სიახლეები

1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა – სები

28.07.2020
1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა – სები

საქართველოს ეროვნული ბანკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.

„2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1-ლი იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი გავრცელდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებლებელი.

ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხა მრგვალდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

  • 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
  • 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
  • 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
  • 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 10-მდე.

ამ თემაზე:

იანვრიდან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალების წესი ამოქმედდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: