1 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს – ახალი ბრძანება

უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო გაამკაცრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამავე ბრძანებით „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.“ …

სებ-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშები გახსნა – „ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“

საქართველოს ეროვნული  ბანკის [სებ] ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები, როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში. „წავიდა ჩვენი რეზერვები ჩინეთში, ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“ – ასე ეხმაურება გადაწყვეტილებას სებ- ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. „რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტუბში რაც ჰქონდა გაეყინა და …

ნათია თურნავას ხელფასი თვეში 37 729 ლარი იყო – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დეკლარაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ხელზე ასაღები ხელფასი, 2024 წელს, თვეში 29 000 ლარი იყო. შესაბამისად, თურნავამ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს ხელფასის სახით 349 039 ლარი მიიღო. თუმცა, ნათია თურნავას სრული, ანუ დასაბეგრი ხელფასი თვეში 37 729 ლარი ყოფილა, რაც წელიწადში 452 748 ლარია. შესაბამისად, ნათია თურნავას ბიუჯეტიდან, ერთ წელში ზუსტად იმდენი თანხა …

საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ნოემბერში – ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი თანხა, 57 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, 50 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს იტალიიდან, ხოლო 38 მილიონი აშშ …

რა გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] უცვლელად შეინარჩუნა და ის 8.0 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ან შემცირების პარალელურად, შესაბამისად იაფდება ან ძვირდება იმ საბანკო სესხების მომსახურება, რომლებიც ამ განაკვეთზეა მიბმული. კომიტეტის სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო …

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება სებმა კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ. 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ ხელი 2025 წლის 21 ივლისს მოაწერა. ამავე წლის იანვრიდან დღემდე შესაბამისი ქვედა ზღვარი 500 000 …

ეროვნულმა ბანკმა ხელფასებში 81 მილიონი ლარი დახარჯა ორ წელში – რა დარღვევებზე წერს აუდიტი

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ხელფასებში, პრემიებსა და „პერსონალის შენახვის“ სხვა ხარჯებში ჯამში 81,9 მილიონი ლარი დაიხარჯა ორი წლის განმავლობაში. ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ხარჯებზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა. აუდიტის მიხედვით აღნიშნულ წლებში: საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ზოგ თანამშრომლებზე გაცემული პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული; სებ-ის თანამშრომლებზე ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების მიხედვით გაცემულია დამატებითი ანაზღაურება, თუმცა სებ-ის …

სავალუტო ჯიხურებს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაუმკაცრა – ახალი ბრძანება

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაამკაცრა. ბანკის პრეზიდენტის სხვა ბრძანებებით სანქციები გამკაცრდა ასევე სესხის გამცემი სუბიექტების, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს [სებ] ამ დრომდე უფლება ჰქონდა დარღვევების დროს პუნქტი დაეჯარიმებინა. ახალი ბრძანებით კი, ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პუნქტს, დარღვევის განმეორების შეთხვევაში, …

ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება-ჩატარებაში კი 771 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა“. „დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი [2025 წლის 29 …

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს – ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადება

„28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“  – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აწერენ ხელს. განცხადება განახლებადია და ამ დროისთვის მას 189 პირი აწერს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები …

ახალი 100-ლარიანები თურნავას ხელმოწერით, კუპიურაზე ამოიღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“

დღეიდან, 14 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მიმოქცევაში გაეშვა 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. ახალი ბანკნოტები იმავე დიზაინისაა, როგორიცაა 2020 წელს გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები, თუმცა, ბანკის ინფორმაციით, მასზე შეცვლილია გამოშვების წელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა და საერთოდ ამოღებულია წარწერა: „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“. ეროვნულ ბანკს ამ დროისთვის პრეზიდენტი არ ჰყავს. …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65%-ით შემცირდა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის სექტემბერში 65.81 %-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სექტემბერში, რუსეთიდან საქართველოში 59.47 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო: მაისში რუსეთიდან საქართველოში 157.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, ეს 49%-იანი კლებაა საერთო მოცულობის წლიურ მაჩვენებელში. კლება დაფიქსირდა 2023 წლის ივნისშიც – …

რუსეთიდან 73.82 მლნ დოლარამდე შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2023 წლის ივლისშიც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში რუსეთიდან საქართველოში 73.82 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიური ტემპის მაჩვენებელში 26%-იანი კლებაა. ზაფხულის სეზონის დადგომამდე კი, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში. მაგალითად, 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267.62 მლნ აშშ დოლარი დარიცხეს, რაც წლიური მაჩვენებლით 1095 %-იანი ზრდაა. საქართველოს ხელისუფლების …

რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების ახალი წესი ქართული ბანკებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დაამტკიცა. „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის [აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო] მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50 %-ით შემცირდა – ნახეთ, საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის მაისში შემცირდა – რუსეთიდან სულ 154,72 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 50 %-იანი კლებაა „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 2023 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 159 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს [ზრდა 19 %], მარტში – 223 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 727%], თებერვალში – …

რუსეთიდან მარტში 223 მილიონი დოლარი შემოვიდა, ზრდა შარშანდელთან შედარებით 727%-ია

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში 2023 წლის მარტში 727.96 %-მდე [ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი] გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მხოლოდ მარტში რუსეთიდან საქართველოში 223.57 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს. 2022 წლის მარტში კი რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ აშშ დოლარი იყო გადმორიცხული. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა გასული წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის …

რა მოუვა თქვენ სესხს, თუ „ეროვნული ბანკის“ კანონს შეცვლიან – ინტერვიუ

„არსებობს საფრთხე, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენონ პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის,“ – ეს შთაბეჭდილება შეუქმნა ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ეროვნული ბანკის საკანონმდებლო ცვლილებამ, რასაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ხოლო აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს გაუჩინა კითხვა: „რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა? საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნულ ბანკში სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება და ის შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, პრეზიდენტის არყოფნის …

4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ – სებ-მა ვადა შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15 აგვისტოდან იცვლება ფიზიკური პირების დაკრედიტების პირობები. კერძოდ, სამომხმარებლო სესხების გაცემის ვადა 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია. „რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო და მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტებით ჭარბი ზრდის შედეგია. სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა – ნახეთ საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში ივნისში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 492 %-ით მაღალი წლიური მაჩვენებელია, თუმცა მაისის თვესთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობამ იკლო – მაისში რუსეთიდან 313.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს და წლიური 888 % ზრდა დაფიქსირდა. ივლისის მონაცემი ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუახლებია. აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს, მარტში – …

300%-ით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 298 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ფულადი გზავნილები ჯამში 308.1 მილიონ აშშ დოლარამდე [944.8 მილიონი ლარი] გაიზარდა, რაც 114.1 მილიონი აშშ დოლარით [58 პროცენტი] მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა კი 132.98 მილიონი …

საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა.“ „რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური, ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად. სწორედ ამ შეფასებისა და კომერციული ბანკის …

რეფინანსირების განაკვეთზე ეროვნული ბანკი 2 თებერვალს იმსჯელებს

შეიცვლება თუ არა მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომაზე გადაწყდება, რომელიც 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება. ეს, მიმდინარე წელს, კომიტეტის პირველი სხდომა იქნება. რეფინანსირების განაკვეთი 2021 წლის დეკემბრიდან 10.5 პროცენტია. ამ მაჩვენებლის გაზრდით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აღებული და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვთ, ეს სესხი უძვირდებათ. საქართველოს …

სად შეიძლება მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტების გადაცვლა

2022 წლის 1-ლი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ]. ეროვნული ბანკის განცხადებით, „2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით“. ამასთან, …

1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა 31 დეკემბერს იწურება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. 2022 წლის პირველი იანვრიდან კი, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა  მხოლოდ  საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში [თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72] იქნება შესაძლებელი. „შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული …

ეროვნული ბანკი აპირებს, საკოლექციო ხუთლარიანი მონეტები 95 ლარად გაყიდოს

დღეიდან ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს. ხუთლარიანი მონეტა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოსცეს მხოლოდ 1500 ცალი და თითო მონეტა 95 ლარად გაიყიდება. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკოლექციო მონეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარმოადგინა. საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსით შეირჩა. მონეტის მთავარი კომპოზიცია ურთიერთგადაჯაჭვული ასოებია – „სდრ“. ეს წარმოადგენს 1921 წელს …

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, როცა ლარი მყარდება

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ან შემცირდება თუ არა იგი, როცა ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება? – ეროვნული ბანკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საკითხს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 23 ივნისს განიხილავენ. რეფინანსირების განაკვეთს, რაზეც შემდეგ საბანკო სესხების გაზრდა ან შემცირებაა დამოკიდებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს. კომიტეტის სხდომების კალენდარი წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, …

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ციფრული ვერსიის შექმნის პროექტზე იწყებს მუშაობას. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, რომელიც არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ციფრულ ლარს გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. „საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას …

ბანკებს 38 მილიარდი ლარი სესხი აქვთ გაცემული – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა [ბანკთაშორისი სესხების გარდა], 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 48.22 მილიონი ლარით [0.13%-ით] შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის ჯამში 38.17 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მილიონი ლარით [0.53%-ით] შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით …

საქართველოში დეკემბერში უცხოეთიდან 199.7 მილიონი დოლარი ჩამოირიცხა – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში უცხოეთიდან 199.7 მლნ აშშ დოლარი [(656.2 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 15.9%-ით [27.4 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების მონაცემებით დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 82.67 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, 117.01 აშშ დოლარი კი სხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან კი, 2020 წლის დეკემბერში, საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ …

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშების წესი იცვლება

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშების წესი იცვლება. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება მოხდება ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსზე ამ პლატფორმას არსებითი გავლენა არ ექნება, თუმცა Bmatch-ზე დადგენილი კურსი „უფრო ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ …

ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის ოქროსა და ვერცხლის მონეტების გაყიდვას იწყებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა. ბანკის ინფორმაციით, მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტა 17 გრამს იწონის და მისი ფასია 100 ლარი, ოქროს მონეტა კი – 8,6 გრამია და მისი ფასი 1 690 ლარია. მონეტების გაყიდვა ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით 2020 წლის 28 …

სექტემბერში უცხოეთიდან 192.7 მლნ აშშ დოლარი ჩამოირიცხა საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 192.7 მლნ აშშ დოლარი [611.4 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 43 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში …

15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში 2020 წელს გამოშვებული 50-ლარიანი ბანკნოტები გამოვა

2020 წლის 15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაუშვებენ ამავე წელს გამოშვებულ 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებს. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, აღნიშნული ბანკნოტები იქნება „გადახდის კანონიერი საშუალება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2020“, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით“. ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2020 წლის გამოშვების 50 …

1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა – სები

საქართველოს ეროვნული ბანკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება. „2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1-ლი იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის …

საფინანსო სექტორის სერვისები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც არ შეიზღუდება – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] განცხადებით, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. „ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური …

ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ბანკის განცხადებით, „ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები: [checklist] ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან …

Exit mobile version