საქართველში 110 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო 600 ლარზე ნაკლები ხელფასი

მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულმა, დაახლოებით 110 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო 600 ლარზე ნაკლები ხელფასის სახით. შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული თვის დასაქმების სტატისტიკას პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) აქვეყნებს. PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც თვიურად ხელფასს იღებდნენ, 1 024 954 შეადგინა. ეს მონაცემი 2026 წლის მაისთან …

„800 ლარზე ვერ ვიმუშავებთ“ – პროტესტი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის – „ფასთ თრექ ტექსტილეს“ თანამშრომლებმა დღეს, 26 თებერვალს, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს, ფაბრიკის ეზოში აქცია გამართეს და მუშაობა ერთი დღით შეაჩერეს. ფაბრიკის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „ახალმა ადმინისტრაციამ სამუშაო პირობები შეგვიცვალა, ხელფასი გამოგვდის 800-900 ლარი… იძულებულს გვხდიან, რომ წავიდეთ, ამ ფორმით გვაიძულებენ, რომ დავტოვოთ სამსახური, კომპენსაციის გადახდა არ უნდათ,“ – უთხრეს …

„ჩვენი კვლევის მიხედვით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში“ – კობახიძე

დღეს, 24 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრეს უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. კობახიძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტებმა რეალურად 14 400 სტუდენტი უნდა მიიღონ წელიწადში, თუმცა გარკვეულ პროფესიებზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე გამონაკლისს უშვებენ და 2026-2027 სასწავლო წლისთვის 21 300 ადგილზე გამოცხადდება მიღება. კობახიძის თქმით, კვლევისთვის მთლიანობაში გამოიკითხა 12 …

რა ხდება პოლონეთში – „ფირმების 90% უკვე უარს ამბობს ქართველების დასაქმებაზე“

„აქამდე სამუშაო ნებართვას სჭირდებოდა მაქსიმუმ 2 კვირა, თანაც, იწყებდი მუშაობას და მერე მიიღებდი ნებართვას. ახლა დაახლოებით 3 თვე უნდა დაელოდო, სააგენტოები უკვე პირდაპირ უარს გვეუბნებიან დასაქმებაზე. ადამიანები უკან ბრუნდებიან საქართველოში. გავიგეთ, იბერია გაბრწყინდაო და აგუგუნებულია ალბათ ქარხნები,“ – გვიყვება პოლონეთში მცხოვრები ნინო სარაჯიშვილი, ერთ-ერთი იმ ათასობით ქართველს შორის, ვისაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეუძლია. …

რა იცვლება სუს-ში დასაქმების წესებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ გაცილებით მარტივად მიიღებენ პირს, რომლის ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს, ასევე იმ პირს, რომელიც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალავს მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ან წარადგენს არასწორ მონაცემებს. ასეთი პირების სუს-ში მიღება სუს-ის უფროსის ბრძანებით არ შეიძლება, თუმცა იყო გამონაკლისი – მათი სამსახურში მიღება შეიძლებოდა მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან …

სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი. „აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, …

„არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია, გზა კი გახსნეს, მაგრამ საშიშია“ – ავტობანზე დასაქმებულები

ბათუმის შემოვლითი გზა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახსნა. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების თქმით, ეს გზა დასრულებული ახლაც არ არის, მასზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათოა და არჩევნების შემდეგ მათ კუთვნილი ხელფასი 8 თვეა არ მიუღიათ. „წინასაარჩევნოდ ავტობანი რომ გახსნეს და წავიდნენ, მას შემდეგ ხელფასი არ აგვიღია – ეს გზა დასრულებული არ არის …

უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა – პირველი კვარტლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. …

„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ სოცდაუცველები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დაასაქმეს

„სადაც მთავრობაა და საიდანაც დასაქმებული ხარ, არ უნდა უღალატო…“ – სიღარიბეში მცხოვრები მარინა ცეცხლაძე გვიყვება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში  ვერ წავედი, მაგრამ ჩემი მეუღლე წავიდაო. დასაქმებულ სოციალურად დაუცველს უჭირს საუბარი, რის გამო მოუნდა ხულოდან თბილისში სახელისუფლებო პარტიის აქციაზე წასვლა, თუმცა დასძენს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია, რადგანაც დაასაქმეს. ახლახან ცესკომ მარინას ქმარი ხულოში, სოფელ …

„12 საათს ვმუშაობდი, ხელფასის ნაწილი არ ამინაზღაურეს“ – რას პასუხობენ ბარმენს Fanfan-ში

„ხელფასს ხელზე მიხდიდნენ, შეთანხმებული 8 საათის ნაცვლად კი 12 საათს ვმუშაობდი. როცა წამოვედი, არც ზეგანაკვეთური ამინაზღაურეს და არც დარჩენილი 14 დღის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი მესტუმრიშვილი, რომელიც ბათუმში, კაფე Fanfan-ში ბარმენად მუშაობდა. მარი კაფეში ორთვენახევრის განმავლობაში იყო დასაქმებული, დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ის დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. „ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ვეძებდი სამსახურს. …

სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს

„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა. მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა. რატომ არ იცლება ნაგვის …

ბათუმში 20 ივნისს დასაქმების ფორუმი გაიმართება

20 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება – ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ფორუმში, რომელიც 14 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროში მოქმედი 70-მდე კომპანია აჭარიდან. სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე 2000-ზე მეტი ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. „მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, არსებული კვალიფიკაციის და სასურველი დასაქმების ხანგრძლივობის შესაბამისად შეარჩიონ სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, …

აჭარაში ყოველი მესამე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აჭარაში მცხოვრები 147 002 ადამიანია შეყვანილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ბოლო მონაცემებით კი, აჭარაში სულ 361 411 ადამიანი ცხოვრობს. ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, აჭარაში …

„გოლდენ სიი“ აცხადებს მიღებას – ისწავლე მოთხოვნადი პროფესია

შეუთავსე შენი კომპეტენცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინე ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარები! სასწავლებელი „გოლდენ სიი“ თავის 50-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შენი კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობს ცოდნისა და უნარების განვითარებას შემდეგ მიმართულებებზე: 1. მზარეული; 2.კონდიტერი; 3.სოციალური მედია-მარკეტინგი; 4. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური – HR; 5.სასტუმროს საქმისმწარმოებელი – ვაიზერი; 6.ბუღალტერია; 7.მასაჟისტ-რეაბილიტატორი; სწავლის პერიოდში მსმენელები პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ …

სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ. დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ …

ისწავლე და დასაქმდი – „გოლდენ სიი“ აცხადებს მიღებას

შეუთავსე შენი კომპეტენცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინე ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარები! სასწავლებელი „გოლდენ სიი“ თავის 50-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შენი კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობს ცოდნისა და უნარების განვითარებას შემდეგ მიმართულებებზე: 1. მზარეული; 2.კონდიტერი; 3.სოციალური მედია-მარკეტინგი; 4. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური – HR; 5.სასტუმროს საქმისმწარმოებელი – ვაიზერი; 6.ბუღალტერია; 7.მასაჟისტ-რეაბილიტატორი; სწავლის პერიოდში მსმენელები პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ …

„ეს ჩემთვის დასაქმების შანსი იყო“ – Links -ის პროექტში 800-მდე ახალგაზრდა ჩაერთო

„ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და შანსი იყო, რათა უფრო განვითარებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გავმხდარიყავი. ამ ცოდნითა და გამოცდილებით წინსვლა უფრო გამიადვილდება“, – ამბობს ანა ცივაძე, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტში მონაწილეობდა. ანას მსგავსად „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტში 800-მდე ახალგაზრდას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, მათ …

ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ …

რა უნდა იცოდეთ, რომ სამსახურიდან უკანონოდ ვერ გაგიშვან – ინტერვიუ იურისტთან

„ქართულ რეალობაში ალბათ ყველაზე ხშირად ირღვევა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი,“ – პრაქტიკის შესახებ გვესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე, რომელიც შენიშნავს, რომ იგივე ზეგანაკვეთური შრომის პირობების დარღვევის, ან სხვა ხარვეზების გამო უფლებადამცველებამდე ადამიანები იშვიათად მიდიან. „ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როცა ესა თუ ის პირი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია,“ – ამბობს თამარ წულუკიძე. რა უნდა …

ვინ სთავაზობს ბსუ-ს სტუდენტებს დასაქმებას და რა იქნება მათი ხელფასი

2 ივნისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში „ბსუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ფორუმში მონაწილე 40-მდე კომპანია ბსუ-ში იაფ მუშახელს ეძებს. დერეფანში ჩამწკრივებული, კომპანიის ლოგოებთან ისხდნენ წარმომადგენლები და სამსახურის მაძიებელ, მონდომებულ სტუდენტებს ელოდნენ. სტუდენტები რეგისტრაციას გავდიოდით, სანამ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მივაშურებდით. სულ ბოლოს ვიკითხე და დამიზუსტეს, რომ 350-ზე მეტი სტუდენტი …

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

„მათი ამომრჩეველი დაასაქმეს, ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო,“ – ირონია ეტყობა შალვა ქობულაძეს, რომელსაც ქედის ერთ პატარა სოფელში – ზვარეში შევხვდით. მან გვიამბო, რა ხდება სოფელში, სადაც სხვა სოფლების მსგავსად სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს. შალვა ქობულაძე ეჭვობს, რომ „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველები პოლიტიკური, უფრო ზუსტად კი, საარჩევნო მიზნით დაასაქმა …

ისევ სამუშაოს ეძებს 23 სტუდენტი, რომლებიც საკრუიზო ლაინერზე უნდა დასაქმებულიყვნენ

ისევ დასაქმებას ელის 23 კურსდამთავრებული, ვისაც საკრუიზო გემზე მიმტანად უნდა ემუშავა. ახალგაზრდებმა პროფესიული მომზადების პროგრამის სრული კურსი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს და უკვე მესამე თვეა დასაქმებას ელიან. პროფესიული მომზადების პროგრამის – „სამგზავრო გემის მიმტანი“ კურსდამთავრებულების დასაქმების ვალდებულება შესაბამისი მემორანდუმით საკრუინგო კომპანია Columbia Shipmanagement Georgia-ს ჰქონდა აღებული. 23 სტუდენტი მას საკრუიზო ლაინერზე უნდა დაესაქმებინა. „ბათუმელებს“ …

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დასაქმებისთვის უნარების განვითარებას უწყობს ხელს

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტს“. აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის მასშტაბური პროგრამის „Skills4Jobs“ ნაწილი და იგი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს. LINKS პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია …

რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის

ბათუმში მცხოვრები სამსახურის მაძიებლები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია შრომის ბაზარზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა – რუსული ენის ცოდნა. ადრე თუ დამსაქმებლები ინგლისურს ითხოვდნენ, დღეს ჯერ იმას გეკითხებიან, იცი თუ არა რუსული და შემდეგ ინტერესდებიან სხვა ენების ცოდნით და უნარებით. მარიამ დუმბაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამსახურს ეძებს. „სამსახურის ძიებაში ვარ. ძებნის პროცესში ხშირად დაბრკოლებას მიქმნის რუსული …

რა პროფესიებზეა მოთხოვნა შრომით ბაზარზე – ბიზნესისა და სასწავლებლების შეხვედრა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში, აჭარაში, შპს „სტარ არ ჯის“ საწარმოში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ საწარმოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო სერვისების სხვა მიმწოდებლები მონაწილეობდნენ. შპს „სტარ არ …

„ეს არის ხმების ყიდვა ბიუჯეტის ხარჯზე“ – რატომ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა საჯარო სექტორში, რომლის წილი მთლიან დასაქმებაში საშუალოდ 22.5%-ია. „უმუშევრობა გრძელვადიანი პერიოდის მწვავე პრობლემაა, რომლის შემცირება მთავრობას ორი გზით ძალუძს – შექმნას სათანადო ეკონომიკური გარემო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, დასაქმებას შეუწყობს ხელს, ან თავად იყოს დამსაქმებელი. მთავრობა ამ უკანასკნელს ირჩევს, როგორც რენტის მაძიებელი, რადგან მთავრობა არა სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზატორი, …

სტაჟირებაზეც კი არ ამიყვანეს – ნიუ იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქვეყნიდან ტვინების გადინებაზე

რატომ მიდიან ახალგაზრდები ქვეყნიდან და როგორ აისახება ინტელექტუალური რესურსის გადინება საქართველოს მომავალზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ის ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში მუშაობს. დავით, ბოლო პერიოდში, თვალში საცემია ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების ტენდენცია. ნაწილმა უკვე დატოვა საქართველო, დარჩენილი ნაწილიც წასვლაზე საუბრობს. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მსგავსად, დასავლეთში მიიღო …

„დასაქმდა 20 ათასი სოციალურად დაუცველი “ – ღარიბაშვილი

„დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 55 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში, სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში,“ – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, გაიზარდა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მაჩვენებელი. „ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, ინფრასტრუქტურაა, სატყეო თუ სხვა და ამას სჭირდება კიდევ …

იღებ დიპლომს, რა ხდება შემდეგ? – რას ჰყვებიან ბაკალავრები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი გასულ კვირას დამთავრდა. მეოთხე კურსელებმა ჩაიცვეს მანტიები და ბევრი ფოტოც გადაიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა სართულსა და ეზოში. ბსუ-ს კურსდამთავრებულებს, ანა ვარშანიძესა და მარიამ ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ რა ხდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. ანა ამბობს, რომ პროფესია ჯერ არ აქვს, მიუხედავად იმის, რომ მან ახლახან ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი დაასრულა. „დიპლომის გარდა სხვა უნარები …

უფასო სასწავლო კურსი დასაქმების პერსპექტივით ნებისმიერი მსურველისთვის

კოლეჯი „გოლდენ სიი“ აცხადებს მიღებას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოკლევადიან უფასო კურსებზე. კურსის მიზანია დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმება. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ სპეციალობებზე: ბართენდერი მზარეული სასტუმროს მიღება-განთავსების სპეციალისტი (რესეფშენისტი) მასაჟისტ-რეაბილიტატორი საოფისე საქმე პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შეადგენს 18 წელს და ზედა ზღვარი არაა შეზღუდული არაა. სასწავლო პრაქტიკას და თეორიას სტუდენტები გაივლიან ბრენდულ …

„მეშინია, გზაში ან უნივერსიტეტში არ ჩამეძინოს“ – სტუდენტები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ

საქართველოში არაერთი სტუდენტი მუშაობს ღამის ცვლაში. დღისით ისინი სწავლობენ, ღამით კი მუშაობენ, რომ სწავლის ან ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები დაფარონ. ამჯერად ორ ბათუმელ სტუდენტზე – მირანდასა და რამაზზე გიამბობთ. მათი სამსახური ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ორივე ღამის ცვლაში მუშაობს და იციან, რას ნიშნავს მუდამ გეძინებოდეს. „რამდენჯერმე უნივერსიტეტში ჩამეძინა. ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დღე თვალს ვერ ვახელდი“ …

ბათუმში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართა – რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შშმ სტატუსის მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ სტენდებთან შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ აჭარაში მოქმედ 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს. ვაკანსიები წარმოდგენილი იყო სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან. „ინტერესის მიხედვით, შესაძლებელია მოვიდნენ და გაიგონ ვაკანსიის დეტალები, გაცვალონ კონტაქტები …

„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – რა სამუშაოს ასრულებს მერიაში დასაქმებული სოცდაუცველი

„ძირითადად ხელმძღვანელი რასაც მავალებს, იმას ვაკეთებ: უფრო ფოტოებს ვუღებ სკვერებს და მოედნებს, ხეებს, ტროტუარის ფილებს, რამე თუ იქნება დაზიანებული, ეს უნდა დავაფიქსირო. გავდივარ ძირითადად ქუჩებში, ესაა ჩემი საქმე,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები რუსუდან ტარიელაძე, ის სოციალურად დაუცველია და უკვე ერთი თვეა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს. რუსუდან ტარიელაძე სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის …

“ფორბსი”: რუსეთიდან წასული კომპანიები 200 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველჰყოფენ სამსახურით

საერთაშორისო კომპანიებში, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ტოვებენ რუსეთს, 200 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმეული, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მაკდონალდსი არის უმსხვილესი დამსაქმებელი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც გამოაცხადეს ქვეყნიდან გასვლა. რუსეთში სწრაფი კვების რესტორნების ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული. ამ სიაში “პეპსიკო” თანამშრომლების რაოდენობით სიდიდით მეორე კომპანიაა. იქ საერთო ჯამში 19 ათასი …

დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაციას სთხოვს. სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში 14 382 ვაკანსიაა გამოცხადებული. „საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან …

Exit mobile version