„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა. …
Tag Archives: რელიგია
აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება
„უფრო თამამი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამართლე“, – ასე აფასებს TDI-ის იურისტი, ანზორ ხატიაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“. დღეს, 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული სამართლებრივი აქტები, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა მერიისთვის მშენებლობის პირველი …
Continue reading “აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება”
ხაზარაძე რელიგიის თავისუფლებაზე: ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რაც ჩვენს ბუნებაში არ არის
„საქართველოში მე არ გამიგია, რომელიმე კონფესიას რაიმე პრობლემა შექმნოდეს. ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რომელიც ჩვენს სისხლსა და ბუნებაში არ არის და ნუ მოვიგონებთ ისეთ რაღაცას, რაც არ არსებობს. ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე რელიგიური კონფესიების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების კუთხით „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს. ჩვენ მას ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პრობლემაზეც …
მთავრობისგან მიჩქმალული მეჩეთები აჭარაში, ანუ როგორ შლიან ისტორიის კვალს
რა ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი აჭარაში არსებულ ძველი და უნიკალური მეჩეთების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდებზე? – თითქმის არაფრის. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ქობულეთის მერიის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ ძველი და ახალი 30 ეკლესიის შესახებ მონაცემებს. ამ ჩამონათვალის ბოლოს შეგხვდებათ ჩანაწერი ოთხი ძველი ჯამეს შესახებ: ხალას, კვირიკეს, ხუცუბნისა და დაგვას ჯამეების. სხვა ჯამეების, თუნდაც …
Continue reading “მთავრობისგან მიჩქმალული მეჩეთები აჭარაში, ანუ როგორ შლიან ისტორიის კვალს”
ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, რომ საჯაროდ მოაჭრას თავი ღვთისმგმობელებს – დეკანოზი
ფეისბუქზე დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ქადაგებიდან ვიდეოფრაგმენტი გავრცელდა, სადაც დეკანოზი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მოვა მეფე და საჯაროდ მოაჭრის თავს ღვთისმგმობელებს. იგი ასევე დასძენს, რომ არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა. „დღეს გვაქვს ტელევიზია, იგივე რუსთავი 2 თუ სხვა, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც როგორც მოცემულობას, ისე …
მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ
“სასამართლო ფიქრობს, რომ შეუძლებელია მხარეები ვერ შეთანხმდეთ. უფრო წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა… წარმატებებს გისურვებთ. წყენა და რამე თუ გქონდათ, უნდა დაივიწყოთ…” – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის წარმომადგენელსაც და მუსლიმი თემის დამცველ იურისტებსაც. მოსამართლემ ახალი მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადადო. სასამართლო დაელოდება, რას იტყვის მუსლიმი თემი მერთან შეხვედრის შემდეგ. ბათუმის მერის ხელმოწერილი განცხადება მერიის იურისტმა გადასცა მოსამართლე …
Continue reading “მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ”
რა წერია ყურანში? [ტესტი]
ხვალ, 4 ივნისს, მუსულმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, ან გაიხსენეთ, რა წერია ყურანში რწმენის თავისუფლების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ, ან სიკეთეზე, სიკვდილზე, წუთისოფელზე. ტესტი მომზადებულია ყურანის ქართული თარგმანის მიხედვით [გიორგი ლობჟანიძე, კავკასიური სახლი, 2006]. მთავარი ფოტო: ღორჯომის მეჩეთი, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთ ოჯახში
ავტორი: მარიამ დუმბაძე 62 წლის გულნარა ზოიძე თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ქობულეთთან ახლოს, გელაურში ცხოვრობს. გულნარამ თავის მეუღლესთან, ანზორ მაჭარაშვილთან 43 წლის წინ იქორწინა. ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ – მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანები. გულნარა ზოიძე იმ დროს იხსენებს, როდესაც დაქორწინდა: „ბათუმში ვსწავლობდი. ის ქარხანაში მუშაობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგნენ. …
რა თქვა იესომ? [ ტესტი]
კონკრეტული ფრაზები „ბიბლიიდან“ ბევრს კარგად ახსოვს და ის კონკრეტულ სცენასაც ახსენებს. მატერიალური კეთილდღეობა, სიკვდილი, სიკეთე, სამართლიანობა – რას ამბობდა ამ ყველაფერზე იესო ქრისტე? – შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად გახსოვთ „ბიბლია“.
ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარაში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელს უნდობლობას უცხადებს
ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში დაინიშნა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. „ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. აბესალომ ასლანიძის დანიშვნა სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში მუსლიმი თემის ინტერესების უგულებელყოფის აშკარა ნიშნებს …
რას ფიქრობს ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე აჭარაში რელიგიის სააგენტოს მიერ დანიშნული პირი
დღეს, 20 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ, აჭარის მთავრობას რელიგიის სააგენტოს რეგიონული კოორდინატორი წარუდგინა. ამ პოსტზე დღეიდან აბესალომ ასლანიძე იმუშავებს, ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და რელიგიას ასწავლის. აბესალომ ასლანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას რეკომენდატორი არ ჰყოლია და თანამდებობაზე რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ დანიშნა. „მე ვარ ფილოსოფიის დოქტორი, რელიგიათმცოდნე და წლებია ვმუშაობ …
დასავლეთი თუ კვლავ რუსეთის ორბიტა – რა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში
ეპისკოპოსებს შორის მორიგი დაპირისპირება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის აღიარებამ გამოიწვია. მანამდე მიტროპოლიტ პეტრეს ქორეპისკოპოსი იაკობი დაემუქრა, ხოლო შემდეგ ის სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გააკრიტიკა ამ ფრაზის გამო: „პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია“. რას ნიშნავს, როცა სასულიერო პირები ერთმანეთს ასე უპირისპირდებიან, რის გამო კამათობენ ეპისკოპოსები? რა ხდება ახლა ეკლესიაში და დარჩა თუ არა ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის საკითხი, რაზეც …
Continue reading “დასავლეთი თუ კვლავ რუსეთის ორბიტა – რა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში”
პედოფილია კათოლიკურ ეკლესიაში – საფრანგეთში საკითხის გამოსაკვლევად კომისია შექმნეს
ეპისკოპოსებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც გუშინ, 7 ნოემბერს შეიქმნა, საფრანგეთში კათოლიკურ ეკლესიებში 1950 წლიდან მომხდარი პედოფილიის ფაქტები უნდა შეისწავლოს. კვლევის შედეგები დამოუკიდებელმა კომისიამ ორ წელიწადში უნდა გამოაქვეყნოს. კომისიამ კვლევის დასასრულს რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს და შეისწავლოს გარემოებები და მიზეზები, რამაც კათოლიკურ ეკლესიებში პედოფილიის ფაქტების მომრავლება განაპირობა. კომისიის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 3 ნოემბერს საფრანგეთის …
მუსლიმური პანსიონი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს – პარლამენტს ლიცენზიის გადავადება მოსთხოვეს
ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში მდებარე მუსლიმური პანსიონის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის მიხედვით, პანსიონს 3 ათასი ლარით აჯარიმებენ. სამართალდარღვევის არსებობა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. „ლიცენზიის არქონის გამო დაგვაჯარიმეს 3 ათასი ლარით. სასამართლო პროცესი გადაიდო… აჭარაში სულ 15-მდე პანსიონია, სხვა არ დაუჯარიმებიათ, როგორც …
„ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“ – რელიგიის სააგენტოს ლექცია დისკუსიის ნაცვლად უნივერსიტეტში
„აქ იმართება დისკუსია ტოლერანტობაზე?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა და როცა დარბაზიდან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ისიც აუდიტორიას შეუერთდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში სტუდენტებს გამოწვევებზე სასაუბროდ დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრამ დისკუსიის გარეშე ჩაიარა. არც ტოლერანტობა უხსენებია ვინმეს. „არ არის ეს ქვეყანა ისე წაქცეული, როგორც ამის წარმოჩენა …
ეპისკოპოსების როლი არჩევნებში – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან
„ეკონომიკური ინტერესი“ – ეს ფრაზა ახსენა ყველაზე ხშირად თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა სასულიერო პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობაზე საუბრის დროს. მისი დაკვირვებით, საპატრიარქო არჩევნებში პოპულარობის ხარჯზე ფინანსურ სარგებლის მიღების გამო ერთვება, თუმცა „ციანიდის საქმის“ შემდეგ ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში შემცირდა. საქართველოში არავის უკვირს სასულიერო პირის, ან ეპისკოპოსის წინასაარჩევნო გააქტიურება, პოლიტიკა საეკლესიო ქადაგებებში და ფოტო კანდიდატთან. ერთ-ერთი ასეთი ფოტო …
Continue reading “ეპისკოპოსების როლი არჩევნებში – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან”
„მივიღებთ კარიკატურას“ – ლევან ღამბაშიძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ
როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, საქართველოს პარლამენტმა რომ მიიღოს კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა. თქვენი აზრით, რა მოცემულობაში მოგვიწევს ცხოვრება, დავუშვათ და პარლამენტმა მიიღოს კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე? როგორ შეიძლება ეს აისახოს ხელოვნებაზე, კულტურაზე, რაზე შეიძლება მოგვიხდეს უარის თქმა? დარწმუნებული ვარ, ეს კანონი არ გავა, მაგრამ რომ გავიდეს და აღსრულება …
ბათუმის „დინამო“ აკურთხეს
12 აპრილს ანგისის დასახლებაში არსებული ბათუმის „დინამოს“ სტადიონი და გუნდი აკურთხეს. „გუშინ მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა „დინამომ“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის პრესსამსახურში. გუნდისა და სტადიონის კურთხევის ამსახველი ფოტოები გუნდის პიარისა …
რატომ ისაუბრა პატრიარქმა პირველად ეპისტოლეში ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნაზე – ინტერვიუ
ეკლესია და სახელმწიფო – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან ძირითადად ამ საკითხმა გამოიწვია საჯარო დისკუსია. სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა თქვა, რომ „ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც“. რას შეიძლება უკავშირდებოდეს პირველად პატრიარქის ეპისტოლეში ამ თემის გააქტიურება და რა გზავნილებია წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა. ბატონო მირიან, თქვენთვის რა იყო …
ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებას იწყებს
ბათუმის მეჩეთის საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ერთი თვით გადადო. ერთ თვეში ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა ხელს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. …
Continue reading “ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებას იწყებს”
საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები
ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში. „ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და …
რამდენი მუსლიმი ცხოვრობს ბათუმში
„სოფლებიდან ნუ ჩამოგყავთ ხალხი მანქანებით და გეყოფათ ის მეჩეთი, რაც გაქვთ“; „ნუ გაავსებთ მეჩეთს თურქებით და…“ – ეს არის ბათუმში მეჩეთის აშენების მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც 2014 წლის, ანუ ბოლო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, ბათუმში ამ დროისთვის 38 762 მუსლიმი ცხოვრობს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში მცხოვრები 152 839 მოქალაქიდან მართლმადიდებელია – 105 004, …
ქრისტიანობის კრიზისი
საქართველოს მოსახლეობის 83,4 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს – ასეთია 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგი. NDI-ის 2015 წლის კვლევის თანახმად, კიდევ უფრო მაღალია ნდობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიმართ – 87 პროცენტი. რას ნიშნავს, როცა საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობის პარალელურად სასულიერო პირს პროკურატურა აკავებს ადამიანის ციანიდით მოწამვლის მცდელობის ბრალდებით, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში …
მუსლიმთა სამმართველოს სარჩელი რელიგიის თავისუფლების დარღვევის მოტივით
მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. სამმართველო რამდენიმე სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც როგორც შიიტი, ისე სუნიტი მუსლიმებისაგან ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, რომლებშიც გაერთიანდებიან როგორც შიიტი, ისე სუნიტი სასულიერო პირები. გაერთიანება ზიანის ანაზღაურების მიღებისთვის არის საჭირო. საუბარია საქართველოს მთავრობის 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც …
Continue reading “მუსლიმთა სამმართველოს სარჩელი რელიგიის თავისუფლების დარღვევის მოტივით”
ერთი მღვდლის გადაწყვეტილება: ბზის გარეშეც შეიძლება ბზობის აღნიშვნა
ბზების ნაცვლად ნებისმიერი სხვა მცენარით ბზობის აღნიშვნისკენ დღეს, 2 აპრილს, საკვირაო ქადაგების დროს დეკანოზმა სერგი რუხაძემ მოუწოდა მრევლს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია. ქადაგების დროს მან გადაშენების პირას მყოფ ბზაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დართო ნება, მომავალ კვირას, ბზობის დღესასწაულზე ტაძარში სხვა მცენარით მივიდნენ. არის თუ არა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება – ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში …
Continue reading “ერთი მღვდლის გადაწყვეტილება: ბზის გარეშეც შეიძლება ბზობის აღნიშვნა”
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი მივიდა
დღეს, 18 თებერვალს, 15:00 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციაზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მივიდა. აქციის ორგანიზატორი ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელა და გამოხმაურებაც მოჰყვა, თუმცა ტაძრის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა, მათ შორის ერთი მუსლიმი. „მეც სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ …
Continue reading “დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი მივიდა”
TDI-ი სამართლებრივი შეფასება მოხეს მოვლენებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. „2016 წლის 1 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილმა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ“ დაადგინა, რომ მეჩეთი, რომლის დაბრუნებას მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან უკვე წლებია ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს და არ უნდა გადაეცეს …
Continue reading “TDI-ი სამართლებრივი შეფასება მოხეს მოვლენებზე”
ბათუმში მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა ჩატარდება
ბათუმში, 12-13 ნოემბერს, კონფერენცია “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ორგანიზებით „ბათუმის მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა“ ჩატარდება. კონფერენციის მიზანია სხვადსხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავება, რელიგიების დამოკიდებულებისა და ხედვის წარმოჩენა მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობის აუცილებლობის თაობაზე, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებში ტოლერანტული, შემწყნარებლური გარემო წახალისება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „მედიის როლი რელიგიურ და კულტურული …
Continue reading “ბათუმში მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა ჩატარდება”
პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება
„იყო ასეთი მომენტი, როდესაც მამაოს შევხვდი და ვთხოვე აღსარების თქმა. მამაოსთან თავზე მადგა თანამშრომელი. მე თანამშრომელს ვთხოვე ან დავეტოვებინე, ან რამდენიმე ნაბიჯით მაინც დაეცვა დისტანცია, რადგან მამაოსთან მეთქვა აღსარება, რაზეც უარი განმიცხადა. ეს ყოველივე იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი უკან, საკანში. არ მომეცა აღსარების თქმის უფლება,“ – გვწერს პატიმარი …
Continue reading “პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება”
17 თვე კონსტიტუციური სარჩელის დაშვების მოლოდინში
უცნობია განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის მიმართვიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, სასამართლოს მისი დასაშვებობის საკითხი ჯერ კიდევ არ განუხილავს. „სასამართლო სათათბირო ოთახში… განჩინების გამოსატანად გასულია 2016 წლის პირველი თებერვლიდან“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც დასაშვებობის ვადასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოდან მივიღეთ. სახარების რწმენის ეკლესია მთავრობის განკარგულების იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, …
Continue reading “17 თვე კონსტიტუციური სარჩელის დაშვების მოლოდინში”
მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში
900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. მუსლიმური პანსიონები ციფრებში „მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, …
Continue reading “მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში”
მუსლიმთა გამაფრთხილებელი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან [ვიდეო]
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს, აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას და მუსლიმთა მიმართ, ბოლო პერიოდებში განხორციელებული უსამართლო ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქცია ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან დაიწყო და აჭარის მთავრობის სახლისაკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა.
სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი
საშობაო არდადეგებიდან გიმნაზიაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო ნაწილის გამგე – ნუგზარ ზოსიძე აღარ დახვდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა. მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებზე შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე გავიდა. სასწავლო პროცესი გიმნაზიაში სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა ისინი ეპისკოპოს სპირიდონს არ შეახვედრეს. მშობლების სასულიერო პირებთან კამათის ამსახველი ვიდეომასალიდან …
Continue reading “სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი”
მუსლიმები ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ
„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ დღეს რვა თებერვალს, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოს და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიას და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა. ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა. როგორც „მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პეტიციას მეჩეთის მშენებლობის შესახებ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და სხვა მუსლიმმა …
Continue reading “მუსლიმები ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ”
საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს
დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღეს არის მეორე განმწესრიგებელი სხდომა. სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ზიანის ანაზღაურებას. „ჩვენ, როგორც მოსარჩელეებმა, წარვადგინეთ არაერთი საარქივო დოკუმენტი, ძველი განაჩენები, მედიამასალები, რელიგიათა საბჭოს დოკუმენტები, ენციკლოპედიური თუ სხვა ტიპის …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს”
ქრისტეშობის დღე ბათუმში
ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, წლევანდელი შობის ზეიმი განსაკუთრებულია: „რომის პაპის მიერ ეს წელიწადი გამოცხადდა გულმოწყალების წლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთონ გაჭირვებული …