმა. თუმცა რა სისტემით შეაფასებენ მოსწავლეებს საბოლოოდ, არიან თუ არა სკოლები მზად საგამოცდო სისტემის დეცენტრალიზაციისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხები არც სკოლას აქვს და არც სამინისტროს. ბუნდოვანებით მოცულ რეფორმაზე, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობასა და მოსალოდნელ რისკებზე „ბათუმელებთან“ მეორე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნანა პაპუნაიშვილი საუბრობს. ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, რა რისკებს …

გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის

რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად. კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ …

რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში

„უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტრო დამატებით, ორი ახალი ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას აპირებს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. სამინისტროს განცხადებით, ცენტრებში მაღალი კვალიფიკაციის ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ. მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას. მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლებში „დაინერგება თვისობრივად ახალი მიდგომა“, …

რატომ გადასცეს საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მოსწავლეებს კომპიუტერები

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის საჯარო სკოლებში 267 ათოსანი სწავლობს საბაზო საფეხურზე, გასულ წელს კი 252 სწავლობდა. ათოსან მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამინისტრომ დღეს, 21 ნოემბერს, საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. კომპიუტერები ათოსან მოსწავლეებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ. სამინისტროს განმარტებით, კომპიუტერით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს …

რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს

წელს პირველად საჯარო სკოლები მშობლებთან კონტრაქტს გააფორმებენ. მსგავსი გამოცდილება მშობლებს და სკოლებს აქამდე არ ჰქონიათ. „ბათუმელები“ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას გაეცნო, რომელიც ყველა სკოლაში იდენტურია. სკოლებში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების პირობები თითქმის იმეორებს ზოგადი განათლებისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. რას ცვლის სკოლებისა და მშობლების პასუხისმგებლობაში აღნიშნული კონტრაქტი და რა ხდება იმ შემთხვევაში, …

როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებამ გაზარდა მისი მოხმარების შემთხვევები არასრულწლოვნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორია ამ მხრივ ვითარება სკოლებში და რა პრევენციულ ზომებს ატარებს სკოლების ადმინისტრაცია იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა არ მოიხმარონ მარიხუანა. იციან თუ არა მოზარდებმა, რა შეიცვალა რეალურად კანონში მას შემდეგ, რაც მარიხუანას მოწევა აღარ არის დასჯადი. მაგალითად, ბათუმის მე-17 საჯარო …

Exit mobile version