2018 წელს სახელმწიფომ 4 მილიარდიდან 778 მილიონი გამარტივებული შესყიდვით დახარჯა  

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქონლის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ჯამში, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,3 მილიარდი ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 778 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ 10 სახელმწიფო ორგანიზაციას შორის, რომელთა მიერ შარშან …

წელს აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 55 მილიონი ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 55 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია  პროექტების ნაწილი, ნაწილის შესრულებაზე კი დაგეგმილ დროში გამოცხადდება ტენდერები. ამ მასალით ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ …

დაზიანდა თუ არა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გზა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი დაიხარჯა

ქობულეთში, ალამბარი-ზენითის გზა, რომლის შეკეთებაში 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ზოგიერთ ადგილზე უკვე დაზიანებულია. ამ გზით გადაიტანეს სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის განკუთვნილი მრავალწლოვანი ხე. მოსახლეობის თქმით, ახალგაკეთებული გზა და რკინის მოაჯირი სწორედ გიგანტური ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა; რკინის მოაჯირი კი ერთ ადგილზე მოხსნეს და სხვა ადგილზე, დაზიანებულის ნაცვლად დაამონტაჟეს. აჭარის გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიგანტური …

გოდერძი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა – 3,8 მილიონი ლარი ხულოში გზის სარეაბილიტაციოდ

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა“ დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი [მეორე ეტაპის] სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გამოაცხადა. დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 864 870 ლარია. სამუშაოს შესრულების ვადაა 120 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს …

შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტბეტონის დასაგებად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოსაწყობად აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 2 574 920 ლარია გათვალისწინებული. აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის [მათ შორის შესასვლელებზე], მისაყრელი გვერდულებისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა. ასევე გზის მონიშვნა. სამუშაოს შესრულების …

აჭარის მუნიციპალიტეტებში ოქტომბერში დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ ასფალტობეტონის საფარი დაიგო 77 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე, მოეწყო 264 ხელოვნური ნაგებობა, აშენდა 18 ახალი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 არსებულ ხიდს. ოქტომბრის თვეში დასრულებული პროექტები და სამუშაოები მოინახულა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ, მოადგილესთან, ლაშა ჩიხლაძესთან …

ქედის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. სამუშაოები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს. გზების მშენებლობის პროექტები აქტიურ ფაზაშია ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც გასული თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. დასრულებული სამუშაოები მიმდინარე კვირაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თავისი გუნდის წევრებთან ერთად პირადად მოინახულა და …

აჭარაში 105 კილომეტრამდე შიდა სასოფლო ბეტონის გზა დაიგება – დაიხარჯება 5,5 მილიონი [ფოტო]

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობაა. სამუშაოები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. კალენდარული წლის ნახევარზე მეტი გავიდა და, შესაბამისად, დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა უკვე დასრულებულია ან გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წელს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში 105-კილომეტრამდე ბეტონის გზა დაიგება, რაშიც 5,5-მდე მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან, ქობულეთის …

ივანიშვილის გიგანტური ხის გადატანის გამო ხეების ჩეხვა მოქალაქეებს შეჩერებული აქვთ

მესამე დღეა ქობულეთში, სოფელ ალამბარში ხეების ჭრა მოქალაქეებს გაჩერებული აქვთ. მათი თქმით, გიგანტური ხე ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის უნდა გადაიტანონ, რის გამოც სოფლის გზას სპეციალურად აფართოვებენ და მიმდებარე ხეებს ჭრიან. აჭარის გზების დეპარტამენტში ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ მოქალაქეები გზის რეაბილიტაციის პროცესს ვერ შეაჩერებენ. „4 ძირი ხის მოჭრა მაინც მოასწრეს, მათ შორის, …

მოქალაქის პროტესტი ქობულეთიდან: ივანიშვილის ხის გადატანის გამო, ჩვენს დარგულ ხეებს ჭრიან

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მცხოვრები სულიკო ნიჟარაძე ხეების მოჭრას აპროტესტებს. მისი თქმით, ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ალამბრიდან ხეების გადატანა იგეგმება, რის გამოც საავტომობილო გზას აფართოვებენ და მოქალაქეებთან შეთანხმების გარეშე გზის მიმდებარედ ხეებს ჭრიან. „გადავუდექი წინ ტრაქტორს და სამუშაოების შეჩერებას ვითხოვ… ივანიშვილს ალამბრის მეურნეობიდან მიაქვს ნეკერჩხალი, 6 ძირი ხე გამზადებულია უკვე. ხის გადატანის გამო ჩემს დარგულს ხეებს ჭრიან: …

2018 წელს აჭარაში სულ 80 კილომეტრი სიგრძის გზა დაიგება

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. წელს რეგიონში ასფალტბეტონით გზის მოწყობის სამუშაოები 39 მიმართულებით განხორციელდება (სამი მიმართულებით იგეგმება გზის რეაბილიტაცია, ხოლო 36 მიმართულებით ასფალტის დაგება). საავტომობილო გზის ცივასულა-აგარა-ქვედა აგარა 3,2-კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 880 000 ლარი. 5,7 მ სიგრძის ბათუმის შემოვლითი საავტომობილო …

