ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა …
Tag Archives: საქართველოს მთავრობა
საპატრიარქოს 700 ათას ლარს გადასცემენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – კობახიძის ახალი განკარგულება
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს 700 ათასი ლარი გამოუყვეს. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 19 ნოემბერს მოაწერა, დოკუმენტი კი მოგვიანებით გასაჯაროვდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა საპატრიარქოს სხვადასხვა სამუშაოს დასაფინანსებლად გადაეცემა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 700 000 ლარი, მათ შორის: …
მთავრობის ადმინისტრაცია საიდუმლო და პერსონალურ ინფორმაციას მიიღებს – ცვლილება კანონში
მთავრობის ადმინისტრაციას საიდუმლო და პერსონალური ინფორმაციის მიღების უფლება მისცეს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მიღების უფლებაც. „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში „ოცნების“ პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების [მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების] შემცველი ინფორმაცია. „ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე …
რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები
რა გათვლებით არჩევს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ? „მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული …
Continue reading “რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები”
„პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა
„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს. კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა: „ჩვენ უარი ვთქვით უძრავი …
სვეტიცხოველში წყალმა გაჟონა – „ოცნების“ მთავრობა დროებით გადახურვაზე თანახმაა
„ოცნების“ მთავრობა თანახმაა მომზადდეს სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდოს. შესაბამის განკარგულებებს ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს მოაწერა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, …
Continue reading “სვეტიცხოველში წყალმა გაჟონა – „ოცნების“ მთავრობა დროებით გადახურვაზე თანახმაა “
საპატრიარქოს სასწავლებლებს ბიუჯეტიდან 43 მილიონი ლარით დააფინანსებენ – განკარგულება
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 14 მარტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში 43 მილიონი ლარი გადაეცემა. დამატებით 12,5 ათასი ლარით დააფინანსებენ ასევე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. „დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ ფარგლებში გამოყოფილი …
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები მინისტრებად წარადგინეს
დღეს, 25 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრობის კანდიდატები წარადგინა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს. მინისტრობის კანდიდატები ყოფილი დეპუტატები არიან, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდნენ პარლამენტში. იუსტიციის მინისტრის პოსტზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წარადგინეს, რომელიც ბოლო წლებია ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა. ის ასევე მომხრე და ხელმომწერია რუსული კანონის, რომლის განხილვის დროს ის ოპოზიციონერ დეპუტატებს …
Continue reading “რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები მინისტრებად წარადგინეს”
კობახიძე მალავს, ვის აძლევს სახელმწიფო ქონებას პირდაპირი მიყიდვით და იჯარით
საქართველოს მთავრობა კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ ხშირად ამ პირების ვინაობას უკანონოდ მალავს. შესაბამის განკარგულებებს [სადაც სახელმწიფო ქონების მიმღების ვინაობა დამალულია], რომლებსაც მთავრობა ასაჯაროებს, ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს. ირაკლი კობახიძე პრემიერობის დასაწყისში აცხადებდა და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ისინი სრულიად გამჭვირვალეა. მთავრობას …
Continue reading “კობახიძე მალავს, ვის აძლევს სახელმწიფო ქონებას პირდაპირი მიყიდვით და იჯარით”
კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს მდინარე ჭოროხის ნაპირიდანაც ამოიღებს. მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, „ამბასადორს“ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი 3 წლით, იჯარით გადაეცა. კომპანია ყოველწლიურად საიჯარო ქირას – 84 904 ლარს გადაიხდის. ამასთან, კომპანიას „შესაბამისი ხელშეკრულების …
ქუთაისში ჯერარგახსნილი ჰაბის პრეზენტაციაზე მთავრობა 496 ათას ლარს ხარჯავს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 11 ოქტომბერს ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 496 ათას 272 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ტექნოჰაბი საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს. მთავრობამ ჰაბის გახსნა სააგენტოს 2025 წლისთვის დაავალა – შენობაში საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციაა აუცილებელი, რისთვისაც 20 მილიონი ლარის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვინაიდან წინასაარჩევნოდ ტექნოჰაბს ვერ გახსნიდა, მთავრობამ …
Continue reading “ქუთაისში ჯერარგახსნილი ჰაბის პრეზენტაციაზე მთავრობა 496 ათას ლარს ხარჯავს “
მთავრობა ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს კომპენსაციას არ უხდის – გაეროს შეუსრულებელი რეკომენდაცია
„კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები… კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. გაერომ ბავშვთა …
რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. ეს დახმარება არის როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი. რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები. შეღავათიანი სესხით უნდა …
Continue reading “რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით”
პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის გახსნისთვის ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი უნდა გამოინახოს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად ბიუჯეტში 32 980 777 ლარი უნდა გამოინახოს. ეს თანხა შენობაში არსებული აგრეგატების რემონტსა და ჰაბის გახსნისთვის საჭირო ღონისძიებებს მოხმარდება. ცალკე 1,5 მილიონი ლარი იხარჯება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად. საქართველოს მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით, „ქუთაისში მდებარე ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის მხოლოდ ცენტრალურ შენობაში განთავსებული აგრეგატებისთვის …
რა ვითარებაა ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც „რამდენიმე კვირაში“ უნდა გახსნან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზა „რამდენიმე კვირაში“ გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, ვისი დაკვეთითაც ეს გზა შენდება, ვერ დაგვიკონკრეტეს ამ „რამდენიმე კვირის“ ბოლო დაახლოებით რომელ თვეში დადგება. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების კონკრეტული თარიღი ადრე ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაასახელა. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ …
Continue reading “რა ვითარებაა ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც „რამდენიმე კვირაში“ უნდა გახსნან”
„ამბასადორი“ კუნძულისთვის 500 000 კუბ.მ ინერტულ მასალას ხალაში ულიცენზიოდ მოიპოვებს – მთავრობა
საქართველოს მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. კომპანიამ ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძული უნდა ააშენოს. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა. ამ განკარგულებით „ამბასადორს“ უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში 500 ათასი კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ …
საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს
საქართველოში რუსეთიდან გაზის იმპორტი ბოლო წლებში გაიზარდა. სახელმწიფო ყიდულობს რუსულ გაზს და აწვდის მიმწოდებელ კომპანიებს, ისინი კი – მომხმარებლებს. მაგალითად, „სოკარის“ მომხმარებელი არა მთლიანად აზერბაიჯანულ, არამედ ნაწილობრივ რუსულ გაზს მოიხმარს. „ბათუმელების” მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსულ გაზს თავად „სოკარიც” ყიდულობს. სემეკი რუსული გაზის იმპორტის ზრდას ქვეყანაში მოხმარების ზრდით ხსნის. სემეკის მონაცემებით, გაზის იმპორტი რუსეთიდან …
Continue reading “საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს”
ზღვაში გაუჩინარებული 24 წლის მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
2023 წლის 12 დეკემბერს 24 წლის მეზღვაური, უჩა მიქელაძე გემიდან გადავარდა და ზღვაში გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, ის სამუშაო ხელშეკრულებით იმყოფებოდა Sealife Shipping კომპანიის გემი M/V “AAIP GOLD“-ზე (IMO N:9221475), რომელიც რეგისტრირებულია პანამაში, მცურავი ვანუატუს დროშის ქვეშ. უჩა მიქელაძე წყალში გადავარდნის შემდეგ ვერ იპოვეს. ოჯახის ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: „მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გემისათვის …
Continue reading “ზღვაში გაუჩინარებული 24 წლის მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს”
„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი
„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში, ალბათ ყველას შევიფარებდი სანამდეც გავწვდებოდი. მიუსაფარ ძაღლებსაც მივიყვანდი სახლში. გული მიკვდება უსახლკარო ადამიანებს და მიუსაფარ ძაღლებს რომ ვუყურებ. ყოველდღე ვყიდულობ პურს და ქობულეთში რვა ძაღლს ვაპურებ, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილებს. უნდა ნახოთ, როგორ შემომცქერის 16 თვალი, როგორ მელოდებიან რომ ვაჭამო, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილი ჩემი ძაღლები“, – ამბობს 84 …
Continue reading “„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი”
რატომ არ ისმის უსახლკაროების ხმა – დისკუსია
ხულო, შუახევი და ქობულეთი ახალი წლის ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ
საქართველოს მთავრობამ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 2023 წლის 5 დეკემბერს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხულოს, შუახევსა და ქობულეთს „ეთხოვა“ საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. ეს სამი მუნიციპალიტეტი კი, ამ ღონისძიებების ჩასატარებლად, ჯამში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროექტის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გამართვასთან დაკავშირებით …
Continue reading “ხულო, შუახევი და ქობულეთი ახალი წლის ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ”
„მთავრობას ვთხოვეთ, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ“ – USAID-მისიის უფროსი „რევოლუციის მხარდაჭერაზე“
„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს,“ – გვითხრა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა, ჯონ პანელმა, როცა მას ვკითხეთ, საქართველოს მთავრობის ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ჯონ პანელი არ ასახელებს, ვის შეხვდა საქართველოს მთავრობაში, თუმცა ამბობს, …
მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში
ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შეიტანეს. აქედან ბოლო ცვლილება – 2023 წლის 29 სექტემბერს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა. საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები …
რა მოხდება, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება? – საიას განმარტება
„იმპიჩმენტის პროცედურის პირველი ეტაპია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 [სულ მცირე 50 დეპუტატი], – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. საია განმარტავს, რა პროცედურა სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რა მოხდება შემდეგ, თუ იმპიჩმენტი შედგება. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა …
Continue reading “რა მოხდება, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება? – საიას განმარტება”
მთელი ღამე მთავრობის გვერდზე ვწერდით კომენტარებს, ისინი შლიდნენ – პედაგოგი ხელფასის მატებაზე
„სამთავრობო გვერდზე დავიწყეთ კამპანია ჰეშთეგით #ღირსეულიპენსიაპედაგოგებს და დაწერიდან ზუსტად 5 წუთში დაიწყეს კომენტარების წაშლა. მთელი ღამე, სადღაც 12 საათამდე, ვისხედით და ვწერდით კომენტარებს, ისინი კი შლიდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ ცანავამ. ის ინგლისური ენის პედაგოგია. გუშინ ათეულობით მასწავლებლებმა საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაწერა ჰეშთეგით – „ღირსეულიპენსიამასწავლებლებს“, თუმცა პედაგოგების კომენტარები მთავრობის გვერდიდან მალევე წაშალეს. მასწავლებლები …
ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე
რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა და მეორე ის, თუ როგორ …
რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ
საქართველო 5 თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ 12 პუნქტით განსაზღვრულ შეუსრულებელ საკითხებს. „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებსა და საფრთხეზე, თუკი ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო. საქართველოში …
Continue reading “რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ”
დედა ევროპაშიც დედაა – რას გვიყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ევროპულ ოჯახებზე
მუსიკოსი და ჟურნალისტი მარიკა ლაფაური-ბურკიდა 30-ზე მეტი წელია გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს. ოჯახიც წლების წინ გერმანიაში შექმნა. მარიკა ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საქართველოშიც ცდილობს ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას. რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში აქტიურად ცდილობს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით გარკვეული შიშები შექმნას და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპა რაიმე საფრთხეს უქმნიდეს ქართულ იდენტობას, მაგალითად, …
ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი
ლევან ცუცქირიძე არის პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი. დატრიალდა ძველი ბორბალი. დიდი ალბათობით, ხდება ის, რაც სავარაუდო იყო: „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება. უცნობის აქციის შემდეგ, „პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე“ ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები …
Continue reading “ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი”
სტრასბურგში 3300 საჩივარი აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის თაოსნობით შევიდა – მთავრობის მანიპულაცია
ავტორი: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი 10 აპრილს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც, უწყების განცხადებით, 2012 წლამდე და 2023 წელს „სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების“ სტატისტიკას ასახავდა. პოსტი რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის მოგვიანებით დაემატა აღწერა, სადაც განმარტებული იყო, რომ ბარათის პირველ ნაწილში საუბარი იყო „2004-2012 წლებში შესულ 5416 საჩივარზე“, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა „სასამართლოს წარმოებაში …
ციფრული მთავრობის მკვლელობა – როგორ არღვევს ხელისუფლება კანონს
საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია არღვევს საქართველოს კანონს ნორმატიული აქტების შესახებ, როცა განკარგულებებს არ აქვეყნებს. გარდა იმისა, რომ ამით არღვევს საჯაროობის პრინციპს, ასე საქართველოს მთავრობა თავისსავე მოსახლეობას გადაწყვეტილებებს უმალავს. კანონი მთავრობას ავალდებულებს, განკარგულებები მათი მიღებიდან კონკრეტულ ვადაში გამოაქვეყნოს, გარდა იმ განკარგულებებისა, რომლებშიც მოცემული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. მთავრობა ასევე არ რეაგირებს ოფიციალურ მიმართვებზე, როცა კონკრეტული …
Continue reading “ციფრული მთავრობის მკვლელობა – როგორ არღვევს ხელისუფლება კანონს”
მთავრობამ დასავლეთისგან 2,8 მლრდ გრანტი მიიღო, მედიას და NGO-ს კი ამისთვის აგენტად აცხადებს
საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ …
„ეს არის ხმების ყიდვა ბიუჯეტის ხარჯზე“ – რატომ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა საჯარო სექტორში, რომლის წილი მთლიან დასაქმებაში საშუალოდ 22.5%-ია. „უმუშევრობა გრძელვადიანი პერიოდის მწვავე პრობლემაა, რომლის შემცირება მთავრობას ორი გზით ძალუძს – შექმნას სათანადო ეკონომიკური გარემო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, დასაქმებას შეუწყობს ხელს, ან თავად იყოს დამსაქმებელი. მთავრობა ამ უკანასკნელს ირჩევს, როგორც რენტის მაძიებელი, რადგან მთავრობა არა სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზატორი, …
მართლაც „დუღს ეკონომიკა“ მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით
მთავრობის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, მართლაც დუღს საქართველოს ეკონომიკა, როგორც ამას პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ამტკიცებს. მთავრობის წევრების უძრავი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. ძვირადღირებული მანქანების შემდეგ, თანამდებობის პირების ბოლო დროის გატაცება, როგორც მათივე ქონებრივი დეკლარაციებიდან ჩანს, ძვირადღირებული სახლებია. სახლს ან იშენებენ ან ყიდულობენ ძირითადად სტრატეგიულად შერჩეულ ადგილებზე, ქალაქიდან მოშორებით, ტყესთან ახლოს, თბილისის ხედით, საკურორტო …
Continue reading “მართლაც „დუღს ეკონომიკა“ მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით”
სტაჟირებაზეც კი არ ამიყვანეს – ნიუ იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქვეყნიდან ტვინების გადინებაზე
რატომ მიდიან ახალგაზრდები ქვეყნიდან და როგორ აისახება ინტელექტუალური რესურსის გადინება საქართველოს მომავალზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ის ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში მუშაობს. დავით, ბოლო პერიოდში, თვალში საცემია ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების ტენდენცია. ნაწილმა უკვე დატოვა საქართველო, დარჩენილი ნაწილიც წასვლაზე საუბრობს. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მსგავსად, დასავლეთში მიიღო …
როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი
„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დაპირება წინასაარჩევნოდ ფოთში მცხოვრებ დევნილებს მისცა. დაპირების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც მთავრობა და არც პრემიერი მის შესრულებას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 2021 წლის 27 აგვისტოს ჩავიდა. ზუსტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. პრემიერს ფოთში, ჯავახიშვილის …
Continue reading “როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი”