უნდა შევთანხმდეთ ერთიან და უპარტიო კანდიდატზე – მამუკა ხაზარაძე ბათუმის მერის არჩევნებზე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ბათუმის მერობის ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს კანდიდატი უნდა იყოს უპარტიო და ყველასთვის მისაღები. ამ და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო მამუკა, განიხილავთ ოპოზიცია მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებას, მაგალითად ბათუმში? თბილისში ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და დიდი სურვილი მაქვს, რომ ბათუმშიც მივაღწიოთ …

მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – ლელო ბათუმში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ბათუმში ევროპის მოედანზე „ლელოს“ აქტივისტები შეიკრიბენ, პარტია იწყებს კამპანიას ,,მოითხოვე ვადამდელი არჩევნები”. პარტიის წევრების ინფორმაციით  ამ მოთხოვნით კამპანიის ფარგლებში  „ლელოს“ აქტივისტები  ხელმოწერებს  შეაგროვებენ. „ ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. “ ხელმოწერების შეგროვების მიზნოთ „ლელო“ კარვების გაშლას გეგმავს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე [პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე[ და ხიმშიაშვილის დასახლებაში …

ბათუმში მდუმარე აქციით პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს – 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმე

„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი …

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით – „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე  – „მიშა!“ „მიშა!“ აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან …

სოციალურად დაუცველი ბავშვები ვერ დაგველოდებიან, მათ სახელმწიფო უნდა მიეშველოს – ანა ნაცვლიშვილი

როგორ მოახერხებს  „ლელო“ სიღარიბის დაძლევას, რა ვადაში იგრძნობს ცვლილებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი ამ პარტიის „მარშალის გეგმის“ ამუშავების შემთხვევაში? – კითხვებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს. ქალბატონო ანა, რა ვადაში და როგორ შეეხება „მარშალის გეგმა“ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ყოველ დღეს აქვს საკვების პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე? ამ …

ქობულეთში „ოცნების“ მხადამჭერმა დირექტორმა „ლელოს“ აქტივისტები ბაზარში არ შეუშვა

„საჯარო ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და ცარიელი ყუთები დაგვიშინეს…“ – ამბობს „ლელოს“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის აგრარულ ბაზართან დღეს, 12 ოქტომბერს, რამდენიმე წუთი გაგრძელდა. პაატა ცივაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ კომუნიკატორები ბაზრის ტერიტორიიდან ადმინისტრაციამ გამოაძევა. „მათ ბაზრის დირექტორმა უთხრა, რომ ბაზარში ყველა „ოცნებას“ აძლევს ხმას… ბაზრის დირექტორმა …

„ლელოს“ ათეული – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

„ლელომ“  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი იურისტი გენადი თებიძეა, ის  2007-2010 წლების ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. პარალელურად გენადი თებიძე „ლელომ“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტში ბათუმის ოლქიდან. სიაში მეორეა სამოქალაქო აქტივისტი  ვაჟა დარჩია, ის პოლიტოლოგია და  ნამუშევარი აქვს გარემოს დაცვით საკითხებზეც. მესამე ნომერია, პროფესიით ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძე …

გონიოში ჩამოხიეს „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდი, სადაც აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული

დღეს, 29 აგვისტოს, გონიოში პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბილბორდი პროტესტის ნიშნად ჩამოხიეს. „აჭარაში არ დავუშვებთ არასდროს იმას, რომ პატრიოტთა ალიანსმა მოღალატეობრივი და სრულიად უბადრუკი მცდელობებით შეძლოს აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა. მოსახლეობას მივმართავთ, რომ არასდროს არ დაუშვათ და თქვენივე ხელით მოხსენით ნებისმიერი ბანერი, რომელიც გაშვებული იქნება ამ სივრცეებში“, – …

მე ვარ იმ ბათუმიდან, რომელსაც პარლამენტში დეპუტატი არასდროს ჰყოლია – ირაკლი კუპრაძე „ლელოდან“

ირაკლი კუპრაძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. მას პოლიტიკური წარსული, პრაქტიკულად, არ აქვს. მემარცხენე აქტივისტი წლებია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერ აქციებს გეგმავს და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიურად მონაწილეობს. „ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა. ირაკლი, თქვენ იყავით აქტივისტი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი ქალაქის მაჟორიტარი, როგორიც ბათუმია?  დაახლოებით რვაწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, …

ირაკლი კუპრაძე, ჯამბულ ხოზრევანიძე და პაატა ცივაძე – “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარიდან

12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში  გაიმართა. ღონისძიებას  პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის  მამუკა ხაზარაძის გარდა,  „ლელოს“  გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პარტიის   ლიდერები, მოწვეული სტუმრები,  დიპლომატიური კორპუსისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყნის მასშტაბით,  30 სამაჟორიტარო ოლქიდან ამ ეტაპზე დეპუტატობის  მხოლოდ 25 კანდიდატი დასახელდა,  რომელთა შორის 6 ქალია. რაც …

„ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში“ – ლელოს კამპანია

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ახალი კამპანია – „ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში“ დაიწყო, რომელიც საქართველოს საპარლამენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოში, როგორც პროპორციული სიის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევის საჯარო პროცესს ითვალისწინებს. ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის. თქვენი ჩართულობა და აზრის …

„შვილების გადასარჩენად“ – ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით, ქვეყანაში გახშირებულ საგანგაშო კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით, დღეს, 24 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება სოლიდარობის აქცია: “შვილების გადასარჩენად”. ფაქტია, რომ ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სრულყოფილად არ მუშაობს ხელისუფლების არც ერთი რგოლი, არც ერთი უწყება. …

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც ქართული ოცნება ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ. “ამ 8 წლის განმავლობაში არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილში წავიდა. ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ყველა …

რა არის მამუკა ხაზარაძისთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი – ლელოს ლიდერის საარჩევნო პროგრამა

„ლელოს“ ლიდერები აჭარაში ამომრჩეველს ხვდებიან, ხსნიან პარტიულ ოფისებსაც. წინასაარჩევნო პროგრამა ამ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია მათი ხედვები, მაგალითად, ისინი გვპირდებიან ქვეყანაში, „სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები“ და იმ რეალობაში, როცა მოსამართლეები უვადოდ უკვე დანიშნულები არიან, „სასამართლო სისტემის სრულად განახლებას“. როგორ აპირებს „ლელო“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას? – „ბათუმელებმა“ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან …

„ლელო საქართველოსთვის“ 28-ე რაიონული ორგანიზაცია ხულოში

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ხულოში  რიგით 28-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. პარტიის წევრებმა ხულოში გამართეს შეხვედრა ადგილობრივებთან. მათ მოსახლეობასთან ერთად ხულოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და რაიონის განვითარების გეგმაზეც იმსჯელეს. „ლელო საქართველოსთვის“ ხულოს გუნდს ლევან აბულაძე უხელმძღვანელებს. „მმართველმა გუნდმა დღეს ისიც ვერ მოახერხა, რომ მსოფლიოში წყლით მდიდარი ქვეყნის სოფლებს სასმელი წყალი არ …

სად უმკურნალებენ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებსაც სხვა დაავადებებიც აქვთ

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ახლა კოვიდცენტრია მოწყობილი, არ არის მრავალპროფილური კლინიკა. შესაბამისად, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და ამავდროულად სხვა დაავადებები, მათ ვერ მოემსახურებიან. სასურველია, ერთ სივრცეში მოხდეს პაციენტების მომსახურება,“ – განაცხადა დღეს, 10 ივლისს „ლელოს“ წევრმა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ექიმმა, დავით მამულაძემ. ექიმის თქმით, კლინიკა სასწრაფოდ უნდა აღიჭურვოს სრულად. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურში [ახალ …

მიმართვა მერაბ ტურავას – „თქვენ სასამართლო კლანის წარმომადგენლებმა დაგასახელეს“

“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ… თქვენ სასამართლო კლანის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა დაგასახელეს,” – მეგაფონიდან ამ სიტყვებით მიმართა მერაბ ტურავას ანა ნაცვლიშვილმა. მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. მოსამართლეები ამ წუთებში ფარული კენჭისყრის წესით ირჩევენ თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით. საპროტესტო აქციას კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” მართავს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, …

ანა ნაცვლიშვილი – „ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეები სამართლით მოვაჭრეებად აქცია

„არ შეიძლება სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს. ჩვენ მათ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთონ ეს.“ დღეს 3 საათზე უნდა გაიმართოს სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აარჩევენ. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ ტურავას მოსამართლეებისგან უკვე აქვს 5 ხმა და ის აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ბათუმში აქცია მოჰყვა. …

ხოფასა და ქემალფაშაში ვინც მუშაობდა, რიჟვაძემ უშუამდგომლოს ქვეყნის მთავრობასთან – ლელო

„ლელო“ იმ ადამიანების დახმარებას ითხოვს, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვამდე ყოველდღიურად გადადიოდნენ მეზობელი ქვეყნის ქალაქებში – ხოფასა და ქემალფაშაში და იქ მუშაობით/ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. „45 დღეა თურქეთის საზღვარი დაკეტილია, დახურულია მათი სამუშაო ადგილები, უკიდურესად მძიმე გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები ვერ ახერხებენ მუშაობას, ისინი ვერ სარგებლობენ სოციალური გარანტიებით და დაცვის მექანიზმებით. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში მათ არავინ …

„ლელოს“ ბათუმის ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს

დღეს, 23 თებერვალს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს. „ჩვენ მზად ვართ, რომ ქალაქის ყველა ქუჩა, ყველა უბანი, ყველა სახლი და ეზო მოვიაროთ, გავიგოთ თქვენი გასაჭირი და ეს გავიტანოთ იქამდე, სანამდეც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. ქალაქი, რომელშიც დღითი-დღე იზრდება უსამართლობის განცდა, ქალაქი, რომელიც ურბანული კატასტროფის …

ქვეყანას აქვს პოლიტიკა, რომ ჩვენ ისევ მივებათ რუსეთს – რას გეგმავს მამუკა ხაზარაძე   

8 დეკემბერს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში იმყოფებოდა მხარდამჭერებთან შესახვედრად. ის ამბობს, რომ „ლელოს“ გუნდის პრეზენტაცია აჭარაში მალე გაიმართება, თუმცა ჯერ კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად იშველიებს მაგალითებს საკუთარ ბიზნესგამოცდილებიდან და ხაზსს უსვამს, რომ დღეს ქვეყნის განვითარების „ხედვა“ არ არსებობს. „ბათუმელებმა“ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე საკითხზე დაუსვა შეკითხვა. ბატონო მამუკა, რას უკავშირდება თქვენი ყოფნა …

მამუკა ხაზარაძე: არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კაზინოებისა და ონლაინთამაშების მიმართულებით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. იგი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტში თანხის მოზიდვის იოლი გზაა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ხელს არ შეუწყობს. „მე ვფიქრობ, რომ ერთი-ერთი დიდი პრობლემა არის კაზინოების თემა. შეიძლება თვლიან, რომ ეს არის ტურიზმის მოზიდვის წყარო, მაგრამ ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი …

10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბათუმსა და თბილისში ქაოსური მშენებლობების მთავარი მიზეზი ხედვის არარსებობა და პრობლემის გადაწყვეტის მოკლე გზაა, რაც არაეფექტურია. მამუკა ხაზარაძე დღეს ბათუმში იმყოფებოდა, „ბათუმელებმა“ მას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაუსვა შეკითხვა, მათ შორის, ბათუმის განაშენიანებასა და „ბათუმი რივიერას“ პროექტზეც. „ჩემთვის არგუმენტი არ არის, ისტორიულ უბანს სახე შევუცვალოთ იმიტომ, რომ აქ უნდა …

გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს

„ის არ მიიჩნევს ანგარიშვალდებულად თავს ქართველ ხალხთან, არც ევროპელ პარტნიორებთან და საერთოდ, არავისთან. ივანიშვილს ახლა აქვს ერთადერთი პრინციპი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს შესაძლოა ყველაფრის ფასად გააკეთოს… ყველაზე დრამატული ამ ინტერვიუში ჩემთვის იყო ის, რომ ივანიშვილი არის სრულიად არაადეკვატური, ის აბსოლუტურად სხვაგანაა. ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს…“ – ამბობს გრიგოლ გეგელია,  პროფესიით პოლიტოლოგი და …

ხაზარაძე რელიგიის თავისუფლებაზე: ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რაც ჩვენს ბუნებაში არ არის

„საქართველოში მე არ გამიგია, რომელიმე კონფესიას რაიმე პრობლემა შექმნოდეს. ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რომელიც ჩვენს სისხლსა და ბუნებაში არ არის და ნუ მოვიგონებთ ისეთ რაღაცას, რაც არ არსებობს. ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე რელიგიური კონფესიების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების კუთხით „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს. ჩვენ მას ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პრობლემაზეც …

Exit mobile version