ხულოს საკრებულოს წევრი ემიგრაციაში მიდის – „ვიმუშავებ რესტორანში“

ხულოს საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“, ბესიკ შაინიძემ საკრებულო დატოვა და დროებით ემიგრაციაში წასვლას გეგმავს. „გადავიღალე მენტალურად“- ამბობს ბესიკ შაინიძე „ბათუმელებთან“. ბესიკ შაინიძეს „ბათუმელები“ ხულოს საკრებულოს მუშაობასა და ემიგრაციაზე ესაუბრა. ბატონო ბესიკ, საკრებულო ოფიციალურად დატოვეთ უკვე? დიახ, საკრებულო დავტოვე მიმდინარე წლის მარტში. მანდატი შემიჩერდა უკვე და ჩემი შემცვლელიც შევიდა საკრებულოში – რომან ქედელიძე. ფეისბუქზე წერდით, რომ …

შსს ელისაშვილის დაკავებაზე: “თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა”

დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ელისაშვილმა, დღეს, 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. “გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც …

„პარტიის სახელი ლეგალურად გვექნება თუ არა ფურცელზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს“ – ვაჟა დარჩია

„ლელო“ საკრებულოებში დარჩენას აპირებს იმის მიუხედავად, რომ „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვას აპირებს. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოუფიქრა „ლელოს“ გამოსავალი – დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძონ მუშაობაო. რას აპირებს ვაჟა დარჩია, რომელიც „ლელოს“ პარტიული სიით შედის ბათუმის საკრებულოში? – „ბათუმელები“ამ თემაზე ვაჟა დარჩიას ესაუბრა. ბატონო ვაჟა, მაინც შეხვალთ ბათუმის საკრებულოში? „ოცნება“ „ლელოს“ აკრძალვასაც აპირებს.  …

“ლელო” პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს – სარჩელი სასამართლოში

დღეს, 27 ოქტომბერს,  საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა პარტია “ძლიერი საქართველო-ლელომ” და მოითხოვა “ქართული ოცნების” მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა. სარჩელი სასამართლოში “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ შეიტანა. “ლელოს” განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართული. “ძლიერი საქართველო-ლელო” საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც, …

ვისთან ერთად აპირებს „ლელო“ ბრძოლის გაგრძელებას? – ინტერვიუ ბადრი ჯაფარიძესთან

„საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, არის საღ აზრთან ბრძოლა,“ – გვითხრა ბადრი ჯაფარიძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მას ვკითხეთ, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, ამჯერად რა სტრატეგიით აპირებს „ლელო“ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას. ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს და ვადამდელ არჩევნებს თუ ჩანიშნავს „ოცნება“, ამ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ერთობას …

„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება – „ეს არის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია“

ოპოზიციური პარტიები: „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. „ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს. აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების …

ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს …

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ზურა ჯაფარიძეს – 7 თვით

დღეს, 23 ივნისს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელსა და ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ასევე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძის განაჩენიც. მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები. ჯაფარიძეს 2 წლით …

ბესელია და დგებუაძე უკვე რამდენიმე წლია ატერორებენ ბათუმის მოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე

დღეს, 13 იანვარს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გააკეთა ბათუმში დაკავებულ პირებსა და იმ რეპრესიების შესახებ, რასაც „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. „ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა და უკანონოდ დაკავება …

საბა ბუაძე: დააკავეს „ლელოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, „ლელოს“ წევრები. საბა ბუაძე წერს ასევე, რომ ისინი ტელეკომპანია „იმედზე“  გასული კადრების გამო დააკავეს: „იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.“ დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია …

„ოცნებას მარტო ვტოვებთ ნაქურდალ მანდატებთან ერთად” – კოალიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში სიას ხსნის

„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო სიას ხსნის. კოალიციის წევრებმა დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართეს, სადაც სიების ჩახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. „კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება სიების ჩახსნათან დაკავშირებით. ეს ეხება არამარტო საქართველოს პარლამენტს, ასევე ეხება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ჩვენი კოალიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც …

სუს-ის ზეწოლის გამო ორმა კანდიდატმა აჭარაში საარჩევნო სიაზე უარი თქვა – ლელოს განცხადება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ უმაღლესი საბჭოს სიიდან ორმა პირმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხდა. ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, კოალიციის წევრებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება. „ლელოს“ ინფორმაციით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის ორმა წევრმა, სულიკო კოჩალიძემ და მერაბ ქურიძემ ზეწოლის გამო არჩევნებში მოანწილეობაზე უარი თქვეს: „თქვენ არ …

„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში

„მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა,“ – განაცხადა დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აზა გაბუნიამ, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია. ბრიფინგზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისკენ მოუწოდეს, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საუბარია ახალ ცათამბჯენებზე – ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 …

„გავრილოვებო… თქვენ გელოდებათ ყველაზე სასტიკი, თქვენი შვილების სამსჯავრო – ნაცვლიშვილი „ოცნებას“

„თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც, სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ. მაგრამ თქვენ გელოდებათ სამყაროში ყველაზე საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ“, – …

50 000 ლარით მეწყრით დაზარალებული ოჯახი სახლს ვერ იყიდის – „ლელო“

დღეს, 2 აპრილს, ბათუმში „ლელომ“ ბრიფინგი გამართა თებერვალში, მაღალმთიან აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. „ლელო“ მიიჩნევს, აჭარაში ჭიანურდება მეწყერსაშიში და დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლა და ასევე, იმის გამო, რომ მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანისთვის მხოლოდ 300 ლარია გათვალისწინებული, დაზარალებულები აღნიშნულ თანხაში ვერ ქირაობენ ბინებს და ისევ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. „აჭარის მუნიციპალიტეტებში …

„44 წელი პედაგოგი ვარ, „ლელოს“ მხარდაჭერის გამო გამათავისუფლეს“ – შემთხვევა ხელვაჩაურში

„გამათავისუფლეს იმიტომ, რომ „ლელოს“ ვუჭერ მხარს, პედაგოგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება მაქვს, ბოლო 13 წელია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი ვარ,“ – ამბობს დავით დევაძე. ის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელას“ მწვრთნელად მუშაობდა თვეში 360 ლარად. „დირექტორმა დამიბარა და მითხრა, ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გიგრძელებთ ხელშეკრულებასო. ვუთხარი, ბავშვები ცოდვა არიან-მეთქი და ჩვენ მივხედავთო. სხვა მწვრთნელებს გაუფორმეს ხელშეკრულება. „მაჭახელა“ ხელვაჩაურის სასპორტო …

„დავიცვათ ქვეყნის ღირსება, გელოდებით ყველას“ – „ლელო“ ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლაზე

პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენო თებიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, 27 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ საკრუიზო გემთან, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, შეუერთდნენ აქციას „რუსული ოცნების თავგასულობის“ წინააღმდეგ. „ბათუმელებო! დღეს,  20:00 საათზე, გელოდებით ბათუმის ნავსადგურში, ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოცნების თავგასულობა! შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს დილის 06:00 …

26 მაისს ბათუმში „ლელო“ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობას გეგმავს

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარტია „ლელო“ მსვლელობას გეგმავს. პარტიის განცხადებით, მსვლელობა 15:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყება და მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით გაგრძელდება ევროპის მოედნისკენ. „შევიკრიბოთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში, კოლონადებთან და მოვაწყოთ მსვლელობა ევროპის მოედნისკენ – ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი! საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ …

„ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“ – აქცია ბათუმში

„რუსეთს არასდროს მიუღია საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება“, „ეს არის საბოტაჟი“ , „ხალხი უნდა იყოს პრინციპული“, „ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“ – ეს მესიჯები გააჟღერეს დღეს, 11 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, შეკრებილებმა. საპროტესტო აქცია პარტია „ლელოს“ ორგანიზებით გაიმართა, თუმცა აქციაზე მხოლოდ „ლელოს“ წარმომადგენლები არ ყოფილან. აქციაზე შეკრებილებმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება – საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება გააპროტესტეს. …

„ლელო“ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს – აქცია ბათუმში

დღეს, 26 სექტემბერს, „ლელომ“ ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით აქცია გამართა. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენო თებიძის თქმით, „ლელო“ საზღვრის  ჩაკეტვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო ითხოვს. „ერთი კვირის განმავლობაში უკვე რუსეთის 100 000-ზე მეტი მოქალაქეა შემოსული და ვფიქრობთ, რომ ეს არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისათვის. ძალიან ბევრი, ვინც გადმოდის თავს ეძახის დევნილს. დღეს ჩვენ …

ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა დაამტკიცა

დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის გენგეგმა საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. დოკუმენტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა „ოცნების“ უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ კი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა არც „ლელომ“ და არც „გახარია საქართველოს“ წევრებმა. ცნობილი ფრაზა „არ ამოიღო ამბასადორი“ საკრებულოს სხდომაზე დღესაც ბევრჯერ გაჟღერდა, ამჯერად ამ …

„ლელო” რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. პარტიის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას უკრაინის ომის შემდეგ, როცა დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების …

„ჩვენ მზად ვართ“ – ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე

ბათუმის საკრებულო ისევ ვერ იკრიბება. მაისშიც თუ ვერ მოახერხებენ სხდომის ჩატარებას დეპუტატები, ივნისში ამ მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში ბათუმში ისევ არჩევნები იქნება. „ჩიხია, რომელსაც ყველა გონივრული პროგნოზით მივყავართ ახალ არჩევნებამდე,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე. არჩევნებს ელიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი, საიდანაც ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ორი წევრია, …

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს. „გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს. ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის …

„არა მილიციას“ – ბათუმში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ აქცია გამართეს

„არა მილიციას“ – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 25 იანვარს, თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე პოლიციელების მხრიდან თბილისის მეტროში შშმ ბიჭზე ძალადობა გააპროტესტეს და ის, რომ უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოუძიებელი რჩება. თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს. „ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ვაპროტესტებ პოლიციელების …

„აქ ხალხს სცემენ“ – აქცია ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან

„აქ ხალხს სცემენ“, `არა პოლიციურ რეჟიმს“, „აქ არიან ჯალათები“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან საპროტესტო აქცია „ლელოს“ წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ რეაგირებას პოლიციის შენობაში პოლიციელთა მიერ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე, რაზეც მოქალაქეები ჰყვებიან. 2 დღის წინ, 20 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელები ფიზიკურ ძალადობაში ჟურნალისტებმა – გიორგი …

ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმში – რა მოიფიქრეს ოპოზიციურმა პარტიებმა

„ჩვენთვის წითელი ხაზები არ არსებობს,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, როცა მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის თემაზე ვესაუბრეთ. აკაკი გვიანიძე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია. „წითელი ხაზი“ რომ არსებობს, ამის შესახებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უთხრეს გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრებს ბათუმში შეხვედრის დროს: „არ დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ – ცალსახაა მესამე სექტორის პოზიცია იმაზე, …

925 ბათილი ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის სასამართლოს მიმართავს

ბათუმის #7 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ლელოს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა. „ლელო“ ყურადღებას ამახვილებს გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაზე – მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში სულ 13 საარჩევნო უბანია და ჯამში 925 ბიულეტენი გაბათილდა. „შეუსაბამოდ დიდი რაოდენობაა და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის …

გააბათილეს 925 ბიულეტენი, „ოცნების“ კანდიდატს 5 ხმით გაამარჯვებინეს – ოპოზიცია

დღეს, 3 ოქტომბერს, „ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათუმის მე-7 ოლქში, ცამეტივე საარჩევნო უბანზე, ხმების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს.„ლელოს“ განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანზე ბათილად არის ცნობილი 925 ბიულეტენი და ხელოვნურად არის შექმნილი დისბალანსი. „როგორც ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციის გზით მოახერხა, რომ პირველივე ტურში გაეყალბებინა მისი კანდიდატის, მინდია გოგუაძის გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ 0,6 …

„ლელო“: ბათუმის 20 საარჩევნო უბანზე „ოცნება“ ემზადება კარუსელებისთვის

„საღამოს საათებში ქართული ოცნების ხელისუფლება ემზადება კარუსელებისთვის“ – აცხადებს ირაკლი კუპრაძე, პარტია„ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში. „ამისთვის მონიშნულია 20 ძირითადი საარჩევნო უბანი, რომლებიც მამუკა მდინარაძემ დააანონსა წინმსწრებით. ეს არის ის 20 საარჩევნო უბანი, სადაც ოპოზიციური ერთობის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით, “ქართული ოცნება” სასტიკად მარცხდება ყველა მაჩვენებლის მიხედვით. ამ 20 უბანზე ჩვენ ველოდებით განსაკუთრებულ …

ბათუმი დაღუპული ქალაქია – საკრებულოს წევრობის კანდიდატი „ლელოდან”

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. მათგან ერთ-ერთი, შორენა ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. სიაში ის რიგით მეცხრეა. შორენა ჩიქოვანი „ბათუმელებთან” თვითმმართველობებისა და ამხანაგობების ურთიერთობებზე, ქალაქის სამშენებლო პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე საუბრობს. რა ბიუროკრატიულ ხარვეზებს ხედავთ თვითმმართველობაში, რაც სისტემის მუშაობას აფერხებს? მოდით, ამხანაგობების მიმართულებით ვისაუბრებ, რადგან ესაა ჩემი კომპეტენცია. ინფორმირებულები უნდა იყვნენ …

როცა ზურგში სუსის სუნთქვა გესმის – ოპოზიცია და არჩევნები აჭარაში

„სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ. იმედია, სამომავლოდ იტყვიან სიმართლეს“, – ეს ფრაზა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ახსენა, როცა მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ვკითხეთ პრობლემებზე, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აწყდებიან. ბათუმის მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია და მის უკან ასობით ადამიანის დაშინება, მუქარა და მოსყიდვა იმალება. „კარდაკარ სიარულის დროს მივხვდი …

ბულვარში „ამბასადორი“ უნდა დაინგრეს – კიდევ რას დაუჭერდა მხარს საკრებულოში ირაკლი კუპრაძე

პირველ რიგში ააიპ-ებისა და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებას აპირებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, თუკი მოსახლეობის ნდობას მიიღებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ბათუმის საკრებულოში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებს სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებს. კიდევ რის შეცვლას აპირებს „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში? პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ მოხერხდა ბათუმში შეთანხმება ოპოზიციის …

ყველა დამნაშავეა, ვინც მსხვერპლს გაჩუმებას ურჩევს – „ლელოს“ პირველი ნომერი შუახევში

სკოლის „წამყვანი“ მასწავლებელი ზვიად დიასამიძე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პირველი ნომერია შუახევში. ის წლების წინ მერის მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა შუახევის მერიაში. მისი თქმით, სწორედ ამ გამოცდილების გამო გააკეთა გუნდმა მასზე არჩევანი. ზვიად  დიასამიძე ამჟამად  ბათუმში, კერძო სკოლაში ისტორიას ასწავლის თუმცა ამბობს, რომ საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, ეს არ შეუშლის ხელს იმაში რომ მუნიციპალიტეტში იმუშაოს. …

ესპანეთში დაკავებული მეზღვაურების ოჯახები ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვენ

ესპანეთში დაკავებული ოთხი მეზღვაურის მშობლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ შვილებთან კომუნიკაცია უკვე ერთი კვირა არ ჰქონიათ. ოთხი მეზღვაური ესპანეთში ხუთი თვის წინ დააკავეს. ასევე დაკავებულია 5 თურქი მეზღვაური. გავრცელებული ინფორმაციით, გემს, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა. მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები რიგითი მეზღვაურები არიან და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, …

ბათუმი აღარ იქნება ადგილი, სადაც შეიძლება მოიზიდო ტურისტები – მამუკა ხაზარაძე 

„ლელოს“ ლიდერს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ბათუმის განაშენიანებაზე ვკითხეთ. დეპუტატის პროგნოზი ბათუმის მცხოვრებთა პერსპექტივაზე არ არის სახარბიელო. ნახეთ რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე მილიონერი ბიზნესმენის ახირებაზე, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში 17-სართულიან შენობას აშენებს. როგორ უნდა შეაჩერონ ქალაქებმა გავლენიანი პირების ახირებები და თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ რა ელით ამ ქალაქებში მცხოვრებთ. „ბათუმელების“ კითხვებს მამუკა …

Exit mobile version