საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. კანდიდატების სია, ფაქტობრივად, უცვლელია. სიახლე მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს შეეხო, სადაც ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ნაცვლად მისი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი მინისტრობის კანდიდატად. მინისტრობის კანდიდატები არიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა; თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი; ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.
Tag Archives: საქართველოს პარლამენტი
50 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ სივრცეში პირბადით არ იქნებით – კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დახურულ სივრცეში, აგრეთვე ავტობუსებსა და ტაქსებში, პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებიან. კანონპროექტი ინიცირებულია ანრი ოხანაშვილისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ. „პირბადეების ტარება სავალდებულო არის დახურულ საჯარო სივრცეში, თავშეყრისას. თუკი ფიზიკური პირი არ დაიცავს წესს, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული წესით ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ …
Continue reading “50 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ სივრცეში პირბადით არ იქნებით – კანონპროექტი”
ტყეების ეკლესიისთვის გადაცემას მხარი არ დაუჭიროთ -TDI პარლამენტს მიმართავს
დღეს, 21 მაისს, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს ტყის კოდექსის კანონპროექტს. კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] საქართველოს პარლამენტს მიმართავს, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს: „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროექტს! საპატრიარქოსთვის მინიჭებული ახალი პრივილეგიებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვევა …
Continue reading “ტყეების ეკლესიისთვის გადაცემას მხარი არ დაუჭიროთ -TDI პარლამენტს მიმართავს”
ყველა ეკლესიას გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
ხვალ, 20 მაისს, საქართველოს პარლამენტი გეგმავს ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. 20 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იგეგმება კანონპროექტის მესამე, საბოლოო მოსმენა, რის შემდეგაც პარლამენტს შეეძლება აღნიშნული ცვლილების დამტკიცება. აღნიშნული კანონპროექტის …
პრეპარატი, რომლის სუნის გამოც პარლამენტის სხდომა შეწყდა, ცხოველებისთვის გამოიყენება
დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში დაღვარეს სითხე, რომელმაც ისეთი ცუდი სუნი დააყენა, რომ სხდომა შეწყდა და რამდენიმე დუპუტატი შეუძლოდ გახდა. პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფიც გამოიძახეს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „სავარაუდოდ, ესაა ქიმიური შეტევა პარლამენტზე“. მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აცხადებს, რომ სითხე, რომელმაც პარლამენტში მძაფრი სუნი დააყენა, პრეპარატი -АСД-2Ф -ია. საპროტესტო ხსნარი უვნებელი და უსაფრთხოა – …
შსს-ს სპეცრაზმმა თბილისში მშვიდობიანი აქცია დაშალა
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლიც. საპროტესტო გამოსვლები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 14 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან ამ …
Continue reading “შსს-ს სპეცრაზმმა თბილისში მშვიდობიანი აქცია დაშალა”
„ყოველ დღე გვექნება აქცია“ – ბათუმში კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ
დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები ბათუმში გაიმართება ხვალაც და ზეგაც. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პროპორცული საარჩევნო წესის კანონპროექტის ჩაგდებას. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ. „ყოველ დღე გვექნება აქციები, ხვალ …
Continue reading “„ყოველ დღე გვექნება აქცია“ – ბათუმში კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ”
„კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ – გურულების შეკითხვა ნინო წილოსანს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს დღეს, 15 ნოემბერს, გურიაში, ლანჩხუთში შეძახილებით დახვდნენ. შეხვედრის ვიდეოჩანაწერს „გურია თუდეი“ ავრცელებს. „კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ „გუგული მაღრაძის გვერდით დარჩით და ენძელა მაჭავარიანის გვერდით, არ გრცხვენიათ? მე მეგონა, რომ ჩუგოშვილის გვერდით იქნებოდით. დღესაც არ მჯერა, რომ ნინო წილოსანმა ამნაირი ბნელი გადაწყვეტილება მიიღო“. „ე.წ. ამბოხებული ხარ, …
Continue reading “„კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ – გურულების შეკითხვა ნინო წილოსანს”
„გადაგვაგდეთ? – გადაგაგდებთ!“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება
დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, 19:30 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება. „ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გადაგვაგდო და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო! პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი და ქართველი ხალხის ინტერესი მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას და საქართველოს პარლამენტს …
Continue reading “„გადაგვაგდეთ? – გადაგაგდებთ!“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება”
პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა – უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა
დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის …
Continue reading “პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა – უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა”
„ეს არის ივანიშვილის ხრიკები“ – აქცია ბათუმში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით
დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა შეიკრიბა აქციაზე – „არ გაბედო“. აქციის ორგანიზატორის, ალექსანდრე მილორავას თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები და საქართველოს პარლამენტმა გააუქმოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. „პროტესტის მთავარი მესიჯებია ნუ გადაგვაგდებს ხელისუფლება და ხალხის მონაპოვარს, არჩევნებს ნუ ჩაშლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავაგდებთ მათ“, – აცხადებს ალექსანდრე მილორავა. – „ჩვენ ვითხოვთ, …
„არ გაბედო“ – დღეს, 19 საათზე, ბათუმში აქცია იგეგმება
დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია იგეგმება. დღეს პარლამენტს კენჭი უნდა ეყარა კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თუმცა კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო ხვალ, 12 საათამდე. „პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ორი დღეა საქართველოს მოსახლეობა ვაკვირდებით საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ცირკს, …
Continue reading “„არ გაბედო“ – დღეს, 19 საათზე, ბათუმში აქცია იგეგმება”
„ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ – რას მოჰყვა გინება და დაპირისპირება პარლამენტში
„შე ნაძირალა!“, „რა ჯიშის ხართ, რა რწმენის ხართ!“, „თქვენ ხართ ივანიშვილის გოშიები!“, „ვინ არის ეს ბუსუსებიანი რეზინა?!“ „შე ნაბ..ვარო!“ – ეს და სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკები 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არაერთხელ გაისმა. საკანონმდებლო ორგანოში დაძაბულობის მიზეზი საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გახდა. „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში. დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა დამოუკიდებელი …
Continue reading “„ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ – რას მოჰყვა გინება და დაპირისპირება პარლამენტში”
პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა
ბათუმის მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ დაურეკა და ყველაფერი აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქლაივში მართლაც ისმის წარმოუდგენლად უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. …
Continue reading “პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა”
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად გახარია ახალი პრემიერ-მინისტრია. მან 98 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იღებდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებით შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალში რამდენიმე მსხვილი სამინისტრო გაიყოს, მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს. …
Continue reading “გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა”
ნიკა მელიას დაკავებას „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა პროკურატურის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 92 დეპუტატმა. მათგან ნიკა მელიას დაკავებას მხარი დაუჭირა 91 დეპუტატმა. ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში არ ახლდნენ მისი თანაპარტიელები. ენმ-ის დეპუტაცია და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომის მსვლელობას პარლამენტის ფოიეში ადევნებენ თვალს. …
Continue reading “ნიკა მელიას დაკავებას „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს”
„რუსეთუმეებო ყარხართ“ – საპროტესტო აქცია ბათუმში
საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლას აქციით აპროქტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ ტრანსფარანტებით: „ რუსეთუმეებო ყარხართ“, „შველა ევროპაშია“, „სირცხვილია“. See more გავრილოვმა ასამბლეას დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა. შესვენების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაიკავა ტრიბუნა და თქვა, რომ არ მისცემდა გავრილოვს სხდომის წაყვანის შესაძლებლობას. …
Continue reading “„რუსეთუმეებო ყარხართ“ – საპროტესტო აქცია ბათუმში”
არჩილ თალაკვაძე: რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის
„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!“ – წერს ფეისბუქის გვერდზე პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. კომენტარის გაკეთებაზე მან უარი გვითხრა. ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებენ, რომ არ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც …
Continue reading “არჩილ თალაკვაძე: რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის”
გეოგრაფები აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან ბატიაშვილს მიმართავენ
გეოგრაფები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს საქართველოს განათლების სისტემაში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა და განსაკუთრებით ზარალდება გეოგრაფია. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილის ტექსტს: „ჩვენ, გეოგრაფები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებულნი ვართ იმ რეფორმებით, რომელიც ბოლო დროს განათლების სისტემაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ჩვენთან განათლების მესვეურებს რეფორმა, …
სამი დეპუტატი აჭარიდან: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ
ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, ნუკრი/ლევან ბეჟანიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების სიას მხარს არ დაუჭერს. ის ამბობს, რომ კანდიდატებიდან მისთვის რამდენიმე მიუღებელია, თუმცა სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებს: ვისზეც ძირითადად არის წინააღმდეგობა, მათ ვგულისხმობო. ნუკრი ბეჟანიძემ ამ გადაწყვეტილებას თავისი ამომრჩევლის დაკვეთა უწოდა. გარდა ამისა, პარლამენტარის განმარტებით, ასეთი დამოკიდებულების მიზეზი წარდგენილი კანდიდატების „საქმიანობა და განვლილი ცხოვრებაა“. პარლამენტში …
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. გიორგი იაკობაშვილი …
Continue reading “რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს”
დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე: მე ჩემს ოჯახში სულ მორჩილად ვარ
რას ლობირებს ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში, როგორ აფასებს პრემიერის ქცევას, როცა მან ანზორ ბოლქვაძის კოლეგას და ყოფილ თანაპარტიელს შეაგინა და როგორ მოიქცევა თუ პრემიერი მას შეურაცხყოფს? – ამ და სხვა კითხვებზე ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ანზორ, ამ მოწვევის პარლამენტში რა საკითხებზე მუშაობთ? ძირითადი სამუშაო იყო კონსტიტუცია, მეორე კი ბიუჯეტი …
Continue reading “დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე: მე ჩემს ოჯახში სულ მორჩილად ვარ”
პარლამენტი 855 ათას ლარად 19 სედანს შეიძენს
საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 19 სედანის შესაძენად პარლამენტს 855 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანები უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი; გამოშვების წელი არანაკლებ – 2017; გარბენი – არაუმეტეს 30 კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი – ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა – არანაკლებ 120… საჭე – მარცხნივ; ავტომანქანების ძარის ფერი უნდა იყოს ვერცხლისფერი, …
Continue reading “პარლამენტი 855 ათას ლარად 19 სედანს შეიძენს”
სომხეთის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების წესს აპროტესტებენ
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. ისინი 2005 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში და „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მუშაობენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2015 წელს კანონი მიიღო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, ჯავახეთში მცხოვრებმა სომხეთის მოქალაქეებმა ახალქალაქის გამგეობას მიმართეს – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად. სტატუსი …
Continue reading “სომხეთის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების წესს აპროტესტებენ”
კერძო დაცვის სამსახურები შსს-ს და პარლამენტის წინააღმდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს კერძო დაცვის სამსახურები საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან. მოსარჩელეები არიან შპს „გიგანტი სექიურითი“ და „იუნაითედ სექურითი“. ისინი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომელიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ იმოქმედოს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე, როგორც კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, ხოლო მეორეს მხრივ, თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაც, …
Continue reading “კერძო დაცვის სამსახურები შსს-ს და პარლამენტის წინააღმდეგ”
რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი …
რატომ არ აქტიურობს მუხრან ვახტანგაძე პლენარულ სხდომებზე
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე იმ დეპუტატების სიაშია, რომლებსაც რვა თვის განმავლობაში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ და არც პლენარულ სხდომაზე გამოსულან სიტყვით პარლამენტში. ინერტულობის მიზეზებს დეპუტატი „ბათუმელებთან“ განმარტავს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობს. „მე, პირადად, ვმუშაობ სპორტთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, მწვრთნელებისგან არის მოთხოვნა, რომ მათ მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი. …
Continue reading “რატომ არ აქტიურობს მუხრან ვახტანგაძე პლენარულ სხდომებზე”
აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ
აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია. აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ …
Continue reading “აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ”
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში – პარლამენტი 3 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტი 3 მილიონი ლარის ფარგლებში პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. „განსახილველი ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ტენდერის გამოცხადების და ერთ-ერთის ჩაშლის შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება მაღალი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარება საქართველოში, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლისათვის იქნება შეფერხება“ – …
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. გარდა ამისა, ამომრჩეველი პირადაპირი წესით ვეღარ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. პროექტზე შეფასებები გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნები“, „ საია“ და „გამჭვირვალობა საქართველო“ . ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიესალმებიან, თუმცა არ მოსწონთ ის, რომ პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ …
Continue reading “საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები”
„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს
პარლამენტმა 22 თებერვალს კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს ფარულ სატელეფონო მოსმენებზე. ახალი მოდელის მიხედვით, ე.წ. „გასაღები“ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში გადავა, თუმცა ეს უწყება ანგარიშვალდებული სუს-თან იქნება. სუს-ი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, მოსმენებს. მეორე „გასაღები“, ანუ კონტროლის ბერკეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. ეს მოდელი საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ …
Continue reading “„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს”
ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო
დღეს, 6 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ 23 თვის შემდეგ, არსებითად განსახილველად მიიღო „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და „სახარების რწმენის ეკლესიის“ სარჩელი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ …
Continue reading “ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო”
რას ლობირებს სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ამპლუა გასული ოთხი წლის განმავლობაში სვეტლანა კუდბას მთავარი მიზნის მიღწევაში ვერ დაეხმარა. მან ბათუმში ვერ გახსნა დღის თავშესაფარი უსალკაროებისთვის. ამის მისაღწევად ის წლების განმავლობაში იბრძოდა. ახლა საქართველოს პარლამენტისა და მმართველი გუნდის ფრაქციის წევრია. აპირებს თუ არა ისევ თავშესაფრის პროექტის ლობირებას პარლამენტში და რა გეგმები აქვს მომავალში?- ამ და სხვა თემებზე მან …
Continue reading “რას ლობირებს სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში”