როგორ ხუმრობს ქრისტეზე „სიწმინდეების მცველი“ ბათუმის თეატრის დირექტორი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან და მსახიობ გიორგი შანიძესთან ერთად ე.წ. „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით, საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა. ამის შესახებ ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 30 ივლისს განაცხადეს. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა, „ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, …

„თეატრის დირექტორმა შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული“ – რეჟისორი გაუქმებულ სპექტაკლზე

რეჟისორი გეგა გაგნიძე, რომლის სპექტაკლიც ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ გააუქმა, თეატრის გადაწყვეტილებას ფეისბუქზე ეხმიანება. პოსტში, რომელიც 10 თებერვალს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა, გეგა გაგნიძე თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებას „უმეცრებას და უგუნურებას“ უწოდებს. „დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გამოწვეულია უმეცრებითა და უგუნურებით. ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია …

ცენზურა ბათუმის დრამატულ თეატრში – პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლი მოხსნეს

ბათუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ DARK WEB-ის პრემიერა გააუქმა, რომელიც 7-8 თებერვალს უნდა გამართულიყო. პრემიერამდე ორი დღით ადრე, 5 თებერვალს, ღამით, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სპექტაკლის გაუქმების მიზეზად სპექტაკლის რეჟისორის „პოლიტიკური აქტი“ დაასახელა. „თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- წერია ოფიციალურ განცხადებაში. …

ბათუმის თეატრის დირექტორად დანიშნეს კოტე მჟავია, რომელსაც „ცნობილ თამადას“ უწოდებენ

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად კოტე მჟავია დანიშნეს. ახალ დირექტორს დასის წევრებს აჭარის კულტურის სამინისტრო დღეს, 5 ნოემბერს წარუდგენს. კოტე მჟავია პროფესიით მსახიობია. თუ მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას Google-ის საძიებო სისტემით ეცდებით, ნახავთ, რომ კოტე მჟავია ცნობილია პროსახელისუფლებო სატელევიზიო არხების გასართობ შოუებში მონაწილეობით. პროსახელისუფლებო „იმედზე“, გადაცემა ღამის შოუში ის წარდგენილი იყო სტატუსით – „ცნობილი თამადა“. აჭარის …

მსახიობების პროტესტის შემდეგ ნუკრი ქანთარიამ ბათუმის თეატრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის კულტურის სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს. საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს? – ამ და სხვა კითხვებს სამინისტროს პრესცენტრში არ უპასუხეს. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ დღეიდან, 2025 წლის პირველი ნოემბრიდან, ნუკრი ქანთარია ბათუმის თეატრის დირექტორი აღარ არის. სატელეფონო ზარს არ უპასუხა თავად ნუკრი ქანთარიამ. ბათუმის …

უშედეგო შეხვედრა ელისო ბოლქვაძესთან – ბათუმის თეატრში ნუკრი ქანთარიას წასვლას ითხოვენ

ბათუმის დრამატული თეატრის დასის უმრავლესობა ისევ ითხოვს თეატრის დირექტორის პოსტი დატოვოს ალექსანდრე ქანთარიამ. გუშინ, 8 სექტემბერს, თეატრის დასი აჭარის არალეგიტიმურ კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მსახიობების თქმით, ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. მსახიობების მოთხოვნა ერთადერთი და უცვლელია – ალექსანდრე ქანთარიამ დატოვოს ბათუმის დრამატული თეატრი. შეხვედრაზე იმყოფებოდა მსახიობი მაია ცეცხლაძე. …

ბათუმის თეატრის მსახიობები დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ

„ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფიცი დავდეთ სცენაზე, რომ ეს კაცი ამ თეატრში ვეღარ იქნება,“ – თქვა დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დასის შეკრების შემდეგ  მსახიობმა მაია ცეცხლაძემ. ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვს. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა. დღეს, 4 …

ტიტე კომახიძე ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ დასის შეკრებაზე – „არავის მივცემთ უფლებას, თეატრი თავზე დაგვაქციოს“ 

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ ხვალ, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში დასი შეიკრიბება და თეატრის მსახიობები მოუთმენლად ელიან ამ შეკრებას. ტიტე კომახიძე წერს, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, ოთარ [ოთო] ქათამაძის გარდაცვალება თეატრის ხელმძღვანელობას „გულთან არ მიუტანია“ და ამას მათი საქციელი აჩვენებს. „ერთი დღე დარჩა თეატრის დასის შეკრებამდე. ერთი კვირაც არ …

ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილი კოლეგა არ დააფასა, როგორ უნდა მესაუბროს როლზე? – ტიტე კომახიძე

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ტიტე კომახიძე ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ ამ თეატრის და აჭარის კულტურის სამინისტროს ქცევაზე წერს. მსახიობის შეფასებით, კაცს, რომელსაც თეატრის მომავალი ანდეს, „სამძიმრის წერილიც კი არ დაუწერია თავისი სახელით თეატრის გვერდზე“. აჭარის კულტურის სამინისტროს კი „თავის მინისტრ-მოადგილეებით ეტყობა, არ ეცალათ – ფორტეპიანოს გაკვეთილები ჰქონდათ და ექვს ხელში „მაცადინობდნენ“. მსახიობ ტიტე კომახიძის სოციალურ …

რეჟისორსა და მსახიობს, ოთო ქათამაძეს დღეს დაკრძალავენ

42 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობს, რეჟისორსა და დრამატურგ ოთარ [ოთო] ქათამაძეს დღეს, 28 აგვისტოს დაკრძალავენ. ოთარ ქათამაძის გამოსვენება მოხდება ბათუმის დრამატული თეატრიდან, სადაც მსახიობთან გამოთხოვების ცერემონია გაიმართა. ოთო ქათამაძე 24 აგვისტოს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მსახიობი მძიმე დიაგნოზით შეიყვანეს. მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ …

„ეს სხვების დაშინების მეთოდია“ – მეგი კობალაძე ამბობს, რომ თეატრმა ჯანმრთელობის დაზღვევაც გაუუქმა

„სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე. 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები… იმდენი ადამიანობა არ გეყო, ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც“ – მსახიობმა მეგი კობალაძემ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიას ამ ტექსტით ფეისბუქზე მიმართა. ნუკრი ქანთარიამ 2025 წლის 17 მარტს …

მსახიობ მეგი კობალაძეს ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუჩერა

ბათუმის თეატრის მსახიობი  მეგი კობალაძე ფეისბუქზე გვერდზე წერს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი. „6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს, რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი, არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი? ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე …

„მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ ვდევნით“ – ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს

ბათუმის დრამატული თეატრის დირექცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან. თეატრის დირექცია „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ბათუმის   დრამატულ თეატრში დაიწყო რეპრესიები და დევნა (იგულისხმება პოლიტიკური ნიშნით)“. „ჩვენ ყოველთვის ვერიდებით შიდა პრობლემების საჯაროდ გამოტანას, მაგრამ ამჯერად ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაცნობოთ: მსახიობის უპირველესი მოვალეობაა სპექტაკლების თამაში, რასაც …

მსახიობი მეგი კობალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ის თეატრიდან გაათავისუფლონ

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე მის წინააღმდეგ დაგეგმილ რეპრესიებზე საუბრობს. მეგი კობალაძის თქმით, მას ბიულეტენი აქვს გახსნილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ამის შესახებ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიასაც აცნობა, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს, 11 მარტს, დაგეგმილი სპექტაკლი – „როცა გადაუღებლად წვიმს“, რომელშიც მეგი კობალაძე მთავარ როლს ასრულებს, ჩვენებიდან არ მოხსნა და არც მეგი კობალაძე ჩაანაცვლა …

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, სხვა მსახიობების რიგია“ – ბიულეტენზე მყოფ მსახიობი გაათავისუფლეს

„ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე და მსახიობ თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების ბრძანებას აქვეყნებს. ბრძანების მიხედვით, თორნიკე ბარამიძის გათავისუფლების მიზეზი „სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე გამოუცხადებლობა“ გახდა, რის გამოც თეატრი 10 მარტიდან მასთან 2025 წლის 13 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. „მე უფრო ვწუხვარ იმაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოში ხდება, ვიღაც ჩემზე მეტად გამოხატავს …

„არ ხარ სანდო ადამიანიო“ – გაფიცული მსახიობის თქმით, მას სამხატვრო ხელმძღვანელი „გაგდებით“ დაემუქრა

„მითხრა, არ ხარ სანდო ადამიანიო. მე ვუთხარი, თქვენ გინდათ გემორჩილებოდეთ და „ქართული ოცნების“ გამტარი ვიყო, რაც არასდროს არ იქნება-მეთქი,“ – ამბობს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე. მისი თქმით, მას ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუკრი ქანთარია „თეატრიდან გაგდებით“, ასევე „ხელშეკრულების გადახევით“ დაემუქრა. ნუკრი ქანთარია პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ვიდრე თეატრში დანიშნავდნენ. მეგი კობალაძე …

მსახიობებს გაფიცვის მოწოდების გამო საყვედური გამოუცხადეს – ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. ალექსანდრე ქანთარიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ახლა თეატრის დირექტორია, საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადა. ქანთარიას ბრძანებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მსახიობები ავრცელებენ აღწერით „ბათუმის თეატრში 1937 წელია“, წერია, რომ გაფიცვისკენ მოწოდება „ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად“ გაკეთდა. …

რა რეაქცია მოჰყვა მსახიობების პროტესტს ბათუმის დრამატულ თეატრში

„რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” – ხმამაღლა გაისმა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან 23 აპრილის საღამოს. მსახიობებმა სცენიდან გააპროტესტეს რუსული კანონი, მას შემდეგ რაც პაოლო ჯინოვეზეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თამაში“ ითამაშეს. „სასამართლოში გავარკვევთ,“ – მსახიობების თქმით, ასეთი იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას პირველი რეაქცია მათი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ. თუმცა, როცა …

„კედელი“ – სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე

„კედელი“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე 20-21 დეკემბერს გაიმართება. ანოტაციის თანახმად, სპექტაკლი წყვილის ურთიერთობაზეა, რომელთა შორის უხილავი კედელია აღმართული. სპექტაკლის რეჟისორი სალომე ჯიჯავაძეა. მონაწილეობენ: მერი ნაკაშიძე და მამუკა მანჯგალაძე. სპექტაკლის დასაწყისი: 19:00 საათზე. ბილეთის ფასი: 20 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ. მისამართი: მცირე სცენა, ა. მელაშვილის #32 …

რატომ მოხსნეს თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან – ინტერვიუ

13 ნოემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ბერტოლტ ბრეხტის პიესის, „დედა კურაჟის“ საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. წელს 144-ე თეატრალური სეზონი ბათუმში ამ სპექტაკლით გაიხსნა. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თამარ მაყაშვილი ასრულებდა, თუმცა 13 ნოემბერს ის აღარ ითამაშებს, რადგან თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოიხსნა „მიმდინარე რეპერტუარიდან“. ამის მიზეზი გახდა მსახიობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი …

ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა და მის მიმართ გაატარა „შესაბამისი ზომები“. „ბათუმელებმა“ სცადა თეატრის ხელმძღვანელისთვის ეკითხა, თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისთვის თანამშრომლის „მოხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან“, ფაქტობრივად სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენად კანონიერია? თეატრში გვითხრეს, რომ ნუკრი ქანთარია რეპეტიციაზეა და მოგვიანებით გვიპასუხებს. „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული …

ქანთარიას გაზრდილი ხელფასი და ბიაფის დაფინანსება – 2 შეკითხვა აჭარის განათლების მინისტრს

„სამინისტრო მოქმედებს კანონის სრული დაცვით… ეს იყო კანონის ფარგლებში მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება,“ – გვითხრა აჭარის განთლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ დანიშნა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უკონკურსოდ და ასევე, რატომ გაუორმაგა ხელფასი ნუკრი ქანთარიას, რომელიც მანამდე პარლამენტარი იყო „ქართული ოცნებიდან“? ნუკრი ქანთარია მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა კონკურსის გარეშე დანიშნა. …

შეიცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება – სოვლაბი ბათუმის თეატრს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება. 1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა – „ბათუმი“ სტალინის განმადიდებელი პიესაა. 20 სექტემბერს, ბათუმის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ განიხილავს დადგას ბულგაკოვის პიესა „ბათუმი“. ეს სტალინის სახოტბო პიესაა. სოვლაბის შეფასებით ბათუმის სახელმწიფო თეატრის …

ბათუმის თეატრში „ოცნებიდან“ გადმოსული სამხატვრო ხელმძღვანელი სპექტაკლს სტალინზე დგამს

„მე წინააღმდეგი ვარ“, – ამბობს ბათუმის სახელმწიფო, დრამატული თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე ითამაშოს სპექტაკლში, რომელიც სტალინზეა და რომლის დადგმასაც ბათუმის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნუკრი ქანთარია აპირებს. ნუკრი ქანთარიამ „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა, რომ განიხილავს დადგას ბულგაკოვის პიესა „ბათუმი“. ეს სტალინის სახოტბო პიესაა. ნუკრი ქანთარია პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ის უკონკურსოდ დანიშნა აჭარის განათლების მინისტრმა …

„მეეჭვება, ნუკრი ქანთარიამ მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი ჩაუშვას“ – ინტერვიუ ბათუმელ მსახიობთან

„მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას,“ – ეს მოლოდინი აქვს მსახიობ ოთარ ქათამაძეს, რომელიც 2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია და ამჯერად მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილი პარლამენტარი იქნება. მსახიობს უმყარდება შეხედულება, რომ „სრულიად კულტურაში მყარდება კონტროლი“. კონკურსის გარეშე ბათუმის დრამატული თეატრის …

ყოფილი პარლამენტარი ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს

პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს. როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქანთარია ამ თანამდებობაზე აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგება. კითხვაზე, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი, სამინისტროში გვითხრეს, რომ მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება აქვს. სამინისტროში ზუსტად …

„სამი და“ – სპექტაკლი ბათუმის დრამატულ თეატრში | ანონსი

დღეს, 12 მაისს, 19 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი „სამი და“. პიესის ავტორია მარიამ მეღვინეთუხუცესი, რეჟისორი – სანდრო კალანდაძე, მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე და ბექა ხაჩიძე. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. უფასო ბილეთის აღება შესაძლებელი იქნება სალაროში. „სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია თეატრის დასთან, …

მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა. მანუჩარ შერვაშიძეს თეატრის სცენასა და კინოფილმებში ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. იგი ორმოცდაათზე მეტ ფილმშია გადაღებული. „ბატონი მანუჩარის შემოქმედება დაკავშირებულია ქართველი თეატრისა და კინოს უდიდეს წარმატებებთან, მის მიერ შესრულებული მხატვრული სახეები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაცია. …

გარდაიცვალა მსახიობი ნინო საკანდელიძე

გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მემედ აბაშიძის, იუსუფ კობალაძისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატი ნინო საკანდელიძე – ინფორმაციას ბათუმის დრამატული თეატრი ავრცელებს. ნინო საკანდელიძე 1955 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გარდაცვალებამდე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. გადაღებულია ფილმებში: „ზღვის შვილები“, …

როგორ შეიძლება გახდე მსახიობი „შემთხვევით“ – ინტერვიუ დავით ჯაყელთან

ავტორი: ანა შენგელია _________________ როცა დამწყები მსახიობი ხარ, სცენაზე გასვლამდე გგონია, სადაცაა გული გაგისკდება და მოკვდებიო – გვითხრა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა დავით ჯაყელმა. მას ბევრი როლი აქვს შესრულებული და თავდაპირველი ღელვაც გამოცდილებასთან ერთად თანდათან გაქრა, ახლა თეატრი და სცენა მისთვის სიამოვნებაა, რომელსაც არც ერთი ნარკოტიკი არ შეედრება. არადა, წლების წინ შემთხვევით აირჩია ეს პროფესია. …

ჩეხოვის „თოლია” – ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერაა

ბათუმის დრამატულ თეატრში 20, 21 და 22 მაისს, 18 საათზე პრემიერაა. თეატრის დასი დიდ სცენაზე ანტონ ჩეხოვის ,,თოლიას“ წარმოადგენს. როგორც სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა, ანდრო ენუქიძემ გვითხრა, ჩეხოვის პიესა ბათუმის დრამატულ თეატრში პირველად დადგეს. სპექტაკლი 2 საათზე მეტხანს გრძელდება. დარბაზში იქნება კორონავირუსის პრევენციისთვის სავალდებულო ზომები მიღებული, მაყურებლები დისტანციურად – თითო სკამის გამოტოვებით დასხდებიან. დარბაზი აღჭურვილია დეზობარიერებით, …

რა სპექტაკლებს ნახავს მაყურებელი ბათუმის დრამატულ თეატრში აპრილიდან

ბათუმის დრამატული თეატრი პანდემიის შეზღუდვებისას დადგმულ სპექტაკლებს აპრილიდან წარუდგენს მაყურებელს. „შეზღუდვების პერიოდი ჩვენ ყველა რეგულაციის დაცვით გამოვიყენეთ რეპეტიციებისთვის. აპრილის თვიდან მაყურებელი ნახავს ზაზა სიხარულიძის დადგმულ სპექტაკლს ,,სჯანი“, გაგა კოშაძის ნამუშევარს ,,ბოლო გაჩერება“, ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსს“ და გურამ მაცხონაშვილის ,,ელექტრას ომს“, რომელიც გასულ წელს ღია ცის ქვეშ ვაჩვენეთ მაყურებელს კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად,“ – ამბობს …

ელექტრას ომი | პ რ ე მ ი ე რ ა ბათუმში

17 ივლისის საღამო ბათუმში აუცილებლად მოასწავებდა წვიმას. ამ ქალაქში ყველამ იცის, რომ ყველა გეგმას წვიმა წარმართავს. თუმცა, ეს საღამო ელექტრასი იყო. მუზები ახლაც რომ უამბობდნენ პოეტებს ამბებს, ალბათ, მოჰყვებოდნენ იმ მრავალტანჯულ დროზე, როცა ღია სივრცეში შეკრებაც კი არ შეიძლებოდა. გუშინ კი პრემიერა იყო. ნინო ხარატიშვილის “ელექტრას ომი” დაიდგა ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის წინ, ღია …

„ელექტრას ომი“- ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმული ახალი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

„ელექტრას ომი“ – ასე ჰქვია ნინო ხარატიშვილის პიესას, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა პირველად დადგა. სპექტაკლის პრემიერა 17 და 18 ივლისს, ღამის 10 საათზეა დაგეგმილი დრამატული თეატრის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ, სადაც სკვერი, ქუჩის ელემენტები და პარკინგი სპექტაკლის მიზანსცენების ბუნებრივი გარემოს ქმნის.  სპექტაკლზე დასწრება ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება. გურამ მაცხონაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში …

„მინის სამხეცე“ – ტენესი უილიამსის ცნობილი პიესა ბათუმის დრამატულ თეატრში

ბათუმის დრამატულ თეატრში 19-20 ნოემბერს, 19 საათზე, პოლონელი რეჟისორის, იან ნოვარას სპექტაკლი,  „მინის სამხეცე“ გაიმართება. სპექტაკლში ქართველი მსახიობები თამაშობენ, ამანდას როლს ლია აბულაძე ასრულებს,  ტომის – ლაშა კონცელიძე, ლაურას – ანანო იაშვილი, ჯიმის როლს კი – მამუკა მანჯგალაძე. სპექტაკლის მხატვარია მაგდალენა გაევსკა (პოლონეთი),  მუსიკალური გაფორმება – პაველ ნაფუსი (პოლონეთი), ქორეოგრაფი – ტომეკ დაევსკი (პოლონეთი); მულტიმედია …

შავი ზღვის ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება

ბათუმის რიგით მეშვიდე შავი ზღვის მუსიკის და ხელოვნების ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. აქამდე ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იმარტთებოდა. ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება და 10-ში დაიხურება.  ფესტივალში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები: კლაუდიო პიასტრა, ჯანკარლო დე ლორენცო, მიშელ სონი და სხვები. შავი ზღვის ფესტივალის ორგანიზატროი ისევ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდია …

Exit mobile version