მოსახლეობა წუხს, რომ ბათუმთან ახლოს, ავგიას დასახლების გზას არაფერი ეშველა – დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ამ უბნიდან ქალი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვისაყვედურა: „როდის გაგრძელდება ჩვენი გზის მოწესრიგება, ეს მაინც მოგვიკითხეთ, ჟურნალისტები ხომ ხართო“. მოვიკითხეთ, შევისწავლეთ დოკუმენტები და გავარკვიეთ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს …
Tag Archives: აჭარის გზების დეპარტამენტი
ქობულეთში დაზიანებული გზა 4 თვეა ვერ შეაკეთეს – „გზა იყო, სანამ სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდნენ“
ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში უგზოობაზე წუხან. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ სოფლებში გზების მოწესრიგებაზე საუბრობს, ამ სოფელში გზა უკვე 4 თვეა ვერ გააკეთეს. სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი ამბობს, რომ გზაზე ავტომანქანით გავლა 2024 წლის დეკემბრიდან გახდა შეუძლებელი, მას შემდეგ, როცა იქ ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. დეკემბრის შემდეგ აქ არ გამოჩენილანო, გვიყვება მოქალაქე, …
„სოფლებში არც შუქი გვაქვს, არც გზა“ – რას ამბობენ გზების დეპარტამენტსა და „ენერგო პროში“
მაღალმთიან აჭარაში დღეს, 6 თებერვალს, დიდთოვლობაა. აჭარის გზების დეპარტამენტში, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ კონკრეტულად ვერ უთხრეს, რამდენი სოფელია დღეს აჭარაში გზისა და ელექტროენერგიის გარეშე. მოქალაქეებმა ხულოს სოფლებიდან „ბათუმელებს“ მისწერეს, რომ გუშინ საღამოს მერე შუქი აღარ აქვთ და მაგალითად, სოფელ რიყეთში ტრაქტორს ჯერ ცენტრალურ გზაზეც არ ჩაუვლია. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა …
ზემო აჭარაში გზებზე მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებით და ჯაჭვებითაა რეკომენდებული
ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით – აცხადებს დღეს, 14 იანვარს, აჭარის გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და „ყველა მიმართულება ეტაპობრივად გაიწმინდება“. მთავარი ფოტო: თოვლი მაღალმთიან აჭარაში / გზების დეპარტამენტი — გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის …
სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს, თუმცა გადაადგილების სერიოზული პრობლემები ამ ეტაპზე არ არის. „ხულოში, დაბაში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს, სოფლებში კი, 50 სანტიმეტრს გადააჭარბა; შუახევის სოფლებში – 40 სანტიმეტრს. თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდებოდა მთელი დღის განმავლობაში. სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი იყო, თუმცა, …
Continue reading “სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს”
სხალთა-ხიხაძირის გზაზე გავლა სახიფათოა, 1 წელია არაფერი გააკეთეს – მოქალაქე
ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთა-ხიხაძირის გზაზე, სოფელ წაბლანასთან, გზის სავალი ნაწილი ჩანგრეულია. მიზეზი, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მეწყერია, თუმცა, გზა თითქმის ერთი წელია დაზიანებულია და აქ გავლა სახიფათოა: „გარდა იმისა, რომ გზა ჩანგრეულია, ასფალტის საფარი ბევრ ადგილზე დაბზარულია და წვიმის შემთხვევაში არ არის გამორიცხული გზის სხვა ნაწილიც ჩაინგრეს. ეს კი ხიხაძირისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას გამოიწვევს. ზამთარი მოახლოებულია …
Continue reading “სხალთა-ხიხაძირის გზაზე გავლა სახიფათოა, 1 წელია არაფერი გააკეთეს – მოქალაქე”
აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის 28 ერთეულ სპეცტექნიკას იყიდის. დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა 6 223 678 ლარით. შესყიდვის ობიექტია: 25 ერთეული მცირე გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი, 2 ერთეული დიდი გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი და 1 ერთეული ბორბლებიანი ექსკავატორ-დამტვირთველი. სპეცტექნიკა უნდა იყოს ახალი. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდულ ტექნიკას ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და …
Continue reading “აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან”
როდის დასრულდება „ჭოროხის გზა“ – მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე
მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე მონაკვეთში 5,7 კილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობამ 6 წლის წინ დაიწყო და მთავრობის გათვლებით, 2018 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ გზის [„ჭოროხის გზა“] 2,2-კილომეტრიანი მონაკვეთი ამ დრომდე არ შეკეთებულა. მთავრობამ გზის მშენებლობის დამთავრების თარიღი იმ დროს დაასახელა, როცა კერძო მესაკუთრეებთან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებიც კი არ ჰქონდა …
Continue reading “როდის დასრულდება „ჭოროხის გზა“ – მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე”
თაღლითობის რისკის შემცველი სახელფასო გადარიცხვები აჭარის გზების დეპარტამენტში – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტი აჭარის გზების დეპარტამენტში თაღლითობის რისკის შემცველ გადარიცხვებზე საუბრობს. ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტს 2020-2021 წლებში, ჯამურად, ბიუჯეტიდან 12,2 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში პროკურატურაშია გადაგზავნილი. „დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5 680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე,“ …
აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მამუკა თურმანიძე დანიშნეს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მამუკა თურმანიძე უხელმძღვანელებს. ის 2020 წლიდან ამავე უწყებაში უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, 2015 წლიდან 5 წლის განმავლობაში მამუკა თურმანიძე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო. მამუკა თურმანიძეს 2020 წლამდე მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. სუსში დასაქმებამდე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში …
Continue reading “აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მამუკა თურმანიძე დანიშნეს”
სად ჩაიკეტა გზა და როდის აღდგება მოძრაობა?
„ქობულეთში 8 მიმართულებით და ხელვაჩაურში 4 მიმართულებით მიმდირეოაბს გზის გაწმენდითი სამუშაოები,“ – აცხადებენ აჭარის გზების დეპარტამენტში. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის რეგიონში რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი. სტიქამ განსაკუთრებით ქობულეთი დააზარალა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში აღდგება მოძრაობა ყველა გზაზე, რომელიც მეწყრის გამო ჩაიკეტა. „სამუშაოები ხორციელდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: კეჭიეთი–ნოღაიდლების, წყავროკა-რომანაძეების, წყავროკა-ლაზიშვილების, ზედა ლეღვა-ბარათაშვილების, ზედა კვირიკე-ბერიძეების, …
Continue reading “სად ჩაიკეტა გზა და როდის აღდგება მოძრაობა?”
რამდენ სოფელში ჩაიკეტა გზა ძლიერი წვიმის შემდეგ
ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ამ დროისთვის მუშაობს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ქობულეთში. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები …
Continue reading “რამდენ სოფელში ჩაიკეტა გზა ძლიერი წვიმის შემდეგ”
ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი
ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …
ხელვაჩაურში ოქტომბერში ჩამოშლილი გზა დღემდე არ აღუდგენიათ
„გზაზე სატვირთოების გავლა საშიშია, შეშა ვეღარ მოგვაქვს, მანდარინის წაღებაც პრობლემაა… მსუბუქები სწრაფად გადადიან, რომ რამე არ მოხდეს,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მცხოვრები ადამიანები. აქ შიდასასოფლო გზაზე მეწყერი პირველ ოქტომბერს ჩამოწვა. ამ დღეს მეწყერმა ქვედა ჯოჭოში თედორაძეების სახლი წაიღო. ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსახლეობის თქმით, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ოქტომბრის დასაწყისშივე აცნობეს გზების დეპარტამენტს, ასევე …
Continue reading “ხელვაჩაურში ოქტომბერში ჩამოშლილი გზა დღემდე არ აღუდგენიათ”
აჭარის გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები და ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. რეაბილიტირებული გზით 80 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება. ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის …
19-31 აგვისტოს ფურტიო-სხალთის გზა დღისით ჩაიკეტება – იგეგმება ასფალტის დაგება
ხვალ, 19 აგვისტოს, ფურტიოს ხიდიდან სხალთის ხიდამდე მონაკვეთში, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა. დღის ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება მომდევნო დღეებშიც, 31 აგვისტოს ჩათვლით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ამ მონაკვეთში გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოებია. „სარეაბილიტაციო მონაკვეთში გზა არის ვიწრო, ამიტომ სამარშრუტო მიკროავტობუსებს შეძლებისდაგვარად გავატარებთ, იმის …
Continue reading “19-31 აგვისტოს ფურტიო-სხალთის გზა დღისით ჩაიკეტება – იგეგმება ასფალტის დაგება”
გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ახალი ხიდების მშენებლობას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზის ორკილომეტრიან მონაკვეთზე დასასრულს უახლოვდება ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო ერთი ახალი ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ასევე დასრულებულია რკინა-ბეტონის მილების და ლითონის მილების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხებისა და საფუძვლის …
აჭარის გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. სხვა პროექტებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, დამცავი ზღუდარები და ბეტონის საყრდენი კედლები. შუახევი-ჩირუხის გზა გრუნტოვანია და მასზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, …
აჭარის გზების დეპარტამენტის ახალ უფროსად ზაზა შავაძე დანიშნეს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ზაზა შავაძე დღეს, 1-ელ ივნისს, დანიშნეს ამ პოსტზე. ის აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. რაც შეეხება საგზაო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მუხრან კაკაბაძეს, აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ იგი მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას. აჭარის მთავრობაში არ აკონკრეტებენ, რას …
Continue reading “აჭარის გზების დეპარტამენტის ახალ უფროსად ზაზა შავაძე დანიშნეს”
აჭარის გზების დეპარტამენტი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ახორციელებს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად ხელვაჩაურში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ახალსოფელში 1,320 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ცხაურები და კიუვეტები მოეწყო. პროექტის ღირებულება 173 000 ლარია. გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელში მცხოვრებ ოთხასამდე ოჯახს გადაადგილება გაუმარტივდება. ასევე …
აჭარის მთაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ სამანქანე გზებს გაწმენდენ
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. არსებული გზები ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. ამჯერად საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ადგილობრივები რეაბილიტირებული გზებით შეუფერხებლად ისარგებლებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში – ქედა, შუახევი, ხულო, 25 მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს. ქედის მუნიციპალიტეტში …
აჭარის გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. ამ ეტაპზე ქობულეთსა და ხელვაჩაურის პუნიციპალიტეტებში თორმეტ ობიექტზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოს წარმოება მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბუკნარი-საჩინო, ბუკნარი-გოხიძეები საავტომობილო გზის 1,1 კმ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა. აღნიშნული სამუშაოებისათვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 478 816 ლარი დაიხარჯა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერია-სათნოების …
Continue reading “აჭარის გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს”
კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი მოსაცდელს დაეცა და დაანგრია – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში
გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 29 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში. მოსახლეობის თქმით, მათ წლებია აწუხებთ კლდიდან ქვების ცვენა. მათივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, კლდიდან ჩამოვარდნილმა ქვამ, გზის პირას მდგარი მოსაცდელის შენობა დაანგრია. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი ქვათაცვენის ახალი კერები კი, მთლიანად ხეობას უქმნის საფრთხეს. მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას, რათა მათ …
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტების ნაწილზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხალა-გორგაძეები-როინიძეების მიმართულებით ახალი ხიდი აშენდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და პროექტის ღირებულება 24 180 ლარს შეადგენს. ასევე ქობულეთში ველისაძეები-ვანაძეები-ქაქუთის გზაზე 1,8 კმ იან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 780 780 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი …
Continue reading “აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაზრდილი ბიუჯეტი და 2020 წლის გეგმები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს ბიუჯეტი 99%-ით შეასრულა. ჩატარებული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად დაეტყო. 2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 9,2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყო: 9,7 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 22 კმ სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდა 3 ახალი ხიდი და 62 ხელოვნური ნაგებობა. მიმდინარე წელს …
Continue reading “აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაზრდილი ბიუჯეტი და 2020 წლის გეგმები”
აჭარის გზების დეპარტამენტმა 2019 წელს აჭარაში ინფრასტრუქტურისთვის 56 569 200 ლარი დახარჯა
აჭარის გზების დეპარტამენტმა 2019 წელს რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 56 569 200 ლარის ინფრაქტრუქტურული ღონისძიებები განახორციელა. შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქროპილაურში პირველად საავტომობილო ხიდი აშენდა. შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე აქამდე საფეხმავლო ხიდი მდებარეობდა ახლა კი კაპიტალური ხიდი მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა 700მ. სიგრძის საავტომობილო გზა, აშენდა რკინაბეტონის სამმალიანი ხიდი და დაიგო ხიდთან მისასვლელი გზა. სამუშაოების ღირებულებამ 1069800 ლარი …
აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-მოწყობილების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. გვარა-მოწყობილების გზა დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და ოთხმოცამდე ოჯახი ახალი გზით ისარგებლებს. პროექტის …
პროკურატურა გზების დეპარტამენტის საქმეს იძიებს – ენმ ჩინოვნიკებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას იძიებს. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც აჭარის გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. საუბარია 2016-2017 წლებში განხორციელებულ სამუშაოებზე. დღეს, 23 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საქმესთან დაკავშირებული პირების თანამდებობიდან ჩამოშორება …
დარღვევები აჭარის გზების დეპარტამენტის საქმიანობაში – აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ დეპარტამენტში აღმოჩენილ დარღვევებზე განცხადება, დაახლოებით ორი თვის წინ, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ოპოზიციამ მაშინ აუდიტის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, …
აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მუხრან კაკაბაძე პროფესიით იურისტია. ის 2018 წლიდან დღემდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. მუხრან კაკაბაძე სხვადასხვა წლებში ბათუმის მერიის იურიდიულ სამსახურში, აჭარის უმაღლეს …
Continue reading “აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს”
აჭარაში ხიდების გამოკვლევაზე 100 000-ლარიანი ტენდერი არ შედგა – ხიდების ჩამონათვალი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა 100 ათასი ლარი იყო. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეისწავლიან მიზეზებს, თუ რატომ ჩავარდა ტენდერი და შემდეგ ხელახლა გამოაცხადებენ. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდების გამოკვლევა-გამოცდის ჩატარება საჭიროა მათი …
შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტს აგებენ
შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასაგები გზის სიგრძე 3,532 კმ-ია. სამუშაოებს შპს „ბონდი 2009“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 2 549 920 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა 16524 მ2 ასფალტობეტონის საფარი, 1972 გრძივი მეტრი ბეტონის კიუვეტი, 141 გრძივი მეტრი ლითონის მილი, 2825 გრძივი მეტრი დამცავი ზღუდარი და აშენდება 216 …
Continue reading “შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტს აგებენ”
შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე ოქროპილაურის მიმართულებით ახალი ხიდი შენდება
შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე ოქროპილაურის მიმართულებით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება 1 069 800 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 700 გრძ/მ სიგრძის საავტომობილო გზას, აშენდება რკინაბეტონის სამმალიანი ხიდი, სიგრძით 54 მეტრი, სიგანით 6,3 მეტრი და მოხდება ხიდდთან მისასვლელი 351 გრძ/მ ახალი გზის გაყვანა. მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …
რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. „აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი. აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, …
ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის გზის მონაკვეთზე მოასფალტება დასრულდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში გეგმის მიხედვით ტარდება. ახლახანს დასრულდა ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის საავტომობილო გზის 1,35 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები ამხანაგობა „P&S“-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 887997 ლარია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდს, მოეწყო 926 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი დახურული ცხაურით, 44 გრძივი მეტრი ლითონის …
Continue reading “ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის გზის მონაკვეთზე მოასფალტება დასრულდა”
აჭარის გზების დეპარტამენტს 3 ექსკავატორის ყიდვის უფლება არ მისცეს
„ვერ გეტყვით, რა იყო უარის მიზეზი, მე დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ,“ – ასე გვიპასუხა აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ბექაიამ კითხვაზე: რატომ ვერ მიიღო თანხმობა ამ უწყებამ საქართველოს მთავრობიდან ექსკავატორების შეძენაზე. აჭარის გზების დეპარტამენტს ექსკავატორების შეძენაზე თბილისიდან რომ უარი უთხრეს, ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი რომანაძემ გუშინ, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. გიორგი რომანაძის თქმით, …
Continue reading “აჭარის გზების დეპარტამენტს 3 ექსკავატორის ყიდვის უფლება არ მისცეს”