კომერციულმა ბანკებმა საქართველოში ბოლო ხუთ წელში 2,9 მილიარდი ლარი მოიგეს

ბოლო 5 წელში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 2 მილიარდ 953 მილიონ 233 ათასი ლარის წმინდა მოგება ნახეს. ბანკების წმინდა მოგება 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. გასულ, 2017 წელს, ბანკებმა 480 მილიონ 666 ათასი ლარით მეტი მოგება ნახეს, ვიდრე 2013 წელს. კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2013-17 წლებში: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების …

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,2 მილიარდი აშშ დოლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17,2 მილიარდი აშშ დოლარი [44,6 მილიარდი ლარი] შეადგინა. მარტო 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 342,9 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. მთლიანი საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის განმარტებით, მოიცავს როგორც სახელმწიფო [სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი], ასევე კერძო სექტორის [საბანკო …

უძრავი ქონების არასწორად შეფასებისას კომერციული ბანკის მიმართ სანქცია გატარდება – პროექტი

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო განხილვისთვის „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის“ პროექტს აქვეყნებს. ინსტრუქციის დამტკიცების შემთხვევაში, კომერციული ბანკებისთვის განისაზღვრება უძრავი ქონების შეფასების წესები და პრინციპები. კომერციული ბანკების მიერ კლიენტთა უძრავი ქონების შეფასების პროცესს ეროვნული ბანკი გააკონტროლებს, კომერციული ბანკები კი ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ ეროვნული ბანკის მითითებები. „ინსტრუქციის მიზანია საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის ამაღლება და …

დღეიდან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი 28 თებერვალს მოაწერა. „ახალი წესი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა,“ – ნათქვამია საქართველოს …

დაიბეგრება თუ არა ფულადი გზავნილები უცხოეთიდან – ცვლილება კანონში

„მეგობრებო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რაც ემიგრანტებს დაავალდებულებს აღრიცხონ გზავნილი თანხები და თავისთავად დაბეგრავენ. ყველას ჩაუსხდნენ ჯიბეში. ეს კანონი 18 ივლისიდან ამოქმედდება“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილ ჯგუფში – „ქართველები ამერიკაში“. ემიგრანტების ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, „ფული, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები საქართველოში აგზავნიან, დაიბეგრება, ხოლო ფულის გამომგზავნმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია“. სინამდვილეში საქმე …

ამერიკის მოქალაქე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 10 ნოემბერს, „კაპიტალ ბანკის“, ESOL B.V.-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას სარჩელს განიხილავს. სარჩელის ავტორები ასაჩივრებენ იმ საკანონმდებლო ნორმას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ აჩერებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოში გაუქმებული ბანკის ქართველი მესაკუთრის მოპასუხე პარლამენტია, რომელსაც კანონის შეცვლა მოუწევს, თუკი სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს. „კაპიტალ ბანკი“ …

რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით [24.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან გადმოირიცხა. შემდეგ მოდის: ისრაელი, თურქეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები: …

ოქროსფერი 50-თეთრიანების გამოცვლა 2018 წლის ბოლომდე კომერციულ ბანკებსაც დაევალათ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 4 ოქტომბრის დადგენილებით, ეროვნული ბანკის მიერ 1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა დარჩა 2017 წლის ბოლომდე [ანუ, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით აღნიშნული მონეტების მიღების ვალდებულება], თუმცა, 2018 წლის ბოლომდე მათი გამოცვლა განხორციელდება როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მეშვეობით. ადრინდელი დადგენილებით, …

დღეიდან განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაშია 

დღეიდან, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად. მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტების გშვებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე დადგენილება კი ეროვნული ბანკის …

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა და ის 7%-ია. რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ავტომატურად იწვევს იმ სესხების საპროცენტო განაკვეთის გაზრდასაც, რომლებიც ლარშია გაცემული და მიბმულია რეფინანსირებაზე. ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს …

ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა 34,4 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ მთლიანობაში 117.7 მლნ აშშ დოლარი [283.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით [17.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ …

ვერცხლის 5-ლარიანი 60 ლარად – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს ყიდის

7 ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაციას იწყებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია, იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 60 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში [მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72], ისე ეროვნული ბანკის …

კომერციული ბანკების საკუთარი სახსრები 4,1 მილიარდი ლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სების ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 37,6 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით …

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – ლარით ფასდადების სავალდებულო წესი 1-ლი ივლისიდან

2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულო ხდება. ეს ვალდებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტითაა გათვალისწინებული. [red_box]ვის მოეთხოვება ფასის ლარით გამოხატვის ვალდებულება[/red_box] ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ …

ეროვნული ბანკი: პირველი ივლისიდან შეთავაზება/რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარში იქნება

საქართველოში ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება 2017 წლის პირველი ივლისიდან სავალდებულო იქნება მხოლოდ ლარით. ლარით ფასდადება ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებს. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე …

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება

საქართველოს ეროვნულ ბანკში [სები] მომზადდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელიც სების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება. „თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსa და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს [საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს]“ – აცხადებს სები. ეროვნული …

საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 …

კომერციულ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 38 მილიონით გაუზარდეს

4 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 მილიონ ლარს, ნაცვლად 12 მილიონი ლარისა. 2017 წლის 4 მაისამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა …

ვერცხლის 5-ლარიანი მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება. ის 15,5 გრამს იწონის. სულ მოიჭრება 1500 ცალი მონეტა. რაც შეეხება მონეტის შეძენას, ეს შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით. …

კლიენტი ბანკს და ბანკი კლიენტს სასამართლოში უჩივის – უარი სესხის გალარებაზე

მოქალაქე ნანა ღვინჯილიას დოლარში აღებული სესხის გალარებაზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ უარი უთხრა. სესხი დოლარში ნანა ღვინჯილიამ 2013 წელს აიღო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ დოლარში აღებული სესხის გალარებაზე დაიწყო საუბარი და დადგენილებასაც მოაწერა ხელი – მიმდინარე წლის 11 იანვარს მოქალაქემ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მიმართა, სადაც სესხი ჰქონდა აღებული. ამბობს, რომ ბანკისგან პასუხი საერთოდ არ მიუღია. პირიქით, …

ეროვნული ბანკი 2,9 მილიონ ლარად ბანკნოტების დამხარისხებელ მოწყობილობას იყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი მაქსიმუმ 2,91 მილიონ ლარს გადაიხდის ერთ ცალ ბანკნოტების დამხარისხებელ აგრეგატში [მინიმალური სიჩქარე 20 ბანკნოტი/წამში] და ასევე  ერთი ცალ ბანკნოტების შესაფუთ [თერმოკუმშვადი ცელოფნით კონებად] მოწყობილობაში. ბანკნოტების დამუშავების სისტემა ტენდერში გამარჯვებულმა ბანკის მიერ მითითებულ ადგილზე უნდა დაამონტაჟოს. პირობის თანახმად, სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა – რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა – შეადგენს …

ვინ მიიღებს სარგებელს სესხის გალარებით

17 მარტამდე ნებისმიერ მოქალაქეს დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა შეუძლია. ხელისუფლება თავდაჯერებულია, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეს ერთობლივი პროგრამა ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს და მოსახლეობა შეღავათს იგრძნობს. რატომ ამბობს  მოქალაქეების უმეტესობა ჯერჯერობით ე.წ. ლარიზაციაზე უარს და რა რისკებს შეიცავს დოლარში აღებული სესხის ეროვნულ ვალუტაში გადატანა? „ბათუმელები“ ფინანსისტს, გიორგი ქათამაძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, რა პირობებით სთავაზობენ …

რა შემთხვევაში აიღებთ სესხს უცხოურ ვალუტაში

დღეიდან, 2017 წლის 17 იანვრიდან, ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება ეზღუდებათ. საქართველოს მოქალაქეზე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 ათას ლარს. ამ რეგულაციას პარლამენტის დამტკიცებული ე.წ. ლარიზაციის გეგმა ითვალისწინებს. იხილეთ ლარიზაციის გეგმით განსაზღვრული რეგულაციები ამ ბმულზე. 2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ასევე საქართველოს ეროვნული …

100 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ნოემბრიდან

2016 წლის პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების, 2016 წლის 1 ნოემბრიდან, მიმოქცევაში გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ …

ვინ არის ვალდებული ფული დაგვიხურდავოს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი ლარის ბანკნოტების გადაცვლაზე სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე უარს ამბობს. ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ბათუმში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 50- ლარიანის წვრილ კუპიურებად დაშლაზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ ამას შიდაგანაწესი უკრძალავდა. “მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ ვალდებულება ფულის გადაცვლაზე, კომერციულ ბანკებს – კი,”- უთხრეს “ბათუმელებს” საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში. ბანკისგან მიღებულ …

ეროვნული ბანკი ოქროსფერ 50-თეთრიანებზე: ეს, უბრალოდ, რაღაც პანიკა და აჟიოტაჟია

  ე.წ. ყვითელი 50-თეთრიანი მონეტების ყიდვა-გაყიდვაზე სოციალურ ქსელებში დაწყებულმა აჟიოტაჟმა მოსახლეობაშიც გადაინაცვლა. ამ ინფორმაციების მიხედვით, თითქოს ერთ მონეტაში 10 ლარიდან 100 დოლარამდეც კი იხდიან. ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით, მონეტა შეიცავს ღირებულ ლითონს და ის გასაყიდად საქართველოდან თურქეთში გააქვთ. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მონეტები მოჭრილია 1993 წელს, მიმოქცევაშია 1995 წლიდან, წონა – 2,5 გრ, დიამეტრი …

Exit mobile version