მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღეს სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა დასკვნითი სიტყვით. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, …

მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა ბოლო კვლევის თანახმად – ადვოკატი

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიაწოდა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებული ბოლო, უახლესი კვლევის შედეგები. „ცნობის სახით მინდა მოგაწოდოთ. ესაა ბოლო დღეების კვლევა მის თვალთან დაკავშირებით. აქ ნახავთ თქვენ, რომ მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა, ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში პრაქტიკულად …

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა

დღეს, 4 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. დღეს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის, ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის …

რა იცრუა პოლიციელმა ბერდია ფერაძემ მზია ამაღლობელის საქმეში

„ბატონმა ბერდია ფერაძემ იცრუა, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში მისი დაკითხვისას არაერთ გარემოებაზე,“ – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად აღწერა, თითოეულმა ცრუ მოწმე პოლიციელმა, რა მოიტყუა მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ. რა მოიტყუა აჭარის პოლიციის …

რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

„დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ იცრუა როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლოში, არაერთი გარემოების ირგვლივ”, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის შესახებ, თუ რა მოიტყუეს მათ მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ. მზია ამაღლობელის …

4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

ორშაბათს, 4 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. 4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, 4 აგვისტოსვე იქნება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის …

“მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი და არ არის არც დანაშაულებრივი” – ადვოკატი

„დღევანდელი პროცესი სხვა თვალსაზრისით იყო საინტერესო. ეს ხომ არ იყო პროცესი, ჩვენ ხომ ვიცოდით, სადაც ვიყავით. საბოლოოდ, მე თუ მკითხავთ, ეს ტრაგიკული დღეა. ეს პროცესი იყო იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა. მაგრამ სამართალს ადვოკატები და კონკრეტულად მზიას ადვოკატები ვერ დავიცავთ. სამართლის დაცვა შეუძლია მოსამართლეს, მეტს არავის. ამიტომ, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა დღევანდელი …

“თავისუფლება ყველას, ვინც საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის” – საპროტესტო პერფორმანსი ბერლინში

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა მზია ამაღლობელს!” – ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ,  ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. პირველ აგვისტოს საქართველოს საელჩოს წინ ბერლინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ და უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების პატიმრობა გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „გზა“ – ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში. „მზია ამაღლობელი, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით მიმდინარეობს, დღეს როგორც არასდროს …

რეპორტაჟი მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესიდან – „თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე“

პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა – ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა უკვე თქვეს. ბოლო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელი ცისფერი პერანგით მოვიდა – დარბაზში შემოადგა თუ არა ფეხი, დარბაზს ხელი აუწია მოსალმების ნიშნად და გაუღიმა. „თავისუფლება მზიას“- ამ შეძახილებით ახმაურებული დარბაზი დახვდა მოსამართლე ნინო სახელაშვილს. დარბაზში, სადაც მზია ამაღლობელის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა, ბევრმა ვერ …

„ამ დარბაზში ყველაზე ხმამაღლა მზიას ხმა ისმის, თუ ვინმეს გაგონება უნდა“ – ადვოკატი

დღეს, 1-ელ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე, პროკურორის რეპლიკების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა სასამართლოს ციხის ფსიქიატრის დასკვნა მზია ამაღლობელზე, რომელშიც წერია, რომ მზია ამაღლობელს აქვს კეთილსინდისიერების გადაჭარბებული გრძნობა. „მზია ვერ დაიბრალებს, კეთილსინდისიერი ადამიანი ვერ დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია. მე თქვენ წაგიკითხეთ მზიას დახასიათება, რომელიც ციხეში ფსიქიატრმა დაწერა, მასთან …

მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას სასამართლო 4 აგვისტოს მოისმენს

დღეს, 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, თუმცა უშუალოდ მზია ამაღლობელს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება 4 აგვისტოს, 13 საათზე ექნება. მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა დასკვნითი სიტყვის გადადება. „სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, …

„ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

პირველ აგვისტოს, 20:40 საათზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაასრულა თითქმის 8-საათიანი დასკვნითი სიტყვა. დასკვნითი სიტყვის დასასრულს, მან ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე თაობების განსახილველი საქმეა. „მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე. ამ სარკეში როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად. არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან – სხვაგვარად. …

მზიას ბრძოლა არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვინც ხმას იღებს უსამართლობის წინააღმდეგ – თამაზ ბაკურიძე

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ფეისბუქზე მზია ამაღლობელის სოლიდარობის წერილს აქვეყნებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დასკვნითი სხდომის პარალელურად. . „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს: „სოლიდარობის წერილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელს! დღეს, როცა სიტყვას სიმართლის ძალა აქვს, შენ – მზია – რჩები იმ ერთ-ერთ იშვიათ ხმად, ვინც თავისუფლების ფასს კარგად იცნობს. შენი ბრძოლა მხოლოდ შენი არაა – ეს არის ბრძოლა …

„ჩვენ წინ იწერება სისტემური სიცრუის ქრონიკა“ – ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

დღეს, 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება. სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სხდომიდან ფეისბუქზე წერს, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ბრალდების და ბრალდებების სრული კოლაფსი“. „ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს ადვოკატი, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება“, ურთიერთსაწინააღმდეგო, …

სილა არ აზიანებს ჯანმრთელობას, მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია ვერ იქნება დგებუაძის ღირსება – ადვოკატი

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ისაუბრა სილის გაწვნის ეპიზოდზე და ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის სილა ვერ დააზიანებდა ჯანმრთელობას, ხოლო ი. დგებუაძის პატივმოყვარეობის საკითხს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა: „სახეში გაშლილი ხელის გარტყმა არის სილა. …

მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელიც ამ დრომდე [18:30] გრძელდება. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს. ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე საათი მოითხოვეს დასკვნითი სიტყვისთვის, რასაც მოსამართლე დაეთანხმა. მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დეტალურად განიხილავს მზია ამაღლობელის საქმის ყველა დარღვევასა და ნიუანსს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა …

ერთად გავაგონოთ სინდისის პატიმრების ხმა ბათუმს – განცხადება სასამართლოსთან

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის პროცესის პარალელურად განცხადება გააკეთეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებს მოუწოდეს, შეუერთდნენ ხვალ, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ აქციას. სინდისის პატიმრების დედები და ოჯახის წევრები დღეს სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისიდან ბათუმში მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად. „პირველ რიგში, სოლიდარობა მზია ამაღლობელს, მადლობა მას მისი ბრძოლისთვის და ყველა იმ ადამიანს, …

„რა უნდა ციხეში მზია ამაღლობელს?“ – მზექალა შანიძე

„რა უნდა ციხეში მზია ამაღლობელს? ასეთ მოქალაქეები მაფიქრებინებენ, რომ საქართველო არ იქნება უძრავი, ჩაკეტილი და არათავისუფალი“ – მიიჩნევს ენათმეცნიერი მზექალა შანიძე. წერილი მზექალა შანიძემ „ნეტგაზეთს“ მიაწოდა. დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა განაჩენს მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე, ნინო სახელაშვილი, თუმცა ამით მზია ამაღლობელის საქმის არსებითი …

„მზია გახდა სახე ჩვენი ქალების არმიის, ვინც ბევრი იშრომა და ხშირად უჩინარიც იყო“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომას, რომელიც დღეს, პირველ აგვისტოს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თამთა მიქელაძე წერს, რომ მზია ამაღლობელი იქცა სიმბოლოდ იმ ქალების, რომლებმაც ბევრი იშრომეს და ხშირად უჩინარნი იყვნენ. „მზია ამაღლობელი ივანიშვილის ამორალური და უმოწყალო პოლიტიკური რეჟიმის მამხილებელი ისტორიული …

„გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან“ – შოთა არველაძე

ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს. „თავისუფლება მზია ამაღლობელს! გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!“, – თქვა შოთა არველაძემ „ტაბულასთან“. დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა განაჩენს მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე, ნინო სახელაშვილი, თუმცა ამით …

“თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება ამ უსამართლობაში მონაწილე ყველა ადამიანის განაჩენი” – ზურაბიშვილი

დღეს, პირველ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. სასამართლო დარბაზში შესვლამდე, მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. “მთავარი რამ, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი,  არამედ იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს/მონაწილეობდა პირველი დღიდან ამ უსამართლობაში და რომელიც პასუხისმგებელი იქნება …

საქმე ისე დასრულდა, მზია ამაღლობელს თვალით არ უნახავს გამომძიებლები – ადვოკატი

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს დაცვის მხარეს უსმენენ. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღეს დასკვნითი სიტყვისას ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმის გამოძიება შსს-მ და პროკურატურამ ისე ჩაატარეს, რომ ერთხელაც კი არ შეხვედრიან მზია ამაღლობელს. „გამოძიებას აწარმოებდა პოლიციის 2 რეგიონის (აჭარის და გურიის) საგამოძიებო დანაყოფის 8 გამომძიებელი, …

მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლოს ესწრებიან დიპლომატები ევროპული ქვეყნების საელჩოებიდან

დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში. მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი. სხდომას ესწრებიან დიპლომატები ევროკავშირის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოებიდან. საელჩოების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად, წერილობით მიეწოდებათ სხდომის …

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან

ბათუმი, 1 აგვისტო – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.  12:30 სთ – მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 საათზე დაიწყება. პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრებო და მხარდამჭერები იკრიბებიან სოლიდარობის ნიშნად. 12:35 სთ – „თავისუფლება მზიას!“ – ჩაქვში გადმოკიდეს ბანერი იმ …

დღეს ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას …

„მზია უნდა გათავისუფლდეს“ – პოლონეთის სეიმის წევრი

პოლონეთის სეიმის წევრი, პოლიტიკოსი „მწვანეთა პარტიიდან“, მარგარეტ ტრაჩი X-ზე ეხმიანება მზია ამაღლობელის საქმის ბოლო პროცესს, რომელიც ხვალ, 1 აგვისტოსაა ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში და წერს, რომ მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს. „მზია ამაღლობელი – საქართველოში ერთ-ერთი უძველესი მედია ორგანიზაციის დამფუძნებელი, დამოუკიდებელი მედიის ვეტერანი. ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკური პატიმარი გახდა. საქართველოს მთავრობის რუსეთისკენ გადახრა გრძელდება, თუმცა …

ბუნდესტაგის წევრი: „მზია ამაღლობელი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს“

გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის წევრი „მწვანეთა პარტიიდან“, ყოფილი მოსამართლე რობინ ვაგენერი პლატფორმა X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც 1 აგვისტოსაა ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. „ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 200 დღის განმავლობაში უკანონოდ იყო დაპატიმრებული. ხვალ მისი „სასამართლო პროცესი“ დასრულდება. მას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა …

„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – ორგანიზაციების განცხადება

მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლოს წინ, რომელიც ხვალ, პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოხსნან ვეტერანი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ამაღლობელი იანვარში დაპატიმრების შემდეგ უსამართლოდ იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, რა დროსაც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა …

ბერლინში ქართველი აქტივისტები მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას გამართავენ საელჩოსთან

პირველ აგვისტოს, გერმანიაში, ბერლინში ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში, „გზა“, საქართველოს საელჩოს წინ მზია ამაღლობელისა და სინდისის პატიმრების სოლიდარობის აქციას აანონსებს. ამის შესახებ „გზა“ ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას. „1 აგვისტოს ჩანიშნულია საბოლოო სასამართლო სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე. მიუხედავად სარწმუნო მტკიცებულებების არარსებობისა და სერიოზული პროცედურული დარღვევებისა — მათ შორის, საეჭვო გარემოებებში მიცემული პოლიციელების ჩვენებებისა — საქმე მიჰყავთ შესაძლო …

პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

პარასკევს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს. 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურატურის დასკვნითი სიტყვა – პროკურორმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება შესთავაზა, რაც ბრალის …

მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე ბათუმში აქტივისტები თბილისიდანაც ჩამოვლენ

პირველ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე ჩამოსვლას გეგმავენ აქტივისტები თბილისიდან. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“. „1 აგვისტოს, 13 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე, ვიკრიბებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. თბილისიდან წასვლის მსურველებისათვის ტრანსპორტი დაიძვრება დილის 7 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან. წასვლის მსურველებმა წინასწარ მოგვეწერეთ. თავისუფლება და გამარჯვება მზია ამაღლობელს!“ – ვკითხულობთ განცხადებაში. მზია ამაღლობელის საქმეზე …

„ეს დღე ყველას ლუსტრაცია იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი დღე. „ბათუმელები“ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე, თუ როგორ …

მზია ამაღლობელის განაჩენით რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს – დიასპორული ორგანიზაციები

 დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მზია ამაღლობელის საქმის შესახებ.  „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას.  „უახლოეს დღეებში, „ქართული ოცნების“ ე.წ. სასამართლო აპირებს განაჩენი გამოუტანოს მზია ამაღლობელს და ამ განაჩენით, რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს. დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები მივმართავთ რეპრესიულ რეჟიმს და ამ სისტემის მსახურებს – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი! წინააღმდეგ …

არაადამიანური მოპყრობის ფაქტს მზია ამაღლობელის მიმართ არ იძიებენ – რატომ დუმს პროკურატურა 

თითქმის 7 თვე გავიდა, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულ მზია ამაღლობელს, აგინა, სახეში შეაფურთხა და არაადამიანურად მოეპყრო. პროკურატურას დღემდე არ უცვნია დაზარალებულად მზია ამაღლობელი. „სახალხო დამცველი როცა შემოდის და მეკითხება რა გინდა, სულ იმას ვეუბნები, რომ იქნებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკითხოთ ეს საქმე. ყოველ ჯერზე ოფიციალურ პასუხს მიგზავნიან: მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიკითხეთ, მაგრამ …

დგებუაძის „გაწითლებული ლოყა და ტკივილი“ კიდევ ერთმა ექიმმა შეისწავლა – რა უთხრა სასამართლოს ნათია ხარატმა

„[ტკივილის აღქმის] ფსიქოლოგიურ ფაქტორშიც არ ჯდება ის, რომ 30 წუთი ჰქონდა ლოყა გაწითლებული და შემდეგ გაქრა. ეს უფრო სიმულაციაში ჯდება. „მეტკინა“ – ჩემთვის უფრო სიმულაციაა,“ – თქვა ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა 21 ივლისს, მზია ამაღლობელის სასამართლოზე, მოწმის სახით დაკითხვისას. ნათია ხარატი მესამე ექსპერტია, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე დაიკითხა. სასამართლოზე მოწვეული ორი სხვადასხვა კვალიფიკაციის, განათლების და …

ჰელსინკის კომისია მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება

დღეს, 22 ივლისს, ჰელსინკის კომისია X-ზე „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმიანება. „ქართული ოცნება“ ცდილობს დამალოს კორუფცია და დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისუფალი პრესის ჩახშობით. ისინი ცდილობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმებას, რომელიც იანვრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“, – აცხადებს ჰელსინკის კომისია. რა ხდება? მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი …

Exit mobile version