„არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ“ – მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილს

„ნურც იმას გაითვალისწინებთ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ მაქვს“  

სტიკერის გაკვრაზე ორჯერ გასამართლებული მზია ამაღლობელის საჩივარი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა და  არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა, იმსჯელა და  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა. „ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება …

პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?

8 სექტემბერს, თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლით მოხვდა სახეში, მეორე პოლიციელს – მუშტი, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ვიდეოში „ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადე ბიჭი პოლიციელს ასე მიმართავს: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“. შსს-ში უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით? შეგახსენებთ, რომ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია …

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა შორისაა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან: მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა) ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო) საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი) ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი) მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი) ჟურნალისტი …

ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომერი მზია ამაღლობელის ფოტოთი გამოვიდა

გამომცემლობა „ინტელექტი“ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომრის ანონსს ავრცელებს. ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მზია ამაღლობელის ფოტოა. რედაქტორების წერილში განმარტებულია, თუ რატომ არის მზია ამაღლობელის ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე. „საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს, რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე …

„მოვუწოდებთ სააპელაციოს, გააუქმოს მზია ამაღლობელის უსამართლო განაჩენი“ – მაკკეინის ინსტიტუტი

მაკკეინის ინსტიტუტი ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. „ამ კვირაში მზია ამაღლობელის იურიდიულმა გუნდმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვენ მზიას ორწლიანი პატიმრობის აღმაშფოთებელი და არაპროპორციული სასჯელის გაუქმებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მაკკეინის ინსტიტუტი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, გააუქმოს მისი უსამართლო განაჩენი“, – აცხადებს მაკკეინის ინსტიტუტი. მზია ამაღლობელი …

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს

დღეს, 4 სექტემბერს, მზია ამაღლობელის სახელით მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, …

მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ბათუმიდან გადაიყვანეს

ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით, არაადამიანურად მოექცა, ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და იგი პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს. ის ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო და ცრუ მოწმე „მზია ამაღლობელის საქმეში“. „ბათუმელებს“ საკადრო ცვლილების შესახებ …

მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის პრემიის ფინალისტთა მოკლე სიაშია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი,  მზია ამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება. „მზია ამაღლობელი 2000 …

ბათუმში აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს

აქტივისტი თამარ კურატიშვილი წერს, რომ სასამართლოდან დაჯარიმების შესახებ აცნობეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „სილა რეჟიმს“, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოს შესასვლელთან გააკეთა. „მორიგი ჯარიმის შესახებ დამირეკეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, დაჯარიმებული ვარ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რას გულისხმობს და – მზიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გავაკეთე მზიას სტენსილი წარწერით „სილა რეჟიმს“, იმ განყოფილების თაღებზე, …

„ვგმობ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ პატიმრობას“ – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება. „მკაცრად ვგმობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან პატიმრობას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პატიმრობაში გაუარესდა. მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს და მოუწოდებს ყველა უსამართლოდ გასამართლებული პირის გათავისუფლებისკენ“ – წერს იან ლიპავსკი X-ზე. …

პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელი – ქარტია მზია ამაღლობელის განაჩენზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით – 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტთა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო.  ქარტია მკაცრად გმობს მზია ამაღლობელისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას დაუსაბუთებლად, პოლიტიკურად მოტივირებულად და უსამართლოდ მიიჩნევს. …

კონგრესმენები, სენატორები, ევროკავშირი – ვინ ეხმიანება მზია ამაღლობელის განაჩენს

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს — გადაწყვეტილება დაგმეს საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. ევროკავშირი ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია …

„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ

„რეალურად ეს მუხლი კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა,“ – კატეგორიულია იურისტის, გურო იმნაძის შეფასება მზია ამაღლობელის განაჩენზე. მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლემ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ჟურნალისტი 2 წლით გაუშვა ციხეში. 6 აგვისტოს გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელს პროკურატურა …

რატომ ახსენა პოლიციელზე პანღურის ამორტყმის საქმე მზია ამაღლობელის ადვოკატმა განაჩენის შემდეგ

კაცი, რომელმაც პოლიციელს საზარდულში პანღური ამოარტყა, სასამართლომ პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევის მუხლით [სსკ 353-ე მუხლი] გაასამართლა. ეს ის მუხლია, რომლითაც 2 წლით ციხეში გაუშვეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიციელზე სილის გაწვნისთვის. მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, კაცი, რომელმაც პოლიციელს პანღური ამოარტყა, ციხეში არ გაუშვიათ – მას მზია ამაღლობელის მსგავსად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ორივე წელი სასამართლომ მას …

მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებას ავრცელებს და გმობს მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯას. „6 აგვისტოს ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი გამოცემების: „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, 2 წელი მიუსაჯეს მიკერძოებული სასამართლო პროცესის შედეგად, რასაც მრავალი პროცესუალური დარღვევა ახლდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ასახავს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ გადახრას. ჟურნალისტი უნდა იქნას გათავისუფლებული“ …

ყველა უნდა ვიყოთ მზია ამაღლობელი, მაშინ საქართველო გამოსწორდება – მურმან დუმბაძე

„ახლა თუ დააკვირდებით, ხელისუფლება და პროკურატურა პირდაპირ ევედრება მზია ამაღლობელს და სხვა პოლიტპატიმრებსაც, იქნებ არჩადენილი დანაშაული აღიაროთო. იციან, რომ ის სასჯელი, რომელიც მზიას ემუქრება, არის მოგონილი“, – გვითხრა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ერთ-ერთი დასკვნითი სასამართლო სხდომის წინ. დღეს, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის …

ჯო უილსონი ეხმიანება მზია ამაღლობელის განაჩენს – „საჭიროა MEGOBARI“

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმიანება მზია ამაღლობელისათვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენს და წერს, რომ „მეგობარი“ აქტია საჭირო. „ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. რეჟიმი კრძალავს სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, რათა თავის მიზანს მიაღწიოს – მიყიდოს ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს. საჭიროა MEGOBARI!“ – წერს ჯო უილსონი X-ზე. „მეგობარი აქტი“ კანონპროექტია, …

მზია ამაღლობელის სასჯელი არაპროპორციულია – ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელისათვის 2 წლით პატიმრობის შეფარდებას. „ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია და სერიოზულ საკითხებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს წინა მოწოდებას ხელისუფლებისადმი – გაათავისუფლონ იგი და მოვუწოდებ, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფლად …

„ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის განაჩენს“ – განცხადება

ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს  მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. „ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით. მედიის …

აღშფოთებული ვართ მზია ამაღლობელის განაჩენით – პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენს – დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „აღშფოთებული ვართ მოსამართლე სახელაშვილის მიერ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენით. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ახშობს განსხვავებულ აზრს და ააშკარავებს …

ეუთოს წარმომადგენლობა მედიის თავისუფლების საკითხებში მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება

უეთოს წარმომადგენლობა მედიის თავისუფლების საკითხებში X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას. „11 იანვარს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის განაჩენი შემაშფოთებელია და დამანგრეველ გავლენას ახდენს საქართველოში დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მისი გათავისუფლებისკენ და ყურადღებით დავაკვირდები სააპელაციო პროცესს“ – წერს პლატფორმა X-ზე იან ბრატუ, ეუთოს წარმომადგენელი …

„შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი“ – ავსტრიელი ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის განაჩენზე

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენს, ორი წლით პატიმრობას. „მაისში ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. ის ფაქტი, რომ დღეს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას, ჟურნალისტებს …

კლუნების ფონდის განცხადება მზია ამაღლობელის განაჩენზე

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, განაჩენს ეხმაურება. „მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს იმ ქვეყნებს შორის ათავსებს, რომელთა რიცხვი მზარდია და რომლებიც სისხლის სამართლის კანონმდებლობას ჟურნალისტების გასაჩუმებლად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იყენებენ – განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად …

„ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ეხმიანება. „შვიდი თვის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მზიას ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო. დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო პოლიციელისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე. …

„ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“- მზია ამაღლობელის ადვოკატი

დღეს 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის მუხლი – 353-ე პრიმა, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს და მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეჟიმმა, მის …

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადება მზია ამაღლობელის განაჩენზე

„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს“- ეს განცხადება დღეს, 6 აგვისტოს 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ გააკეთა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, …

„სასჯელის ზომა 2 წელი“ – მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალი გადააკვალიფიცირა

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა განაჩენი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის მუხლი – 353-ე პრიმა, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს. „სასამართლომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს …

მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს

მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველი ნაწილზე – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე …

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო გარიგების შესახებ. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, …

ვინ არის მზია ამაღლობელი – ადვოკატის სიტყვა სასამართლოში

„მაქვს პატივი წარმოვადგენდე მზია ამაღლობელს ამ სასამართლო პროცესზე“ – განაცხადა 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა. დაცვის მხარის სამართლებრივი არგუმენტების გაზიარებამდე მან ჯერ სასამართლოს უამბო, ვინ არის მზია ამაღლობელი და რას უკავშირდება მისი საქმიანობა.  „ბათუმელები“ გთავაზობთ ადვოკატ მაია მწარიაშვილის მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვის ტრანსკრიპტს მცირე შემოკლებით.  „მზია ამაღლობელის ცხოვრება და საქმიანობა …

მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ – საერთაშორისო ადვოკატი

მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატი კილან გალაჰერი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ. მისი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს  უსამართლო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წარმოიშვა ინციდენტიდან, რომელშიც ის მსხვერპლი იყო და არა დამნაშავე. „ეს საშინელი საქმე მზიას გასაჩუმებლად და სხვების დასაშინებლად არის შექმნილი… მზიას საქმე სიმბოლურად გამოხატავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო …

მზია ამაღლობელის საქმე კლუნების ფონდის დაკვირვების ქვეშ

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს 2025 წლის მარტიდან უწევს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგის დოკუმენტში მზია ამაღლობელის საქმეში არსებული არაერთი გარემოება და დარღვევა მოხვდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგისთვის აღსანიშნავი ფაქტია, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს პოლიციელების სამხრე კამერა გამორთული …

„ახლა სასამართლოს დროა. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ – მზია ამაღლობელი

4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს. „ბათუმელები“ თითქმის სრულად გთავაზობთ მის მიმართვას.  „მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩვენს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდაც მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ სასამართლო დარბაზში მოსვლა. ერთხელ მახსოვს, ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს საქმეზე და პატიმრობაზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. ასეა ამ შემთხვევაშიც. …

„საპროცესო გარიგების შემოთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია“ – მზია ამაღლობელი

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ მისთვის პროკურატურის მიერ გაჟღერებული საპროცესო შეთანხმება მიუღებელია. „იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა… დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, …

Exit mobile version