დაშორდით, არ ღირს დროის დაკარგვა – როგორ დააღწია თავი მოძალადე ქმარს 3 შვილის დედამ

ავტორი: სოფი დანელია, 3 შვილის დედა 14 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, უფრო სწორად, მოტყუებით წამიყვანა და ასე აღმოვჩნდი ახალ ოჯახში. სამი შვილი მყავს – 21 წლის, 15 წლის და 9 წლის. მყავს ერთი შვილიშვილიც. ოთხი წელია რაც დავშორდი ქმარს და ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. საკუთარი საქმე წამოვიწყე – ესთეტიკის ცენტრი გავხსენი და ვმუშაობ. მანამდე კი …

19 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ცოლსა და სიდედრს დაესხა თავს

პროკურატურის ცნობით, მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირს სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, …

მსხვერპლი თავშესაფრით მაშინაც ისარგებლებს, თუ კაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს – კანონპროექტი

„თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ,“ – ეს კანონპროექტის ჩანაწერია, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. პარლამენტი „სტამბოლის კონვენციის“ შესაბამისად ცვლილებების შეტანას აპირებს კანონში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ …

გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის – კიდევ რა ჩანს მონიტორინგით?

„გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმეა“, – აღნიშნავენ საია-ს მონიტორები, რომლებიც ბოლო ერთი წელი აკვირდებოდნენ 490 სისხლის სამართლის საქმის განხილვას. საია მონიტორინგს ატარებდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის [დისტანციურად] საქალაქო სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი მიგნებაც: უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეებს 15 წუთიც არ სჭირდებათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. იურისტების აზრით, ეს აჩვენებს იმას, რომ მოსამართლე …

რა შემთხვევაში მიიღებს ძალადობის მსხვერპლი ქალი 10 ათას ლარს – ახალი დადგენილება

„თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში,“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებაში, რომელიც 2022 წლის პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში. ამ დადგენილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია 10 ათასამდე ლარი, …

ქალებზე მოძალადე კაცები საპატიმროებში ფსიქოლოგის დახმარებაზე უარს ამბობენ

ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული კაცების უმრავლესობა არ სარგებლობს პროგრამით, რაც ძალადობრივი ქცევის შეცვლას ითვალისწინებს – ეს ირკვევა პარლამენტის თემატური მოკვლევის ანგარიშით, სადაც განხილულია, როგორ ასრულებს საქართველო „სტამბოლის კონვენციით“ ნაკისრ ვალდებულებებს. „სტამბოლის კონვენცია“ ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მათ შორისაა მოძალადე კაცებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა, რაც საქართველოში 2019 …

ბათუმის მერიის თანამშრომელი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, არჩილ ბარამიძე, ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 სექტემბერს შეუფარდა. გამოძიება ბათუმის მერიის უკვე ყოფილ თანამშრომელს ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. „ის არ ცნობს თავს დამნაშავედ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა სიმონ ასათიანმა, რომელიც არჩილ ბარამიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატი მოსამართლეს ბრალდებულის 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ …

როგორ იმუშავებენ ქედაში ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდასაჭერად

ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანის მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას უზრუნველყოფს და, ასევე, ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ქედის მერიამ პროგრამისთვის 6740 ლარი გამოყო. რა და როგორ გაკეთდება ამ პროგრამის ფარგლებში? – „ბათუმელები“ პროგრამის ავტორს, თეა შარაშიძეს ესაუბრა. …

კაცმა უნდა გაიგოს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია – კორძაია ქალების მკვლელობაზე

2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. ასევე გაზრდილია ქალთა მკვლელობის მცდელობის ფაქტებიც. ხშირად ქალებს მეუღლეები თუ ყოფილი მეუღლეები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კლავენ. ფემიციდის ორი შემთხვევა გვქონდა სულ ახლახან, მაისში, როცა ქალები დამამძიმებელ გარემოებაში მოკლეს. ქალებს ვერ იცავს სახელმწიფო. 2016 წელს პარლამენტის წევრებმა – თამარ ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ ინიციატივა წარადგინეს, რომელიც კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად …

ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა – კაცი დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აქვს მიყენებული. „ქალი დაახლოებით 32 წლისაა. კლინიკაში ის დღეს დილით შეიყვანეს“. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის …

1251 ხანდაზმული გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა ქალია

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 1 251 ადამიანი, მათგან 378 კაცი და 873  ქალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 27 კაცი და 64 ქალი. ხანდაზმულებზე ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს, იგი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე სექსუალურ, ფსიქოლოგიურ/ემოციურ ძალადობას; ასევე ეკონომიკურ …

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები თვეში 300 ლარს მიიღებენ – საპილოტე პროექტი ბათუმში

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად ბათუმის მერიაში ახალი საპილოტე პროგრამა იწყება. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს თვეში 300 ლარით დააფინანსებს. 200 ლარს კი მსხვერპლი ქალები ერთჯერადად მიიღებენ მედიკამენტებისთვის. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 300 ლარი ბინის ქირისთვის არის გათვალისწინებული, 200 ლარი კი მსხვერპლის მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის. ქალს თანხა თავშესაფრის დატოვების შემდეგ გამოეყოფა. ამის პარალელურად კი, …

ცოლზე ძალადობისთვის კაცს 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა – სასამართლო გადაწყვეტილება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქალის სასარგებლოდ ყოფილ მეუღლეს, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ქალის უფლებებს საია იცავდა. „სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა, რომ ოჯახში ძალადობა 5 თვის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. აღნიშნულმა დანაშაულმა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. …

პატიმრობა ყოფილი ცოლის ცემისთვის – “6 წელია დაშორებული ვართ”

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 2021 წლის 17 მაისს, ყოფილი ცოლი ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო. დაზარალებული ჰყვება, რომ მაისში თბილისში თავის მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, როცა ყოფილმა ქმარმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. “17 მაისს მოხდა ზუსტად, ბათუმიდან ჩავედი შეყვარებულთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად. ჩემი ყოფილი ქმარი დამიკავშირდა და გადავწყვიტეთ გველაპარაკა. შევხვდით …

აჭარა ოჯახში სექსუალური ძალადობით რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა

ოჯახში ძალადობის 4886 შემთხვევიდან 22 იყო სექსუალური ძალადობა. 2021 წლის იანვრიდან პირველ ივლისამდე სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები შემაკავებელ ორდერს აფორმებენ. ორდერში მიეთითება, კონკრეტულად რა სახის ძალადობაზე საუბრობს მსხვერპლი: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური… შსს ამ სახის სტატისტიკას გასული წლიდან ამუშავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური ძალადობის 22 შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა …

ბათუმში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – სასამართლო საქმის დეტალები

პროკურატურა კაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება. საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს. „მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. ის არ აღიარებს დანაშაულს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია, რომელიც ბრალდებულ თემურ ტ.-ს ინტერესებს იცავს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში …

„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

„14 წლის ნინის საქმეზე“ სოლომონ ცეცხლაძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ნინის ბაბუაა და თითქმის ნახევარი წელი საპატიმრო დაწესებულებაშია. საუბარია 2021  წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 …

გაუპატიურების საქმე ბათუმში – „მტკიცებულება არ არსებობს, ქალის ჩვენების გარდა“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურების საქმეზე დღეს, 16 ივნისს წინასასამართლო სხდომა შედგა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმის არსებითი განხილვის გადაწყეტილება მიიღო. გამოძიება გაუპატიურებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას მ.ა.-ს ედავება. მას ქალმა უჩივლა, ვისთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, ცოლ-ქმართან ერთად ცხოვრობდა ბრალდებულის შვილიც წინა ქორწინებიდან. „ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, მტკიცებულება არ …

ქალის ცემა – როგორ იცვლება შეხედულებები თაობების მიხედვით 11 კაცის მაგალითზე

რას ფიქრობთ კაცზე, რომელიც ქალს სცემს და ფსიქოლოგიურად ძალადობს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის ქუჩებში 11 კაცს ესაუბრა. ამჯერად თავად კაცებს ვკითხეთ, როგორ ესმით, მაგალითად,  ფსიქოლოგიური ძალადობა? ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა დასახმარებლად, ან როგორი კაცია მოძალადე? პასუხების მოსმენის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ: თაობებს შორის შეხედულებები იცვლება. იცვლება ლექსიკაც, რომლითაც თაობები ძალადობის შესახებ საუბრობენ. მაგალითად, …

ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 

ადვოკატმა ა. მ.-მ, ვისაც ყოფილი ცოლი ოჯახში ძალადობას ედავებოდა, სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააუქმა ადვოკატ ა. მ.-ს წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც 26 აპრილს ბათუმის პოლიციის პირველმა განყოფილებამ გამოსცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ა.მ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიციას დასახმარებლად თავად მიმართა, პოლიციელებმა კი, შემაკავებელი ორდერი მის წინააღმდეგ გამოსცეს. მოსამართლეს ადვოკატმა ა.მ.-მ …

ვის უნდა მიმართო, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან მისი დახმარება გსურს

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებობს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი კურირებს. თავშესაფრების მისამართები დაცულობის უზრუნველსაყოფად კონფიდენციალურია და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ პოლიციას და იმ უწყებებს, რომლებიც მსხვერპლებთან მუშაობენ. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოდგენილია 2020 წლის ივნისში გამოცემულ სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და …

ცოლ-შვილის ცემისთვის კაცი 6 თვით დააპატიმრეს

ცოლსა და შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ოზურგეთში კაცს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა კიკნაძემ მიიღო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებული იმ საღამოს, როცა ძალადობა მოხდა, სახლში ნასვამი დაბრუნდა და გაზქურაზე კვერცხის შეწვას ცდილობდა, მას ტაფა იატაკზე გადმოუვარდა. ბრალდებულმა ტაფის გადმოვარდნა იქვე მყოფ ქალიშვილს დააბრალა და თავში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა. მეორე დილით ბრალდებულმა ცოლს აგინა და …

რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლს სცემა დედამთილთან შელაპარაკებისთვის

მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გურიაში მცხოვრებ კაცს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ორჯერ იძალადა ცოლზე. ორივე შემთხვევაში დანაშაულის ჩადენა ბრალდებულმა სრულად აღიარა და უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. განაჩენის მიხედვით, ზ-მ ცოლს გინება დაუწყო და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მას შემდეგ, როცა ქალი დედამთილს ოთახების დალაგების გამო ეკამათებოდა. მეორე შემთხვევაშიც კონფლიქტის …

ჩხუბი ოჯახში მანდარინის ფულის გამო – ბრალდებული ახალ წელს ციხეში შეხვდა

ოჯახში ძალადობისთვის ოზურგეთში მცხოვრებ კაცს მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით ჩაუთვალა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მაინც მოუწია – შემთხვევა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. განაჩენის მიხედვით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პ.-ს ცოლთან ჩხუბი მანდარინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გამო მოუხდა. „…დაახლოებით 21:00 საათზე პ. …

ცოლზე ძალადობა ზღვაზე დასვენების დროს, ქობულეთის პარკში

“თავს დამნაშავედ ვცნობ” – უთხრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ გ.-მ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს. მას ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. ზურაბ გ. თბილისიდანაა და სასამართლოში ადვოკატის გარეშე მოვიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ვისთან ერთადაც ის ბოლო 12 წელია ცხოვრობს, ქობულეთის ზღვისპირა პარკში ყოფნისას სახის და თავის არეში  ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ზურაბ გ.-მ დასაშვებად …

პროკურატურა: კაცმა ყოფილ ცოლს სცემა და სახლში გამოკეტა – სასამართლო განხილვა

“როცა რაღაცებზე პასუხი ვერ მივიღე მისგან, რაღაც მომენტში ხელი ავიღე, მაგრამ გამეტებით ვერ გავიმეტე…” – ასე აღწერა ყოფილ ცოლზე ძალადობა შოთა ა.-მ. მან დღეს მოწმის სახით მისცა ჩვენება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, ვიდრე ის განაჩენს გამოიტანდა. პროკურატურა შალვა ა.-ს ოჯახში ძალადობას და ყოფილი ცოლის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. საქმის მასალების მიხედვით, შოთამ რამდენიმე თვის წინ …

როგორ აფასებს პოლიციელი რისკებს, როცა ქალზე ოჯახში ძალადობენ

რა შეცვალა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალმა ბრძანებამ, რითაც ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი გაიწერა? – ეს შეკითხვა გოგა ხატიაშვილს დავუსვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს. ის გუშინ, 8 მარტს, მონაწილეობდა ბათუმში გამართულ კონფერენციაში – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“. შს მინისტრის ბრძანება გასული წლის სექტემბრიდან მოქმედებს. „ყოველთვის იყო კრიტიკა, რომ პოლიციელს არ ჰქონდა …

აჭარის პროკურორი ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელზე

„პრობლემა არ მოგვარდება მხოლოდ იმით, თუ რამდენ საქმეზე დაიწყება გამოძიება, ან რამდენ შემთხვევაზე დაიწყებს დევნას პროკურატურა. ეს არ არის ამ პრობლემის მოგვარების აბსოლუტური ხერხი, თუ არ იქნება ჩართული საზოგადოების ფართო სპექტრი, თუ არ იქნება სამოქალაქო მართლშეგნება, თუ ამ სერვისებს არ ექნება მხარდაჭერა. მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ამაში ჩართული. ეს ციფრები ხან მოიმატებს, ხან – დაიკლებს…“ …

ცოლის ცემაში ბრალდებული კაცი სიდედრმა მკაცრი სასჯელისგან იხსნა

„არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი,” – მოკლედ უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებული გ. რ.-ს სიდედრმა. იგი ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის ერთადერთი მოწმეა. შემთხვევა 8 მაისს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ქმარმა ცოლს სიდედრის კუთვნილ კაფეში, დედის თვალწინ სცემა. დაზარალებულმა ქალმა იმ ღამით 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა. გ. რ. აქამდეც არის გასამართლებული ოჯახში ძალადობისთვის. ის …

ადვოკატი ოჯახში ძალადობაზე: ხომ შეიძლებოდა ქალს კედლისთვის მიერტყა თავი?

„მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები თავის არეში,“ – უთხრა მოსამართლეს სამედიცინო ექსპერტიზის ავტორმა, მამუკა გედენიძემ. მან ოჯახში ძალადობის საქმეზე მისცა ჩვენება სასამართლოს. გამოძიება გოჩა რ.-ს ცოლზე არაერთგზის ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სიდედრის კუთვნილ კაფეში, სიდედრის თვალწინ, ცოლს თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. პოლიციას სიდედრმა დაურეკა და შველა ითხოვა. „დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით,“ – დასძინა ექსპერტმა. „შესაძლებელია, …

სასჯელი ქალს პირზე ხელის აფარებისთვის

მოსამართლე ლევან გელოვანმა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა ჯ.ი.-ს ოჯახში ძალადობისთვის. მას გამოძიება ოჯახის წევრის – დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას ედავებოდა. ადვოკატ ნონა დუმბაძის თქმით, მსჯავრდებულმა მხოლოდ პირზე ააფარა ხელი საკუთარ დას და მისი გაჩუმება ამ გზით სცადა. კონფლიქტი და-ძმას შორის დის ოჯახში მოხდა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. „მსჯავრდებული ამბობს, რომ მას კარგი …

ადვოკატი, რომელსაც ქმარმა სცემა, დუმს – სასამართლოს გადაწყვეტილება

ადვოკატმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, დუმილი არჩია. მან სასამართლოს ჩვენება არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. „ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. ასეთი პრაქტიკაში არ ყოფილა, არც უზენაესს სასამართლოს ჰქონია,“ – ამბობს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე, რომელიც სასამართლოში ბრალდებული კაცის ინტერესებს იცავდა. …

სასჯელი მამამთილს რძალზე ფიზიკური ძალადობისთვის

მამამთილისგან რძალზე ოჯახში ძალადობის შემთხვევა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ მას მამამთილმა სცემა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ. „ვაღიარებ დანაშაულს, ეს აღარ განმეორდება,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ნურიელ ზოიძემ. მან ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს პროცესზე არც ერთი მოწმის ჩვენება აღარ …

ცოლის ცემაში ბრალდებულის ადვოკატი: ისინი ისევ ერთად ცხოვრობენ

ოჯახში ძალადობას გამოძიება გურამ ბ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, მან გასული წლის 5 დეკემბერს, „ხელების მრავალჯერ დარტყმით, ცოლს მიაყენა ფიზიკური ტკივილი“. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. „თავს დამნაშავედ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა ბრალის გაცნობის შემდეგ. მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80-დან 150 …

„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება

ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა  იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა. „სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი …

ძალადობისთვის გასამართლებულმა ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, ხელახლა სცემა

ცოლზე ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ი. შ.-ს ედება ბრალად. ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება – დაახლოებით სამი თვის წინ მან ცოლზე ფიზიკური ძალადობა აღიარა და საპროცესი შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურასთან გარიგებას ბრალდებულმა შესაძლოა ხელახლა მიაღწიოს. ამის გამო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინამოსამზადებელი სხდომა მარტის ბოლომდე გადადო. „ცოტა რომ დავაჩქაროთ, არ შეიძლება?“ – მიმართა პროკურორ გიორგი რამიშვილს ბრალდებულმა. …

Exit mobile version