ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

„მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად,“ – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია. ვიდრე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, „კლუნების ფონდმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და ქართული სასამართლო სისტემა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დარღვევაში ამხილა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ფონდის ექსპერტი ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ევროსასამართლოს …

„ამას სულხან თამაზაშვილს არასდროს ვაპატიებ“ – შვილმკვდარი დედა, რომელმაც საქმე სტრასბურგში მოიგო

„სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. საუბარია თბილისში 2016 წელს 37 წლის ზურა ელიბაშვილის დაღუპვაზე – მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. გამოძიება მაშინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [სსკ-ის 115] დაიწყო, საგამოძიებო …

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი… ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. მას მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ: რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს ევროსასამართლოში? …

უცხოური დახმარების გარეშე ჩემი ოჯახი ვერ შეძლებდა გადარჩენას – ევროსასამრთლოს ექსმოსამართლე

„ევროპის ყველაზე დიდი სიკეთე არის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა,“ – ამბობს ნონა წოწორია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. რატომ ვირჩევთ ევროპას, რატომ მივისწრაფვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რას მოუტანს ეს საქართველოს“, – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ყოფილ მოსამართლეს. რატომ გვინდა ევროპაში? ევროპაში გვინდა იმიტომ, რომ იყოს მშვიდობა. ევროპა არის კონტინენტი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ …

როცა ევროსასამართლოში საქმეს იგებ, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იცავ საკუთარ უფლებას

„როცა მოსამართლე ვერ იცავს თავს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ეს ძალიან ცუდი მაგალითია. ძალიან საშიში, რადგან უბრალო მოქალაქეები ვერ მიაღწევენ სამართალს და სამართლიანობაც ვერასდროს დამკვიდრდება იმ სტანდარტით, რასაც ევროკონვენცია ითვალისწინებს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ზურაბ გაბაიძე. ამ მოსამართლემ დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო, დადგინდა, რომ მისი უფლებები საქართველოში დაირღვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლის …

სააკაშვილის საქმეზე „გლობალური ომის პარტიამ“ რატომ ვერ იქონია გავლენა – „ოცნების“ ლოგიკა

ვენეციის კომისიაც გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცაო – ირწმუნება „ოცნება“, როცა ცდილობს, ევროპაში ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დაწუნებული რუსული კანონით აცხოვროს ქვეყანა. ამავდროულად კი, სხვა ევროპული ორგანოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „სააკაშვილის საქმეზე“ დარღვევები არ დადგინდა, „ოცნებას“ თავისი პროპაგანდის მესიჯებში შეაქვს. როდის და როგორ მოქმედებს  „გლობალური ომის პარტია“ მმართველი პარტიის ლოგიკით? თუ „გლობალური ომის პარტიას“ …

სააკაშვილის საქმე სტრასბურგმა შეიძლება 1-2 დღეში განიხილოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„მსგავს საქმეებზე კონკრეტული ვადები არ არის, მაგრამ 1-2 დღის საკითხია,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც ვკითხეთ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს სტრასბურგის სასამართლოს „სააკაშვილის საქმის“ განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს რუსი ოპოზიციონერი, [ალექსეი] ნავალნი …

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ

„მადლობელი ვარ უზენაესი სასამართლოსი, მაგრამ მე სტრასბურგის სასამართლოში მივდივარ,“ – ამბობს 81 წლის ციალა პერტია. ის 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვს. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ციალას მოდავე გარდაცვლილი ქმრის დისშვილია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბინა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე ციალა პერტია ცხოვრობს. იმის გამო, რომ …

სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმშია და საკონსტიტუციოს მოსამართლეებს შეხვდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან ლადო ჭანტურია და ამავე სასამართლოს მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი სტუმრობდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ურთიერთგავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესზე. „მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის …

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია“ – სტრასბურგის ექსმოსამართლე „უკრაინის საქმეზე“ მუშაობს

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრად შეარჩიეს. ეს ჯგუფი უკრაინის პროკურატურას უნდა დაეხმაროს, ომის დანაშაულისთვის რუსეთს პასუხი რომ აგებინოს. ნონა წოწორია ამბობს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, რადგან სამხედრო საიდუმლოებაა. რამდენად მოხერხდება რუსეთის დასჯა სამართლებრივად და რას გააკეთებს …

სააკაშვილის მიზანმიმართულ სიკვდილს ცდილობენ – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„ისინი უშვებენ მიხეილ სააკაშვილის ფატალური შედეგის დადგომის შესაძლებლობას და გათვლილი აქვთ ამ შედეგის პლიუს-მინუსები, ჩათვლილი აქვთ, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სასარგებლო იქნება,“ – ამბობს ნონა წოწორია, ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მისი შეფასებით, ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდ აუცილებლად წააგებს დავას „სააკაშვილის საქმეზე“, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს განცდა აქვს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის „დღევანდელი პოლიტიკური ამოცანა გაცილებით უფრო …

ჰააგაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა თავისი ჟურნალისტებით გასამართლდეს – ინტერვიუ

შესაძლოა რუსეთის ხელმძღვანელობა გასამართლდეს თავისი ჟურნალისტებით – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექს-მოსამართლესთან „წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ…“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჟურნალისტებიც გაასამართლონ, რომლებიც ომის პროპაგანდას ქმნიან. რუსეთი არ აღიარებს და, შესაბამისად, კრემლი არც …

მიქაუტაძის საქმის პოლიციელები სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც სისტემაში რჩებიან

ილია სააკაშვილი ერთ-ერთი სამართალდამცველია „მამუკა მიქაუტაძის საქმიდან“, რომელიც ახლა უკვე შსს-ს მაღალჩინოსანია – ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსია. ილია სააკაშვილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო 2013 წელს, როცა თბილისში მცხოვრებმა მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წინა დღით მიქაუტაძემ ცოლს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოკითხვისას, პოლიციელებმა მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა …

რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

„ბუნებრივია, თოფს ვერ დაიჭერს ხელში, მაგრამ შესაძლოა მუდმივად ხელისუფლების თავზე ეკიდოს ეს საქმეები,“ – გვიპასუხა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად უნდა ელოდეს მუსლიმი თემი ვითარების შეცვლას მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ „მოხეს საქმე“ ევროსასამართლოში წააგო. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა დაიწყება, თუმცა ხელისუფლების ნების გარეშე ფუნდამენტურად ვერაფერი შეიცვლება. ნონა …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტება – სააკაშვილის საქმე სტრასბურგში

„სამოქალაქო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა,“ – წერს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. გუშინ, 10 ნოემბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ფეისბუქგვერდზე წერს, რომ …

მუხთარლი დღეს პროკურორებს მოუყვება, როგორ გაიტაცეს ის თბილისის ცენტრიდან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანულ ციხეში აღმოჩნდა, დღეს, 8 აპრილს, პროკურატურას  ჩვენებას მისცემს იმ საქმეზე, რომელიც მისი გატაცების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ის 1 წლის წინ გაათავისუფლეს და დარჩენილი …

„მართლმსაჯულების უარყოფა“ – კიდევ რას წერს ევროსასამართლო სერჟანტ შავაძის მკვლელობაზე

„მართლმსაჯულების უარყოფა“, „გულისხმიერების ნაკლებობა“, არაეფექტური გამოძიება“ – ასეთი რადიკალურია ევროსასამართლო საქართველოში ჩატარებულ გამოძიებაზე. საუბარია „როინ შავაძის საქმეზე“, ბათუმელ სერჟანტზე, რომელიც ბათუმში აგვისტოს ომის შემდეგ, 16 აგვისტოს მოკლეს. „როინ შავაძის საქმის“ გამოძიება საქართველოში 2008 წლიდან ამ დრომდე ანუ 13 წელია დასრულებული არ არის. ევროსასამართლოში საქმე სასამართლოს წინააღმდეგ მოკლული სერჟანტის მეუღლემ – ციცინო შავაძემ მოიგო და დაადასტურა, …

შავაძის მკვლელობის საქმე – რას წერს ევროსასამართლო პროკურორების როლზე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ქართული ვერსია გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მიხედვით, როინ შავაძის ქვრივმა, ციცინო შავაძემ, მეუღლის მკვლელობის შემდეგ პროკურატურის ორგანოებს მინიმუმ 20-ჯერ მიმართა თხოვნით, რომ ის დაზარალებულად მაინც ეცნოთ. ქალს ამაზე ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ. ნახეთ, რა წერია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს  გადაწყვეტილებაში საქართველოს პროკურატურასთან დაკავშირებით: ამონარიდი …

ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ევროსასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველო – რუსეთის ომზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, 21 იანვარს გამოაცხადა. კომპენსაციის ნაწილში ევროპულმა სასამართლომ ერთწლიანი ვადა მისცა საქართველოს და რუსეთს. ამ პერიოდში მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ, რასაც აგვისტოს ომში დაზარალებულები მიიღებენ. „თუკი ვერ …

„სახელმწიფოს დაევალება გამოძიება“ – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე სერჟანტ შავაძის საქმეზე

ევროსასამართლომ ბათუმში, 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჭრილში სათავისოდ გამოყენება გუშინვე სცადა ხელისუფლებამ – ხელისუფლების მთავარი აქცენტი იყო ის, რომ სერჟანტი წინა ხელისუფლების დროს მოკლეს. ხელისუფლებამ გვერდი აუარა სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ეფექტურ გამოძიების პრობლემაზეა საუბარი და რის გამოც პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება – როინ …

კაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, 10 ათას ევროს გადაუხდის საქართველო

„უჩა ილაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მას მატერიალური, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10 ათას ევროს გადაუხდიან,“ – ამბობს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ [ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“] იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩა ილაშვილის ინტერესებს იცავდა. საქმე 2019 წლის 23 მარტს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას ეხება – მეთევზეებმა და, მათ შორის, უჩა ილაშვილმა …

რა თქვა ევროსასამართლომ საქართველოში აქციის მონაწილეების დაკავებაზე – 2012 წლის გადაწყვეტილება

„სასამართლო ხელისუფლება, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან ერთად, ვერ ასცდება კრიტიკას. ამ დროს შოკისმომგვრელი და მიუღებელი აზრები, სიტყვები შეიძლება იქნეს გამოყენებული,“ – ეს შეფასება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეებმა გააკეთეს საქართველოში ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებაზე. 2012 წელს სტრასბურგის სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 2006 წელს საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების კანონიერებაზე იმსჯელა. საქმეში „კაკაბაძე და სხვები …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე აქციის დაშლაზე: მოსამართლეები უკანონობის სახედ იქცნენ

„ეს ყველაფერი ნდობას უკარგავს სასამართლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არის ხელისუფლების ამოცანა,“ – გვითხრა ინტერვიუს ბოლოს ნონა წოწორიამ. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო, ამჟამად კი, ისევ სტრასბურგში დამოუკიდებელ ექსპერტად მუშაობს. ნონა წოწორიას ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ქართული სასამართლოების მიერ ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვესაუბრეთ, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები …

როგორ ჩატარდება ჩხრეკა ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ

რა პრაქტიკა არსებობს ამ დრომდე, როცა ადამიანს პოლიციელები ჩხრეკენ და რა შეიცვლება ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ – „ბათუმელები“ ამ თემაზე რამდენიმე დამოუკიდებელ იურისტს ესაუბრა. სტრასბურგის სასამართლომ 14 მარტს არჩილ ლობჟანიძის საქმეზე ევროკონვენციით გათვალისწინებული – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. ამ შემთხვევაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარდა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხრეკის კანონიერება ვერ დადასტურდა. …

ჩხრეკა ქუჩაში ნარკოტიკის ამოსაღებად – ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

„ჩხრეკის ბრძანებაში არ იყო ახსნილი, რამ განაპირობა გადაუდებელი აუცილებლობა,“ – ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არჩილ კობიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. არჩილ კობიაშვილი საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 2005 წელს გაასამართლეს. ის ქუჩაში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაჩხრიკეს. არჩილ კობიაშვილი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა პირადი ჩხრეკის გასაჩივრების „ადეკვატური შესაძლებლობა“, ხოლო სასამართლოებმა „უკანონოდ მოპოვებული …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქართულ სასამართლოში არსებულ კლანზე

რას აჩვენებს ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების კლება? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ნონა წოწორიას დავუსვით. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო. ამ პერიოდში რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ქართველი მოსამართლეები, რომლებმაც სადავო გადაწყვეტილებები მიიღეს, უვადოდ გაამწესეს და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაც …

„ჩემი შვილი ციხეში მოკლეს“ – ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

„ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობა გამოიძიოს… ბოლოს როცა მქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან, ისევ თვითმკვლელობა ახსენეს. სტრასბურგის სასამართლომ თუ არ დაიჯერა ეს ვერსია, მე რატომ უნდ მჯეროდეს? 2005 წლიდან დღემდე ველი სამართალს, რომელიც არ ჩანს… ჩემს შვილს ციხის საკუჭნაოში არ მოუკლავს თავი, ის მოკლეს,“ – ამას ბათუმელი სვეტლანა ცინცაბაძე ამბობს. იგი მთავარ პროკურატურას უმოქმედობაში …

რა ფინანსური ზიანი მიიღო „აიისამ“ და რას მოითხოვს ის სტრასბურგში

ქართული პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ სარჩელი სააპელაციო სასამართლოში უკვე შევიდა. როგორც „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კომპანიის ზიანი ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ აგვეკრძალა სამი დიზაინის პროდუქციის რეალიზება, ასევე დაგვევალა ოთხი სახის დიზაინის პროდუქციის ქსელიდან ამოღება. პროდუქცია იყიდება ცალობითაც და კომპლექტურადაც. ფასების მიხედვით თუ დავიანგარიშებთ, დაახლოებით 6 ათასი ლარის ფინანსურ …

სამსახურიდან გაუშვეს პოლიციელები, რომლებმაც სტრასბურგის მოსამართლის ძმის სახლი გაჩხრიკეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამსახურიდან გაუშვეს ის პოლიციელები, რომლებმაც გასულ წელს ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ შორის ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან იოსელიანი. ჩვენივე ინფორმაციით, გათავისუფლებული პოლიციელებიდან რამდენიმემ ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილეობდა, „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, როგორც გათავისუფლების მიზეზებზე, ასევე იმაზე, ნამდვილად მიმართა თუ …

ქობულეთის პანსიონის საქმეზე მუსლიმი თემი ევროსასამართლოს მიმართავს

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მუსლიმი თემი გეგმავს მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. სარჩელს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] ამზადებს. მთავარი მოთხოვნა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენაა, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლომ კერძო პირებთან მიმართებაში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ 2014 წელს მუქარით დაწყებული გამოძიება …

პატიმრის დედა: ჩემს შვილს ევროსასამართლოდან საჩივრის გამოთხოვას აიძულებენ

პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს  ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვას აიძულებენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, დაწესებულების თანამშრომლები მის შვილს ემუქრებიან ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ოქროპირიძის საჩივარს, როგორც ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, ევროსასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. ევროსასამართლოს კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კონვენციის მე-5 მუხლის ნაწილში ხვალ, 5 მაისს იწურება. „გიორგის ემუქრებიან ოჯახის …

Exit mobile version