თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა

„ოცნების“ პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას დაუჭირეს მხარი. თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა …

პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის გახსნისთვის ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი უნდა გამოინახოს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად ბიუჯეტში 32 980 777 ლარი უნდა გამოინახოს. ეს თანხა შენობაში არსებული აგრეგატების რემონტსა და ჰაბის გახსნისთვის საჭირო ღონისძიებებს მოხმარდება. ცალკე 1,5 მილიონი ლარი იხარჯება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად. საქართველოს მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით, „ქუთაისში მდებარე ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის მხოლოდ ცენტრალურ შენობაში განთავსებული აგრეგატებისთვის …

დეპუტატმა 600 კვ.მეტრი მიწა სახელმწიფოს 1050 კვადრატში გაუცვალა – ხუნდაძის გარიგება

საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახელმწიფოსთან სარფიანი გარიგება დადო. მან ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთი გაუცვალა. დეპუტატმა სახელმწიფოს გადაუფორმა თავისი კუთვნილი 600 კვ.მეტრი მცხეთაში და  სანაცვლოდ ასევე მცხეთაში, სამხედრო ქალაქში, მტკვრის სანაპიროზე 1050 კვ.მეტრი გაიფორმა. არც ქონებრივ დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის დოკუმენტებში არ ჩანს, ვინ იყო გაცვლის ინიციატორი, ქონების მართვის სააგენტო, თუ დეპუტატი. თუმცა, …

110 000 დოლარი მაჯის საათში – „ოცნების“ დეპუტატის საათების კოლექცია

დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილს 8 ცალ საათში ზუსტად 439 400 დოლარი აქვს გადახდილი. ამის შესახებ დეპუტატს თავის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია. „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის ეს პირველი ქონებრივი დეკლარაციაა, გიორგი ბარვენაშვილმა პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა. დროის მაჩვენებელ ნივთში ყველაზე ძვირი ფასი დეპუტატ ბარვენაშვილის 2022 წელს გადაუხდია – დეკლარაციაში წერს, რომ Audemars Piguet-ის საათი 110 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა. …

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოაცხადა – ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დღეს, 16 აპრილს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ვებგვერდზე გამოყენებულიყო ინფორმაციით მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ …

„ქალებმა რუსული კანონის წინააღმდეგ მედგრად იბრძოლეს… ოცნებას ეშინია ქალების“ – გამოკითხვა ბათუმში

პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე თანამდებობიდან – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. გიორგი კეკელიძე წერს, რომ ამის მიზეზეად შალვა პაპუაშვილმა 11 წელი დაუსახელა – რომ „ბევრია“: „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების …

ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის მოწყობაზე 2 მილიონს ხარჯავენ

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში „ტექნოპარკის [ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის] გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვაზე [Design-Build მეთოდით]“ ტენდერი 2 მილიონი ლარით გამოაცხადა. თავდაპირველად ქუთაისში პარლამენტის შენობის აგებაზე 73 757 930 ლარი დაიხარჯა. „ქალაქ ქუთაისში ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა აშენდა 2010-2012 წლებში. აღნიშნულ შენობას არ გააჩნია შენობასთან მისასვლელი კაპიტალური საავტომობილო გზა, ავტომობილების საპარკინგე ადგილები; არსებული …

ვინ არის დეპუტატი მაჭარაშვილი, რომელიც პარლამენტში სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს იმით მიიქცია მედიის ყურადღება, რომ პარლამენტის დერეფანში სცადა გადაეფარა ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა, რომელიც იძახდა – „არა რუს ჯაშუშებს“. მედიის თანდასწრებით, მმართველი პარტიის წევრი მაჭარაშვილი მთელი ხმით ცდილობდა ჩაეხშო ოპოზიციონერი ქალის ხმა და დაიწყო სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის დეპუტატის, „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ …

პაპუაშვილის სექსისტური განცხადება ქალ დეპუტატებზე

დრეს, 20 სექტემბერს, პარლამენტის დერეფანში უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, სხდომის გაგრძელების შემდეგ კი შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების აქტივობას სექსისტური ფრაზებით გამოეხმაურა: შალვა პაპუაშვილის აზრით, ის, რომ ქალმა დეპუტატებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც „ქართული ოცნების“ დროშა იყო გამოსახული წარწერით – „Русский военный корабль, иди на …

აპირებენ აჭარის ტელევიზია ბოლომდე გადააქციონ პროპაგანდის ნაწილად – გია აბულაძე

დღეს, 3 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს გაუქმება ტელევიზიას კიდევ უფრო დაასუსტებს და საბოლოოდ გადააქცევს პროპაგანდისტულ მედიად. „როცა დაიწყო აჭარის ტელევიზიის მოვლენები და ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესი, მაშინ ვთქვით, რომ მთავარი გეგმა იყო არა …

ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დასაკანონებლად პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრამდე დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. კონკრეტულად კი, სადავო იქნება მიჯნის ზონების საკითხი, რომლის დაცვასაც …

ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

დღეს, 18 მაისს, საქართველოს პარლამენტი ბათუმის სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც …

„მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს

„ბატონო შალვა, მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ და პირველი ორგანო ამ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ვერ ფუნქციონირებს მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას, შევქმნათ საგამოძიებო კომისია,“ – მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დღეს, 20 აპრილს, …

უცხოეთში მყოფი პირი გაწვევისთანავე უნდა დაბრუნდეს საქართველოში – განხილვა პარლამენტში

დღეს, 22 მარტს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი წარადგინა. ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“. ცვლილების თანახმად, საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი …

არც სახლი, არც მანქანა, მხოლოდ ავტოფარეხი – ყაველაშვილის „გამჭვირვალე“ ქონება

საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და ამავე დროს „ხალხის ძალის“ წევრია, რუსული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას გამჭვირვალობის არგუმენტით ხსნის. თუმცა, გამჭვირვალობას მოწყურებული დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის ყოველწლიურად შევსებასაც მას კანონი ავალდებულებს, არც ისე გამჭვირვალეა. თუ პარლამენტარი ყაველაშვილი დეკლარაციას კეთილსინდისიერად ავსებს, გამოდის, რომ მას არ აქვს სახლი, არ აქვს მანქანა და მთელი მისი …

აქციაზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, მობილიზებულია სპეცრაზმი

დღეს, 7 მარტს, საღამოს ამ წუთებში [20:47] თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სავარაუდოდ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც. აქციაზე ისმის გამაფრთხილებელი სირენა – აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ წყლის ჭავლს. აქციის მონაწილეებს ხელები ზემოთ აქვს აწეული, თუმცა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების რაოდენობა …

„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ანა ნაცვლიშვილის შეკითხვა რუსული კანონის ავტორს

„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ასე მიმართა დღეს, 7 მარტს, პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა რუსული კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, გურამ მაჭარაშვილს „ხალხის ძალიდან“. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს, 7 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონპროექტს განიხილავს. მანამდე „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდებოდა 9 მარტისთვის, თუმცა დღეს, 7 მარტს, დაჩქარებული წესით აპირებს პირველი მოსმენით მიიღოს რუსული კანონი. …

მოდით პარლამენტთან, არ დავუშვათ ოკუპაცია მორიგ ჯერზე – ოპოზიციის მიმართვა მოქალაქეებს

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 7 მარტს, წინასწარი ინფორმირების გარეშე დაიწყო რუსული კანონპროექტების განხილვა, დაანონსებული ხუთშაბათის ნაცვლად. „ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა დღეს პირველი მოსმენით აპირებს კანონის მიღებას, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა მოქალაქეებს მოუწოდეს პარლამენტთან შეკრებისკენ. „ჩვენი ქვეყანა არ უნდა …

პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო

დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ. გუშინ პარლამენტმა განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შესახებ. კერძოდ, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სხდომაზე მედიას კვლავ არ შეუშვებენ. კომიტეტთან მისასვლელი დერეფანი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს გადაკეტილი. უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც სხდომაზე დასწრებას აპირებენ მეორე …

„ეს არის კორუფციის სქემა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი სამშენებლო ამნისტიის პროექტზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც ბათუმში სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს, შეუსაბამო იქნება იმ დოკუმენტთან, რასაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი წლის ბოლოს მერიას ჩააბარებს. ამასთან დაკავშირებით მან დღეს, 3 თებერვალს, ბრიფინგი გამართა. „ყველა კომპანია, რომელიც ბათუმში ამ მიმართულებით ოპერირებს, არიან ამ მაჟორიტარების დამფინანსებლები წინასაარჩევნოდ, უმეტესობა ამ კომპანიებისა. მთავარი პრობლემა და შეუსაბამობა არის ის, …

დეპუტატები აჭარიდან ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებას ითხოვენ

დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად დასრულდება მათთვის, ვინც ბათუმში უკანონოდ ააშენა სასტუმრო, საცხოვრებელი კორპუსი, დაარღვია სანებართვო პირობები – უკანონოდ დაამატა ორი სართული ან მეტი. ვინც დასრულებულ კორპუსს ტერასული სართული დააშენა და იქ აუზის მოწყობა დაიწყო და ასე შემდეგ… ყველა შენობა კანონის ჩარჩოში მოექცევა. მათი დაკანონებისთვის სამშენებლო კოდექსში ცვლილებას სპეციალურად ბათუმისთვის კიდევ ერთხელ ითხოვენ. ინიციატივის ავტორები არიან …

თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

„ათენი, სტამბული, ვარშავა, კრაკოვი, რომი, ამერიკა, ირლანდია, ისრაელი, პოლონეთი“, – ეწერა დღეს ჩემოდნებზე, რომელიც მოქალაქეებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მიიტანეს. მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და თქვეს, რომ ქალაქმა, რომელსაც მოქმედმა ხელისუფლებამ პარლამენტი წაართვა, ფუნქცია დაკარგა. სრულ უპერსპექტივობას კი ქუთაისში მცხოვრებლები ემიგრაციაში გაურბიან. აქციის მონაწილეთა თქმით, ემიგრაციაში მიდის ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი, რადგან ეს მათი გადარჩენის …

უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი  _____________________ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მეორე მოსმენით უკვე მიიღეს უსინათლოს მიერ გარიგების დადებისას მისი ნების ნამდვილობის დადასტურების (ხელმოწერის) მომწესრიგებელი ნორმები. 31 ოქტომბერს მესამე პლენარული მოსმენის წინა საკომიტეტო მოსმენაც გაიმართა, ანუ ამ ცვლილებების კანონად ქცევამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მესამე მოსმენაზე ტექნიკური შესწორებების გარდა აღარაფერი იცვლება, ამიტომ უკვე შემიძლია აღვწერო ის მრავალწლიანი, მინიმუმ 2-წლიანი მძიმე …

ლევან ვარშალომიძეს პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა

დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.

ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანიამ 5 მილიონამდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების საქმიანობასა და მილიობით ლარის სარგებლის სახით მიღებაზე ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ  ხელშეკრულებებით,  რომლებიც  ხულოს მუნიციპალიტეტმა ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანია „როდასთან“ გაცილებით დიდ თანხაზე გააფორმა, ვიდრე თავად კომპანია სთავაზობდა. „ამგვარი პრაქტიკა და შემთხვევათა სიხშირე გვაეჭვებს ე.წ. უკუგორების კორუფციული სქემის არსებობაზე“ – წერს …

ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. „პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 …

„ის იყო დაკავშირებული სუს-თან“ – რას ჰყვება „ოცნების“ ყოფილი წევრი დეპუტატ სამხარაძეზე

„2017 წლის არჩევნებზე, როცა დიმიტრი სამხარაძე „ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, შექმნა ფორმულარი, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე თანხმობა ხელმოწერით დაედასტურებინა სუს-ს,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ 2019 წელს დატოვა. დიმიტრი სამხარაძე პარლამენტარია, რომელმაც წუხელ, 3 ივლისის აქციაზე, „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისის აივნიდან ჯერ აქციის მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი მიხეილ …

100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები

2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია. გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, …

როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? – ნაკაიძე პრემიერს

„ეს ჩემი კითხვა არაა, ბათუმელი მუსლიმების კითხვაა. როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? როდის მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?“ – ჰკითხა საქართველოს პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში, დღეს, 22 ივნისს მივიდა. კითხვის დასმამდე ტარიელ ნაკაიძემ შეაფასა ევროინტეგრაციის პროცესი და პრემიერს უთხრა: „სამწუხაროდ, ქართულმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმ შანსის გამოყენება, რომელიც ისტორიულად …

ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

ბათუმში სამშენებლო პროექტების სიმაღლეებს ისევ გაზრდიან, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბათუმის მერს ექნება, მთავრობამ ეს  შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის დაუშვა. დაუშვებს პარლამენტიც, თუ სამშენებლო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ …

ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები – ნაკაიძე

პარლამენტის დამოუკიდებელი პედუტატი ტარიელ ნაკაიძე ოპოზიციის წევრების მხრიდან პარლამენტის დატოვებაზე თავის მოსაზრებას ავრცელებს. დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, ამას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები, რათა შეფასდეს რისკები და ყველა შესაძლო სცენარი. „ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შეუძლებლად მესახება, ამ ბრძოლაში წარმატებას მივაღწიოთ კოორდინირებული მუშაობისა და გააზრებული ნაბიჯების …

პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ

თბილისში, პარლამენტის შენობის „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე, ასევე ცენტრალური ფლიგელის მე-7 სართულზე, დაგეგმილია თითო სართულის დაშენება [მსუბუქი კონსტრუქციით]. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, მე-7 სართულზე დაშენება არარეკომენდებულია. რაც შეეხება მე-3 სართულის აივნებს, დაშენება შესაძლებელია, თუმცა შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში. პარლამენტის აპარატმა „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო …

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ „ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში“. შალვა პაპუაშვილი ასევე წერს: „დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ “. საქმე იმაშია, რომ დღეს დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა თავისი კოლეგა თინა ბოკუჩავა ძალის …

ღია წერილი გახარიას და სხვებს – ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება დაუშვებელია!

ღია წერილის ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ___ წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ: საზოგადოება ბათომი და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება და უკანონოდ მიიჩნევს ქ. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი 16 სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც პროექტის თანახმად ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება. პროექტს კომპანია …

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო  ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს. „მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, …

Exit mobile version