არჩევანი ღმერთსა და კრემლს შორის – ესტონეთი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს

„ესტონეთი მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს ღმერთსა და კრემლს შორის არჩევანის გასაკეთებლად“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. სტატია ეხმიანება ესტონეთის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ესტონეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ შეიძლება ჰქონდეთ ადმინისტრაციული ან სხვა, დაქვემდებარებული კავშირები საზღვარგარეთ მდებარე რელიგიურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ამართლებენ ან მხარს უჭერენ ომს, აგრესიას ან ტერორიზმს და საფრთხეს …

„იმედია, ეს იყო გაუაზრებელი ნათქვამი“ – რა იქადაგა შიო III-მ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფაზე

„მე-19 საუკუნის ბოლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, ეთნიკურ ნიშანზე აგებული წარმოდგენა ქრისტიანობაზე და მართლმადიდებლობაზე გამოაცხადა ერესად, ანუ მწვალებლურ მოძღვრებად. ამიტომ, ეთნიკური ნიშნის სარწმუნოებრივ ნიშანზე მაღლა დაყენება, ძალიან პრობლემატურია. სასულიერო პირებმა უნდა ისაუბრონ ქრისტესა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ტიპის დიფერენციაციას და კონფლიქტის წარმოშობას თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომ აი, სხვები მრავლდებიან თურმე და ქართველები არ …

ვინ არის ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი

11 მაისს  სინოდმა 22 ხმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩია. აქამდე იგი კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე იყო. ახალი პატრიარქი 57 წლისაა. შიო მუჯირი (ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა, ბერად აღიკვეცა 1993 წლის 5 იანვარს, დიაკვნად აკურთხეს 1995 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მღვდლად – 1996 წლის 6 მაისს. …

სინოდმა 22 ხმით აირჩია ახალი პატრიარქი

დღეს, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია შიო მუჯირი. შიო მუჯირი 9 წლის განმავლობაში იყო აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრე, დღეიდან კი თავად მიიღებს ტიტულს – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. პატრიარქობის კანდიდატები იყვნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის …

როგორ აირჩევენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდიდან უნდა აირჩეს. წმინდა სინოდში 39 წევრია. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს სინოდის წევრი, რომელიც არის 40 წელზე მეტი ხნის, მაგრამ არაუმეტეს 70 წლისა. სინოდის 39 წევრიდან 9 წევრი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა. 70 წელზე ნაკლები ასაკის ყველა მღვდელმთავარს აქვს შანსი გახდეს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს …

„თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული დღეს, 7 იანვარს, შობის დღესასწაულს, ფეისბუქზე წერს, რომ ფასი არ აქვს სიტყვას, თუ ადამიანის ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ. „ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ. დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის …

„მაცხოვარს არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ ბოროტი“ – ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე

6 იანვარს, შობის დღესასწაულის დადგომამდე სამებაში ილია მეორეს ეპისტოლე წაიკითხეს, რომელიც მოგვიანებით საპატრიარქომ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა. ეპისტოლეს ტექსტში, ტრადიციულად, მორწმუნეები და არა მხოლოდ, ეძებენ მინიშნებებს, რაც ხშირად საპატრიარქოს პოზიციაზე მიუთითებს საზოგადოებისთვის ამა თუ იმ მწვავე, მოცემულ დროში მნიშვნელოვან თემაზე. 2026 წლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთი ნაწილი მოყვასის სიყვარულს ეხება, ილია მეორე ახსენებს სიტყვის თავისუფლებასაც და „მის …

ქრისტიანობის ქადაგების ზნეობრივ დარღვევად მიჩნევა აბსურდია – ინტერვიუ თეოლოგთან არქიმანდრიტის დასჯაზე

„ქრისტიანი ადამიანი უნდა იღებდეს ხმას უსამართლობასა და ძალადობაზე… ოქსიმორონია ქრისტიანობის ქადაგების მიჩნევა ზნეობრივ დარღვევად. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ. ეს ის სასულიერო პირია, რომელმაც ღიად გააკრიტიკა საპატრიარქო ანტიქრისტიანული პოზიციების გამო – მაგალითად, როცა ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობენ, სასიკვდილოდ იმეტებენ, ამ დროს კი, საპატრიარქო არაფერს ამბობს. …

„ვინც მამა დოროთეს იბარებს, ესე იგი, გვიბარებს ჩვენც“ – არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია წერს, რომ ხვალ, 29 ოქტომბერს, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საეპარქიო სხდომას თავად და სხვა არქიმანდრიტებიც დაესწრებიან. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის გამონათქვამებთან დაკავშირებით დაბარებულია საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელიც 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. „ხვალ, 2 საათზე, მამა დოროთე დაბარებულია საეპარქიო სხდომაზე. მივდივართ ჩვენც — არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო, იღუმენი ანდრია. ვინც …

„საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ავტოკეფალია წაგვართვეს“ – დეკანოზი ზაქარია ფერაძე

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე ფეისბუქზე ეხმიანება 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქციის „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ძალადობას პოლიციის თვალწინ. „გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა. სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და …

საპატრიარქოს პრესცენტრის კრიტიკა ევროკავშირზე პატრიარქთან შეთანხმებულია? – ინტერვიუ

„პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ,“ – ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თეოლოგ შოთა კინწურაშვილს აფიქრებინებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის სახელით გავრცელებული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებული არ იყო და იგი მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიციას გამოხატავს. 21 ივლისს საპატრიარქოს პრესცენტრმა თავის ფეისბუქგვერდზე და არა საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, ევროკავშირის რეკომენდაციები გააკრიტიკა და „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გაიმეორა. …

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა ბათუმის მთავარ მეჩეთში

ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ პარასკევს,  16 მაისს, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენას გამართავს. ფოტოგამოფენა მეჩეთში დაიწყება პარასკევის ნამაზის შემდეგ, 14:00 საათიდან, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთში და დღის ბოლომდე გაგრძელდება. „შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ხით ხუროობის უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები”, – აღნიშნულია „სოლიდარობის თემის“ ფეისბუქგვერდზე, ღონისძიების ანონსში. ________________ ფოტოზე: მეჩეთი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: …

რომის პაპი გარდაიცვალა – ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. რომის პაპი გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში. რომის პაპს 2025 წლის თებერვალში დაუსვეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. ვატიკანის ცნობით, იგი კლინიკაში 38 დღის განმავლობაში იყოფებოდა, შემდეგ კი პაპი დაბრუნდა ვატიკანის რეზიდენციაში, კაზა სანტა მარტაში, სადაც ის გარდაიცვალა. პაპის დაკრძალვის წესი რომის პაპმა …

„დღეს ვისაც კანონის დაცვა ევალება, ის ძალადობს“ – სამების არქიმანდრიტი

სამების ტაძრის არქიმანდრიტი, შიო კვარაცხელია, დღეს, 15 დეკემბერს, საკვირაო წირვის ქადაგებაში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. არქიმანდრიტმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდებზე ძალადობს, არ უსმენს მათ და არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. არქიმანდრიტმა თავად გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქადაგების ვიდეოფრაგმენტი. „ადამიანი, როდესაც სულიერად არ არის მდიდარი და მდიდარია მარტო ხორციელად და მიწიერად, ასეთი ადამიანი ბრმა არის სხვისი …

„მიუღებელია რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა“ – ომბუდსმენი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე

„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი დღეს, 9 მარტს ავრცელებს. ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის …

ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

შინაგან  საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს: დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე? პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ამ უწყებას გამოძიება არ დაუწყია. საუბარია ადიგენის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე – მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, …

„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში

„იმ ქართველებს, რომლებიც მართლმადიდებლობის გარდა სხვა აღმსარებლობას ირჩევენ, გამოლაყებული აქვთ ტვინი. ასე გვეუბნება ხოლმე ჩვენი ქართულის მასწავლებელი. წელს ხშირად ვეხებით რელიგიურ თემებს, რადგან ჰაგიოგრაფიას გავდივართ და „აბო“, „შუშანიკი“ – სულ ასეთ გმირებზე გვიწევს საუბარი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათეკლასელი ელენე (სახელი შეცვლილია). არაოფიციალურ საუბრებში ცალკეული მასწავლებლები საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით მოსწავლეების მიმართ …

დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში – „საზოგადოება არა, მთავრობა გვიშლის ხელს სალოცავის აშენებაში“

„სასამართლოს მიმართ ცუდი რამ ვთქვა, არ შეიძლება, მაგრამ მოსამართლე რომ ხარ, შეიძლება, შენი სურვილი არ არის ის, რომ მეჩეთი აშენდეს, მაგრამ შენ ხომ სამართალს უყურებ? შენ ხომ გჯერა სამართლის?“ – იკითხა იოსებ აბაშიძემ, მას ბათუმის ახალ მეჩეთში შევხდით. დღეს, 17 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში მოაწყო: რა ხდება სასამართლოში „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ სარჩელის …

კიევ-პეჩერის ლავრა იულიუსის კალენდარზე გადადის

უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა ახალ, იულიუსის კალენდარზე გადადის 15 ნოემბრიდან – წერს უკრაინული მედია კიევ-პეჩორის ლავრის დროებით წინამძღვარზე, არქიმანდრიტ აბრაამის განცხადებაზე დაყრდნობით. „კიევ-პეჩერის ლავრის მრევლის ხშირი მოთხოვნით, მიტროპოლიტ ეპიფანეს კურთხევით, 15 ნოემბრიდან (შობის მარხვის დასაწყისი) ლავრა გადადის იულიუსის, ახალი კალენდრის გამოყენებაზე, რაც აუცილებელია ჩვენი ეკლესიისთვის“ – წერს არქიმანდრიტი ფეისბუქზე. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც 2023 …

სხალთის მთავარეპისკოპოსმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ მღვდელმსახურების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი აქვეყნებს ფეისბუქზე. „დეკანოზმა გიორგი ფუტკარაძემ აღიარა და შეინანა თავისი კანონიკური შეცდომა, შესაბამისად, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს ამა წლის 21 სექტემბრიდან აღუდგინდეს მღვდელმოქმედების უფლება“ – წერია დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აწერს. სხალთის მთავარეპისკოპოსმა დეკანოზ …

ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა

„ისეთი უნიკალურია, ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, ახლა კი, ფეხაკრეფით უნდა გაიარო, რომ არ ჩავარდე,“ – ამბობს დავით ფალავანდიშვილი და თითქმის ორი საუკუნის მეჩეთის ფერადი ჩუქურთმებით მოხატულ კარს ფრთხილად გვიღებს. ქედაში, სოფელ ზვარეში, უძველესი მეჩეთი ინგრევა. ხელისუფლებას 1834 წელს აგებული მეჩეთისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებია, მოსახლეობის რამდენიმეწლიანი მიმართვების და ბრძოლის შემდეგ გადაუხარავს კიდეც, თუმცა რესტავრაციისა …

„ოცნება“ მზადაა, გააღვივოს რელიგიური შუღლი – რეაქციები პარლამენტში მიკროფონის ჩარტყმაზე

„ვინც მაგი თქვა, ის არის თვითონ აგენტი“ – გვითხრეს ბათუმის ახალ მეჩეთში, სადაც პარასკევის ლოცვაზე შეკრებილმა ადამიანებმა  ტარიელ ნაკაიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ტარიელ ნაკაიძე 20 წელია მუსლიმი თემის ინტერესებს აქტიურად იცავს. ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში, მას 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიკროფონი ჩაარტყეს და აგენტი უწოდეს. კონფლიქტის მეორე დღეს, 23 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი …

სტამბოლში აშენდა პირველი მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გაზაფხულზე გაიხსნება მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, პირველი ახალაშენებული მართლმადიდებლური ეკლესიაა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში. ეკლესიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო სტამბოლის ევროპულ ნაწილში ასირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მოთხოვნით. სტამბოლში არსებული ასირიული ფონდის, „კადიმის“ პრეზიდენტმა, საიტ სუსინმა სააგენტო „ანადოლუსთან“ განაცხადა, რომ ეკლესია გაიხსნება უახლოეს ორ თვეში და მისი აგება დაახლოებით 4 მლნ დოლარი დაჯდა. …

მარიუპოლში სკვერები მიცვალებულებითაა სავსე – ქართველი ბერი უკრაინაში

„მარიუპოლში ვერ ხერხდება დაღუპული ადამიანების დასაფლავება. იმდენად წარმოუდგენელი მდგომარეობაა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ცხედარი და ან ცხოველებმა არ შეჭამოს. ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში უკრაინაში მცხოვრები ბერი, ნექტარიოს მჭედლიძე. იგი ამჟამად უკრაინის ქალაქ რივნეში იმყოფება. მამა …

„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

გაძლიერდა, თუ პირიქით, დასუსტდა ეკლესიის მიმართ ნდობა, რომელიც დღეს პირდაპირ მოძალადის როლში მოგვევლინა? – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამჯერად უკვე არა მარტო ქრისტიანობის კრიზისი აქვს, არამედ ეს არის სოციალური მხარდაჭერის კრიზისი და „ეკლესია ვაბანკზე მიდის“. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს დღეს მიმდინარე პროცესზე რამდენიმე კითხვა დაუსვა: ბატონო მირიან, რა გამოჩნდა დღეს – რა როლი აქვს …

„მონაზვნები რეალურად მონები ხდებიან, გასაქცევი არსად აქვთ“ – ინტერვიუ თეოლოგთან

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები, ერთი მხრივ, საეკლესიო კანონიკის მსუბუქი დარღვევის დროს უმკაცრესად სჯიან მათთვის არასასურველ სასულიერო პირებს, მეორე მხრივ, თვალს ხუჭავენ მძიმე დანაშაულზე, თუკი ამას მაღალი იერარქი სჩადის. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები, სადაც მიტროპოლიტმა სტეფანემ 15 სასულიერო პირი და მრევლის ნაწილი დასაჯა. მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ის კანონიკურად მოქმედებდა. კანონიკური …

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ. ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – …

როგორი იქნება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შემდეგი 4 წელი – 5 პარტიის ხედვა

რელიგიის თანასწორობის საკითხებს საარჩევნო პროგრამებში არ ან ნაკლებად ეხებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა არჩევნების მოგებას ცდილობენ. ისინი ამომრჩეველს არ სთავაზობენ მოდელს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ სეკულარიზმს უზრუნველყოფს. პარტიებს არც იმაზე აქვთ მკაფიო პოზიციები, რა მოდელი შექმნის გარანტიებს, რომ არსებული, თუ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფალი რელიგიურ ჯგუფს არ გაურიგდეს… ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ამბობს, რომ …

„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება

„არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი და ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს,“ – მიიჩნევს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე. ეს გადაწყვეტილება თურქეთში დღეს, 10 ივლისს მიიღეს. სანდრო ბაკურაძე ელის, რომ აია სოფიას, როგორც მეჩეთს, საზეიმოდ 15 ივლისს გახსნიან. ეს თარიღი სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, ანუ 4 წლის წინანდელ პროცესებს… აღმოსავლეთმოცდნე …

ბათუმის საკათედრო ტაძარში მსახურებას პირბადეებით ესწრებიან

დღეს, 17 აპრილს, ბათუმის საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალს მრევლი და ეკლესიის მსახურები პირბადეებით ესწრებიან. დაცულია დისტანციაც. მრევლის ნაწილი ეკლესიაში ესწრება მსახურებას, ნაწილი კი – ეკლესიის ეზოში. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება 17 აპრილიდან გახდა სავალდებულო. დღესვე ამოქმედდა კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც მანქანით გადაადგილებას ეხება. ეკლესიაში ამბობენ, რომ დღეს მრევლიც და სასულიერო პირებიც ტაძარში ფეხით მივიდნენ. …

„მრევლი ეზოში დადგება, ზიარებაც იქნება“ – როგორ გაიმართება ბზობა ბათუმში

„წირვა-ლოცვა ჩვეულებრივად ჩატარდება, მრევლი ეზოში იქნება და დაიცავს ორმეტრიან დისტანციას, ზიარება ტაძრის შესასვლელთან შედგება,“ – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. იოანე გორელიშვილი მრევლს მოუწოდებს, ქოთანში ჩარგული ბზა მიიტანონ ტაძარში. ჩვენთან საუბრის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ ბზის ტოტების კურთხევაც მოხდება. „წლებია მოვუწოდებთ მრევლს, რომ სახლში გაეზარდათ ბზა ქოთნებში და მოხდება კურთხევის …

საბერძნეთში ეკლესიამ 300 ათასი ევროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა სახელმწიფოს

საბერძნეთში მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სინოდის გადაწყვეტილებით, საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა: 60 000 ნიღაბი, 38 750 ცალი ექიმის ნიღაბი #95, 16 500 სწრაფი ტესტი კორონავირუსზე და 30 რესპირატორი. ბერძნული მედიის ცნობით, შეწირულობის ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ევროა. სახელმწიფოს ეკლესიის სახელით საჩუქარი კომპანია Milaya Capital-მა გადასცა, რომელიც გამოეხმაურა საბერძნეთის ეკლესიის მიმართვას, კომპანიები დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან …

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ეკლესია ჰოსპიტლად იქცა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდი გოთიკური ეკლესია კორონავირუსის პანდემიის დროს, საჭიროების შემთხვევაში, 200-მდე პაციენტს მოემსახურება – წერს ამერიკული მედია. ეკლესიის შენობა ორშაბათს დაცალეს, გაიტანეს ათასობით სკამი, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ საწოლებისთვის. ეკლესიაში ათი სამედიცინო პალატა განთავსდება კლიმატკონტროლით, სადაც 200-მდე პაციენტის მოთავსება იქნება შესაძლებელი. „ისტორიის, ეკლესიის ტრადიციებისა და იესოს მაგალითზე ეკლესიებს ყოველთვის ჰქონდათ თავშესაფრის დანიშნულება …

ათონის მთაზე კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსი აღმოაჩნდა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში კიდევ სამ ბერს, რომლებიც მოგზაურობდნენ ინგლისში იმ ბერთან ერთად, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა COVID-19 – იუწყება ბერძნული მედია. ბერების ასაკი 40-55 წელია. COVID-19-ით ინფიცირებული ბერები ერთად იმყოფებოდნენ ინგლისსა და შოტლანდიაში 5-17 მარტს, სადაც ისინი მიწვეულნი იყვნენ. ისინი ჩამოსვლის შემდეგ მონასტერში, კარანტინში იმყოფებოდნენ. ინფიცირებული ბერები თესალონიკის კლინიკაში გადაიყვანეს. ათონის …

მოსკოვი ტაძრებსა და მეჩეთებში ვიზიტებს ზღუდავს

მოსკოვში გამოცხადებული არასამუშაო კვირის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ეკლესიებში, მეჩეთებში, სამლოცველო სახლებსა და სხვა რელიგიურ დაწესებულებებში ვიზიტები შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ДОЖДЬ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მერი სერგეი სობიანინი შესაბამის ბრძანებას ხელს დღეს მოაწერს. რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვის შემდეგ, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, მან 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი არასამუშაო კვირად გამოაცხადა, “მოსკოვის მერმა …

ჟამი როდის დადგება? – მოსამართლის კითხვა „უჩიპო“ პირადობების საქმეზე

„მობილურ ტელეფონს ხომ იყენებთ? იქნებ, მითხრათ, რა განსხვავებაა მობილური ტელეფონის „ჩიპსა“ და პირადობის მოწმობის „ჩიპს“ შორის?“ – ჰკითხა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მოსარჩელეებს, რომლებიც „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს რელიგიური მოტივით ითხოვენ და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. „წმინდანი გვაფრთხილებს, რომ ეს არის ეშმაკის ბეჭედი“, – ხმამაღლა უპასუხა კითხვას მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა სასამართლო პროცესზე და პაუზის შემდეგ …

Exit mobile version