საია თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს. ამის თაობაზე საიამ დღეს, 6 მაისს განაცხადა. საიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის  საქართველოდან გაძევების პროცედურები უკვე დაიწყო. „გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ  თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი …

შსს ამბობს, რომ აქტივისტებზე საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტებზე სახეში საღებავისა და წიწაკის სპრეის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. 5 მაისს, საღამოს, თბილისში, აქტივისტებს ნუცა მახარაძეს, სალომე სარიშვილსა და ქეთევან ჯანანაშვილს, ლიფტიდან გამოსვლისას სახეში მომწვანო-მოლურჯო ფერის საღებავი და წიწაკის სპრეი შეასხეს, ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ნუცა მახარაძე პირდაპირ ჩართვაში ამბობდა, პირი, რომელმაც მას საღებავი და …

„რეპრესიები იმატებს და კიდევ მოიმატებს, სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება“ – საბა სხვიტარიძე

სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ფეისბუქზე წერს, რომ მისი აზრით, „ოცნების“ მხრიდან რეპრესიები მოიმატებს და „რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა“. „პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნანუკა ჟორჟოლიანს და ფონდებს. რეპრესიები იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს, სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება. სამწუხაროდ დაქსაქსულები ვართ და ერთმანეთის კრიტიკაზე ვართ …

დგებუაძის ახალი პატაკის გამო ბათუმელი აქტივისტი ციალა ქათამიძე კვლავ სასამართლოში დაიბარეს

პროევროპული აქციის აქტივისტს, ციალა ქათამაძეს ისევ სასამართლოში იბარებენ, ამჯერად სტიკერის გაკვრისთვის. სტიკერის „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს – მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას. თუმცა 150-ე მუხლის საფუძველზე …

„არ დამვიწყებია ექიმობის გამო მაგრად რომ მცემეს! არ მახსოვს რომელიმე სამინისტროს ხმა ამოეღოს“ – ექიმი

ექიმი, ხეჩინაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვატო გვაზავა ფეისბუქზე წერს, რომ არ დავიწყებია, როგორ სცემეს 2024 წელს საპროტესტო აქციაზე, ახლა კი ზოგიერთი პაციენტი ცდილობს მასთან პრივილეგიით მიღებას მინისტრების ახლობლობით. ვატო გვაზავა ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც გასულ წელს, აქციაზე სასტიკი ცემის შემდეგ არის გადაღებული. „ამ კვირაში რამდენიმე შემთხვევა მქონდა, რომ პაციენტები ცდილობდნენ პრივილეგიის მიღებას მინისტრების ახლობლობით! ადრე …

„11 წელია მაღაროში მუშაობს სიცოცხლის რისკის ფასად“ – რას ამბობს დაკავებული მაღაროელის მეუღლე

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველანი ვნერვიულობთ. ბავშვებიც განიცდიან მამის ამბავს, გოგონამ იტირა კიდეც სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ. მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ჟანა გოგატიშვილი, დაკავებული მაღაროელის, მერაბ სარალიძის მეუღლე. „11 წელია მაღაროში მუშაობს ჩემი მეუღლე. გვირაბგამყვანია და ყოველდღე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს მუშაობა. დაშავდა ორჯერ, ქვა მოხვდა თავში …

ბათუმში 3 მაისს ველო და ავტო მარში გაიმართება ბათუმელი მედროშეს მხარდასაჭერად

3 მაისს, შაბათს, ბათუმში, 17:00 საათზე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ველო და ავტომარში გაიმართება. ინფორმაცია ფეისბუქზე ვრცელდება. თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ამჟამად შს სამინისტროს დროებითი განთავსების საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. ის წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, დაკავების …

დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს დემონსტრაციების დასარბევად – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრაციების დასარბევად. „გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობია, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ“ – წერს საია დღეს, 2 მაისს, ორგანიზაციის ვებგვერდზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის …

რეზო კიკნაძე: ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ფულის გარეშე რამე გააკეთოთ, თავი გადადოთ იდეისთვის

პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის მორიგი სასამართლო გაიმართა პირველ მაისს. სინდისის პატიმრებს შორისაა რეზო კიკნაძე, რომელმაც სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. სასამართლო სხდომაზე რეზო კოკნაძე შეეხო როგორც მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების უკანონო ტყვეობას, ასევე ისაუბრა იმ მთავარ ღირებულებებზე, რასაც, მისი აზრით, ებრძვის ოლიგარქიული რეჟიმი. „ბათუმელები“ გთავაზობთ რეზო კიკნაძის სასამართლოში გამოსვლის ტექსტს: „აი …