წელს აჭარაში 21 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 2018 წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გამტარიანობის გაზდისთვის მნიშვნელოვანია ხელოვნური ნაგებობების და მათ შორის, ხიდების მშენებლობა-რეაბილიტირება. წელს აჭარაში თვრამეტი ახალი და სამი არსებული ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია და დარჩენილიც გეგმის მიხედვით განხორციელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათი-ტყემაკარავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე …

წელს აჭარაში 73 კმ-ზე მეტი სიგრძის 16 სარწყავი არხის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა დაგეგმილი

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია 73,57 კმ სიგრძის 16 სარწყავი არხის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 982960 ლარს. გასულ წლებში დეპარტამენტის მიერ რეაბილიტირებულია 455,16 კმ სიგრძის 100 არხი. დღეის მდგომარეობით გამოცხადებულია 16 ტენდერი სარწყავი არხების რეკონსტრუქციის შესასყიდად და ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები …

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და განვითარება რჩება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა, გამტარუნარიანობის გაზრდა ასევე რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი წელს 34 მილიონამდე ლარს დახარჯავს აჭარის მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ასფალტბეტონის საფარის …

რა მდგომარეობაა მაღალმთიანი აჭარის გზებზე დიდთოვლობის შემდეგ

გასული კვირის დასაწყისიდან ინტენსიურად თოვდა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარმა 0,5-1,2 მეტრს მიაღწია. მოკლე პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას როგორც გადაადგილების მხრივ, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. უკვე შვიდი დღეა საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ზედამხედველობდნენ დეპარტამენტის წარმომადგენლები. არსებული ტექნიკა სრულად იყო …

ახალი შემოვლითი გზა გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე 2018 წელს დასრულდება

2017 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ჭოროხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რატომ გადაწყდა გზის აშენება, შეეხება თუ არა მოსახლეობის კერძო საკუთრებას და როდის დასრულდება – ამ კითხვებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს. ბატონო არჩილ, რატომ გადაწყდა …

„ჭოროხის გზის“ ერთკილომეტრიანი მონაკვეთი 1 მილიონად გაკეთდება

„ჭოროხის გზის“ [მონაკვეთი: მახოს ხიდი-გონიოს ხიდი] ერთკილომეტრიან მონაკვეთს კომპანია „ტ.ტ.“ შეაკეთებს, რომელთანაც აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს 1 031 073 ლარზე გააფორმა. სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. შესაბამის ტენდერში „ტ.ტ.“-ს გარდა „ზიმო 7“-იც მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება 1 073 737 ლარი იყო. გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე წელს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა …

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში 2017 წელს

მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 50 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში  დაგეგმილ და მიმდინარე  პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს. აქ ჩამოთვლილი …

მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა

წვიმის შედეგად ქობულეთში 30 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ყველაზე მეტი მეწყრული კერა სოფელ ქობულეთშია, სადაც ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და დროებით მეზობელთან გადავიდა. ქობულეთის გამგეობაში გუშინდელი ძლიერი წვიმის შემდეგ სულ 60 შეტყობინება შევიდა. „უყურადღებოდ არ დავტოვებთ არავის. აუცილებლად შეისწავლიან მდგომარეობას გეოლოგები და შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რით შეიძლება დავეხმაროთ ამ ოჯახებს. შესაძლოა იქ სპეციალური …

შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 7 მილიონზე მეტი დაიხარჯება

საქართველო და მათ შორის აჭარა ყოველწლიურად მიმზიდველი ხდება ტურისტული თვალსაზრისით. გასული 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, წელს გაცილებით მეტი ტურისტი ეწვია ჩვენს რეგიონს, ვიდრე გასულ წლებში. ტურისტების მატება თვალშისაცემია აჭარის მთაში, განსაკუთრებით მთის კურორტებზე. ცხადია, საზღვაო კურორტების პოპულარობასთან ერთად, აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაზე. შენდება საგზაო, წყლისა და უკვე ბუნებრივი გაზის …

8,2 მილიონი ლარი „ჭოროხის გზისთვის“ და დასაგეგმი ავტობანი

მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან ე.წ. გონიოს ხიდამდე არსებული გზის შეკეთება-მოასფალტებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 1 086 750 ლარია გათვალისწინებული. ეს გზა მახოს ხიდის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება. მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო …

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ხულოში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში იგეგმება 7 550 კილომეტრზე ასფალტის საფარის მოწყობა – 3 498 780 ლარის ფარგლებში, ხოლო 25 კილომეტრ გზაზე (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარი მოეწყობა – 1 521 552 ლარის ფარგლებში. ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა 85 000 ლარი. ასევე იგეგმება 44  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, …

დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში, ასევე ქალაქში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა საგზაო ინფრასტრუსტრუქტურის მოწყობას, აქტიურად მიმდინარეობის სამუშაოები. 2017 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულების პროექტებისთვის 13 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ატარებს. უწყებაში ამბობენ, რომ  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – მათი ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მალე დასრულდება, ხოლო დარჩენილ …

ავტობანი – სატვირთო ავტომობილი მშენებარე გზიდან გადავარდა

ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, ჩაქვში, გზის მშენებლობისას სატვირთო ავტომანქანა ფერდზე გადავარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. დირექციის ინფორმაციით, ავტომანქანა ბალასტის ჩაყრის დროს დაცურდა. მცირედ დაზიანებული მანქანა გზაზე ამოიტანეს და მუშაობას განაგრძობს. ავტომანქანა ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ ეკუთვნის, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზას [ავტობანს] აშენებს.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში

მალე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები იალაღებზე გარეკავენ საქონელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა იალაღებზე მიმავალი გზების გაწმენდითი სამუშაოები შეასრულა, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად გაიწმინდა გზა. მოსახლეობას შეუძლია უკვე ისარგებლოს: ზედა ბზუბზუ-ყურყვეთის, ზენდმანი-უკანტეხილის, კვინჩხა-ნაგონაღვარის, ჭალათი სასადილოს მთისა (კოსლითავის) და ნამონასტრევი-ლაშის მთის მიმართულებით არსებული გზებით. მუნიციპალიტეტს 41 ხელოვნური ნაგებობა …

1,5 მილიონი ლარი ტექნიკისთვის აჭარაში გზების ხარისხის გასაკონტროლებლად

წლის ბოლოს შემაჯამებელი ანგარიშების მოსმენისას არასამთავრობო ორგანიზაციები შეუსრულებელი სამუშაოების გარდა უკვე დასრულებული პროექტების ხარისხზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ამ შენიშვნას განსაკუთრებით ხშირად ისინი გზებთან მიმართებაში გამოთქვამდნენ. უკვე რეაბილიტირებული გზების მოკლე დროში მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებზე მოსახლეობაც ხშირად საუბრობდა. გზების რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. პრობლემას აჭარის მთავრობაში არ უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ხელშეკრულების პირობები კომპანიებს შესრულებული სამუშაოს …

გაკეთებული და გასაკეთებელი გზები ხელვაჩაურში

2017 წლის დასაწყისიდანვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ წელს აჭარაში  ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნებოდა. განსაკუთრებული ყურადღება კი მუნიციპალურ და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას, გამაგრებას დაეთმობოდა.  მიმდინარე წელს მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 27კმ-მდე ასფალტბეტონის საფარის და 53 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად მხოლოდ მათ მცირე ნაწილზე, …

ახალი პიკაპები – აჭარის გზების დეპარტამენტის პასუხი ენმ-ის კრიტიკაზე

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას, პიკაპს, შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დღეს, 17 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და  აჭარის მთავრობას და საგზაო დეპარტამენტს ტენდერის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ენმ-ი მიიჩნევს, რომ 320 000 ლარად სპეცტექნიკის შეძენა სჯობს, რომელიც გამოიყენება დიდთოვლობისა და …

აჭარის გზების დეპარტამენტი 5 პიკაპს 320 ათას ლარად შეისყიდის

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას [პიკაპს] შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს მაქსიმუმ 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომანქანები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ვერცხლისფერი, მუქი ვერცხლისფერი ან/და შავი. დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება. ავტომანქანები …

ზურაბ პატარაძემ არჩილ ჩიქოვანი აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარადგინა

აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. ,,ახალი უფროსი ყველაფერს გააკეთებს არსებული პროექტების განხორციელებისთვის და დასრულებისთვის…“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ არჩილ ჩიქოვანის წარდგენისას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისთვის აჭარის 2017 წლის ბიუჯეტში 46 მილიონი …

1,7 მილიონი ლარი ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზის შეკეთებისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 759 ათას 490 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოს შესრულების ვადაა 130 დღე ხელშეკრულების დადებიდან. მიმწოდებელი კი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა. სატენდერო პირობების თანახმად, „პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის …

პროექტი უმაღლესი საბჭოს შენობასთან და გასაიდუმლოებული ინვესტორი

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 7 ჰექტრამდე მიწის ფართობი გადასცა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ქონება [მიწის ნაკვეთები] ესაჭიროება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“. კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ვის მიერ უნდა განხორციელდეს, რა ფორმით და ა.შ. ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. პასუხში …

გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს

რევაზ მიქელაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გახდა. ავტომატურად გათავისუფლებული სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელობის შემდეგ, რევაზ მიქელაძე მოადგილის პოზიციაზე აღარ აღადგინეს. ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა. „პოლიტიკური მოტივაცია იყო რევაზ მიქელაძის გათავისუფლების საფუძველი. ის აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს პეტრე …

ავტობანი – განსახლების სია მოწმდება

ბათუმის შემოვლითი გზა, ძირითადად, არსებული პროექტით აშენდება, თუმცა, გადამოწმდება და განახლდება განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის გეგმა. სიების გადამოწმება დაწყებულია. არის ოჯახები, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებული პროექტით ავტობანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდებიან. „თითქმის ყველა ინსტანციას მივმართეთ – ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, აჭარის მთავრობას, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობას თბილისში… ოფიციალური პასუხი ვერავისგან მივიღეთ“, – ამბობს მახინჯაურში მცხოვრები …

Exit mobile version