2022 წლის 1-ლი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ].
ეროვნული ბანკის განცხადებით, „2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით“.

ძველი ბანკნოტები, რომლებიც 2022 წლის 1-ლი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება / ფოტო: ეროვნული ბანკი
ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია [თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72] შესაძლებელი.
ამ თემაზე:
1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა 31 დეკემბერს იწურება