სააპელაციო სასამართლოში იწყება მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა

დღეს, 11 ნოემბერს, 13 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იწყება მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა …

მზია ამაღლობელი ვენაში პაულ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს

10 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პაულ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი . აღნიშნული პრემია გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ. პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით. მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი გადაეცა ჟურნალისტიკის კატეგორიაში. დაჯილდოების ცერემონიას ვენაში „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი …

მზია ამაღლობელს გერმანიაში თავისუფალი მედიის ჯილდო გადაეცა

დღეს, 6 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი გერმანიაში, ჰამბურგში, თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა – Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა. „მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“ – ასეთია მზია …

„ოცნებამ“ მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურეს: თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილე გახდა, შოთა ჩხაიძე – ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე. საკადრო ცვლილებებზე დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ უპასუხეს. „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილედ დაახლოებით ერთი კვირის წინ დანიშნეს, შოთა ჩხაიძე კი, უკვე ორი თვეა ოზურგეთის პროკურორის მოადგილეა. მზია ამაღლობელის …

ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი

არჩილ ანთაძე, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი, ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს გახდა ცნობილი. არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. ცრუ მოწმე პოლიციელს მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს. მას შემდეგ, …

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას სააპელაციო სასამართლო 11 ნოემბერს დაიწყებს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს, 13 საათზე დაიწყება. მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი …

ვინ არის 9 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

თითქმის 10 თვეა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია გადასცეს. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით. იმ კონკრეტულ 9 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტეს. მოსამართლეების მიერ …

გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მიმართვა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის შესახებ მიმართვას ავრცელებს. „მივიღე ღრმად შემაშფოთებელი ცნობა, რომ საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის მხედველობა დრამატულად გაუარესდა: დღეისთვის მას ერთ თვალში მხოლოდ 1 პროცენტი მხედველობა აქვს, ხოლო მეორეში – 10%. პენიტენციური სისტემის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს შეუქცევად გაუარესებას. სასწრაფოდ მივმართავ საქართველოს …

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

დღეს, 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედია მენეჯერს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს. ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „შვიდი …

ჰაინრიხ ბიოლის ფონდი მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიას ულოცავს და მის გათავისუფლებას ითხოვს

მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მინიჭებას ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ეხმაურება. „გულითადად ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას. ონლაინგამოცემები –  „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომლებიც მან დააარსა და ხელმძღვანელობს, საქართველოში უმნიშვნელოვანესი მედიასაშუალებებია. ისინი იცავენ კრიტიკული და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს ტოლერანტულ, დემოკრატიულ და კონსტიტუციით დაცულ საქართველოში – ისეთ საქართველოში, რომლისკენაც ასე ისწრაფვის საზოგადოება. სწორედ ამიტომ, ჰაინრიჰ …

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმიანება ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტების, მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი პრიზით, სახაროვის პრემიით. „ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ …

პაპუაშვილ-კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა მზია ამაღლობელზე ევროკავშირის პრიზის მიღების შემდეგ

დღეს, 23 ოქტომბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. პაპუაშვილი ამჯერად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოთი, სახაროვის პრემიით. „წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავი, როცა ევროპარლამენტმა ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა“ და დასძინა, რომ „ამ პრიზით დაგვანახეს, რომ …

„ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიმარჯვებთ“ – მზია ამაღლობელის გზავნილი ციხიდან

დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო. მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ამბავი მზია ამაღლობელმა რუსთავის ქალთა კოლონიაში, ტელევიზორიდან შეიტყო. პრემიის მიღების შემდეგ, მზია ამაღლობელის გზავნილი „ბათუმელებს“ მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა გაუზიარა. „დღეს მოვინახულე მზია ციხეში. ტელევიზიით შეიტყო, …

ვის აქვს მიღებული ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა ბელორუს ჟურნალისტ, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად. საბჭოთა დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის „სახაროვის პრემია“ 1988 წელს დაარსდა ევროპარლამენტის მიერ. ეს პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა სფეროში გაწეული ძალისხმევისათვის, იქნება ეს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განვითარება, კანონის …

მზია ამაღლობელმა მიიღო ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია

დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო. სახაროვის პრემიის გამარჯვებული დღეს ევროპარლამენტში დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ. სახაროვის პრემია 2025 წელს მიიღეს მზია ამაღლობელმა საქართველოდან და პატიმრობაში მყოფმა ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პოჩობუტმა. „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ასე ერქვა ნომინაციას, რომელშიც ქართველი …

„ვფიქრობ, მზიას სასამართლოზე გამოსვლა იყო სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი“ – ექიმი

ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაუშვეს, ამბობს, რომ შესაძლოა მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არამხოლოდ პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს. „რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჩემთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როცა ვცადე გარკვევა, ჩემს ფეისბუქ პოსტებზე მიმითითეს. ამ ამბის შესახებ ვისაუბრე. ჩემს ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, ამბობდა: იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბევრი ექიმია განსხვავებულ აზრზე და მათთან …

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა“ – ევროპარლამენტარი

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა. ამ ტურბულენტურ დროში ის გვიზგავნის მესიჯს ყველა ჩვენთაგანს: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის”, – წერს ევროპის სახალხო პარტიის [EPP]-ის წარმომადგენელი დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე. ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია. 16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული …

ხელისუფლებამ მზია ამაღლობელზე სტრასბურგის სასამართლოს დამატებითი ვადა სთხოვა პასუხისთვის

საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, თუმცა ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და პასუხისთვის ახალ ვადად 30 ოქტომბერი განისაზღვრა. ამავე დროს 28 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამავე თემაზე: რა კითხვები …

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია. 16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული ხმის მიცემის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპარლამენტი აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში არიან: ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან; ჟურნალისტები და ჰუმანიტარული …

„მზია ნამდვილი ევროპელია, როგორც ბევრი ქართველი, რომელიც ქუჩიდან იბრძვის” – ხატია ჯინჯიხაძე

14 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით – „თავისუფლება გისოსებს მიღმა: მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და საქართველოს პროდემოკრატიულ მოძრაობას“. დისკუსიას 5-მა ევროპარლამენტარმა უმასპინძლა: რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, ხატია ჯინჯიხაძემ ევროპარლამენტში ისაუბრა  საქართველოში მედიის მდგომარეობისა და მზია ამაღლობელის შესახებ: „მზია ამაღლობელს ვიცნობ ბევრი წელია, მაგრამ დღეს მე მინდა ვისაუბრო მასზე, არა …

„მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია“ – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

დღეს, 14 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კონფერენცია – „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას“. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ვიდეომიმართვით: „დღეს მსურს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მზია ამაღლობელზე – ქალზე, რომელიც იმ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დღეს საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მზია …

ვიდეო მზია ამაღლობელის შესახებ – ჩვენება პრაღაში, „ფორუმი 2000“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე

დღეს, 12 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას საერთაშორისო ჯილდო გადასცეს.  

დღეს პრაღაში პასუხისმგებლობისა და სიმამაცისთვის მზია ამაღლობელს საერთაშორისო ჯილდო გადასცეს – ფორუმი 2000

დღეს, 12 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას საერთაშორისო ჯილდო გადასცეს. „წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – აცხადებს მასპინძელი „ფორუმ 2000“. საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით „ფორუმი 2000“-ს საბა …

„ოცნება“ კიდევ ერთხელ დაესხა თავს მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღების შემდეგ

დღეს, 10 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა მზია ამაღლობელისათვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას. „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმის შესახებ ფაქტების დამახინჯებით. „მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება“ – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა. …

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადასცემენ

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად დასახელდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. „შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული …

დგებუაძის გარდა კიდევ ვინ მოხვდა „მზიას სიაში“ – დამუშავებულია 276 პირის მონაცემები

„მზიას სიას“ ქართველი ემიგრანტები უკვე უგზავნიან 36 ქვეყანას. დასასანქცირებელთა სიაში 277 პირია. სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა ჩაწერეს სინდისის პატიმრების საქმის გამყალბებელი გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები, „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, „ტიტუშკები“, ცრუ მოწმეები… თბილისის სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსიც მოხვდა ამ სიაში, ის კაცი, განსაკუთრებული …

მზია ამაღლობელის საქმეს სააპელაციო სასამართლო 28 ოქტომბერს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, …

„მზია იქცა სიმამაცის ხმად“ – მზია ამაღლობელის ადვოკატის სიტყვა ევროსაბჭოში

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, რომელმაც ორ წელიწადზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ. მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ჰაველის პრემიის ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. მზია …

„სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტო“ – მზია ამაღლობელის წერილი ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი. ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელს, პაციფისტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, …

„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი 

„არ დასტურდება არცერთი საპოლიციო ფუნქცია/მოქმედება, რასაც ასრულებდა ირაკლი დგებუაძე და რომლის გამოც მან მიიღო სილა. ერთადერთი, რაც ბრალდების აღწერილობიდან დარჩა, არის ის, რომ გაარტყა ხელი, სინამდვილეში კი – გააწნა სილა. მხოლოდ ეს გარემოება დასტურდება უტყუარად საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მტკიცებულებებით, რაც არ იძლევა მზია ამაღლობელის ქმედების არც სსკ-ის 3531-ე [პოლიციელზე თავდასხმა] და არც 353-ე მუხლით [წინააღმდეგობის …

ვინ დგას მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის უკან – „მითების დეტექტორი“

„ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქგვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“ – ამ სათაურით აქვეყნებს „მითების დეტექტორი“ სტატიას, რომელშიც თავმოყრილი და გაანალიზებულია, თუ როგორ ცდილობდა „ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას. „ამაღლობელის დაკავებისთანავე მის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, პროსახელისუფლებო მედია, ანტიდასავლური/პრორუსული აქტორები და ანონიმური ანგარიშები იყვნენ ჩართულნი. თავდაპირველად, შეტევები მის …

„საქართველო გზაჯვარედინზე დგას. მზიას ბედი ერის მომავლის ბედია“ -ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარტინშ სტაკისი ლატვიის დედაქალაქის, რიგის ყოფილი მერი, ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა – ევროპული თუ რუსული გზა. „საქართველო გზაჯვარედინზე დგას: ღირსებისა და თავისუფლების ევროპული გზით სიარული, თუ რუსეთის ვასალური სახელმწიფოს სახით ავტოკრატიულ ტალახში უიმედოდ ჩაძირვა. მზია ამაღლობელის ბედი ერის მომავლის ბედია“, – წერს ევროპარლამენტარი ფეისბუქზე ჰეშტეგით – #mziamovement. ამავე თემაზე: ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ …

მზია ამაღლობელს ჩეხეთში „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია. „ფორუმი 2000“ არის ფონდი და ამავე სახელწოდების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ჩეხეთში, პრაღაში იმართება.  „წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და …

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ნომინანტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 8 თვეა უკანონო პატიმარია, სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის დაასახელეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე. სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელი 66-მა ევროპარლამენტარმა წარადგინა. წელს სახაროვის პრემიის ფინალისტები არიან: მზია ამაღლობელი, საქართველო ბუდაპეშტის პრაიდი, უნგრეთი კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები [პალესტინის პრესის ასოციაცია, …

Exit mobile version