მთავარი,სიახლეები

შავი ზღვის ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება

04.08.2019 • 1751
შავი ზღვის ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება

ბათუმის რიგით მეშვიდე შავი ზღვის მუსიკის და ხელოვნების ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. აქამდე ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იმარტთებოდა.

ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება და 10-ში დაიხურება.  ფესტივალში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები: კლაუდიო პიასტრა, ჯანკარლო დე ლორენცო, მიშელ სონი და სხვები.

შავი ზღვის ფესტივალის ორგანიზატროი ისევ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდია – „ლირა“. ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ წელს ასევე გაიმართება „არტ კამპი“, სადაც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ცნობილი მუსიკოსები მასტერკლასებს ჩაუტარებენ.

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი წელსაც ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობა იქნება, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტობას და მნიშვნელობას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: