ბსუ-ს პროფესორი სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში შეიპარა – „ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს – ი.მ.-ს სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და სხვა ლექტორების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. ამბავი ბსუ-ში 2024 წელს მოხდა: რამდენიმე პროფესორის შეფასების პლატფორმაზე სტუდენტების სახელით დაწერილი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები ერთდროულად გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომენტარები სტუდენტებს კი არ დაუწერიათ, არამედ პროფესორმა ი.მ.-მ დაუწერა კოლეგებს და სტუდენტების სახელი გამოიყენა. ბსუ-ში სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონო …

ბსუ-ს პროფესორის საქმეზე ეთიკის კომისია იმსჯელებს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმის რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნანი გვარიშვილის მხრიდან აქტივისტებთან დაპირისპირების ფაქტზე ბსუ-ს ეთიკის საბჭო იმსჯელებს. „ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას“, – აცხადებენ ბსუ-ს ადმინისტრაციაში. აქტივისტების თქმით, ნანი გვარიშვილმა 28 მაისს, უნივერსიტეტის შესასვლელთან აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ მათგანს ხელითაც შეეხო. დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ, 28 მაისს გავრცელდა. აქტივისტები ბათუმის სახელმწიფო …

რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება

ახალგაზრდა აქტივისტები – თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ამბობენ, რომ ბსუ-ს პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა მათზე იძალადა. აქტივისტები დღეს, 28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“. თაკო სურმანიძის თქმით, ბსუ-თან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ …

ბსუ-ს რექტორი სწავლის დაწყების წინ შვებულებაში გავიდა

უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეს, 9 მარტს, საგაზაფხულო სემესტრი დაიწყო ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე, სწორედ სწავლის დაწყების წინ გავიდა ერთთვიან შვებულებაში. რატომ, უცნობია. შვებულების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ტიტე აროშიძის ერთ-ერთმა მოადგილემ, ბსუ-ს ყოფილმა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა. როგორც „ბათუმელებთან“ საუბრისას მერაბ ხალვაში ამბობს, თანამდებობის დატოვების მიუხედავად ის უნივერსიტეტში რჩება სრული პროფესორის …

ბსუ-ს რექტორს უკვე 3 მოადგილე ჰყავს – „არც კი ვიცნობ სულხან თამაზაშვილს“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს, ტიტე აროშიძე 3 მოადგილე ჰყავს. მანამდე უნივერსიტეტის რექტორს ორი მოადგილე ჰყავდა. რატომ დასჭირდა ბსუ-ს რექტორის კიდევ ერთი მოადგილე? – ახალი შტატი ბსუ-ში მას შემდეგ გაჩნდა, როცა 2025 წლის იანვარში სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. ტიტე აროშიძე მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ბსუ-ს წინა რექტორი, მერაბ ხალვაში …

ბსუ პირველკურსელებს 150-ნაჭრიან ტორტზე რესტორანში ეპატიჟება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბსუ-ს პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიების მომსახურების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 18 850 ლარია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება ბათუმში, ბსუ-ს მიერ შერჩეულ დროსა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ადგილას უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, კერძოდ: „1500 ადამიანზე გათვლილი სივრცის უზრუნველყოფა; სარესტორნო სივრცე; მდებარეობა სანაპიროს პირველი ან მეორე ზოლი; აუცილებელია სივრცეს გააჩნდეს მოქმედი სამზარეულო და …

ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 11 აპრილს ჩატარდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 აპრილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. სტუდენტები ფაკულტეტების თვითმმართველობის ახალ წევრებს აირჩევენ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება შეეძლო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, გარდა ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტისა. თვითმმართველობის არჩევნები ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე ბსუ-ში არსებული 7 ფაკულტეტიდან 108 …

1 ლარიც მნიშვნელოვანია – ბათუმში დაჯარიმებული სტუდენტებისთვის თანხის აგროვება გრძელდება

ბათუმში სასამართლომ პროევროპული აქციების 36 მონაწილე დააჯარიმა. სასამართლოს მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, ჯამში, 158 500 ლარს აღწევს. ამ ჯარიმების გადახდის შემთხვევაში სტუდენტები ულუკმაპუროდ რჩებიან. ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და დაჯარიმებულებს გადაწყვეტილებებიც მალე ჩაჰბარდებათ. იმის გამო, რომ ყველა ფონდი დაყადაღებულია, დაჯარიმებულებისთვის თანხას სამოქალაქო აქტივისტები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა აგროვებენ. „დაჯარიმებულთა უმრავლესობა სტუდენტია – ამ …

„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

„სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 28 თებერვალს გააკეთა. „სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში რექტორობის კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს. ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს წარადგინეს. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2025 წლის 21 იანვარს გაიმართა. არჩევნებში ორი კანდიდატი, …

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე სტუდენტების პროტესტის ფონზე აირჩიეს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ აირჩია ტიტე აროშიძე, „ოცნების“ დეპუტატი. არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ტიტე აროშიძე და არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც არჩევნებამდე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები დაემუქრნენ. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა. აკადემიურმა …

„სირცხვილია“ – ბსუ-ში რექტორის არჩევნები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. „სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ – ისმის უნივერსიტეტში, იქ, სადაც დახურულ კარს მიღმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატებს: „ოცნების“ დეპუტატს, ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს, არჩილ გუჩმანიძეს უსმენს. სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ „ოცნებას“ განზრახული აქვს რექტორად დანიშნოს „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე …

„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ

21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. ამავე დღეს, 13 საათზე, ბსუ-ში სტუდენტური მოძრაობა „პერსპექტივა“ აანონსებს აქციას – „არა რუსულ რეჟიმს ბსუ-ში“. ბსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე და „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე. რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომლის წევრებიც არიან: პაატა აროშიძე – ასოცირებული …

„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება. „ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა. განაცხადის …

„ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე განცხადებების  შეტანა დღეს, 15 იანვარს დასრულდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რექტორის კონკურსზე განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანეს. „დღეს დასრულდა რეგისტრაცია, სხვა ვერავინ დაემატება. კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა იქნება 21 იანვარს, 14:00 საათზე, ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 15:00 საათზე [იმავე დღეს]. იმისათვის, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, საჭიროა …

21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 21 იანვარს რექტორის არჩევნებია ჩანიშნული. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ბსუ-მ არჩევნები 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში 6 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება [დასვენების დღეების გამოკლებით]. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს …

როცა აუდიტორიებში ყოფნაზე მნიშვნელოვანი საქმე ქუჩაში კეთდება – სტუდენტების პროტესტი

როდის დგება დრო, როცა სტუდენტები აუდიტორიაში ყოფნასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვან საქმედ ქუჩაში, აქციებზე გასვლას მიიჩნევენ და რა წინააღმდეგობები ხვდებათ მათ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ბათუმელ სტუდენტებს, აქტივისტებს: ლარა ქარცივაძესა და ლინდა ცინცაძეს.

ბსუ-ს სტუდენტები გაიფიცნენ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა

დღეს, 2 დეკემბერს, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა უმეტესობა ლექციებზე დასასწრებად არ მივიდა. მანამდე სტუდენტებმა გაავრცელეს განცხადება, რომ არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და პროტესტის ნიშნად არ შევლენ ლექციებზე. „სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. რაც შეეხება სწრებადობას, სტუდენტთა გამოცხადების ხარისხი დაბალია. ქართულენოვან სექტორზე სწრებადობა არის მცირე, …

„ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს“ – ბსუ-ს ლექტორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დააფიქსირონ პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მისიაში დეკლარირებული აქვს სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება, ამიტომ ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები …

„ვდგავართ ხალხის გვერდით, შეჩერდეს სწავლის პროცესი“ – ბსუ-ს სტუდენტები

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ აქციის დღეებში შეჩერდეს სწავლის პროცესი. პეტიციას, რომელიც manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს. „ჩვენ, ბსუ-ს სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. …

„ისტორიკოსები ისტორიის სწორ მხარეს“ – ბსუ-ს ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის მესამე კურსის სტუდენტები პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის დეპარტამენტის მე-3 კურსის სტუდენტები ემიჯნებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და არ შედიან გამოცდებსა და ლექციებზე,“ – წერს ბსუ-ს უნივერსიტეტის ლექტორი, განათლების დოქტორი ია ხასაია და ფეისბუქზე სტუდენტებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „ისტორიკოსები ისტორიის სწორ …

ბსუ-ს ლექტორების ნაწილი პროტესტს უერთდება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-მდე პროფესორი და მოწვეული ლექტორი გაიფიცა. მათი თქმით, აცხადებენ პროტესტს და მიაჩნიათ, რომ „ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!“ ლექტორები ახლა უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები. „გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა. ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის …

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში. „ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ. „დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს …

ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან

„ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში,“ – მიიჩნევს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მან გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერის ნიშნად ბსუ-ს ფოიეში საჯარო ლექცია ჩაუტარა. პროფესორს არ უკვირს ის, რომ სტუდენტების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა აირჩიეს – ღამის თევა უნივერსიტეტში. ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ხელისუფლებაზე საუბრით …

ბათუმელი სტუდენტების მხარდასაჭერად ფონდი შეიქმნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ, ფონდი „გუშაგები“ დაარსეს. „ფონდი „გუშაგები“ შეიქმნა ბათუმელი სტუდენტების მხარდასაჭერად. ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს გულშემატკივრობს და სურვილი აქვს, დაგვეხმაროს. შემოსული თანხა მოხმარდება პროტესტის საორგანიზაციო ხარჯებს. არ გვსურს, რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე ვიყოთ დამოკიდებული. …

გაფიცული სტუდენტები ლექტორებს საჯარო ლექციების ჩასატარებლად იწვევენ

დღეს, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება. საჯარო ლექციების გამართვის იდეა გაფიცულ სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებიც მეოთხე დღეა უნივერსიტეტში ათევენ ღამეს და გაყალბებულ, მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ. „ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი გაფიცული სტუდენტები დღეიდან ვიწყებთ ჩელენჯს და ვიწვევთ ლექტორებს, რომ ჩაგვიტარონ საჯარო ლექციები სხვადასხვა თემაზე. პირველ რიგში ვიწვევთ მალხაზ ნაკაშიძეს და …

კონფლიქტი დაცვასთან – სტუდენტები ბსუ-ს მთავარი კორპუსის კარის გაღებას ითხოვენ

დღეს, 17 ნოემბერს ინციდენტი მოხდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცვის წევრებსა და გაფიცულ სტუდენტებს შორის. სტუდენტებს, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ ღამეს უნივერსიტეტში ათევენ და ამ ფორმით აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა კარი ჩაუკეტა. სტუდენტები პირველ კორპუსში შესასვლელი კარის გაღებას ითხოვდნენ, დაცვა ამაზე არ დათანხმდა. ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა. „დილით უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკარს …

რატომ გათიშეს შუქი და მოხსნეს ფანჯრებს საკეტები ბსუ-ში – რექტორის განმარტება

მესამე დღეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტიტეტში სტუდენტები მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესში უნივერსიტეტის ჩართულობას აპროტესტებენ. სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათევენ. 14 ნოემბრის ღამეს ბსუ-ს პირველ კორპუსში გაითიშა შუქი და გათბობა, ხოლო წუხელ, 15 ნოემბერს, ფანჯრებს, საიდანაც წინა ღამით საკვებს და წყალს აწვდიდა ხალხი სტუდენტებს, სახელურები მოხსნეს და ჩაკეტეს. სტუდენტებმა 15 ნოემბრის ღამე პირველი კორპუსის …

„სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს“ – როგორ ეხმიანებიან პროტესტს სხვა უნივერსიტეტებიდან

ბათუმში მიმდინარე სტუდენტების საპროტესტო აქციას, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა 14 ნოემბერს დაიწყო, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ფეისბუქზე ეხმიანებიან სტუდენტური ჯგუფები. პირველი, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმელ სტუდენტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა იყო. განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ …

ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ბათუმელ სტუდენტებს. სტუდენტურმა მოძრაობამ განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. „ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას. ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, …

მხარს ვუჭერთ ბსუ-ს სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმისთვის – „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა

„ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა ეხმიანება დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამართულ აქციას. სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ბსუ-ს სტუდენტებს. განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში. შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ …

„ოცნების“ კანდიდატი ბსუ-ს დაფინანსებულ შეხვედრაზე – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

23 სექტემბერს არჩილ ბერიძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი ბათუმიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებით ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და სტუდენტებს მიმართა. შეხვედრა პროექტ „დებატები 2024“-ს ფარგლებში შედგა. არჩილ ბერიძე ამის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. პოსტს უფინანსებს „ქართული ოცნება“. ამ გვერდს არჩილ ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და მისი ყველა აქტივობაც …

თვე-ნახევარია ლექციებზე დავდივარ და შემთხვევით გავიგე, რომ საგნები გამიუქმეს – ბსუ-ს პროფესორი

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისე ამოიღო მისი ორი საგანი სასწავლო კურსიდან, რომ ამის შესახებ არც მას და არც სტუდენტებს არაფერი აცნობა. პროფესორის თქმით, თვე-ნახევარია პროგრამიდან ამოღებულ საგნებში ლექციებს უკითხავს სტუდენტებს. საგნების გაუქმების შესახებ კი შემთხვევით გაიგო. „2020 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში და ბსუ-ში ჩამოვაყალიბე ჟან …

შავი ზღვის დაბინძურების პრობლემებს მეცნიერები შეისწავლიან

შავი ზღვის აუზის პროგრამის Interreg NEXT – ის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა უცხოელ მკვლევრებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესწავლა დაიწყეს. „პროექტი ორიენტირებულია ისეთი დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების კვლევაზე, როგორიცაა მძიმე მეტალები, მიკროპლასტიკები და სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ზიანს აყენებს, როგორც ზღვის ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. პროექტი CARE SEA განხორციელდება 24 თვის განმავლობაში და …

რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი სტუდენტი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. „ბათუმელებმა“ სტუდენტებს ჰკითხა, მიდიან თუ არა არჩევნებზე, როგორია მათი მოლოდინი და ყველაზე მეტად რა უნდათ, რომ შეცვალოს ამ არჩევნებმა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს …

Exit mobile version