მთავარი,სიახლეები

„ისტორიკოსები ისტორიის სწორ მხარეს“ – ბსუ-ს ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები გაიფიცნენ

30.11.2024 •
„ისტორიკოსები ისტორიის სწორ მხარეს“ –  ბსუ-ს ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის მესამე კურსის სტუდენტები პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის დეპარტამენტის მე-3 კურსის სტუდენტები ემიჯნებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და არ შედიან გამოცდებსა და ლექციებზე,“ – წერს ბსუ-ს უნივერსიტეტის ლექტორი, განათლების დოქტორი ია ხასაია და ფეისბუქზე სტუდენტებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„ისტორიკოსები ისტორიის სწორ მხარეს,“ – ეს არის ბსუ-ს მესამეკურსელების გზავნილი საზოგადოებისადმი.

26 ოქტომბრის შემდეგ მოპარული და გაყალბებული არჩევნების გამო საქართველოში პერმანენტული საპროტესტო აქციებია.

საპროტესტო ტალღა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: