მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში ოქტომბერში ჩამოშლილი გზა დღემდე არ აღუდგენიათ

09.12.2020
ხელვაჩაურში ოქტომბერში ჩამოშლილი გზა დღემდე არ აღუდგენიათ

„გზაზე სატვირთოების გავლა საშიშია, შეშა ვეღარ მოგვაქვს, მანდარინის წაღებაც პრობლემაა… მსუბუქები სწრაფად გადადიან, რომ რამე არ მოხდეს,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მცხოვრები ადამიანები. აქ შიდასასოფლო გზაზე მეწყერი პირველ ოქტომბერს ჩამოწვა. ამ დღეს მეწყერმა ქვედა ჯოჭოში თედორაძეების სახლი წაიღო. ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსახლეობის თქმით, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ოქტომბრის დასაწყისშივე აცნობეს გზების დეპარტამენტს, ასევე ხელვაჩაურის მერიას, თუმცა ადგილზე ფოტოების გადაღების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ახალშენში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ გზა მეწყრისგან თავად გაწმინდეს და ფერდობიც ოდნავ გამოჭრეს, რომ გზით სარგებლობა შესაძლებელი გამხდარიყო.

ამ გზას ახალშენში 13 ოჯახი იყენებს, მათ სხვა, შემოვლითი გზა არ აქვთ.

აჭარის გზების დეპატამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მომზადდა  გეოლოგიური დასკვნა, შესაბამისი პროექტი და ელოდებიან ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცებას, რომ გამოცხადდეს ტენდერი. გზის შეკეთებას ამ სოფელში დაახლოებით 19 300 ლარი დასჭირდება. გზების დეპარტამენტში ვერ გვითხრეს, აქამდე რამ შეუშალა ხელი გზის აღდგენას.

დამეწყრილი გზა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: