მთავარი,სიახლეები

სტამბოლში აშენდა პირველი მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში

05.01.2023
სტამბოლში აშენდა პირველი მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გაზაფხულზე გაიხსნება მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, პირველი ახალაშენებული მართლმადიდებლური ეკლესიაა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში.

ეკლესიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო სტამბოლის ევროპულ ნაწილში ასირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მოთხოვნით.

სტამბოლში არსებული ასირიული ფონდის, „კადიმის“ პრეზიდენტმა, საიტ სუსინმა სააგენტო „ანადოლუსთან“ განაცხადა, რომ ეკლესია გაიხსნება უახლოეს ორ თვეში და მისი აგება დაახლოებით 4 მლნ დოლარი დაჯდა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ეკლესია, რომელიც აშენდა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ოფიციალური ნებართვით – აქამდე იყო არსებული ეკლესიების შეკეთების ან რესტავრირების პრაქტიკა.

საიტ სუსინის თქმით, 1844 წელს აგებული ეკლესია სტამბოლში, ბეიოღლუს რაიონში ვერ აკმაყოფილებდა მორწმუნეების მოთხოვნას, ამიტომაც საჭირო გახდა ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია აიგო საზოგადოების შემოწირულებებით.

_____________

ფოტო: „ანადოლუ“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: