სიახლეები

ხვალ უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას

12.04.2021
ხვალ უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას

13 აპრილს აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს უყრის. დეპუტატები სხდომაზე ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან.

საუბარია 6 დეპუტატზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოში „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით მოხვდნენ, თუმცა მათ დეპუტატობაზე უარი თქვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა.

უფლებამოსილების შეწყვეტა „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიიდან მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა არ მოითხოვა, იგი უმაღლეს საბჭოში შევიდა.

დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი თქვა საპარლამენტო უმრავლესობამ. დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ამ თემაზე:

რატომ აჭიანურებს უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: