„ოცნების“ მთავრობა თანახმაა მომზადდეს სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდოს.
შესაბამის განკარგულებებს ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს მოაწერა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“.
სააგენტო „ტაძრის საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით“ ტენდერის გარეშე ამ ეტაპზე 762 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
გამარტივებული წესით სამუშაოების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად ძეგლთა დაცვამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის 23 ივნისს მიმართა. შესყიდვების სააგენტომ თანხმობა მესამე დღეს, 26 ივნისს გასცა.
- ამ თემაზე ვრცლად:
სვეტიცხოველს დროებით გადახურავენ – „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის
საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით
საჭირო სამუშაოების (ტაძრის გუმბათის დროებითი გადანურვის მოწყობის,
პროექტირების ეტაპზე ინტერიერში და ექსტერიერზე დროებით
განსათავსებელი ხარაჩოს მოწყობისა და დაშლის სამუშაოების) სახელმწიფო
შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,
სვეტიცხოველს დროებით გადახურავენ – „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“