ზვიად ცეცხლაძე სინდისის 7 პატიმართან ერთად პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და სინდისის კიდევ 7 პატიმარი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე დასანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 2 მაისს მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლად „ახალი დანაშაულის“ ჩადენის შესაძლო რისკი დაასახელა. „აქამდე სასამართლოებზე მე არაერთხელ გამიჟღერებია წინააღმდეგობის იდეა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს გავაჟღერე სამართლებრივ ჩარჩოში, რადგანაც ეს …

უწყვეტი პროტესტი ჩხოროწყუში – „აქ ვართ, რომ არ დავკარგოთ სამშობლო“

საქართველოში საპროტესტო აქციები არა მხოლოდ ბათუმსა და თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუშიც. „ბათუმელები“ ჩხოროწყუს აქციების აქტიურ მონაწილეებს ესაუბრა. ამ სტატიაში გაიგებთ, რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუდან, რატომ გამოდიან ქუჩაში საპროტესტო აქციაზე და როგორ და რატომ გადაწყვიტეს პროტესტის კერად თავიანთი მუნიციპალიტეტი ექციათ. სოფიო გოგოხია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, იგი მუდმივად …

საიამ „ოცნების“ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმს მიმართა

საიამ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით 15 საერთაშორისო მექანიზმს წერილობით მიმართა. „კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს – რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცეს ავიწროებს და „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ბუნდოვანი …

„გადარჩენა ნიშნავს არ გახდე იმ სისტემის ნაწილი, რომლის შექმნასაც ცდილობენ“ – ინტერვიუ

„ზოგადად, ადამიანებს შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ, რადგან ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში, ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს. ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და …

29 აპრილს სახლებში მისვლა და ჩხრეკა „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთი გამოხატულებაა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით ეხმიანება ფონდების წარმომადგენელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღებას. საუბარია 29 აპრილს, დილის საათებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღებაში ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, გელა ხელაიას, ლაშა არველაძისა და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილის ფაქტობრივ საცხოვრებელსა ან/და რეგისტრირებულ მისამართებზე. განცხადებაში საია განმარტავს, რომ 2025 წლის 8 თებერვალს ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაიწყო გამოძიება …

ბათუმელი მედროშე 2 დღით შიმშილობს – მას ქვეყნიდან აძევებენ

„მითხრა, რომ დღეს და ხვალ სიმბოლურად ისევ შიმშილობს“, – ამბობს ნინა კაკულია, ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მეგობარი. ნინა კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძე დღევანდელი შიმშილობით ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას აპროტესტებს, ხვალინდელი შიმშილით კი, სოლიდარობას ჭიათურელ მაღაროელებს  უცხადებს. გუშინ, 29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი დააკავა: აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, …

„ივანიშვილის გათვლაა, რომ უკმაყოფილო ხალხი წავა ამ ქვეყნიდან და მას დარჩება ყმების კასტა“ – ინტერვიუ

„როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმმა ჩეკისტების სულისკვეთება სრულად გადმოიღო. ესენი მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან და მიზანიც იგივეა: რუსული, იმპერიული კონტროლის აღდგენა საქართველოში,“ – დღეს, 29 აპრილს, ხუთი ფონდის წარმომადგენლის და აქტივისტის სახლების გაჩხრეკაზე თავის დაკვირვებას ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე გვიზიარებს. პოლიტიკურად რას იგებს ივანიშვილი დაშინების მცდელობით? – ანალიტიკოსის აზრით, ივანიშვილის რეჟიმი გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გვაბრუნებს: „საქართველო …

„გინახავთ ვინმეს სიამაყით ეთქვას, ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო?“ – გენრი დოლიძე

„ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ და მინდა ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში. გინახავთ სუფრასთან ან პირად საუბრებში, ვინმეს სიამაყით ეთქვას – ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო? ბაბუაჩემი წითელარმიელი იყო და მოუძღოდა რუსეთის არმიას საქართველოს ოკუპაციისთვისო? გინახავთ ვინმეს? მე არ მინახავს ასეთი ადამიანი. შეიძლება ვინმეს სადმე ოდესმე წამოსცდენია, მაგრამ საკადრის პასუხის მიიღებდა, ალბათ. გინახავთ ვინმეს ეთქვას, მამაჩემი მხედრიონელი იყო და …

ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 28 აპრილს მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, მოვიდა მოქალაქე გოჩა მელაძეც, რომლის 12 წლის შვილს ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ეს საქმე სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. გოჩა მელაძის შვილზე 2024 წელს იძალადა მასწავლებელმა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა ერთი გაკვეთილის განმავლობაში 12 წლის ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. …

სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება – PHR ბინების ჩხრეკაზე

„სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და  აქტივისტების საქმიანობა“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR. ორგანიზაცია ეხმიანება დღეს, 29 აპრილს, პოლიციის მიერ ფიზიკური პირების სახლების ჩხრეკას, რაც ბავშვის თანდასწრებით განხორციელდა. „2025 წლის 29 აპრილს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაიწყეს უფლებადამცველთა და სამოქალაქო აქტივისტთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ორსული …

თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან გააძევებენ – მას ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციომ უარი უთხრა

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა. ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 29 აპრილს, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. „თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა“, …

არასრულწლოვანი დროულად უნდა განარიდონ მიმდინარე პროცესებს – ომბუდსმენი სახლების ჩხრეკაზე

სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს, 29 აპრილს, რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდა არასრულწლოვანი, მარიამ ბაჯელიძის 7 წლის შვილი. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო …

„ჩამომსვეს ავტობუსიდან და გამჩხრიკეს, გამიჩხრიკეს სახლიც“ – ალეკო ცქიტიშვილი

დღეს, 29 აპრილს, დილას, პოლიციამ რამდენიმე პირის სახლი გაჩხრიკა. მათ შორისაა „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი და უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ჯერ ავტობუსიდან ჩამოსვეს და გაჩხრიკეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, შემდეგ კი სახლი გაუჩხრიკეს და წაიღეს ლეპტოპი. „სამსახურში მივდიოდი, ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. ამოიღეს მობილური ტელეფონი და ჩხრეკის დასრულებისას გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის …

„მეზობელი ვარო“ – 6 თვის ფეხმძიმე ქალთან გასაჩხრეკად პოლიცია დილის 9 საათზე მივიდა

დღეს, 29 აპრილს, 6 თვის ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დილის ცხრის წუთებზე, სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. „ნეტგაზეთთან“ საუბარში მარიამ ბაჯელიძე, რომელიც „სირცხვილიას“ ყოფილი წევრია, ამბობს, რომ დაახლოებით ცხრის წუთებზე კარზე ბრახუნი იყო, ქალის ხმა იყო, რომელმაც უთხრა, რომ იყო მეზობელი, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, მეზობელი …

ზვიად ცეცხლაძის და: „ის დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, რადგან ვერ გააჩუმეს“

„მითხარით ეს სამართალია? – ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსეული ადამიანის ადგილი ციხეშია?- როგორც ზვიადი, ასევე ყველა პოლიტპატიმარი არის ღირსეული, წრფელი და გამბედავი ადამიანი. ისინი არ იმსახურებენ ციხეს, ისინი იმსახურებენ თავისუფლებას, მხარდაჭერას,  სამართლიანობას! თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს, მზია ამაღლობელს, სამართლიანობა ყველას, ვისაც უსამართლოდ უსჯიან, საქართველო – არა შიშის, არამედ თავისუფლების ქვეყანაა“, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ზვიად …

ვინც ბავშვებს ასწავლის, ტრანსპორტს მართავს, ალაგებს ქუჩას, მათ აზრს არავინ ეკითხება – ალექს ჩიღვინაძე

„სხვა სარჩული აქვს ამ ყველაფერს – ეს არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მსგავსი მედიის არსებობა, მათ, ამ ტიპის რეჟიმებს არ აწყობთ და სწორედ ესაა მზიას პატიმრობის მიზეზი. სამაგალითოდ არის დასჯილი“, – ამბობს ალექს ჩიღვინაძე, მწერალი და დრამატურგი. მან მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმეზე თავისი დამოკიდებულება გაგვიზიარა და პროტესტზეც ისაუბრა. ალექს ჩიღვინაძეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე შევხვდით. „დღეს …

25 აპრილს ბათუმში გაიმართება აქცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

პარასკევს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება მედიის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. მზია ამაღლობელს, რომელიც პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 100 დღეზე მეტია უკანონოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული …

ბათუმში უსახლკაროები სულხან თამაზაშვილთან მივიდნენ – აქცია მთავრობის სახლთან

„პოლიციელი რას დაგიცავს, პირიქით, პოლიციელებს რომ ვხედავ, ვფიქრობ, სად გავიქცე, თავი როგორ ავარიდო-მეთქი… საშიშროებაა პოლიციელი, აბა რაა,“ – გვითხრა მოქალაქე ნონა ხორავამ აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, 22 აპრილს, უსახლკაროების მიერ გამართულ აქციაზე. ნონა ხორავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს – სულხან თამაზაშვილს მიაკითხა. მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში …

„დავუდგეთ მხარში თბილისს“ – ბათუმში დაკავებებს აპროტესტებენ

„გამოდით ბათუმელებო, ქუდზე კაცია საჭირო, გამოვიდეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თქვენს გარეშე ეს არ გამოვა“, – ამბობს ანი გობაძე, სტუდენტი, რომელიც გიორგი გურულთან ერთად დგას ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ და აპროტესტებს თბილისში, პოლიციელების მიერ მოქალაქეების დაკავებას. პოლიციამ თბილისში აღდგომის ღამეს ორი ადამიანი დააკავა, დღეს, 21 აპრილს კი კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. „ადამიანი დააკავეს იმის გამო, …

2,8 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს ცესკო ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ადგილობრივი არჩევნების სამზადისშია. ცესკოს ინფორმაციით, „საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე“. საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. …

ყოფილი პოლიციელი ემიგრაციაში – „ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ“

50 წლის მაია ფელიშვილი ცხოვრება ბოლო წლებში ერთი წინადადებით ასეთია – პოლიციელობიდან ემიგრაციამდე. „ბათუმელები“ გიამბობთ ქალზე, რომელიც ბოლო 4 წელია იტალიაში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ დღე ფიქრობს საქართველოზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ახლა ქვეყანაში ვითარდება; აღელვებს თანამებრძოლების ბედი და აბრაზებს უსამართლობა. მაიას თქმით, მიუხედავად სხვა ქვეყანაში ყოფნისა, რუსული კანონის საპროტესტო აქციების პირველი ტალღიდან მოყოლებული უერთდება …

თემურ ქათამაძე სასამართლოს რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს ქორწინებისთვის

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სასამართლოსგან ითხოვს რამდენიმე საათით გათავისუფლებას რელიგიური ქორწინებისთვის. მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტმა ამ რიტუალის ცენტრში ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა. „5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის …

ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია

ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულებისათვის ჯარიმის თანხის შეგროვების კამპანია. ბათუმში საპროტესტო აქციების 36 მონაწილეა დაჯარიმებული. აქედან 4 ადამიანი 11-12 იანვრის ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააჯარიმეს, სხვები კი – „ზებრაზე გადასვლის საქმეზე“, 31 იანვარს. დაჯარიმებულთა უმრავლესობისთვის ჯარიმის დასაფარი თანხა სამოქალაქო აქტივისტების, ციალა ქათამიძისა და მალხაზ ჭკადუას ანგარიშებზე გროვდება. ციალა ქათამიძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ 12 ადამიანი არ …

„ციხე ვერასდროს დამატყვევებს, რადგან მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აქვეყნებს 19 წლის სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის წერილს ციხიდან. წერილში, რომელიც 2 აპრილით თარიღდება, ზვიად ცეცხლაძე საზოგადოებას მოუწოდებს 19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ შეკრებისკენ. „ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს ზვიად ცეცხლაძის წერილს: „ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორია ციხე? ოთხი კედელი, გისოსები და ბალანდა. სინამდვილეში პატიმრობა სულაც არ არის რთული. სინამდვილეში სხეული ყველაფერს …

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი მესამედ არ შედგა

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 139 დღე უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ დასრულდა უარყოფითი შედეგით, მორიგი ხელახალი ტენდერი კი მერიის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლაზე პირველ …

ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს. თემურ ქათამაძე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს და ის დღემდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება პატიმრობაში. თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქათამაძე კიდევ დარჩება პატიმრობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გახანგრძლივდეს დამატებით, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ან …

„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე რეზერვიდან დაითხოვეს და დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს და ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტია 2022 წლის 14 სექტემბრიდან, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ციალა ქათამიძის თქმით, მან დღეს, 12 აპრილს, მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის, სამხედრო რეზერვში აღარ ირიცხება. ციალა ქათამიძის რეზერვიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. …

Exit mobile version