2 თებერვლის აქციის დროს პოლიციელებისთვის შსს-მ 56 925 ლარის საკვები იყიდა

თბილისში 2 თებერვალს გამართული პროევროპული საპროტესტო აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უტენდეროდ, გამარტივებული წესით, 56 925 ლარის საკვები შეისყიდა – „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შსს-ს მოსამსახურეებისთვის“. 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, პოლიციამ თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ და სცემენ პოლიციელები, განსაკუთრებულ დავალებათა …

„მაცნობეს, რომ სამსახურიდან გამიშვეს“ – რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი

ნინო ელიაური ფეისბუქზე წერს, რომ გაათავისუფლეს რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციიდან. მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს. „გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს… ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი! ვინც მიცნობს ყველამ იცის რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი! ბედნიერი ვარ რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი! ახლა მთავარი… საჯარო …

ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმის იუსტიციის სახლი მენეჯერი ერეკლე თურმანიძე ფეისბუქზე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერის გამო, რომელიც იუსტიციის სახლი თანამშრომლებმა გაავრცელეს 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს: „განაჩენი“ გამოტანილია. გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა. ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი …

„მზია ამაღლობელი წევს. მისი ამოცანაა პროცესამდე გაძლოს“ – ადვოკატი

ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელი კვლავ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას და აგრძელებს შიმშილობას. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მისმა ადვოკატმა დღეს, 7 თებერვალს, კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. „მზია წევს, უტარდება იმ ტიპის გადასხმები, რომ სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს. პროცესი დანიშნულია …

ახლა არის დრო, როცა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგავარ – ყოფილი პოლიციელი

„მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი“-წერს ნინი გოგინაშვილი, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც სამსახური ქვეყანაში არსებული უსამართლოს …

„ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე“ – ნენსი ვოლანდი ჩხრეკის დეტალებზე წერს

სამოქალაქო აქტივისტი, ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, ნენსი ვოლანდი [ქრისტინა ბოტკოველი] იხსენებს მისი პირადი და სახლის ჩხრეკის დეტალებს. მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა 6 თებერვალს. „ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს ამ თემაზე, მაგრამ ამ პოსტს დავწერ და მერე ვაპირებ, რომ ცოტა ხანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო. ეს იმისთვის, რომ გონზე მოვიდე ისევ. არავითარ შემთხვევაში არ …

„ჩემი გმირი ხარ“ – პატიმრობაში მყოფი სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას

19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ფეისბუქზე აქვეყნებს შვილის, ზვიადის ციხიდან მოწერილ წერილს. „მამიკო! ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის, რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური (და ჯანმრთელობის) მდგომარეობა ჩვენზე მწვავეა და მძიმეა. რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი). ძალიან მიხარია რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად …

უსახლკაროებს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა, ისინი ძალით გამოიყვანეს შენობიდან

მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის მერიის ფოიეში დაახლოებით 3 საათი ელოდნენ ბათუმის მერთან, ან მერიის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას. ბათუმის მერიაში უსახლკაროებისთვის ისევ არავინ მოიცალა. სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ უსახლკაროები დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალით გამოიყვანა. „4 თვეა მიტოვებულ შენობაში ვართ, საპირფარეშოს ჩვენით ვაწყობდით ხის ფიცრებით, მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია, დაგვიშალეს და მასალაც …

საჯარო მოხელის კრიტიკისთვის, რომელსაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა დაგაპატიმრონ – TI

„წარმოდგენილი რეპრესიული წესები არის არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა, ფაქტობრივად გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესებით, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, თანამდებობის პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებითა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდით, რეჟიმი ცდილობს შექმნას მისთვის კომფორტული შიშის ატმოსფერო და გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, …

„გავიმარჯვებთ სახელოვნად“ – ზ.ც.“ – რა წარწერა დახვდა ირაკლი წიგნაძეს საკანში

„უამრავი მაქ დასაწერი ამ ცირკზე, მაგრამ ეხლა ამის თქმა მინდა: „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ – ზ.ც. ეს წარწერა დამხვდა, სასამართლოში რომ მივედი, მოსაცდელ საკანში. ალბათ ზვიად ცეცხლაძის დაწერილია. მაგ დროს სულ სხვანაირ ხოდზე ვიყავი, მთელი დღე მზია ამაღლობელზე ვფიქრობდი და ვემზადებოდი შიგნიდან ბრძოლისთვის. ორმაგი გული მომცა ამ წარწერამ. მერე ზევით ავედი და მითხრეს, რომ გირაოთი გავიდოდი. ძალიან …

თბილისში პოლიციამ 3 სტუდენტი დააკავა ადმინისტრაციული წესით

6 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, სამი სტუდენტი – აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავეს. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ შს სამინისტრომ დაუდასტურა. ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანაშვილის თქმით, დაკავებულებს კედელზე წარწერის გაკეთებას ედავებიან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ბარბაქაძე, ადგილზე უბრალოდ იმყოფებოდა. „მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ადმინისტრაციულად დასჯადი არ არის ქმედების …

აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება, ვერ შეძლებს პროცესზე დასწრებასაც – საია თემურ ქათამაძეზე

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც 20 დღეა შიმშილობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მნიშვნელოვნად დასუსტებულია. თემურ ქათამაძის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 5 თებერვალს, საღამოს გამოაქვეყნა. „იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო“ …

შსს ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს გზის გადაკეტვას ედავება აქციაზე, რომელსაც ის აშუქებდა

ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავება იმ აქციაზე, რომელსაც ფოტოგრაფი აშუქებდა. მედია “აპრილის” ინფორმაციით, ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება. ვახო ქარელი ამ და სხვა აქციებზეც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა. „ვახო ქარელს შსს-დან დღეს, 5 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკეს და კითხვაზე, სად …

ნახეთ ხუთი ამბავი სტუდენტებზე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში – ანონსი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები 6 თებერვალს, საღამოს 20:00 საათზე, უნივერსიტეტის ფოიეში „თეატრის ენით სტუდენტების პრობლემებზე“ მოჰყვებიან. სტუდენტები ამბობენ, რომ ელიან ყველას, ვისთვისაც ახალგაზრდები, სტუდენტები და მათი სათქმელი მნიშვნელოვანია. „ეს სპექტაკლი არ დაიდგმება მხოლოდ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ამ სპექტაკლს დავდგამთ ყველა იმ უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც სტუდენტებს დაკავებული აქვთ ფოიე. ყველას შეუძლია მოვიდეს და დააკავშიროს ჩვენი …

„მოშიმშილე მზია ამაღლობელს პალატაში საკვები დაუდეს, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა“- ადვოკატი

დღეს, 5 თებერვალს, მზია ამაღლობლის ადვოკატმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, „ვივამედის“ კლინიკაში საკვები შეუტანეს. რაც ადვოკატის თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლაა. „როდესაც ადვოკატი შევიდა დღეს მზიასთან პალატაში, აღმოჩნდა, რომ მას საკვები უდევს იქ. მოშიმშილე ადამიანს საკვები არ უნდა ედოს. ეს არის სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. შიმშილობს ადამიანი და მას საკვები არ უნდა …

რატომ დუმს მიგრაციის დეპარტამენტი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? – შიმშილობის მე-20 დღე

11 იანვარს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, დაკავებული, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], მე-20 დღეა შიმშილობს. ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, სამთვიან პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც მიგრაციის დეპარტამენტს და არც სხვა შესაბამის უწყებებს. თემურ ქათამაძის მდგომარეობაზე ინფორმაციას ითხოვს საიაც, თუმცა როგორც საია-ში აცხადებენ, მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, …

ბათუმში კარვებში ღამისთევით პროტესტი ჩერდება, საპროტესტო აქციები კი გრძელდება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია კარვებში ღამისთევით აღარ გაგრძელდება – ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, გვიან ღამით განაცხადეს აქციაზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს შიმშილობის 24-ე დღეს. „რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა გააკეთა ვრცელი განცხადება, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ არის გარკვეული …

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა რუსული კანონის პროტესტის დროს ყველა დაკავებულზე

სასამართლომ რუსული კანონის პროტესტის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. „დღეს, 2025 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ბრალდებული კიდევ ორი პირის – გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს ბოლო საქმეა, რომელიც …

მზია ამაღლობელი შიმშილობის 24-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 4 თებერვალს, მზია ამაღლობელი შიმშილობის 24-ე დღეს, კლინიკაში გადაიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელი ჰოსპიტალურ მკურნალობას მათ კლინიკაში აგრძელებს, სადაც ის კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. ზურაბ ჩხაიძის თქმით, ჩატარდა კვლევები, „იქნა ნანახი ცვლილებები“ და პაციენტს შესთავაზეს ჰოსპიტალური მკურნალობა, რაზეც ის დათანხმდა, თუმცა შიმშილობას კვლავ აგრძელებს. „მას ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, ვნახეთ კვლევის შედგები …

კობა ხაბაზი გამოკითხვაზე დაიბარეს – მას გზის გადაკეტვას ედავებიან

კობა ხაბაზი სასამართლოშია დაბარებული, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაცია კობა ხაბაზმა თავად გაავრცელა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ჩამაბარეს უწყება. ხვალ, 5 თებერვალს 14.00 საათზე სასამართლოში ვარ დაბარებული. უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს. ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში …

ომბუდსმენი „ოცნების“ პარლამენტს მოუწოდებს, არ განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით

სახალხო დამცველი ეხმიანება „ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში. „წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვის დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, …

„თბილისი მოლთან“ გამართული აქციის 8 მონაწილეს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 პირი დააკავეს თბილისში, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით“. შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. …

ბათუმში საპროტესტო მარში იგეგმება ავტომობილებით – „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“

ბათუმში 5 თებერვალს იგეგმება საავტომობილო, საპროტესტო მარში პოლიტპატიმრების გათავისუფლების, მოძალადე პოლიციელების დასჯისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით. საავტომობილო მსვლელობა 5 თებერვალს, ოთხშაბათს, 17 საათიდან დაიწყება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის უკანა მხარეს მდებარე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიიდან. „შემოგვიერთდით ავტომობილებით, დროშებით“ – აღნიშნულია ღონისძიების ანონსში. პირველი საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა ბათუმში კვირას, 2 თებერვალს გაიმართა. ავტომანქანების კოლონა დროშებითა და შეძახილებით …

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის და მისი ოჯახის ქონება – რა ვიცით

„დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი“ – ასე ახასიათებენ ბათუმში მიმდინარე აქციებზე დაკავებულები ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ქცევას წინასწარი დაკავების იზოლატორში. საპროტესტო აქციებზე დაკავებულები გათავისუფლების შემდეგ ჰყვებიან, რომ ირაკლი დგებუაძე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და ზოგჯერ იმდენად გადადის ზღვარს, რომ მის შეკავებას სხვა პოლიციელები განსაკუთრებულ ძალისხმევას ანდომებენ. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერება ბოლო რამდენიმე კვირაა ბათუმში …

ნათია როყვა – „ბათუმელებში მუშაობისას უამრავი დევნა ვნახე, მაგრამ ეს რაც ხდება – შეუდარებელია“

ჟურნალისტი, „ბათუმელების“ ყოფილი რეპორტიორი ნათია როყვა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ფეისბუქზე წერს იმ წლების შესახებ, რომლებიც „ბათუმელებში“ გაატარა და იმაზე, თუ რა გახმაურებულ საქმეებს აშუქებდა „ბათუმელები“ წინა ხელისუფლების დროსაც. ნათია როყვა, ემიგრაციაში მყოფ სხვა ქართველ ჟურნალისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, 3 თებერვალს ნიუ იორკში, New York Times-ის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობლის …

თბილისში არასრულწლოვანს აქციაზე დაკავების შემდეგ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები – PHR

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR] იცავს იმ არასრულწლოვნის ინტერესებს, რომელიც პოლიციამ უკანონოდ დააკავა თბილისში, 2 თებერვალს, „თბილისი მოლის“ მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე. „არასრულწლოვანს დაკავებისას და დაკავების შემდეგ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ასევე, ნ.გ. იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მას არ მიეცა ადვოკატთან შეხვედრისა და მისი მომსახურებით სარგებლობის საშუალება. ადვოკატი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იდგა შენობის გარეთ, მას …

„მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს მას, ვინც სახეში შეაფურთხა“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელი ბოდიშს არ მოუხდის ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელმაც მას შეაფურთხა. „მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას …

„ჩემი მეუღლე „ოცნების“ დამფუძნებელი დელეგატია, ორივე გაგვათავისუფლეს“ – ყოფილი საჯარო მოხელე

მანანა ჯავაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ, წნორის ტერიტორიულ ორგანოში 12 წელი მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან დაითხოვეს მანანას მეუღლეც, რომელიც სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო 2012 წლიდან. „ახალი წლიდან გადაიყვანეს ხელშეკრულებით, ერთთვიანი გაუფორმეს კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება პარტიას [ქართულ ოცნებას] ემსახურა, პირველი დელეგატი იყო, 2012 წელს, საარჩევნო შტაბიც ებარა და მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო ამ …

საქართველოში 4 ადამიანი შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, 4 ადამიანი შიმშილობს. მზია ამაღლობელი – შიმშილობის 23-ე დღე თემურ ქათამაძე – შიმშილობის მე-18 დღე ლაშა ჩხვიმიანი – შიმშილობის მე-6 დღე ისაკო დევიძე – შიმშილობის მე-3 დღე შიმშილობა შეწყვიტა მეხუთე მოქალაქემ, ლაშა ჩხვიმიანის დედამ, რომელმაც 4 დღე იშიმშილა. ლაშა ჩხვიმიანი, რეჟისორი, მსახიობი  „ოთხშაბათ საღამოს დმანისის მერიის ცენტრში, სადაც …

„პოლიციელებს უთხრა არ ვენდობი სისტემასო და დააკავეს“ – რას ედავებიან ქუთაისელ აქტივისტს?

„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“- დაუწერია ქუთაისელ აქტივისტს, მირიან ბერულავას ფეისბუქში, ვიდრე მას 1-ელ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ. აქტივისტის, მირიან ბერულავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართება. პირველ თებერვალს, როცა პოლიციამ თბილისში აქტივისტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვისთვის პოლიციაში გადაყვანა დაიწყო, კრიტიკული ფეისბუქპოსტების ავტორი და ქუთაისელი …

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, საქართველოდან გაძევება ემუქრება. თემურ ქათამაძემ, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, შიმშილობა მეორედ დაკავების მომენტიდან, 16 იანვრიდან დაიწყო. ის მხოლოდ წყალს იღებს. თემურ ქათამაძე სამტრედიისა და თბილისის საქალაქო/რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული. „თემურ ქათამაძის შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც განთავსების ცენტრი, …

„მზია არის უკანონო პატიმარი. ეს არ არის ძალადობის სფერო“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი

მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში 23-ე დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც მზია ამაღლობლის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, ტელეკომპანია „პირველზე“  განმარტა ის გარემოებები, თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს მზია ამაღლობლის საქმე სისხლის სამართლის მუხლით და რატომ არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს აჭარის პროკურატურა. „მზია არის უკანონო პატიმარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობა არის …

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას – განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 2 თებერვალს თბილისში გამართულ აქციაზე მოქალაქეთა დარბევის ამსახველ ვიდეოკადრებზე. „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის …

თბილისში ნიღბიანი პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცემენ

დღეს, 2 თებერვალს, თბილისში, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიღბიანი პირები სცემენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. ფეისბუქზე პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი არაერთი კადრი ვრცელდება. მათ შორის, კადრებში ჩანს, როგორ გამეტებით ურტყამს პოლიცია მოქალაქეს თავში, დაკავების შემდეგ. ნახეთ ვიდეო: ნახეთ ფოტომასალა: 

თბილისში აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს – ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებ

დღეს, 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს. აქციაზე დააკავეს გიორგი კირთაძეც, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, მალე გამოუშვეს. ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებაც. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. „თბილისი მოლთან“ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ გადაადგილება სცადეს. მოქალაქეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება …

ავტომაგისტრალების გადაკეტვა „ოცნების“ მთავრობამ კრიმინალად აქცია – ახალი დადგენილება

მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. 2 თებერვალს დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით …

Exit mobile version