სპეციალური საშვები ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის

 

 დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში სამების ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, ტაძართან ასასვლელი საავტომობილო გზა ბარცხანის დასახლებიდან (კონკრეტულად, ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) გადაკეტილი იყო. შეჩერებული იყო სამების ტაძრამდე მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც და იქ მცხოვრებლებს ფეხით უწევდათ სახლამდე მისვლა.

ყურბან ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში [ფოტო]

 

მუსლიმანები დღეს ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. ლოცვას დღეს ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში არ ესწრებოდა მუფთი. “ბათუმელების” ინფორმაციით, მუფთი თბილისში იმყოფება და დღეს პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

მთავრობის სახელით ბაირამის დღესასწაული მუსლიმანებს აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა მიულოცეს.   

ტარიელ ნაკაიძე: ასეთი რამ არც ერთ მუფტს არ უკადრია

 

მუსლიმანურმა სამყარომ რამაზან ბაირამის დღესასწაული წელს 17 ივლისს აღნიშნა.  ბათუმის მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ჟურნალისტებთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ისაუბრეს. მუფთის თქმით, ბაირამ დღეს მრევლი ღია ცის ქვეშ იმიტომ ასრულებს ლოცვას, რომ ამ დღეს ყველა მორწმუნე მიდის მეჩეთში სალოცავად და მეჩეთი ხალხს ვერ იტევს: „მეჩეთის მშენებლობაზე უარი არ გვითქვამს, ვთქვით, რომ თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი, გარემონტდეს, მოგვეცეს საშუალება, რომ ვილოცოთ, მთავარია, ქუჩაში არ დადგეს ხალხი, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ არ დაეტევა მლოცველები მეჩეთში, სახელმწიფო გვიდგას გვერდში და შეიმუშავებს იმას, რაც სჭირდება მუსლიმ თემს. ამ დღეს უმრავლესობა მოდის მეჩეთში, ზოგიერთი სხვა დღეებში არ ლოცულობს, მაგრამ ბაირამ დღეს ყველა მოდის სალოცავად. ამიტომ, უფრო მეტია მლოცველი დღეს. როცა ჩატარდება რესტავრაცია და გაფართოვდება მეჩეთი, გამოლაგდება ის ტერიტორია, სადაც არის რესტორნები და მაღაზიები და თუ კიდევ არ დაეტევიან მლოცველები,  სახელმწიფო არის მათ გვერდით და თუ საჭირო იქნება, მეჩეთსაც ავაშენებთ და მედრესესაც“.  დასავლეთ საქართველოს მუფთის ამ განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აფასებს, როგორც უტიფრობას. „ბათუმელების“ კითხვებს ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა. 

მალხაზ სონღულაშვილი: ”ველოდები დროს, როდესაც ბათუმში გაიხსნება ახალი მეჩეთი”

 

 

  „ვიდრე არ დადგება დრო, რომ მუსლიმებს ისევე, როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს საქართველოში არ ექნებათ თავიანთი რელიგიური მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილების საშუალება, მე როგოც ქრისტიანი ყოველთვის ბოდიშს მოვიხდი მათ წინაშე, რომ მათ ამის საშუალება არა აქვთ. მე ველოდები დროს, რომ ჩვენი ქვეყნის, ქრისტიანთა და მუსლიმნთა მეგობრობის ნიშანი იქნება, როდესაც ბათუმში გაიხსნება ახალი მეჩეთი, როგორც ქართველთა ერთობის, ქართველთ მეგობრობის, ქართველთა სიყვარულის ნიშანი“ – ეს განცხადება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკიპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა დღეს, 19 აპრილს ბათუმში მიმდნიარე საერთაშორისო რელიგიურ კონფერენციაზე „რელიგია და მშვიდობაზე“ გააკეთა.

იოჰან კანდელინის მიმართვა უმცირესობებს: „ნუ ახდენთ საკუთარი თავის იზოლირებას“

 

 

  ბათუმში მიმდინარე საერთაშრისო ფორუმზე „რელიგია და მშიდობა“ ევროპული ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ფორუმის პრეზიდენტმა იოჰან კანდელინმა თავისი მოხსენება დაუთმო უმცირესობის როლს საზოგადოების განვითარებაში. მან თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობად განიხილა ურთიერთობები უმცირესობებს შორის, ხოლო უმცირესობების წარმომადგენლებს ასე მიმართა:

საერთაშორისო კონფერენცია – „რელიგია და მშვიდობა“ ბათუმში

 

ხვალ 18 აპრილს, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია  – „რელიგია და მშვიდობა“ გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორი „ქართველ მუსლიმთა კავშირია“. კონფერენციას, მაღალი რანგის უცხოელი და ქართველი საერო და სასულიერო პირები, თეოლოგიის პროფესორები, ელჩები,  უკრაინის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.  

“სოუქსუ” – ბათუმის სასაფლაოსთან მოძრაობა პარალიზებულია [ფოტო, ვიდეო]

 

დღეს, 13 აპრილს, ბათუმში, დილიდან პარალიზებულია მოძრაობა ს. მესხისა და მის მიმდებარე ქუჩებზე, ე.წ. „სოუქსუს“ სასაფლაოზე მიმსვლელთა სიმრავლის გამო. 13 აპრილი აღდგომის მომდევნო დღეა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. მორწმუნეები ამ დღეს მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.

აღდგომა ბათუმში [ვიდეო]

 

დღეს, 12 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა სადღესასწაულო წირვა. 

რელიგიური კონფესიების დაფინანსება სარეზერვო ფონდიდან

 

საქართველოს მთავრობის გასული წლის მარტის განკარგულებით, 2014 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის 3 500 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიებისთვის“.

ქონება, რომელიც მთავრობამ მუსლიმთა სამმართველოსთვის უნდა შეიძინოს

 

იმ შენობებიდან, რომლებიც აჭარის მთავრობამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა  სამმართველოსათვის  უნდა შეიძინოს, ერთ-ერთის მეპატრონე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით არავისთან აქვს. 

4 მილიონი ლარი მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად

 

სსიპ – სრულიად საქართველოს მუსლიმთა  სამმართველოსთვის  სარგებლობაში  გადასაცემი  ქონების შეძენის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონი ლარი გამოეყო. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა. 

ნათლისღება 2015 [ფოტორეპორტაჟი]

 

 

 

ნათლისღება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია, ახალი სტილით 6 იანვარს, ძველი სტილით კი 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

 

ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი. ბათუმში 90-იანი წლების შემდეგ ნათლისღების აღსანიშნავად ჩამოყალიბდა ზღვაში შესვლის ტრადიცია.

 

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით 19 იანვარი საქართველოში უქმედაა გამოცხადებული.

ნათლისღება ბათუმში

 

ბათუმში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, ამ წუთებში წყლის კურთხევა დაიწყება. წყალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აკურთხებს, რომელიც  უკვე ტაძარში იმყოფება. ტაძარში იმყოფებიან ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

ხვალ ბათუმში ალილო გაიმართება

 

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, ღამის 12 საათზე დაიწყება. წირვა-ლოცვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს.

მორწმუნეები მუსლიმთა სამმართველოს რეორგანიზაციას ითხოვენ

 

დაფინანსება, ახალი მეჩეთის მშენებლობის ადგილი, სამუფთოს ორად გაყოფასთან დაკავშირებული და სხვა ორგანიზაციული საკითხები იყო ის თემები, რაზეც დღეს ბათუმის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე რელიგიური საბჭოს წევრებთან ერთად დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. შეხვედრა ბათუმის მეჩეთის ადმინისტრაციულ ნაწილში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

„დევნილი რელიგია ყოველთვის ძლიერდება“ – დისკუსია იეჰოვას მოწმეების ცემის შესახებ

 

 

სამი ადამიანი დაზარალდა 25 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან მომხდარი ჩხუბის დროს. დაზარალებულები იეჰოვას მოწმეები არიან, რომლებიც უნივერსიტეტთან რელიგიურ ლიტერატურას არიგებდნენ, ისინი სტუდენტებმა სცემეს. საქმეს სამართალდამცავები იკვლევენ. რელიგიური აღმსარებლობისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში ეჭვმიტანილები სტუდენტები არიან. მომხდარ ფაქტზე დისკუსია „პრესკაფეში“ გაიმართა.  

არჩილ ხაბაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაერთიანებული სამეფოსა და  ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა.  


არჩილ ხაბაძის პრესსამსახურის ცობით, „22-წევრიანი დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლებასა  და რელიგიათა წარმომადგენლებთან მეგობრული თანამშრომლობის დამყარებაა. საუბარი შეეხო საქართველოში ანგლიკანური ეკლესიასთან  მუსლიმთა და ქრისტიანთა ურთიერთობების, ორ მონოთეისტურ რელიგიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“.  

 

პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები ბათუმში ქართველ მუსლიმთა  კავშირმა მოიწვია. დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართველი მუსლიმების  ცხოვრებასა და  ბათუმის ორთაჯამეს ისტორიას.

რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას

 ლელა დუმბაძე 

– „ესენი ძალით არიან, ართმევენ სამღვდელოებას  ხალხს… რა არის იცით? საქართველოში მართლმადიდებლობა იყო ყოველთვის მთავარი და არ უნდა მისცენ ამდენი გასაქანი შემოსულ სტუმრებს“.

-„ჩვენც იმიტომ მოვედით, რომ არ წაართვან…“

წინწყაროში ქართველ მუსლიმებს ლოცვას უშლიან

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოფელ წინწყაროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„შეშფოთებული ვართ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, მომხდარი ფაქტის გამო, რომელიც ეხება სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მიერ არასამართლიანად, ამავე სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მეჩეთში ლოცვის შესრულებაზე ხელის შეშლას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, არამუსლიმი მოსახლეობა მიუვარდა მუსლიმ წინამძღვარს, რომელებმაც მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეჩეთის გაუქმებასა და პარასკევობით პარასკევის ლოცვის ჯგუფურად შესრულების გაუქმებას. აღნიშნული ფაქტი მეორე შემთხვევაა ნიგვზიანის შემდეგ. 

აქვე გაცნობებთ, ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, დღეს 30 ნოემბერს მოცემულ სოფელში ჩვეულებრისამებრ შესრულდება პარასკევის ჯგუფური ლოცვა.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა აღნიშნულმა ფაქტებმა არ მიიღოს სისტემატიური ხასიათი. შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს კონსტუტიციით აღიარებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მხრივ, საქართველოს მოქალქე მუსლიმი მრევლის უფლებების რეალიზება. ვთხოთ, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო რელიგიურ დაპირისპირება.

 

აქვე დავაზუსტებთ, რომ მოცემულ სოფელში ცხოვრობენ სვანეთისა და აჭარის რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნულს ფაქტს კარგად გაანალიზებს საქართველოს ყველა მოქალაქე და თავიდან ავიცილებთ რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაპირისპირებას“.

თამარის დასახლებაში რელიგიის მუზეუმი აშენდება

თამარის დასახლებაში, თამარ მეფის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის კულტურის მინისტრის თეიმურაზ კომახიძის და მისი მეუღლის ნარგიზ აბაშიძის თაოსნობით რელიგიის მუზეუმი შენდება. მუზეუმის აშენების  იდეა თეიმურაზ კომახიძის აწ გარდაცვლილი შვილის, დავით კომახიძის სურვილი ყოფილა, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში მონასტერში ცხოვრობდა და მუზეუმისთვის სამშენებლო ადგილის გამოყოფაზეც თავად უზრუნია. მუზეუმი დათო კომახიძის სახელობის იქნება და გარდაცვლილის კუთვნილი 12 …

Exit mobile version